
ბიტკოინი ნაჭრებად - რატომ არ გჭირდება მთელი BTC-ის ყიდვა
ბიტკოინი არ არის აუცილებელი იყოს „ყველაფერი ან არაფერი.“ ზუსტად ისევე, როგორც ნამცხვარი ნაჭრებად იყოფა, სატოში მას გარკვეულ ნაწილებად ჰყოფს. მისი გამოყენებთ კი, შეგიძლია ერთი ჭიქა ყავის საფასურიც გადაიხადო.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ბიტკოინის შესახებ არის ის, რომ დასაწყებად მთელი მონეტის ყიდვა გჭირდება. BTC-ის ექვსნიშნა ფასის გამო, ეს იდეა შეიძლება სრულიად მიუწვდომელი მოგეჩვენოს.
სიმართლე კი, შემდეგია - 1 BTC 100 მილიონ სატოშია.
სინამდვილეში, შენ არ გჭირდება 1 მთლიანი ბიტკოინის ყიდვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდე. რადგან ერთი ბიტკოინი შეიძლება დაიყოს 100 მილიონ სატოშიდ, მისი მცირე ნაწილის ფლობა გაძლევს საშუალებას, რომ BTC ყოველდღიურ მიკრო-ტრანზაქციებშიც კი გამოიყენო. ეს ხდის კრიპტო ინვესტირებას ბევრად უფრო მიმზიდველსა და ხელმისაწვდომს.
ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, რა არის სატოში, რატომ არის ბიტკოინი უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და როგორ შეგიძლია დაიწყო სატოშების დაგროვება დღესვე.
რა არის სატოში (SATOSHI)?
სატოში, რომელსაც ხშირად უბრალოდ „SAT“-ს უწოდებენ, ბიტკოინისუმცირესი ერთეულია, რომელსაც მისი შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს სახელი ჰქვია. ზუსტად ისევე, როგორც ერთი დოლარი 100 ცენტად იყოფა, ერთი ბიტკოინი შეიძლება დაიყოს 100 მილიონ სატოშიდ.
ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ BTC-ის ფასი ასობით ათასი დოლარია, შენ არ გჭირდება მთლიანი მონეტის ყიდვა. სამაგიეროდ, შეგიძლია მისი მცირე ნაწილს ფლობდე, თუნდაც ერთი SAT. ეს ხდის ბიტკოინს ხელმისაწვდომს ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვის.

როგორ მუშაობს სატოში (SATOSHI)?
თუ დავუშვებთ, რომ ბიტკოინის ფასი 120,000$-ია, შენი ყავა დაახლოებით 5,000 სატოში ეღირება.
ახალი სპორტული ფეხსაცმელი - დაახლოებით 150,000 სატოში, ხოლო კარგი დასვენება, შესაძლოა, 1,000,000 სატოში.
სატოშის წყალობით, ბიტკოინი და მისი ექვს ნიშნა ფასი არც ისე მიუწვდომელი აღარ ჩანს. სატოშის ყიდვა კი, არანაირ ტექნიკურ ცოდნას არ საჭიროებს. უბრალდო მიუთითე ბიტკოინის სასურველი მცირე რაოდენობა და სულ ეს არის, მყისიერად ხდები BTC-ის გარკვეული რაოდენობის მფლობელი, რომელშიც შესაძლოა რომ სულაც 10₾ გადაიხადე.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
დამწყებთათვის ბიტკოინის ყიდვა, ანუ სატოშის მიღება ყველაზე სწრაფად და მარტივად, კრიპტალის ფუნქციებით არის შესაძლებელი. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ვალუტის შეძენის რამოდენიმე ხერხი:
- კონვერტაცია - ეს ფუნქცია მომხმარებლებს ეხმარება ბიტკოინი მყისიერად, მხოლოდ რამოდენიმე კლიკითა და რთული ნაბიჯების გარეშე იყიდონ.
- სპოტ ბირჟა - შედარებით გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ რომ ბიტკოინის ფასი აკონტროლონ, ბირჟა იდეალური არჩევანია.
- პირდაპირ ვიზა/მასტერქარდი - კიდევ ერთი მარტივი და ხელმისაწვდომი გზა ბიტკოინის ან სატოშის საყიდლად პირდაპირ საბანკო ბარათების გამოყენებაა. ეს გზა იდეალურია, თუ ბალანსის შევსება არ გინდა და ციფრული ვალუტის ყიდვა პირდაპირ, შენი საბანკო ბარათების გამოყენებით გსურს.

გაითვალისწინე, Cryptal-ზე მინიმალური შენაძენი 10₾ ღირებულების კრიპტოა. BTC შეძენის შემდგომ კი, მეთოდის მიუხედავად, ის მომხმარებლის ბიტკოინის საფულეში აისახება.
შეჯამება - სატების დაგროვება მარტივია
ბიტკოინის ყიდვა არ უნდა მოგეჩვენოს შორეულ და რთულ ოცნებად. სატოში-ების წყალობით, შეგიძლია დაიწყო მცირედით, ჩადო ინვესტიცია ერთი ყავის, სპორტული ფეხსაცმლის, ან თუნდაც მოგზაურობის ფასის ეკვივალენტი თანხით.
ყოველი მცირე ნაწილი გროვდება, და რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით მეტ ნაჭერს მიიღებ სრული ბიტკოინისგან.
მისი ზრდის პარალელურად. ნუ დაელოდები იდეალურ მომენტს ან მთლიან BTC-ს – დაიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა მარტივად კრიპტალზე, ინდუსტრიაში არსებული გამოცდილების მიუხედავად.
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის.