რატომ არის კრიპტალი საუკეთესო არჩევანი კრიპტო მაინერებისათვის?
თუკი მაინინგით ხარ დაკავებული, შენზე მორგებული და სწორი პლატფორმის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. კრიპტალი კი, ამგვარი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის ყველა პირობას ქმნის.
პლატფორმაზე ზუსტად მაინერებზე მორგებულ გარემოს შეხვდები - დაწყებული დაბალი საკომისიოებით, გაგრძელებული მოქნილი განაღდების პირობებით და დამთავრებული პოპულარული კრიპტო აქტივების არჩევანით.
რას გაიგებ ბლოგში - კრიპტო, მაინინგი და კრიპტალი
ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივების მაინინგი, იგივე კრიპტოს მაინინგი, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვები არიან, მაღალშემოსავლიანია, თუმცა მაინერებსსწორიდამათზემორგებულიპლატფორმასჭირდებათ, რათაგამომუშავებულიკრიპტოფულშიგადაცვალონ.
თუკი ასეთ პლატფორმას ეძებ, სადაც კრიპტოს ფიატ აქტივებში გადაცვლას და შემდგომ ფულის განაღდებას შეძლებ, მაშინ სწორ ადგილას ხარ. კრიპტალი ზუსტად ის არის, რაც გჭირდება.
ამ ბლოგში დეტალურად ვისაუბრებთ, თუ რა უპირატესობებს ქმნის კრიპტალი მაინინგით დაკავებული ადამიანებისთვის.
პოპულარული კრიპტო აქტივები - ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქონი და სხვა
კრიპტალი მომხმარებლებს ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივების დიდ არჩევანს სთავაზობს, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. სწორედ ეს კრიპტო აქტივები სარგებლობენ დიდი პოპულარობით მაინერებს შორის, რადგან მათ დიდი სარგებელი და მაღალი ლიკვიდურობა ახასიათებთ. კრიპტალზე წარმოდგენილი დიდი არჩევანი კი, მაინერებს შესაძლებლობას აძლევს შეარჩიონ მათთვის სასურველი დამაინინგებული კრიპტო შესანახად თუ გასანაღდებლად. პლატფორმაზე წარმოდგენილი კრიპტო აქტივების სრული სია შეგიძლია ვებ-გვერდზე ნახო.
თუ ამ სიიდან რომელიმე კრიპტო აქტივის მაინინგით ხარ დაკავებული, მაშინ პლატფორმა შენს მოთხოვნებს ამ მხრივ ერგება.
სწრაფი და სანდო ტრანზაქციები
კრიპტო ინდუსტრიაში სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს მაინინგშიც კარგად ჩანს, სადაც მაინერებს ხშირად უწევთ თავიანთი კრიპტო აქტივების გადარიცხვა. სისწრაფის მნიშვნელობა კარგად ჩანს კრიპტალზეც, სადაც შენი ტრანზაქციები, გადარიცხვები თუ პოპულარულ ფიატ აქტივებში (ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო) განაღდებები პრაქტიკულად მომენტალურია, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.
სწრაფი ტრანზაქციები ნიშნავს, რომ მაინერებს არ უწევთ ლოდინი თუ როდის ექნებათ წვდომა საკუთარ აქტივებთან. მომენტალური გადარიცხვები კი, მაინინგის მსგავსი სერვისებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
მარტივი პლატფორმა მაინერებისთვის
კრიპტო ბირჟას სანავიგაციოდ მარტივი პლატფორმა აქვს, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მაინერებისათვის. რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი მარტივია. ანგარიშის გახსნის შემდგომ კი, პლატფორმაზე საკმაოდ მარტივად შეძლებს ნებისმიერი მსურველი ნავიგაციას, იქნება ეს კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, დამაინინგებული აქტივების საფულეზე გადმოტანა, განაღდება თუ სხვა.
