Accumulative Swing Index (ASI) არის ბაზარზე არსებული ტრენდის ცვალებადობის გამოსათვლელი ძლიერი სიგნალი. ის დაგეხმარებათ, სავაჭრო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, რაც თქვენს ვაჭრობას უფრო წარმატებულს და მომგებიანს გახდის.
რა არის Accumulative Swing Index (ASI)?
ASI არის თრეიდინგში ხშირად გამოყენებადი ტექნიკური ანალიზის ინდიკატორი, რომელიც ზომავს რამდენად მძლავრია ესა თუ ის არსებული ტრენდი.
გარდა ბაზრის ტრენდების დაჭერისა, ASI-ს შეუძლია ყიდვისა და გაყიდვის სიგნალების დაგენერირება.
როგორ მუშაობს ASI ინდიკატორი?
ინფორმაციის გასაანალიზებლად, Accumulative Swing Index იყენებს Swing Point-ების, ანუ მცირე ან მასშტაბური ტრენდის საწყისი წერტილის მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს.
Swing Point ტრენდის მიმართულების დასადგენად იყენებს -100 და +100-იან ნიშნულებს და იგი Candlestick Chart-ისგან გამოყოფილად აღინიშნება.
როდესაც ASI ნულოვან ნიშნულს ასცდება, ეს ნიშნავს რომ ტრენდი დადებით ფაზაში შედის და აქტივებზე ფასების მატებაა მოსალოდნელი, ხოლო როდესაც ინდიკატორი 0-ს ჩამოსცდება, ტრენდი რეცესიაშია და დიდი ალბათობით, ფასები დაეცემა.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ASI-სთან კომბინაციაში გამოიყენება სხვა ინდიკატორებიც, როგორიც არის მოძრავი საშუალო.
როგორ დავამატო Accumulative Swing Index (ASI)?
- შევდივართ Spot Trade-ზე
- Trading Chart-ის პანელზე ვირჩევთ Indicators
- ვირჩევთ Accumulative Swing Index (ASI)-ს