Სარჩევიchevron-down
კრიპტო ინფლუენსერების სამყარო
ვინ არიან კრიპტო ინფლუენსერები?
ტოპ 5 კრიპტო ინფლუენსერი, რომელიც უნდა გამოიწერო - ნაწილი 1
ვიტალიკ ბუტერინი - ეთერიუმის შემქმნელი
მაიკლ სეილორი - ყველაფერი ბიტკოინის შესახებ
ანდრეას ანტონოპულოსი - კრიპტო განათლება
ლეილა ჰეილპერნი - კრიპტო პოდკასტი
როჯერ ვერი - ბიტკოინ სტარტაპერი
პირველი ნაწილის შეჯამება
Georgian text on the left side of the visual and man with smartphone on the right side 1000x300
2024-04-24clock7 minutes

კრიპტო ინფლუენსერების სამყარო

კრიპტოვალუტების სწრაფ და ცვალებად სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კრიპტო ინფლუენსერები ჰქვიათ და ისინი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციებს გვიზიარებენ ამა თუ იმ ციფრული აქტივის შესახებ. სწორედ ეს ადამიანები გვაწვდიან უკვე გაანალიზებულ სიახლეებს კრიპტო სამყაროს ირგვლივ.

მათი ტვიტები თუ სხვადასხვა პლატფორმაზე გაჟღერებული პოსტები სცდება უბრალო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას და უფრო კომპლექსურ ნიუანსებს მოიცავს.

როგორც ვახსენეთ, სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, იქნება ეს სოციალური მედია, ბლოგები, ვიდეოები თუ სხვა, ისინი გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას კრიპტოვალუტების ირგვლივ. წარმოიდგინე, რომ ისინი ჩვენი უფასო ციფრული მენტორები არიან.

სწორედ ამ ბლოგში ვისაუბრებთ მათ შესახებ, ვინ არიან ეს კრიპტო ინფლუენსერები, რა ტიპის ინფორმაციას გვიზიარებენ ისინი და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება.

ვინ არიან კრიპტო ინფლუენსერები?

კრიპტო ინფლუენსერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული ცოდნა კრიპტო სამყაროს ირგვლივ, მათ შორის ისეთი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი და პარალელურად, ჰყავს ბევრი გამომწერი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც რთულ ინფორმაციას ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების შესახებ შედარებით მარტივად გვაწვდიან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, იქნება ეს სოციალური მედიები, ბლოგები, პოდკასტები თუ საინფორმაციო ვიდეოები.

კრიპტოვალუტის ინფლუენსერებს გარკვეული როლიც კი აკისრიათ, თუ როგორ განვითარდება ეს ინდუსტრია, რა ტრენდები და სენტიმენტები გაბატონდება ბაზარზე და ზოგადად, რა მიმართულებით წავა კრიპტო სამყარო. მათი წყალობით შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია, პროგრამული სიახლეები, საინვესტიციო რჩევები ან საერთოდ საგანმანათლებლო მასალა, რომელიც ჩვენს კრიპტო ცოდნას აამაღლებს. როგორც ვახსენეთ, სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით, ამ ადამიანებს შეხება აქვთ კრიპტოთი დაინტერესებულ სხვა ადამიანებთან, დიალოგის წარმართვისა და აზრების გაცვლის გამოყენებით.

კრიპტო ინფლუენსერების სია მრავალპროფილურია და ის ისეთი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც უამრავ სფეროში მოღვაწეობენ - დეველოპინგი, ჟურნალისტიკა, კრიპტო თრეიდინგი და ა.შ.

ტოპ 5 კრიპტო ინფლუენსერი, რომელიც უნდა გამოიწერო - ნაწილი 1

ბლოგის შემდეგ ნაწილში გეტყვით იმ 5 კრიპტო ინფლუენსერის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწერო, რადგან ისინი სრულიად უფასოდ გვიზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ვიტალიკ ბუტერინი - ეთერიუმის შემქმნელი

Vitalik Buterin Twitter Page

კრიპტო სამყაროში ვიტალიკ ბუტერინი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზოგიერთი ადამიანი მას დამსახურებულად კრიპტო რევოლუციონერადაც მოიხსენიებს. კრიპტოვალუტა ეთერიუმის თანა-შემქმნელი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებასა და გამართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტების გამოჩენა სწორედ მას უკავშირდება, ამ ტექნოლოგიამ კი, სრულად შეცვალა ტოკენების შექმნისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების გაშვების პროცესი.

