Axie Infinity: კრიპტოვალუტის ისტორია, ბლოკჩეინი და მისი დანიშნულება
აქსი ინფინიტი კრიპტოვალუტების დიდი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კრიპტოვალუტაა.
ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ დაიწყო ამ კრიპტოს ისტორია, რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს ის, რა დანიშნულებისათვის იყენებენ აქსის და რატომ გახდა ის კრიპტო თრეიდერების ერთ-ერთი საყვარელი კრიპტო.
ასევე, გეტყვით როგორ იყიდოთ AXS საქართველოში ყველაზე მარტივად და მოსახერხებლად და რას ნიშნავს აქსიში სტეიკინგი, ანუ როგორ გამოიმუშაო დამატებითი პასიური შემოსავალი.
რა არის Axie Infinity? (AXS)
Sky Mavis-ის მიერ შექმნილი Axie Infinity კრიპტოსამყაროში პირველად 5 წლის წინ, 2018 წელს გამოჩნდა. შემქმნელების ჩანაფიქრი იყო, რომ გაეერთიანებინათ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და Play-to-Earn მექანიკა. შესაბამისად, დაიბადა ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაშენებული აქსი ინფინიტი.
ეს უნიკალური კრიპტოვალუტა ცდება თრეიდინგსა და საინვესტიციო ხასიათს. მისი მთავარი მოქმედება ვითარდება ვირტუალურ სამყაროში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეაგროვოს და გამოიყვანოს სხვადასხვა ცხოველები, რომლებსაც Axies ჰქვიათ. შემდგომ ეს არსებები „გარდაიქმნებიან“ NFT ნამუშევრებად და ეძლევათ შესაბამისი ღირებულება.
რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს Axie Infinity (AXS)?
აქსი ინფინიტი დაფუძნებულია და მუშაობს ეთერიუმის ბლოკჩეინზე, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ქსელია დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ჭკვიანი კონტრაქტებისთვის.
შემქმნელებმა ეთერიუმის ქსელზე არჩევანი მისი უსაფრთხოებიდან, გამჭვირვალობიდან და დიდი მოქნილობიდან გამომდინარე შეაჩერეს.
რა პლიუსები აქვს აქსი ინფინიტის?
აქსი ინფინიტის მიზანია გარდაქმნას სათამაშო ინდუსტრია და ის მეტად ეკონომიკური და ფინანსური გახადოს, მხოლოდ აქტივების გამომუშავების კუთხით და არა სათამაშო გამოცდილების შემცირების ხარჯზე. რა კონკრეტული პლიუსები აქვს AXS-ს?
- Play-to-Earn:
კრიპტოვალუტა მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევენ, ითამაშონ თამაში ვირტუალურ სამყაროში და სანაცვლოდ გამოიმუშავონ აქტივები. მათ შეუძლიათ თამაშშივე შეაგროვონ ძვირადღირებული კრიპტოები ან NFT კოლექცია, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა პლატფორმებზე გადაცვლიან ან სხვა კრიპტოვალუტებში, ან სულაც fiat ვალუტაში. - დეცენტრალიზაცია:
თამაშისა და კრიპტოვალუტის ჭეშმარიტი დეცენტრალიზებული ბუნება მოთამაშეებს აძლევს განცდას, რომ თამაშში არსებული სხვადასხვა აქტივი და NFT ნამუშევრები მათი საკუთრებაა. სხვა, ტრადიციული ტიპის თამაშებისგან განსხვავებით, სადაც სხვადასხვა ატრიბუტი არა მოთამაშის, არამედ დეველოპერების საკუთრებაა, აქსი ინფინიტის შემთხვევაში მომხმარებლები სრულად და რეალურად ფლობენ აქტივებს. - საზოგადოება:
ნებისმიერი აქტივის ფასი და რეპუტაცია მყარდება იმის მიხედვით, თუ რამდენად აქვთ ადამიანებს ამ აქტივის რწმენა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტის ირგვლივ რეალურად ძლიერი საზოგადოება ერთიანდებოდეს.
აქსი ინფინიტის ეკოსისტემაში მოთამაშეებს შეუძლიათ კოლაბორაცია და ერთმანეთის დახმარება, რისი მეშვეობითაც მათი გამომუშავებული სარგებელი კიდევ უფრო ფასეულია, სწორედ ამიტომ, ადამიანების ინტერესია თამაშის ირგვლივ არსებული საზოგადოება რაც შეიძლება მყარი იყოს. - საინვესტიციო პოტენციალი:
აქსი ინფინიტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მისი ფასიც საგრძნობლად მომატებულია. კრიპტო მოყვარულები აქტივს განიხილავენ, როგორც გრძელვადიან-საინვესტიციო ტოკენს.
მაგალითისთვის, 2020 წელს აქტივის ფასი $0.65 ნიშნულზე მერყეობდა, დღეს კი მისი ყიდვა დაახლოებით $6.2 არის შესაძლებელი, ეს კი 850%-იანი ზრდაა.
როგორ ვიყიდო Axie Infinity საქართველოში ყველაზე მარტივად? - საბირჟო გარიგება და კონვერტაცია
თუ აქსი ინფინიტის გაყიდვას გადაწყვეტ, მაშინ ამაში კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან. ისინი ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების შეძენისათვის ყველაზე სწრაფ და მარტივ გზას წარმოადგენენ.
Cryptal-ზე AXS-ის შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, თუმცა სანამ ამ ფუნქციით ისარგებლებ, აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.
დარეგისტრირების შემდგომ, შენ გაქვს ორი არჩევანი, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტას იყიდი. ორივე მეთოდი ერთნაირი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა:
კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, შენ, რომელსაც AXS ყიდვა ან გაყიდვა გსურს, არ გიწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სანაცვლოდ, კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.
თუ დამწყები თრეიდერი ხარ და პირველად ყიდულობ კრიპტოვალუტას, ან უბრალოდ სწრაფად გინდა მიიღო კრიპტო ან fiat ვალუტა, მაშინ კონვერტაცია უდავოდ საუკეთესო არჩევანია.
ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა შენთვის სასურველი რაოდენობის აქსი ინფინიტი შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.
თუ გამოცდილი თრეიდერი ხარ, ან რეგულარულად გეგმავ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ბირჟა საუკეთესო ვარიანტია. აქ შეგიძლია ფასების გადათამაშებით საუკეთესო პოზიცია შეარჩიო და შენთვის ყველაზე მომგებიანი ფასით იყიდო ან გაყიდო რომელიმე ქოინი.