On the left side of the visual Georgian text and on the right side Cryptocurrency Solana Logos
2023-05-31clock5 minutes

კრიპტო სამყარო კრიპტოვალუტების სიმრავლით გამოირჩევა. სხვადასხვა ციფრულ აქტივს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. თუ გიფიქრია, რომელი კრიპტოვალუტა იქნება შენს პორტფოლიოზე მორგებული, ან სულაც, რომელი ქოინით შემოდგა ფეხი კრიპტო აქტივების სამყაროში, ეს ბლოგი შენთვის არის.

აქ მოგიყვებით კრიპტოვალუტების სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ქოინის, სოლანას შესახებ და გეტყვით, რა სარგებლობა მოაქვს მას.

რა არის სოლანა?

სოლანას, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კრიპტო აქტივია, 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი და უკვე 2020 წელს სრულფასოვნად ჩაეშვა მიმოქცევაში, როგორც სოლანას ბლოკჩეინი, ასევე კრიპტოვალუტა.

3 წელში კრიპტო აქტივმა მოახერხა და CoinMarketCap-ის სიაში მე-9 ადგილი დაიკავა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით. დღეს ბაზარზე $8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სოლანა არის მიმოქცევაში და კრიპტოს ფასი $20 ფარგლებში მერყეობს.

აქ ვნახავთ არა მხოლოდ სოლანას ტექნიკურ მონაცემებს, არამედ მის დანიშნულებას და გავიგებთ, რა სარგებლობა მოაქვს სოლანას მომხმარებლებისათვის.

სოლანას ერთ-ერთი გამორჩეული თვისება, რომლითაც სხვა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ეკოსისტემებისაგან გამოირჩევა არის მისი სისწრაფე. მაშინ, როცა უამრავი პოპულარული კრიპტო აქტივი გადარიცხვების სისწრაფეში მოიკოჭლებს, სოლანა მომხმარებლებს სთავაზობს ელვის სისწრაფით განხორციელებულ ტრანზაქციებს. გარდა სისწრაფისა, სოლანა გამორჩეულია ტრანზაქციების მოცულობითაც, რაც კიდევ უფრო მეტ მოხერხებულობას მატებს ქოინის მოხმარებას.

სოლანას ბლოკჩეინის სისწრაფე დამაინტერესებელი ფაქტორია უამრავი ბიზნესისთვის, რომელთა საქმიანობაშიც სისწრაფე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ქოინის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დეცენტრალიზებული საფინანსო სისტემის განვითარებისათვის (DeFi), ასევე შესაძლებელია სხვადასხვა NFT პროექტებისა და ნამუშევრების შექმნა.

ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტების მსგავსად, სოლანასაც აქვს შესაძლებლობა შექმნას სმარტ კონტრაქტები და ამით ბიზნესსა და რიგით მომხმარებლებს დამატებითი უპირატესობა შესთავაზოს.

გარდა ამისა, გამოყოფენ არა-ნაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებს, თუ რატომ შეიძლება სოლანა სასარგებლო იყოს შენთვის:

  • დაბალი საკომისიოები: სოლონას ბლოკჩეინის ბლოკის ზომა, იძლევა საშუალებას ტრანზაქციების დიდი მოცულობა დაამუშაოს ერთი გადარიცხვით, რაც საკომისიოებს სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით გაცილებით ამცირებს.
  • მარტივი ეკოსისტემა: იძლევა საშუალებას, სოლანა იყოს მეგობრული კრიპტო აქტივი სხვა ბლოკჩეინ სისტემების მიმართებით და რამოდენიმე კლიკით შეიძლებოდეს სოლანას სხვა ნებისმიერ კრიპტოვალუტაში შეფერხების გარეშე გადაცვლა.

რა სარგებლობა მოაქვს სოლანას? - ინვესტიცია

კრიპტოვალუტების გამოჩენამდე, სიტყვა „ინვესტირების“ გაგებაზე უამრავ ადამიანს პირველი საფონდო ბირჟა და სხვადასხვა კომპანიების აქციები წარმოუდგებოდა თვალწინ, თუმცა მზარდი ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, უამრავმა ადამიანმა დაიწყო კრიპტოვალუტების ინვესტირებაში გამოყენება.

სოლანა, რომელიც კრიპტო ბაზარზე აქტიურად 2020 წელს გამოჩნდა, მზარდი ფასით გამოირჩევა და ეს ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

2020 წელს, ანუ როდესაც Solana პირველად გამოჩნდა ბაზარზე, მისი ღირებულება $1-ზე ნაკლები იყო, უფრო ზუსტად კი - 0.95 ცენტი. დღეის მდგომარეობით, 2023 წელს კი - მისი შეძენა $20 ფარგლებშია შესაძლებელი.

სოლანას ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2021 წლის ნოემბერში მიაღწია და $260 გაუტოლდა.

თუ დაკვირვებულ კრიპტო ინვესტორს, ასეთი სწრაფი და ფუნქციური კრიპტოვალუტის გამოჩენა 2020 წელს არ გამორჩებოდა და ის მაშინვე $200 ღირებულების სოლანას შემატებდა საკუთარ კრიპტო საფულეს, დღეს მისი ინვესტირება $4000 ტოლი იქნებოდა.

ეს ნიშნავს, რომ გაცემული ინვესტირების სანაცვლოდ, ის ნახავდა 1900%-იან სარგებელს.

შეჯამება:

Solana გვაძლევს სისწრაფეს, ფინანსურ თავისუფლებას და დაბალ საკომისიოებს. უამრავმა ინვესტორმა უკვე შეაჩერა არჩევანი ამ კრიპტოვალუტაზე და მისი პროცენტული ზრდიდან გამომდინარე სარგებელიც ნახა.

გარდა ინვესტირებისა, სოლანა იძლევა სტეიკინგის დახმარებით წლიურ 6%-იან სარგებელს, ფინანსურ თავისუფლებას და ჩვენი აქტივების დაბალი საკომისიოებით, სწრაფად გადარიცხვას სასურველ მისამართზე.

გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!

Support