ამ ბლოგში ვისაუბრებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი ამბავის შესახებ, რომელიც თავს მიმდინარე წელს გადაგვხდა.
2022 წლის მიმოხილვა:
2022 წლის განმავლობაში ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ, ჩვენი მომხმარებლების რიცხვი 77.5%-ით გაიზარდა.
2022 მნიშვნელოვანი გამოდგა პლატფორმაზე კრიპტოვალუტების დამატების კუთხით, Cryptal-ზე ისეთი მოთხოვნადი კრიპტოები დაილისტა, როგორიც არის ERC-20-ის კოინები - Compound, AAVE, Sandbox და MANA. ასევე, პლატფორმაზე დაგვემატა მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი BNB და Solana. დღევანდელი მონაცემებით Cryptal-ზე 26 კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი.
განახლდა რეფერალური სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ორმაგი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
მნიშვნელოვანი იყო კრიპტალის ჩართულობა სხვადასხვა WEB3 ღონისძიებებში. მიმდინარე წელს მონაწილეობა მივიღეთ CandiKandy-ისა და DeGameFi-ის ივენთებში, რომელთა ფარგლებში ბევრი ინოვაცია გაჟღერდა და ბევრმა კრიპტო ენთუზიასტმა გაიცნო ერთმანეთი!
მთელი წლის მანძილზე ვთავაზობდით მომხმარებებლებს სხვადასხვა Airdrop-ებს და Giveaway-ებს. მადლობა ყველა მომხმარებელს მონაწილეობისთვის.
გამორჩეული იყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ახალი მომხარებლები 50₾ Bitcoin-ით საჩუქრდებიან. თუ ახალი ხარ კრიპტალზე, აღნიშნულ კამპანიაში ჩართვა შენც შეგიძლია!
კრიპტოვალუტების შეძენისას მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს დიდი არჩევანი ჰქონდეს როგორც კოინებში, ასევე მათი შეძენის გზებში. პლატფორმაზე შესაძლებელი გახდა ევროს დადეპოზიტება SEPA-ს მეშვეობით და BOG დოლარის Ecommerce.
წამახალისებელი აქციები აქტივების გამოტანასაც შეეხო და Cryptal-იდან დოლარის გამოტანა სრულიად უპროცენტო გახდა. ცვლილება შეეხო მთლიანი საკომისიოების ნაწილს და მთელი 2022 წლის განმავლობაში, Cryptal ყველაზე დაბალ საკომისიოებს სთავაზობდა მომხმარებელს.
მიმდინარე წელს Cryptal-ზე დადეპოზიტებაც 0%-იანი გახდა!
ექსკლუზიური შეთავაზება კრიპტალის მეგობრებისთვის!
მიმდინარე წელს ორჯერ ჩატარდა Cryptal Thursday-ის ივენთი, სადაც ბევრი მეგობარი აღმოვაჩინეთ და ერთმანეთს დავაკავშირეთ.
Cryptal-ის გუნდის სახელით, მადლობას გიხდით რომ ამ თავგადასავალში ჩვენთან ერთად იყავით. თქვენი ჩართულობითა და აქტიურობით, ჩვენ ერთად კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს მივაღწევთ!