Სარჩევიchevron-down
შესავალი - ბალანსის შევსება BOG საბანკო ბარათის გამოყენებით
როგორ შევავსო ბალანსი საქართველოს ბანკის (BOG) ბარათით?
რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდის გამოყენებას?
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with Bank of Georgia Cards on the right side 1000x300
2024-11-18clock4 minutes

შესავალი - ბალანსის შევსება BOG საბანკო ბარათის გამოყენებით

თანამედროვე სამყაროში კრიპტო აქტივები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, ბოლო ხანებში.

კრიპტო აქტივებით, იგივე კრიპტოთი დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია მას შემდგომ, რაც ბიტკოინის ფასი ახალ ნიშნულებს აღწევს. გასული კვირის განმავლობაში კრიპტომ ახალი, ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა, რა დროსაც 1 ბიტკოინის ფასი $93,000 გადასცდა.

კრიპტო აქტივებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს მარტივად და სწრაფად ჰქონდეს წვდომა მისთვის სასურველ კრიპტოზე, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი, ეთერიუმი თუ სხვა ნებისმიერი.

იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო, ფიატ ვალუტა დაგჭირდება. კრიპტალი კი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი მხრივ მარტივად შეიტანონ ანგარიშზე თანხა, რომელიც კრიპტოს საყიდლად არის საჭირო და მეორე მხრივ, მაქსიმალურად მარტივად ჰქონდეთ ადამიანებს კრიპტო სერვისებთან წვდომა.

პლატფორმაზე ანგარიშის მარტივად შევსება საქართველოს ბანკის (BOG) საბანკო ბარათით არის შესაძლებელი და ამ ბლოგში ვისაუბრებთ თუ როგორ ხდება ეს და რა მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ამ მეთოდის გამოყენებას.

როგორ შევავსო ბალანსი საქართველოს ბანკის (BOG) ბარათით?

გაითვალისწინე, მანამ, სანამ ანგარიშზე თანხას შეიტან, კრიპტალზე საქართველოს ბანკის ბარათი უნდა დაამატო.

დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ შეგიძლია კრიპტალის ბალანსის შევსება საქართველოს ბანკის საბანკო ბარათის გამოყენებით:

  1. დააკლიკე საფულე-ს
  2. დააკლიკე შევსება-ს
  3. აირჩიე ვალუტა - TOL Lari (ლარი)
  4. დააკლიკე ბარათს
  5. აირჩიე საქართველოს ბანკი (BOG)
  6. შეიყვანე თანხა
  7. დააკლიკე შევსება-ს და დადასტურება-ს
  8. შეიყვანე ერთჯერადი SMS კოდი

სულ ეს არის, შევსება წარმატებულია, ბალანსზე თანხა სულ რამოდენიმე წამში აგესახება.

რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდის გამოყენებას?

  • მარტივია - ამ მეთოდის გამოყენებით კრიპტალის ანგარიშის შევსება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ყველაფერი მარტივია, სულ რამოდენიმე კლიკი გჭირდება იმისთვის, რომ ბალანსი სასურველი ვალუტით შეივსო.

  • სწრაფია - მითითებული თანხა შენს კრიპტალის ანგარიშზე სულ რამოდენიმე წამში, ყოველგვარი დაყოვნებისა და ლოდინის გარეშე აისახება. სისწრაფე კი, კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

  • მომგებიანია - საბანკო ბარათით ბალანსის შევსება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ლინკზე ნახო.

შეჯამება

კრიპტო აქტივებთან კომფორტული, სწრაფი და მარტივი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ჩვენს ყოველდღიურ და ფინანსურ ცხოვრებაში სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან.

საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს კრიპტოს სხვადასხვა მიზნით და სულ უფრო მეტი ბიზნესი ამატებს ციფრულ აქტივებს საგადახდო საშუალებად.

კრიპტალი კი, კრიპტო აქტივებთან წვდომის საშუალებას მარტივად გაძლევს. საქართველოს ბანკის ბარათის გამოყენებით შეგიძლია ნებისმიერი რაოდენობის თანხა შეიტანო შენს ანგარიშზე ან გაიტანო პირდაპირ ბარათზე.

Support