3
2023-08-07clock6 minutes

შესავალი: Cardano (ADA) - რას ნახავ ბლოგში

კრიპტოვალუტების მზარდ და მრავალფეროვან სამყაროში კარდანო ერთნაირად მიმზიდველია, როგორც დამწყები კრიპტო თრეიდერებისა და ენთუზიასტებისთვის, ისე უკვე გამოცდილი ადამიანებისთვის.

კარდანო გაშვებისთანავე ჩაფიქრებული იყო, როგორც ინოვაციური სიტყვა კრიპტო სამყაროში და ამ პრინციპს ის დღემდე მიყვება.

ბლოგში გეტყვით რა არის კარდანო, რა ტექნოლოგია იმალება მის უკან, ასევე გაგაცნობთ 5 საინტერესო ფაქტს ამ კრიპტოვალუტის შესახებ და გეტყვით, როგორ იყიდოთ ის საქართველოში ყველაზე მარტივად და სწრაფად.

რა არის Cardano (ADA)?

კარდანო, შემოკლებით ADA, კრიპტო სამყაროში 2017 წელს გამოჩნდა. მისი შექმნა საკმაოდ გამოცდილმა და ჭკვიანმა გუნდმა ითავა, რომელსაც Ethereum-ის თანადამფუძნებელი, ჩარლს ჰოსკინსონი ხელმძღვანელობდა. გამოშვებამდე გუნდმა უამრავი კვლევა ჩაატარა, თუ რა საჭიროება ჰქონდათ კრიპტო მოყვარულებს და ამის შემდგომ საზოგადოებას მათზე მორგებული კრიპტოვალუტა შესთავაზეს.

კარდანო მუშაობს, როგორც დეცენტრალიზებული ღია ბლოკჩეინ პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ჭკვიანი კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნა. გარდა მისი როლისა, როგორც საინვესტიციო კრიპტოვალუტა, კარდანო გამოსადეგია სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორც ტრანზაქციებისა და გადახდის საშუალება.

რა ბლოკჩეინზე მუშაობს Cardano (ADA)?

კარდანო ოპერირებს საკუთარ უნიკალურ ბლოკჩეინზე, რომელსაც მარტივად - კარდანოს ბლოკჩეინი ჰქვია. ეს ქსელი დაყოფილია ორ შრედ - Cardano Settlement Layer (CSL) და Cardano Computational Layer (CCL).

CSL, ანუ Cardano Settlement Layer გამოიყენება კარდანოს, როგორც კრიპტოვალუტის გადარიცხვებისათვის და მათ დაუბრკოლებელ შესრულებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო CCL, ანუ Cardano Computational Layer გამოიყენება ჭკვიანი კონტრაქტებისა და dApps-ების შესაქმნელად.

ორ შრიანი ქსელი უზრუნველყოფს კარდანოს უსაფრთხოებასა და მოხერხებულობას, როგორც უშუალოდ კარდანოს ბლოკჩეინის შიგნით, ასევე სხვა, გარე ქსელებზე გადარიცხვების შემთხვევაში მათ სწრაფად წარმადობას.

რა სარგებელი აქვს Cardano (ADA)-ს?

კარდანოს დანიშნულება სცდება ტრადიციული კრიპტოვალუტის არსს. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იმ რეგიონში ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობაა, სადაც მოსახლეობას ხელმისაწვდომი არ აქვს საბანკო და სხვადასხვა რთული ფინანსური სისტემები.

კარდანო ბევრად მარტივად და მსუბუქად ოპერირებადი აქტივია, ზედმეტი ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე.

5 საინტერესო ფაქტი Cardano (ADA)-ს შესახებ

  • კარდანო მუშაობს Proof of Stake (PoS) მექანიზმზე, რაც სხვა ალტერნატივებთან შედარებით ბევრად მსუბუქი და უსაფრთხოა გარე სამყაროსთვის, ვინაიდან მოითხოვს ნაკლებ რესურსულ დანახარჯს
  • კარდანოს ქსელში ჩაბეჭდილია კოდი, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის მუდმივ და ავტომატურ განახლებას, რათა ტრანზაქციები და კრიპტოვალუტით ოპერირება სწრაფი და ხელმისაწვდომი იყოს
  • კარდანოს ჰყავს სწრაფ ტრანზაქციებსა და გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც Cardano Foundation ჰქვია.
  • კარდანო უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის იყენებს Atala PRISM-ს. ეს უკანასკნელი ტრანზაქციების დადასტურებისა და ციფრული საკუთრების დაცვის ონლაინ პლატფორმაა და მას წამყვანი ციფრული კომპანიები იყენებენ.
  • კარდანო თავისი დეცენტრალიზებული ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ მომხმარებლებს აძლევს ხმის მიცემის შესაძლებლობას სხვადასხვა მომავალი პროექტის დაფინანსების თაობაზე, ასე რომ, პროექტის ბედს თავად მასში ჩართული ადამიანები წყვეტენ.

როგორ ვიყიდო Cardano (ADA) ყველაზე მარტივად და სწრაფად საქართველოში? - კონვერტაცია და ბირჟა

თუ Cardano (ADA) გაყიდვას ან ყიდვას გადაწყვეტ, მაშინ ამაში კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან. ისინი ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების შეძენისათვის ყველაზე სწრაფ და მარტივ გზას წარმოადგენენ.

Cryptal-ზე ADA-ს შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, თუმცა სანამ ამ ფუნქციით ისარგებლებ, აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.

დარეგისტრირების შემდგომ, შენ გაქვს ორი არჩევანი, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტას იყიდი. ორივე მეთოდი ერთნაირი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა:

კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, შენ, რომელსაც ADA ყიდვა ან გაყიდვა გსურს, არ გიწევს ლოდინი, კრიპტოვალუტას მომენტალურად, წამებში იღებ კრიპტო საფულეში.

სანაცვლოდ, კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.

თუ დამწყები თრეიდერი ხარ და პირველად ყიდულობ კრიპტოვალუტას, ან უბრალოდ სწრაფად გინდა მიიღო კრიპტო ან fiat ვალუტა, მაშინ კონვერტაცია უდავოდ საუკეთესო არჩევანია.

ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა შენთვის სასურველი რაოდენობის Cardano (ADA) შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.

თუ გამოცდილი თრეიდერი ხარ, ან რეგულარულად გეგმავ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ბირჟა საუკეთესო ვარიანტია. აქ შეგიძლია ფასების გადათამაშებით საუკეთესო პოზიცია შეარჩიო და შენთვის ყველაზე მომგებიანი ფასით იყიდო ან გაყიდო რომელიმე ქოინი.

შეჯამება: Cardano (ADA), როგორც ყველაზე ინოვაციური კრიპტოვალუტა

კარდანოს გამოჩენით კრიპტოვალუტების სამყაროში გამოჩნდა აქტივი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს, როგორც ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე რეალური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს.

მისი მიდგომა, ბლოკჩეინის უნიკალური არქიტექტურა და მიზნები სრულ თანხვედრაშია თანამედროვე კრიპტოვალუტების ეკოსისტემასთან.

არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი კრიპტო თრეიდერი ხარ თუ პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ ამ სამყაროში, კარდანო ყოველთვის გამოგადგება, როგორც ინვესტირების კარგი გზა და გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი.

Support