Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Cryptal and Coinmania logos with Georgian text above
2023-05-02clock5 minutes

გრძელდება რუბრიკა, სადაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა კრიპტო პლატფორმასა და პროდუქტებს. მისი მიზანია მომხმარებლებსა და კრიპტოთი დაინტერესებულ ადამიანებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და მათ გაუადვილოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

პარალელურად, სხვა კრიპტო ბირჟებთან Cryptal-ის შედარებით, ვცდილობთ კონკურენტებზე მუდმივად უკეთესი პროდუქტი შევქმნათ და უკეთ დავინახოთ ის ასპექტები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ ორ კრიპტო პლატფორმაზე - Cryptal-სა და Coinmania-ზე. მოგიყვებით, რა სხვაობაა მათ შორის და შევადარებთ სხვადასხვა ფუნქციონალს.

ვაჭრობის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი?

კრიპტო აქტივების ყიდვა, იქნება ის ბიტკოინი თუ სხვა, რამოდენიმე გზით არის შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მეთოდი Spot ბირჟა და კონვერტაცია არის.

Cryptal-ზე ხელმისაწვდომია ვაჭრობის ორივე გზა, იქნება კონვერტაცია თუ საბირჟო გარიგებებში მონაწილეობა, ანუ Spot ბირჟა.

Coinmania არ არის ბირჟა, შესაბამისად ხელმისაწვდომია მხოლოდ სწრაფი გადაცვლის ფუნქცია. მომხმარებლებს არ შეუძლიათ ბირჟაზე ვაჭრობა.

პირადი ბროკერი (OTC) ხელმისაწვდომია?

ადამიანებისათვის, რომლებსაც უნდათ კრიპტოვალუტები შეიძინონ ან გაყიდონ ბირჟაზე მოთხოვნის დადების გარეშე, სწრაფად და უფრო კარგი ტარიფით, პირად ბროკერს, ანუ OTC სერვისს მიმართავენ.

კრიპტო ბირჟისათვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს OTC სერვისებით სარგებლობა მიაწოდოს.

Coinmania-ზე პირადი ბროკერის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი არ არის, Cryptal-ზე კი, OTC სერვისის მისაღებად შეგიძლია აქ მოგვწერო.

რა ვალუტებია მხარდაჭერილი?

იმისათვის, რომ მომხმარებელმა კრიპტო აქტივების შეძენა მარტივად შეძლოს, იქნება ეს ბიტკოინი თუ სხვა, საჭიროა რომ პლატფორმას პოპულარული ფიატ ვალუტების მხარდაჭერა ჰქონდეს.

მთავარი ტრადიციული ვალუტები, რომლებსაც მომხმარებლები კრიპტო ქოინების შესასყიდად იყენებენ არის ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო.

როგორ შეგაქვს და გაგაქვს თანხა?

თუკი რომელიმე პლატფორმაზე, იქნება ეს Cryptal თუ Coinmania, თანხის შეტანა ან გატანა მოგინდა, უნდა არსებობდეს მარტივი გზები. ყველაზე გავრცელებული საშუალება ამისათვის კი, საბანკო გადარიცხვები ან საბანკო ბარათების გამოყენებაა.

თუ Cryptal-ზე ან Coinmania-ზე თანხის შეტანა ან გატანა გადაწყვიტე, ამას შეძლებ როგორც ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით, ასევე საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

რამდენია ვაჭრობის საკომისიო?

ნებისმიერი თრეიდერისათვის, არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილია ის თუ დამწყები, მნიშვნელოვანია ვაჭრობის საკომისიო.

ვინაიდან Coinmania-ს არ აქვს Spot ბირჟა, იქ არ არსებობს ამ ტიპის საკომისიო, ხოლო Cryptal-ის ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში არსებობს ფიქსირებული Taker/Maker საკომისიო, რომელიც 0.25% შეადგენს.

რაც შეეხება სხვა საკომისიოებს:

თუკი Cryptal-ზე, პირობითად, USDT-ის ყიდვა მოგინდა, ამას 1.8%-იანი საკომისიოთი შეძლებ, ხოლო Coinmania-ზე - 5%.

