Სარჩევიchevron-down
შესავალი - კრიპტო აქტივებთან წვდომა მარტივდება
როგორ დავამატო საქართველოს ბანკის ბარათი (BOG) ანგარიშში?
რა უპირატესობები აქვს საქართველოს ბანკის (BOG) ბარათის გამოყენებას?
რაში გამოიყენებ საბანკო ბარათს?
შეჯამება
Georgian wording on the left side of the visual with Bank of Georgia Card on the right side 1000x300
2024-11-04clock4 minutes

შესავალი - კრიპტო აქტივებთან წვდომა მარტივდება

კრიპტო აქტივების პოპულარობა მსოფლიოშიც და საქართველოშიც არნახულად იზრდება. უამრავ ადამიანს უჩნდება სურვილი გადადგას პირველი ნაბიჯები ინდუსტრიაში და გახდეს ისეთი პოპულარული ციფრული აქტივების მფლობელი, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივების, იგივე კრიპტოს, გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სულ უფრო გახშირდა, ადამიანებისთვის კრიპტო მაინც რთული და შეუღწევადი ინდუსტრიაა, თუმცა ეს ასე სულაც არ არის.

კრიპტალის წყალობით კრიპტო აქტივებთან წვდომა სულ უფრო მარტივდება და პლატფორმაზე კრიპტოსთან დაკავშირებული სერვისების მარტივად განხორციელება, საქართველოს ბანკის ბარათით შეგიძლია.

ამ ბლოგში დეტალურად გაჩვენებთ, როგორ შეგიძლია კრიპტალის ანგარიშზე საქართველოს ბანკის ბარათის დამატება, რა უპირატესობებს გთავაზობს ეს და ზოგადად, რაში შეგიძლია ბარათის გამოყენება.

როგორ დავამატო საქართველოს ბანკის ბარათი (BOG) ანგარიშში?

  1. პროფილი - მას შემდგომ, რაც ანგარიშში ავტორიზაციას გაივლი, დააკლიკე მარჯვენა ზედა კუთხეში პროფილის ნიშანს

  2. ბარათების მართვა - პროფილის ნიშანზე დაკლიკვის შემდგომ ჩამოიშლება ველი, საიდანაც ბარათების მართვის სივრცეში მოხვდები, საიდანაც ბარათის დამატება და წაშლა შეგიძლია

  3. ბარათის დამატება - იმისათვის, რომ BOG-ის ბარათი დაამატო, დაკლიკე ბარათის დამატებას და მიჰყევი პროცესს

  4. აირჩიე ბანკი - კრიპტალზე მხარდაჭერილია საქართველოში არსებული ყველა ბანკი, ამ ბლოგში კი, ყურადღებას BOG-ზე გავამახვილებთ

  5. შეიყვანე ბარათის ინფორმაცია - ამ ეტაპზე სისტემას საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე გადაჰყავხარ, სადაც შეგყავს შენი ბარათის მონაცემები - ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVC/CVV

  6. ერთჯერადი კოდი - მობილურის ნომერზე SMS სახით გამოგეგზავნება ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი, რომლის დახმარებითაც ადასტურებ ოპერაციას

  7. ბარათი შენახულია - გილოცავ, BOG-ის საბანკო ბარათი შენს კრიპტალის ანგარიშზე დაემატა

გაითვალისწინე: უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით აუცილებელია ბარათის ვერიფიკაციის პროცესი, რომელსაც რამოდენიმე წუთი სჭირდება. ეს პროცესი შენი ბარათის ავთენტურობას ადასტურებს და უსაფრთხო გარემოში გაძლევს სხვადასხვა ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას.

რა უპირატესობები აქვს საქართველოს ბანკის (BOG) ბარათის გამოყენებას?

  • სიმარტივე - პლატფორმაზე მარტივია როგორც საბანკო ბარათის დამატება, ისე შემდგომ ბარათის სხვადასხვა კრიპტო მიზნობრიობით გამოყენება.

    თუკი რომელიმე ისეთ ონლაინ პლატფორმაზე დაგიმატებია შენი ბარათი ანგარიშზე, როგორიც ამაზონი, Veli ან სხვაა, მაშინ შენთვის ყველაფერი ნაცნობი უნდა იყოს.

  • სისწრაფე - კრიპტო აქტივების ინდუსტრიაში სისწრაფე უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. რამოდენიმე წუთში შეიძლება კრიპტოს ფასი გაიზარდოს ან დაეცეს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დროულად შეგიძლია აქტივის ყიდვა ან გაყიდვა, რომლისთვისაც ფიატ აქტივები გჭირდება.

    საბანკო ბარათები საშუალებას გაძლევს ანგარიშზე თანხა მყისიერად, ლოდინის გარეშე შეიტანო.

  • მოხერხებულობა - ბალანსის შევსება, თანხის გატანა, კრიპტოს პირდაპირ ბარათიდან ყიდვა, ეს ის კომფორტული ფუნქციებია, რომელსაც BOG-ის ბარათით და ზოგადად, კრიპტალზე საბანკო ბარათით სარგებლობა გთავაზობს.

  • საკომისიოები - კრიპტალისა და BOG-ის საბანკო ბარათით სარგებლობისას შენ ბაზარზე ყველაზე დაბალ საკომისიოებს იღებ, როგორც თანხის შეტანისას, ისე მისი ბარათზე განაღდებისას.

    მაგალითად, თუ თანხის განაღდებას საქართველოს ბანკის ბარათზე გადაწყვეტ, საკომისიოდ მხოლოდ 1.2 TOGEL-ს გადაიხდი, რაც 1.2 ლარის ექვივალენტია. ტარიფებისა და ლიმიტების შესახებ ინფორმაციას დეტალურად ლინკზე ნახავ.

რაში გამოიყენებ საბანკო ბარათს?

  • ბალანსის შევსება - იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო, ფიატ ვალუტა დაგჭირდება, იქნება ეს ლარი, ა.შ.შ. დოლარი თუ ევრო.
    შენი ბალანსის შევსებაში კი, საბანკო ბარათი გეხმარება, საიდანაც თანხა პლატფორმაზე სულ რამოდენიმე წამში გადაგაქვს

  • თანხის გატანა - გარდა იმისა, რომ პლატფორმაზე თანხა მარტივად შეგაქვს, ასევე შენი აქტივების სწრაფად და დაუბრკოლებლად გატანა და განაღდება შეგიძლია პირდაპირ საბანკო ბარათზე

  • კრიპტოს ყიდვა - კრიპტალზე ახალი სერვისი ამოქმედდა, რომელიც ისეთი ონლაინ პლატფორმების გამოცდილებას იმეორებს, როგორიც Amazon და სხვები არიან.

    ირჩევ სასურველ კრიპტოს, უთითებ რაოდენობას და აკლიკავ ყიდვას, თანხა კი, პირდაპირ ბარათიდან გეჭრება. მოკლედ, კრიპტოს ყიდვა პირდაპირ საბანკო ბარათიდან შეგიძლია, ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.

შეჯამება

სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება კრიპტო ინდუსტრიით. ასეთი ტენდენცია საქართველოშიც შესამჩნევია, სადაც ციფრული აქტივები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოჩნდა.

კრიპტალი კი, მათთან ურთიერთობას უფრო მარტივად და ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა ბანკის საბანკო ბარათების ინტეგრაციითა და მარტივი პლატფორმით. კრიპტოს ყიდვა და ბალანსის შევსება BOG-ის საბანკო ბარათით შეგიძლია, მისი გამოყენება კი ყველასათვის მარტივი, მომგებიანი და კომფორტულია.

Support