რატომ უნდა გამოიწერო ის:

  • ინფორმაცია ბლოკჩკეინსა და ეთერიუმზე: კრიპტოვალუტა ეთერიუმის სამუშაო პროცესში მისი როლის გათვალისწინებით, ვიტალიკი ხშირად გვიზიარებს საინტერესო ინფორმაციებს განახლებებისა და ინდუსტრიის შესახებ. თუკი მას გამოიწერ, მუდმივად გექნება წვდომა ეთერიუმის შესახებ განვითარებულ მოვლენებზე.

  • ლიდერული თვისებები: შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, როგორ დაგეხმარება მისი ლიდერული თვისებები შენ. სწორედ ეს ასპექტი აძლევს მას საშუალებას, რომ პირველმა წარმოგიდგინოს ყველა ის ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც ეთერიუმისა და ზოგადად, ბლოკჩეინ ინდუსტრიის ირგვლივ იგეგმება მომავალში.

  • საზოგადოებასთან კომუნიკაცია: ვიტალიკი მის გამომწერებთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. მისი გამოწერით კი, შენ შეგიძლია აქტიურ დისკუსიაში შეხვიდე, გაიგო ყველაფერი ახალი სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მაიკლ სეილორი - ყველაფერი ბიტკოინის შესახებ

Michael Saylor Twitter Page

მაიკლ სეილორი კრიპტო სამყაროში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად, რომელიც ბიტკოინისა და მასთან დაკავშირებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციებს გვიზიარებს. 2020 წლის მეორე ნახევარში, მისმა კომპანია MicroStrategy-იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ბიტკოინში ინვესტიცია განახორციელა. კომპანიამ საკუთარ მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულის რეზერვები კრიპტოვალუტა ბიტკოინში გადაცვალა, რითაც თავი დაიზღვია ინფლაციური რისკებისაგან და პლიუს, აქტივი წარმოაჩინა, როგორც გრძელვადიან ინვესტიციად.

რატომ უნდა გამოიწერო ის:

  • ბიტკოინი & სიახლეები: სეილორი თავის ტვიტებში ხშირად საუბრობს ბიტკოინზე, როგორც გრძელვადიან საინვესტიციო აქტივზე. თუკი დაინტერესებული ხარ ყველა იმ ნიუანსით, რომელიც ბიტკოინის პოპულარობაზე ახდენს გავლენას, მის ტვიტებში შეხვდები ინფორმაციას.

  • ბიზნეს სტრატეგია: სეილორის გადაწყვეტილება, რომ MicroStrategy-ის საკუთრებაში არსებული ფულადი აქტივები ბიტკოინში გადაცვლილიყო მოულოდნელი და ამბიციური ნაბიჯი გახდა. თავის ტვიტებში ის ამ კონკრეტული გადაწყვეტილებისა და ზოგადად, ბიზნეს სტრატეგიის უკან მდგომი ნაბიჯების შესახებ საუბრობს, რომლებმაც შესაძლოა შენს სამოქმედო გეგმაშიც შეიტანოს პოზიტიური წვლილი.

  • ბაზრის ანალიზი: სეილორი კრიპტო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, შესაბამისად ის ხშირად გამოთქვამს საკუთარ აზრს კრიპტო და ზოგადად, ეკონომიკურ ბაზართან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად და რა ტრენდებია აქტუალური. თუკი გინდა, რომ ბაზრის დინამიკას მიჰყვე, მაშინ სეილორის ტვიტები აუცილებლად დაგაინტერესებს.

ანდრეას ანტონოპულოსი - კრიპტო განათლება

Andreas M Antonopoulos Twitter Page

ანდრეას ანტონოპულოსი კრიპტო სამყაროში განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის სპიკერი, ავტორი წიგნებისა და უბრალოდ ბიტკოინის დიდი გულშემატკივარი, რომელიც დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების შესახებ ბევრს საუბრობს.