პლატფორმაზე მარტივად შეძლებ შენი კრიპტო აქტივების ფულში გადაცვლას და შემდგომ მათ განაღდებას. თუ მაინერი ხარ და რომელიმე კრიპტო დაამაინინგე, ბევრი თავსატეხის გარეშე შეგიძლია ის სხვა კრიპტოში ან ფიატ აქტივში გადაცვალო.
დაბალი ტარიფები მაქსიმალური მოგებისათვის
მაინერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საკომისიოები და ტარიფებია. კრიპტალი ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს გთავაზობს, რითაც მაინერებს თავიანთი მოგების მაქსიმალურად ათვისების საშუალება ეძლევათ. უფრო კონკრეტულად კი, კრიპტალზე საკომისიოები შემდეგნაირად გამოიყურება:
- Visa/Mastercard ბარათებით განაღდება: მხოლოდ 1.2 TOGEL (ლარი) ყოველ ტრანზაქციაზე
- საბანკო გადარიცხვა: არანაირი საკომისიო (0 USD).
დაბალი საკომისიოები მაინერებს საშუალებას აძლევს თავიანთი მოგება მაქსიმალურად შეინახონ და ნაკლები დახარჯონ სხვადასხვა ტრანზაქციებზე, იქნება ეს განაღდება თუ სხვა.
კრიპტოს განაღდება მარტივად
კრიპტალი მაინერებს კრიპტოს განაღდების მათზე მორგებულ და მარტივ გზებს სთავაზობს, როგორც ციფრულად, ასევე ფიზიკურად:
- საბანკო ბარათი ან საბანკო გადარიცხვა: მაინერებს შეუძლიათ თავიანთი აქტივები პირდაპირ საბანკო ბარათზე ან საბანკო გადარიცხვის დახმარებით გაიტანონ. ორივე მეთოდი მაინერებს უზრუნველყოფს უსაფრთხო და მოხერხებული გზებით რომ მათთვის სასურველი თანხა მიიღონ.
- Cryptomat (კრიპტო ATM): კრიპტალის მომხმარებელ მაინერებს შესაძლებლობა აქვთ კრიპტომატის სერვისით ისარგებლონ და თანხა კრიპტო ATM-ის დახმარებით გაანაღდონ. კრიპტომატი წარმოადგენს ნაღდი ფულის სწრაფად მიღების გზას.
- კრედიტსერვის+ ფიზიკური სალარო: საქართველოში მაინერებს კრიპტალის ანგარიშიდან თანხის განაღდება კრედიტსერვის+-ის ფიზიკური სალაროებიდანაც შეუძლიათ.
ეს სამი მეთოდი მაინერებს საშუალებას აძლევს მარტივად ჰქონდეთ წვდომა მათ მიერ გამომუშავებულ კრიპტო აქტივებთან და სურვილის შემთხვევაში მყისიერად შეძლონ მისი განაღდება, როგორც ციფრულად, ასევე ფიზიკურად, ნაღდი ფულის სახით.
მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია
კრიპტალზე დარეგისტრირება მარტივია. ყველა მაინერს შეუძლია გაიაროს რეგისტრაციის იოლი ფორმა, შემდგომ კი - ანგარიშის ვერიფიკაციის. მას შემდგომ, რაც პროფილი ვერიფიცირდება, მაინერს ყველა არსებული სერვისით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა, იქნება კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, დამაინინგებული აქტივების საფულეში გადმოტანა, შენახვა ან სულაც განაღდება.
შეჯამება: თუ მაინერი ხარ, კრიპტალი საშენოა
მაინერები, რომლებიც სანდო, დაბალ საკომისიოებიან და მოხერხებულ პლატფორმას ეძებენ, კრიპტალი საუკეთესო არჩევანია. პოპულარული კრიპტო აქტივების დიდი არჩევანით, მარტივი პლატფორმით, დაბალი ტარიფებითა და განაღდების მოხერხებული გზებით კრიპტალს მაინერებისთვის ყველაფერი აქვს.
თუკი გინდა, რომ შენი გამომუშავებული კრიპტო მაქსიმალური მოგებით მიიღო, მაშინ შეგიძლია კრიპტალის გამოყენება დაიწყო.