Სარჩევიchevron-down
სულ უფრო მეტი თრეიდერი ინახავს Bitcoin-ს საფულეში
გრძელვადიანი HODL და ბიტკოინის საფულე
რატომ ინახავენ ბიტკოინს საფულეში წლობით?
ბიტკოინის ყიდვა და ბიტკოინის ფასი
On the right side, the Bitcoin logo is in a Glass Box, and on the left side Georgian Text
2023-11-17clock6 minutes

სულ უფრო მეტი თრეიდერი ინახავს Bitcoin-ს საფულეში

ავტორიტეტული პლატფორმის, Glassnode-ის მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ბიტკოინს თავიანთ საფულეში ინახავენ სულ უფრო გაზრდილია და დღევანდელი მონაცემებით ყველაზე დიდ ნიშნულს აღწევს.

ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ბიტკოინის საფულე დიდი ხანია ხელუხლებელი აქვთ, გრძელვადიან HODL-ებს, ანუ Long-Term Hodler-ებს უწოდებენ.

გამოცემა გვეუბნება, რომ სულ უფრო მეტი თრეიდერი ინახავს Bitcoin-ს და ბაზარზე მცირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან თავიანთ აქტივებს შეელიონ, იმ მიზეზით, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება „კრიპტო ოქროს“ ფასი ძალიან გაიზარდოს.

ცნობისთვის, ოქტომბრის თვესთან შედარებით, ბიტკოინის ფასი საშუალოდ 10%-ით არის გაზრდილი.

გრძელვადიანი HODL და ბიტკოინის საფულე

გასული კვირის სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კრიპტო ეკოსისტემაში იმ ადამიანების წილი გაცილებით გაზრდილია, რომლებიც თავს გრძელვადიან HODL-ებს უწოდებენ, ანუ თავიანთ აქტივს ბიტკოინის საფულეში 12 თვეზე მეტია რაც ხელუხლებლად ინახავენ.

უფრო კონკრეტულად, კვლევამ აჩვენა, რომ ბაზარზე არსებული ბიტკოინის დაახლოებით 68% ერთ წელზე მეტია რაც ციფრულ საფულეში ინახება, ხოლო კრიპტო აქტივების დაახლოებით 30% ხუთ წელზე მეტია, რაც არ ამოძრავებულა.

საზომი, რომელიც მომხმარებლების ბიტკოინ საფულის მონაცემებს დაახლოებითი სიზუსტით განსაზღვრავს, Illiquid Supply Metric არის და მასზე დაყრდნობით შეგიძლია ვთქვათ, რომ 15.4 მილიონი ბიტკოინია ისეთი, რომლებსაც გადარიცხვისა და ტრანზაქციის მინიმალური რაოდენობა უფიქსირდება, ანუ ეს ბიტკოინები ძირითადად ინვესტორების საფულეში არიან და ბირჟებზე ცირკულაციაში არ ხვდებიან.

რატომ ინახავენ ბიტკოინს საფულეში წლობით?

თუკი თვალს გადავავლებთ ბიტკოინის ფასის დინამიკას, ვნახავთ, რომ აქტივი ძირითადად მუდმივად იზრდება და მისი ფასის მაღლა ასვლა ფიქსირდება. სწორედ ეს თვისება უამრავი ინვესტორისთვის მიმზიდველი ასპექტია, რომ საკუთარი ინვესტიცია ბიტკოინში განათავსონ.

ბიტკოინის ფასი კი, განსაკუთრებით დიდი პროცენტულობით მაშინ იზრდება, როდესაც იწყება განახევრების პროცესი.

რა არის ბიტკოინის განახევრება, ანუ halving?

განახევრება ბიტკოინის ქსელში ჩართული მაინერების მიერ გამომუშავებული ჯილდოს შემცირებაა.

ბიტკოინის ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული მექანიზმია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰყავს ცენტრალიზებული მარეგულირებელი ორგანო. ქსელის სწორად მოქმედებაში წვლილი მასში ჩართულ მძლავრ კომპიუტერულ მოწყობილობებს აქვთ, რომლებსაც მაინერები ეწოდებათ. როდესაც შენ ბიტკოინის ტრანზაქციას განახორციელებ, გადარიცხვის ავთენტურობის დასადასტურებლად მაინერები ხსნიან რთულ და კომპლექსურ მათემატიკურ ამოცანებს, თავიანთი შრომის სანაცვლოდ კი, იღებენ ჯილდოს. თუკი რომელიმე მაინერი ან მაინერთა გაერთიანება პირველი ამოხსნის ამოცანას და დაადასტურებს ტრანზაქციას, რომელიც ბლოკჩეინში სამუდამოდ და ხელუხლებლად ჩაიწერება, ის ჯილდოს ბიტკოინის სახით სრულად მიიღებს ან მისი გაწეული შრომის სანაცვლოდ დაჯილდოვდება შესაბამისი რაოდენობის BTC-ით.

ბიტკოინის განახევრება მნიშვნელოვანი პროცესია, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ინფლაციური რისკების აღსაკვეთად და ის ყოველ ოთხ წელში ხდება.

