
როგორ შეიძლება Cryptal-ის ბალანსის შევსება?
არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელი კრიპტო სამყაროში სრულიად პირველ ნაბიჯებს დგამს თუ უკვე კარგად გამოცდილია. იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო, ბალანსის შევსება და ანგარიშზე სხვადასხვა ფიატ ვალუტის შეტანაა საჭირო, იქნება ეს ლარი, ა.შ.შ. დოლარი, ევრო თუ სხვა.
Cryptal-ის ანგარიშზე თანხის შეტანა მომხმარებლებისათვის რამოდენიმე გზით არის შესაძლებელი:
- Visa/Mastercard ბარათით შევსება
- ნაღდი ფულის შეტანა
- საბანკო გადარიცხვა
დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ბალანსის შევსება და ანგარიშზე თანხის შეტანა სრულიად უფასოდ და მომენტალურად - საბანკო გადარიცხვისა და საქართველოს ბანკის (BOG) გამოყენებით. ასევე, დეტალურად გაჩვენებთ თუ როგორ კეთდება ეს და გეტყვით, რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდის გამოყენებას.
Cryptal-ის ბალანსის შევსება საბანკო გადარიცხვით - ინსტრუქცია:
იმისათვის, რომ მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანა შეძლოს, ორი რამ არის საჭირო:
- Cryptal-ის ანგარიში
- საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკი
შემდგომ კი, საჭიროა მიჰყვეს მარტივ ინსტრუქციას:
ნაბიჯი 1: გაიარე ავტორიზაცია
ნაბიჯი 2: იპოვე საფულე
ნაბიჯი 3: აირჩიე შევსება
ნაბიჯი 4: აირჩიე სასურველი ვალუტა - ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევრო (TOGEL, TOUSD და TOEUR)
ნაბიჯი 5: მიუთითე ბანკი
ნაბიჯი 6: აირჩიე სასურველი ბანკი - საქართველოს ბანკი (BOG)
ნაბიჯი 7: დააკოპირე IBAN

შემდგომ, გახსენი საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკი და გააგრძელე:
ნაბიჯი 8: გადადი ტრანზაქციებში
ნაბიჯი 9: აირჩიე სხვასთან გადარიცხვა
ნაბიჯი 10: მიუთითე - საქართველოს ბანკში
ნაბიჯი 11: აირჩიე ანგარიშის ნომრით
ნაბიჯი 12: გადასარიცხ ველში შეიყვანე Cryptal-ზე დაკოპირებული IBAN - მიუთითე თანხა, დანიშნულებაში კი ჩაწერა ბალანსის შევსება
სულ ეს არის, საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკიდან თანხა Cryptal-ის ბალანსზე მომენტალურად, სულ რამოდენიმე წამში აისახება.

რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდის გამოყენებას?
- სწრაფია - მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკის დახმარებით გადარიცხული თანხა კრიპტალის ანგარიშზე მყისიერად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე აესახება.
- მარტივია - ამ მეთოდის გამოყენებით ბალანსის შევსება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გადარიცხვისგან. თუკი მობილ ბანკი ერთხელ მაინც გამოგიყენებია და მეგობრისთვის თანხა გადაგირიცხავს, მაშინ Cryptal-ის ბალანსის შევსებაც მარტივია.
- კომფორტულია - საქართველოს ბანკი 24 7 ხელმისაწვდომია და მომხმარებლებს კრიპტალზე თანხის შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რომელი საათიც ან რომელი დღეც არ უნდა იყოს.