გრძელდება რუბრიკა, სადაც ერთმანეთს ვადარებთ კრიპტო ბირჟებს, კრიპტოვალუტებსა და სხვადასხვა პროექტებს. შედარებების მიზანია ნათელი და მარტივი აღსაქმელი იყოს სხვაობა და მსგავსება ორ პროექტს შორის, რათა შენ მარტივად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება.
დღევანდელ ბლოგში შევადარებთ ორ კრიპტო ბირჟას, Cryptal-სა და Bitnet-ს. გაჩვენებთ რა სხვაობაა მათ შორის და რა მსგავსებას წააწყდებით ამ ორი კრიპტო პლატფორმით სარგებლობისას. გეტყვით, რა ხერხებით შეიძლება კრიპტოვალუტით ივაჭრო, რომელ კრიპტო პლატფორმას აქვს პირადი ბროკერის (OTC) მხარდაჭერა, რა საკომისიოებია სხვადასხვა სერვისებზე და რომელი კრიპტოვალუტები არის მხარდაჭერილი.
რა მეთოდებით შეიძლება კრიპტოვალუტებით ვაჭრობა?
კრიპტო ბირჟის მთავარი დანიშნულებაა, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს კრიპტოვალუტების შეძენის და გაყიდვის მრავალმხრივი და მოსახერხებელი გზები. ამ მიმართულებით, ორივე პლატფორმა, Cryptal-იც და Bitnet-იც იძლევა კრიპტო აქტივების ყიდვა გაყიდვის რამოდენიმე მეთოდს.
განსხვავება, რომელიც არსებობს ყიდვა გაყიდვისას ორ პლატფორმას შორის არის: Cryptal-ზე ხელმისაწვდომია Spot ბირჟა და კონვერტაცია ფუნქციონალი, თუმცა ქეშის გამოყენებით კრიპტოვალუტებს ვერ იყიდით, ანუ მომხმარებელს არ შეუძლია კრიპტო ბირჟის ოფისში ნაღდი ფული პირდაპირ გადაცვალოს კრიპტო აქტივებში.
საპირისპიროდ, Bitnet-ზე არ არის Spot ბირჟით სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ მომხმარებელს არ აქვს საშუალება ბირჟაზე დადოს ყიდვის ან გაყიდვის ბრძანება. აქ შესაძლებელია მხოლოდ სწრაფი გადაცვლით სარგებლობა და კრიპტო აქტივების პირდაპირ ქეშში, ანუ Fiat ვალუტაში გადაცვლა.
პირადი ბროკერი (OTC) ხელმისაწვდომია?
Over-the-Counter (OTC), ანუ პირადი ბროკერის სერვისი, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გაყიდონ და იყიდონ კრიპტო და ფიატ ვალუტა ბირჟაზე მოთხოვნის განთავსების გარეშე.
OTC-ის მეშვეობით შენ არ გიწევს ლოდინი, რომ შენი კრიპტო აქტივები გაყიდო ან იყიდო, ყველაფერი ხდება სწრაფად და კომფორტულად. პირადი ბროკერი თავად აგვარებს შენი აქტივების მიმოცვლის საკითხს ზედმეტი პროცედურების გარეშე.
თუ დეტალურად გაინტერესებს, რა არის პირადი ბროკერის (OTC) სერვისი და რა ბენეფიტებს გაძლევს შენ, გაეცანი ჩვენს ბლოგს:
თუ პირადი ბროკერის სერვისით მოგინდა სარგებლობა, მოგვწერე აქ.
პირადი ბროკერის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც Cryptal-ზე, ასევე Bitnet-ზე.
რომელი Fiat ვალუტებია ხელმისაწვდომი?
თუ კრიპტო აქტივების ტრადიციული ვალუტით ყიდვა მოგინდა, ან გინდა რომ შენს მიერ გაყიდულ ქოინებში Fiat აქტივი მიიღო, ამისათვის მნიშვნელოვანია ბირჟას ქონდეს რაც შეიძლება მეტი ვალუტის მხარდაჭერა.
Cryptal-ზე ხელმისაწვდომია სამი პოპულარული აქტივი: ლარი (₾), ევრო (€) და ა.შ.შ დოლარი ($).
Bitnet-ზე კი, ევროს გარდა ხელმისაწვდომია ორივე ვალუტა - ქართული ლარი და ა.შ.შ დოლარი.
როგორ შეგაქვს და გაგაქვს ტრადიციული ვალუტა?
Cryptal-ის ანგარიშზე დეპოზიტის განხორციელება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, Visa/Mastercard ბარათების გამოყენებითა და WallyPay-ის მეშვეობით.
ანალოგიური მეთოდებია ხელმისაწვდომი Bitnet-ზეც, მხოლოდ WallyPay-ის გამოკლებით.
ვაჭრობა - რამდენია საკომისიო?