რატომ უნდა გამოიწერო ის:

  • პროექტების ანალიზი: ანდრეასი საკუთარ ტვიტერის ანგარიშს იყენებს კრიპტოს ირგვლივ არსებული წიგნებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების გასაანალიზებლად. მისი დაფოლოვებით შენ მუდმივად გექნება წვდომა სიახლეებზე და მნიშვნელოვან მოვლენებზე.

  • საგანმანათლებლო ინფორმაცია: ანდრეასი ხშირად ეხება კომპლექსურ თემებს, თუმცა ზოგადად კრიპტოვალუტა იქნება ეს თუ რომელიმე კონკრეტული ქოინი - ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა, თემებზე განხილვა და საუბარი ყველასათვის მაქსიმალურად გასაგებ ენაზე მიმდინარეობს.

ლეილა ჰეილპერნი - კრიპტო პოდკასტი

Layah Heilpern Twitter Page

ლაია ჰეილპერი კრიპტო პოდკასტერია, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ჯამში 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს. კრიპტო ვაჭრობის წყალობით მისი წლიური შემოსავალი $7 მილიონს უტოლდება და საკუთარ ქსელებში ის სწორედ თრეიდინგთან და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვასთან დაკავშირებულ წარმატებულ რჩევებს აზიარებს.

რატომ უნდა გამოიწერო ის:

  • ვებინარები და ღონისძიებები: მის სოციალურ ქსელებში გაზიარებული ინფორმაცია და ვებინარები შეიძლება გამოსადეგი იყოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ინფორმაციებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობისთვის.

  • ბაზრის ანალიზი: მისი თრეიდერობისა და გამომუშავებული კრიპტო აქტივების გათვალისწინებით, კარგი ბაზრის ანალიზი შეუძლია და საკუთარ მოსაზრებებს მუდმივად აქვეყნებს ტვიტერის გვერდზე.

როჯერ ვერი - ბიტკოინ სტარტაპერი

Roger Ver Twitter Page

როჯერ ვერი, რომელსაც ხშირად „ბიტკოინის იესოდაც“ მოიხსენიებენ, ერთ-ერთი პირველი ინვესტორია, რომელიც კრიპტოვალუტით ჯერ კიდევ 2011 წელს დაინტერესდა. შეიძლება ითქვას, რომ როჯერ ვერი ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერია, რომელიც ადრეული ეტაპიდან მოიაზრებდა ბიტკოინს, როგორც საგადახდო მეთოდს.

რატომ უნდა გამოიწერო ის:

  • ბიტკოინ და ბიტკოინ ქეშის სიახლეები: როჯერ ვერს სერიოზული წვლილი მიუძღვის ბიტკოინ ქეშის წარმატებაში. მისი პოსტები კი, მუდმივად სიახლეებსა და საინტერესო ინფორმაციას გვამცნობს სწორედ ამ ორი კრიპტოვალუტის შესახებ - ბიტკოინი და ბიტკოინ ქეში.

  • გამოცდილება: როჯერ ვერს უამრავ კრიპტო სტარტაპსა და ბიზნესში მიუღია მონაწილეობა. მას წლების განმავლობაში აქვს გამოცდილება დაგროვებული და კრიპტო ინდუსტრიაში რეალურად ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც სხვადასხვა ბიზნეს აქტივობები წამოიწყო ციფრული ვალუტების წყალობით.

პირველი ნაწილის შეჯამება

მოკლედ, თუკი ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამ და კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, ან სულაც უკვე კარგად გამოცდილი თრეიდერი ხარ, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია არ გაწყენდა, მაშინ ეს ბლოგი ნამდვილად გამოგადგებოდა.

ჩვენს სიაში ჩამოთვლილი ტოპ 5 ინფლუენსერი მხოლოდ პირველი ნაწილია იმ ადამიანებისა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწერო სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, რათა სრულად და დროულად ინფორმირებული იყო.

ამ ადამიანების გამოცდილება, ტექნოლოგიური ცოდნა და ინდუსტრიასთან სიახლოვე ნამდვილად სასარგებლოა კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ყველა ადამიანისათვის.

დაელოდე მეორე ნაწილს, სადაც კიდევ უფრო საინტერესო ადამიანების შესახებ გაიგებ.

Support