Სარჩევიchevron-down
ჩინეთის ეკონომიკური ჩარევა და ბიტკოინი
როგორ აისახება ეს ყველაფერი ბიტკოინის ფასზე?
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with China flag and Bitcoin logo on the right side 1000x300
2024-09-30clock4 minutes

ჩინეთის ეკონომიკური ჩარევა და ბიტკოინი

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი დიდი ზრდის მოლოდინშია მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ჩინეთის ეკონომიკაში მთავრობის დადგენილებით დამატებითი ეკონომიკური სახსრები გაჩნდება.

2024 წლის 24 სექტემბერს ჩინეთის სახალხო ბანკმა (People’s Bank of China (PboC)) კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პანდემიის შემდგომ ყველაზე დიდი მასტიმულირებელი პაკეტი წარადგინა, რაცჩინეთის ეკონომიკის გამოცოცხლებასა და ინფლაციის შეჩერებას ისახავს მიზნად.

PboC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Pan Gongsheng-მა პრეზენტაციაზე იმ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელშიც ჩინეთის სახალხო ბანკი აპირებს ჩარევას. მისი თქმით აღნიშნული საკითხები ძირითადად იპოთეკურ და უზრუნველყოფილ სესხებს შეეხება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიურად უნდა აისახოს.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის განცხადებით იგეგმება $140 მილიარდის ღირებულების აქტივების რეზერვებიდან გასაყიდად გამოტანა. სესხის ასაღებად შემცირებული შეზღუდვები და დაწეული საკომისიო გადასახადები კი, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია.

ჩინეთის ეკონომიკის ეს კონკრეტული სექტორი, სხვების მსგავსად, რეცესიას განიცდიდა და ადამიანები ნაკლებ სესხს იღებდნენ, შედეგად ბანკში ნაკლები სარგებელი შედიოდა და პროცესი ორმხრივად ზიანდებოდა.

სწორედ ეს გახდა მთავარი მაპროვოცირებელი ძალა, რამაც ჩინეთის სახალხო ბანკი და ჩინეთის მთავრობა რადიკალური ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმისკენ აიძულა, ეს კი საბოლოო ჯამში პანდემიის შემდგომ ყველაზე დიდ ეკონომიკურ სტიმულში გამოიხატა.

როგორ აისახება ეს ყველაფერი ბიტკოინის ფასზე?

ჩინეთის უახლესი ეკონომიკური ნაბიჯები შესაძლოა საკმაოდ პოზიტიურად აისახოს ბიტკოინის ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ჩინეთის მთავრობამ ბიტკოინი აკრძალულ აქტივად გამოაცხადა და შესაძლოა ბოლო ეკონომიკურ ნაბიჯებს ლოკალურად პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს კრიპტოვალუტაზე, ეს აუცილებლად აისახება ზოგადად რეგიონის ფინანსებზე და შესაბამისად, გლობალურ ჭრილში პოზიტიური როლი ექნება კრიპტოს ფასზეც. დამატებით, ჩინეთის ხელისუფლებისგან შეინიშნება კრიპტოს მიმართ შერბილებული მიდგომაც.

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ბიტკოინის ფასზე, შეგვიძლია ა.შ.შ.-ს ფედერალური რეზერვების ქმედებებს დავაკვირდეთ. ჯერ კიდევ შუა სექტემბერში ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით შეამცირა, რამაც ბიტკოინის ფასი $64,000-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ ქმედებას კრიპტოს ფასთან პირდაპირი კორელაცია არ ჰქონდეს, შემცირებულმა განაკვეთმა თრეიდერებში და ინვესტირების მსურველ ადამიანებში დამატებითი სალიკვიდაციო თანხები გამოაჩინა. სწორედ ამ დროს შეინიშნება საბაზრო კაპიტალიზაციის უმნიშვნელო ზრდაც.

თუკი გინდა, რომ მუდმივად თვალი ადევნო კრიპტოს ფასს და შესაბამისად, შენი ინვესტირება მომგებიანი აღმოჩნდეს, არ უნდა კონცენტრირდე მხოლოდ კრიპტო სიახლეებზე, არამედ ზოგადად უნდა გაეცნო მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რადგან გლობალური ეკონომიკის პირობებში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.

როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?

თუ ბიტკოინის ყიდვა იქამდე გადაწყვიტე, სანამ შეიძლება მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდოს, მაშინ კრიპტო ბირჟის დახმარება დაგჭირდება.

კრიპტალი არის პირველი ქართული კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებელს კრიპტოს ყიდვა გაყიდვის შესაძლებლობას მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ აძლევს, თუნდაც სულ პირველად იღებდე მონაწილეობას ბიტკოინის ყიდვა ან გაყიდვაში.

თუ გინდა, რომ ბიტკოინის ყიდვა მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სულ რამოდენიმე კლიკით შეძლო, მაშინ კონვერტაცია დაგჭირდება.

ხოლო თუ კრიპტოს ყიდვა საუკეთესო კურსით გინდა, მაშინ ბირჟაზე შეგიძლია ბიტკოინის შეძენა.

ათავსებ მოთხოვნას, რომელსაც Order ჰქვია და უთითებ, რომ გსურს გარკვეული რაოდენობის ბიტკოინის ყიდვა, მზად ხარ გადაიხადო შენს მიერ წინასწარ მითითებული რაოდენობა და ელოდები, როდის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება შენს მიერ დადებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუკი შენი პირობები - კრიპტოს ფასი და რაოდენობა - მისთვის მისაღები იქნება.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ბიტკოინს შორის კორელაცია 2021 წელს ბიტკოინის აკრძალვით შეწყდა, ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა აქტივობებმა მაინც შეიძლება პოზიტიური როლი იქონიოს ბიტკოინის ფასის ზრდაში.

ბიტკოინის ფასზე პოზიტიური ზემოქმედების იმედს თრეიდერებს მიმდინარე თვის მოვლენებიც აძლევს, როდესაც ამერიკის ფედერალურმა სარეზერვომ პროცენტული განაკვეთი 0.5%-ით შეამცირა, შედეგად კი ბიტკოინის ფასი $64,000-მდე გაიზარდა.

Support