კრიპტო თრეიდერებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია ვაჭრობის საკომისიოები და სფრედები. Bitnet-ს არ აქვს ტრადიციული ბირჟის ფუნქციონალი, სადაც მომხმარებლებს ყიდვა გაყიდვის ბრძანების განთავსება შეუძლიათ, შესაბამისად ვაჭრობის საკომისიოები არ არსებობს.
Cryptal-ზე კი, როგორც Taker-ის, ისე Maker-ის შემთხვევაში საკომისიო 0.25% შეადგენს.
თუკი სწრაფი გადაცვლის, ანუ Instant Trade-ის ფუნქციით მოგინდა სარგებლობა, კრიპტალის შემთხვევაში სფრედი ყიდვისას +2%-ია, ხოლო გაყიდვისას -4%. დეტალური ინფორმაცია Cryptal-ის საკომისიოებზე, შეგიძლია ნახო აქ.
Bitnet-ზე კი მხოლოდ USDT-ის ყიდვა და გაყიდვა შეგიძლიათ, შესაბამისად კურსიც ხშირად ცვალებადია, დეტალურად ინფორმაცია საკომისიოების შესახებ შეგიძლია მათ საიტზე ნახო.
შეგახსენებთ, თუ Cryptal-ზე USDT-ის ყიდვას გადაწყვეტ, 0.4%-იან სარგებელს მიიღებ დამატებით.
რამდენია დეპოზიტის საკომისიო?
Cryptal-ზე თანხის შემოტანა რამოდენიმე მეთოდით შეიძლება, ეს მეთოდებია: საბანკო გადარიცხვა, Visa/Mastercard ბარათების გამოყენებით.
თუ კრიპტალზე გადაწყვეტ, რომ თანხა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით დაადეპოზიტო, ეს სრულიად უპროცენტოა. ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით კი - 3%.
Bitnet-ის შემთხვევაშიც მსგავსი სამი გზა არის ხელმისაწვდომი თანხის დეპოზიტისთვის - საბანკო გადარიცხვა, ვიზა და მასტერქარდ ბარათები. საბანკო გადარიცხვა აქაც 0%-იანია, ხოლო ბარათების გამოყენებით საკომისიო 2% შეადგენს.
რამდენია განაღდების საკომისიო?
Cryptal-ზე დეპოზიტის მსგავსად ხელმისაწვდომია განაღდების სამი გზა - საბანკო გადარიცხვა და Visa/Mastercard ბარათები.
თუ თანხის გამოტანა Bitnet-დან მოგინდა, აქაც იგივე გზებია ხელმისაწვდომი.
კრიპტალიდან და ბიტნეტიდან საბანკო გადარიცხვის გამოყენებით თქვენი აქტივების გატანა სრულიად უპროცენტოდ შეგიძლიათ. თუ ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებას გადაწყვეტ, ასეთ დროს კრიპტალზე ფიქსირებული 1.2 ლარიანი საკომისიო მოქმედებს, ბიტნეტის გამოყენებით ამ სერვისის საკომისიო კი, 1% შეადგენს.
რამდენი კრიპტოა მხარდაჭერილი?
ყველა თრეიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიპტო ბირჟა აძლევდეს ქოინების დიდ არჩევანს, განსაკუთრებით კი - პოპულარულ კრიპტოვალუტებს.
სრული სია შეგიძლია ნახო აქ.
ბიტნეტზე კი მხარდაჭერილია მხოლოდ ერთი ქოინი - USDT.
გარდა კრიპტოვალუტებისა, მნიშვნელოვანია თუ რა ქსელებია ხელმისაწვდომი კრიპტო ბირჟაზე. Cryptal-ზე შეგიძლია ისარგებლო ERC-20 და BEP-20 ქსელებით, ხოლო ბიტნეტზე - TRC-20 ქსელით.
როგორ დავუკავშირდე Support-ს (დახმარების გუნდი)?
კრიპტოვალუტების სამყარო სწრაფი ინდუსტრიაა, სადაც ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად მომხმარებლებისათვის აუცილებელია სწრაფი და ზუსტი ინფორმაციის მიღება.
Cryptal-ზე, ისევე როგორც ბიტნეტზე ხელმისაწვდომია დახმარების გუნდი, რომელსაც შეგიძლია დაუკავშირდე, როგორც ელექტრონული ფოსტის, ფეისბუქ გვერდის და ცხელი ხაზის მეშვეობით.
გაითვალისწინე, ცხელი ხაზი კრიპტალზე მოქმედებს 10:00-დან 00:00-მდე, ხოლო ბიტნეტზე 24 საათის განმავლობაში.
შეჯამება:
გაითვალისწინე, რომ კრიპტობირჟის შერჩევისას მნიშვნელოვანია ის იყოს შენზე მაქსიმალურად მორგებული, იქნება მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები, საკომისიოები თუ სხვა ასპექტები.
ბლოგი ემსახურება მომხმარებლებისათვის არჩევანის გამარტივებასა და ის არ შეიცავს რაიმე სახის ფინანსურ რჩევას.
გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!