თუკი განხორციელებული ტრანზაქციის დადასტურებით მაინერი დღევანდელი მოცემულობით ჯილდოს სახით 6.25 ბიტკოინს იღებს, მომავალი halving-ის დროს ეს ჯილდო განახევრდება და გახდება - 3.125 BTC.

როგორც ვახსენეთ, ბიტკოინის ღირებულება სტატისტიკურად მზარდია, განახევრების პროცესის დროს კი, განსაკუთრებით შეინიშნება ფასის მაღლა ასვლა და აქტივი ინვესტორებს მასში ჩადებული ინვესტიციას უკან უბრუნებს.

მაგალითად, 2012 წლის ბიტკოინის განახევრების შემდგომ აქტივმა საკუთარი რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 1 წელში $1000 მიაღწია, რაც ბევრ ადამიანს ფანტასტიკის სფერო ეგონა. სწორედ ასეთი რამ დაფიქსირდა შემდეგი, 2016 წლის განახევრებისას და ამ დროს აქტივმა არა მხოლოდ საკუთარ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, არამედ გაცილებით მაღლა ავიდა და $20 000 გახდა.

ბიტკოინის ბოლო განახევრება 2020 წლის მაისში იყო, რა დროსაც ჯილდო 6.25 ბიტკოინს გახდა, აქტივის ფასი კი $8600 მერყეობდა, სულ რამოდენიმე თვეში ფასები გაორმაგდა და ბიტკოინი საშუალოდ $15 000 ფარგლებში ივაჭრებოდა.

სწორედ ამ მიზეზის გამო, უამრავი ინვესტორი ბიტკოინს წლებია საფულეში ინახავს და ფასის არნახულ ზრდას ელოდება, ამ შემთხვევაში არა გაორმაგებას, არამედ $100 000 ასვლასაც კი.

მომავალი განახევრების პროცესი 2024 წლის აპრილშია მოსალოდნელი და სავარაუდოა, რომ წლების განმავლობაში ბიტკოინის საფულეში გაუნძრევლად შენახული აქტივებიც სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდება.

ბიტკოინის ყიდვა და ბიტკოინის ფასი

დღევანდელი მონაცემებით, CoinMarketCap-ის პლატფორმაზე 1 ბიტკოინი $38 000 ღირს, თუმცა გაითვალისწინე, არ არის აუცილებელი ერთი ბიტკოინი სრულად შეიძინო, შენ ნებისმიერი რაოდენობის და მოცულობის კრიპტოს ყიდვა შეგიძლია.

რა გზები არსებობს იმისთვის, რომ ბიტკოინი საქართველოში მარტივად და ყველაზე მოსახერხებლად იყიდო? ამისთვის ორი ხერხია ხელმისაწვდომი:

  1. კრიპტომატი, ანუ ბიტკოინის აპარატი - დიდ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში პოულობ სწრაფი ჩარიცხვის მსგავს აპარატს, რომელიც ფიზიკურადაც და მუშაობის პრინციპითაც ჰგავს ქალაქში გავრცელებულ ჩარიცხვის აპარატებს.

    საყიდლად ირჩევ შესაბამის კრიპტოვალუტას, მიუთითე შენი ბიტკოინის საფულე და სასურველი რაოდენობის ბიტკოინი, შემდგომ კი, აპარატში შეიტანე შესაბამისი რაოდენობის ლარი და სულ ეს არის, ბიტკოინი შენს საფულეშია!

  2. კრიპტო ბირჟა - თუკი ისეთ მეთოდს ეძებ, რომ ბიტკოინი სახლიდან გაუსვლელად და ყველაზე იაფად იყიდო, კრიპტალი საშენო ვარიანტია. კრიპტალზე ბიტკოინის ყიდვა კი, ორი გზით შეგიძლია:

    კონვერტაცია: ამ გზის გამოყენებით ყველაზე მარტივად შეძლებ ბიტკოინის ყიდვას. მხოლოდ უთითებ სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და აკლიკავ ყიდვას და მორჩა, ბიტკოინი შენია.



    გაითვალისწინე, კონვერტაცია განკუთვნილია დამწყები ინვესტორებისათვის ან სულაც ისეთ ადამიანს გამოადგება, რომელსაც სწრაფად, ლოდინის გარეშე, სულ რამოდენიმე წამში სურს ბიტკოინის ყიდვა.

    Spot ბირჟა: წარმოიდგინე, რომ ბირჟა არის ადგილი, სადაც თავს იყრიან შენნაირი ადამიანები, რომლებსაც ბიტკოინის ყიდვა ან გაყიდვა სურთ, ერთმანეთს ფასზე ევაჭრებიან, თანხმდებიან გასაცვლელი აქტივების რაოდენობაზე და შემდგომ ბირჟის შუამავლობით დებენ გარიგებას, რომელიც სრულიად უსაფრთხო და დაცულია.

    ბირჟის გამოყენებისას კრიპტო ვალუტა, ჩვენს შემთხვევაში ბიტკოინი, შესაძლებელია რომ ჩვენზე მაქსიმალურად მორგებულ და მომგებიან ფასად ვიყიდოთ, თუმცა ეს მეთოდი შედარებით გამოცდილი ინვესტორებისთვის არის განკუთვნილი.
Support