USDT-ის Cryptal-ზე გაყიდვის შემთხვევაში კი, შენ დამატებით იღებ +0.4%-იან სარგებელს. თუ შენი კრიპტო აქტივის Coinmania-ზე გაყიდვას გადაწყვეტ, ამაში 3%-იან საკომისიოს იღებ.

რამდენია შეტანის საკომისიო?

თუ Cryptal-ზე ბალანსის შევსება გადაწყვიტე, საბანკო გადარიცხვის გამოყენებით არანაირ საკომისიოს არ გადაიხდი, ანგარიშზე აგესახება ზუსტად იმდენი, რამდენსაც შემოიტან.

ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით კი, საკომისიო 3% შეადგენს.

თანხის შეტანისთვის საბანკო გადარიცხვის გამოყენება Coinmania-ზეც 0% არის შესაძლებელი, ხოლო ვიზასა და მასტერქარდით დეპოზიტები ხელმისაწვდომი არ არის.

გაითვალისწინე, რომ შეტანისას არსებობს ლიმიტები - Cryptal-ზე და Coinmania-ზე საბანკო გადარიცხვები ულიმიტოა. ხოლო Cryptal-ზე Visa/Mastercard-ის გამოყენებისას არსებობს დღეში 5000 ლარიანი ლიმიტი.

რამდენია გატანის საკომისიო?

თუ შენი აქტივების გატანა მოგინდა, Cryptal-დან საბანკო გადარიცხვის გამოყენებით 0% შეძლებ, ანუ არანაირი საკომისიო არ დაგერიცხება, ხოლო Coinmania-ს შემთხვევაში საკომისიო ერთ ლარს შეადგენს.

ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით, Cryptal-დან გადარიცხვის საკომისიო 1.2 ლარს შეადგენს.

გაითვალისწინე, რომ Cryptal-ზე საბანკო გადარიცხვებისას არსებობს 5 000 000 ლიმიტი, ხოლო საბანკო ბარათების გამოყენებისას ლიმიტი დღეში 3000 ლარს შეადგენს.

კრიპტოვალუტების გატანა და დეპოზიტი, როგორც Cryptal-ზე, ასევე Coinmania-ზე ულიმიტოა.

რამდენი ქოინია მხარდაჭერილი?

თრეიდერებისა და კრიპტო სტეიკინგის მსურველთათვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ქოინების არჩევანი.

Cryptal-ზე შეგიძლიათ 26 სხვადასხვა კრიპტოვალუტით ივაჭროთ, მათ შორის ისეთი პოპულარულებით, როგორებიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და USDT.

Coinmania-ზე კი, შესაძლებელია 14 კრიპტო აქტივის ყიდვა და გაყიდვა.

როგორ დავუკავშირდე Support-ს (დახმარების გუნდი)?

მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანია მიიღონ დროული და ზუსტი პასუხი კომპანიების წარმომადგენლებისგან.

ყველაზე გამოცდილი თრეიდერისთვისაც კი, შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც Support-ის დახმარება დასჭირდება.

გაითვალისწინე, რომ Cryptal-ზე დახმარების გუნდი ხელმისაწვდომია დილის 10:00-დან, ღამის 00:00-მდე.

თუ გინდა, რომ დახმარება ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო, მიყევი ლინკს. ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად კი, დაგვირეკე ნომერზე: +995 322 053 253.

შეჯამება:

სულერთია, უკვე კარგად ხარ გათვითცნობიერებული კრიპტოვალუტების სამყაროში თუ არა, მნიშვნელოვანია შენზე მორგებული კრიპტო პლატფორმა შეარჩიო, სადაც მარტივად შეძლებ ქოინების ყიდვასა და გაყიდვას.

კრიპტო პლატფორმის შერჩევა კი, დამოკიდებულია შენს საჭიროებებსა და კრიპტო სტრატეგიაზე.

გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას!

Support