
ბიტკოინის ფასი დაეცა - რა ხდება?
კრიპტო ბაზარი ვოლატილობით ცნობილია, თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოჩენილი განსაკუთრებული ტურბულენტობა, ინვესტორების იმედებს სულაც ვერ ამართლებს.
მიმქოინების ამოუცნობი ტენდენციები, ა.შ.შ.-ს ახალი რეგულაციები და პოტენციური სავაჭრო ომი, მნიშვნელოვან დაღს ასვამს ციფრული აქტივების ბაზარს და ქოინების ფასებს.
ბიტკოინის ფასი $100,000 ჩამოსცდა
ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც ბოლო პერიოდში $100,000-ზე მაღალი იყო, $2 მილიარდის აქტივების ლიკვიდაციის შემდგომ დაახლოებით $96,000 ფარგლებში მერყეობს. ინვესტორებში გაუგებრობა და ამ რაოდენობის აქტივების ლიკვიდაცია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკამ გამოიწვია, რაც ბიტკოინის პოტენციური რეზერვების შექმნასთანაც იყო დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი საპირისპიროდ, ფასების ზრდასა და ბიტკოინის პოზიციების გამყარებას ვარაუდობდა, ყველაფერი პირიქით მოხდა. მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ბაზარზე ნეგატიური განწყობა შემოიტანეს.
დონალდ ტრამპი და სავაჭრო ომი
ბაზარზე არსებულ ვოლატილობასა და ნეგატიურ ტრენდზე თავისი გავლენა პოტენციურმა სავაჭრო ომმაც იქონია. ტრამპის მიერ, რკინასა და ალუმინის იმპორტზე დაწესებულმა ტარიფებმა, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ, მოქალაქეებს შორის გაუგებრობა გამოიწვია. თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობამაც განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს ისინიც მიიღებდნენ, ამან კი, სავაჭრო ომი განტვირთვის ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გახადა.
მომავალში, ზოგიერთი ექსპერტი დამატებითი ტარიფების დაწესებას ვარაუდობს, როგორც სხვა ქვეყნებზე, ასევე სხვა პროდუქტებზეც. ფასების მოსალოდნელი ზრდის გამო კი, ადამიანები თავს იკავებენ თანხის სხვა რაღაცეებში დახარჯვისგან, განსაკუთრებით კი, ისეთ ვოლატილურ ბაზარზე შესვლისკენ, როგორიც კრიპტოა.
ინსტიტუციური განწყობა vs. ლიკვიდურობა
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კვლავაც გაუგებრობა სუფევს, ისეთი დიდი ინსტიტუციური კომპანიები, როგორიც MicroStrategy არის, აგრძელებენ ბიტკოინის აგრესიულ შესყიდვას და რეზერვების დაგროვებას.
ბიტკოინის ტრაექტორიაზე და აქტივის ღირებულებაზე ა.შ.შ.-ს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი ლიკვიდურობა გავლენას მაინც ახდენს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის განცხადებით, ისინი ცდილობენ ნაკლები ფულადი მასა ჩაუშვან ეკონომიკაში, ამით კი კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებისთვის, მოკლევადიან პერიოდში რთული სიტუაცია ვითარება წარმოიშობა.
ბიტკოინი და მისი მომავალი
მიუხედავად მაღალი ფასისა, ბიტკოინი კვლავაც არასტაბილურ გარემოში აგრძელებს არსებობას. RSI ინდიკატორი გვეუბნება, რომ აქტივს 2021 წლის მსგავსი ტრაექტორია აქვს. ექსპერტები კი ვარაუდობენ, თუ ბიტკოინი $100,000 ნიშნულს ისევ არ ასცდება, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ აქტივის ღირებულება კიდევ უფრო დაეცეს და $90,000-მდე დავიდეს. თუმცა, ასი ათასიანი ნიშნულის გადალახვა, ბაზრის გამოცოცხლებასა და აქტივებისთვის ახალ სტარტის მანიშნებელი იქნება.
ამ გაურკვეველ პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები და ბიტკოინის ყიდვა & გაყიდვის მსურველები ყურადღებით უდგებოდნენ საკითხს და ყველა რისკს აფასებდნენ. ბიტკოინის შემდეგი გაჩერება, აუცილებლად იქნება დამოკიდებული სხვადასხვა გარე ფაქტორზე, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური.
ხელოვნური ინტელექტი და ბიტკოინი
სულ ცოტა ხნის წინ კრიპტო სამყაროში ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული აპლიკაციები გამოჩნდნენ. AI დიდი როლი შეიტანა, როგორც უშუალოდ აქტივებით ვაჭრობასა და მათ გაანალიზებაში, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტოკენების შექმნაში. ახალმა ციფრულმა აქტივებმა, ბაზარზე დიდი თანხები შემოიტანა, რადგან უამრავი ადამიანი დაინტერესდა ახალი პროდუქტით და მათი მზარდი პოპულარობით. თუმცა, 2025 წლის თებერვლისთვის, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაიპი დროებით შეჩერდა.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კრიპტო აქტივებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ 2025 წლის იანვრის შუა პერიოდში, რა დროსაც მათმა ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ $20.45 მილიარდს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით, ისეთი პოპულარული მიმქოინებიც კი ჩამოიტოვა უკან, როგორიც დოჯქოინი, სოლანა, შიბა ინუ და სხვები არიან.
თუმცა, ეს შთამბეჭდავი ზრდა დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში, საბაზრო ღირებულება ჯამში $14 მილიარდით შემცირდა და საბოლოოდ $6.2 მილიარდამდე დავიდა.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აქტივების დაღმასვლა მხოლოდ ფასში არ გამოიხატა. ზოგადად, AI ტექნოლოგიებით შექმნილი აპლიკაციებისა თუ სერვისების მიმართ დაინტერესება შემცირდა. ცხადია, შემცირება მხოლოდ დროებითია, რადგან ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები.
თუმცა, საკითხავია საქმე გვაქვს უბრალოდ კრიპტო ტურბულენტობასთან, თუ AI ტექნოლოგიების შემცირება უფრო ღრმა კრიზისზე მეტყველებს. ბიტკოინის $96,000 ნიშნულს დაბლა ჩასვლა და სხვა ისეთი ალტქოინების ფასის კლება, როგორებიც ეთერიუმი, სოლანა და BNB არიან, მთლიან ბაზარს თავდაყირა აყენებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, AI პროდუქტების შემცირება ბუნებრივი პროცესია, რადგან 2024 წელს, უმეტესობა მათგანი ინდუსტრიაში ხელოვნურად შემოვიდა და მათ რეალური საჭიროება არ გააჩნიათ. ზოგიერთი კი, ვარაუდობს რომ ჰაიპის გადავლის მიუხედავად, მათი როლი კრიპტო სამყაროში განუზომელია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აპლიკაციები კვლავაც აგრძელებენ ისეთი ინდუსტრიების გარდაქმნას, როგორიც საფინანსო და ჯანდაცვის არიან. ხოლო AI-სა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გადაკვეთა, ინვესტორებისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს.
სწორედ ახლა გადიან AI პროდუქტები გზას, რომელიც გამოაჩინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ყველა ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სფეროში.