Სარჩევიchevron-down
Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს
კრიპტოს ყიდვა ახალი გზებით: უფრო სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად
მეტი კომფორტი და უფრო მოსახერხებელი გამოცდილება
უფრო ჭკვიანი და გამჭვირვალე საინფორმაციო გარემო
უკეთესი აპლიკაცია - უკეთესი კრიპტო გამოცდილება
app-geo-1000x300
2025-12-11clock3 minutes

Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს

Cryptal-ის მობილურ აპლიკაციაში განახლებათა მნიშვნელოვანი სერიაა, რომლებიც კრიპტოს ყიდვა, გაყიდვას, ფლობასა და სხვასთან გადარიცხვას, გამოცდილების მიუხედავად, კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ყველასთვის. განახლებები ორიენტირებულია მოხერხებულ გადახდებზე, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ წინსვლაზე, რომლებიც საბოლოო ჯამში კრიპტო ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ბლოგში დეტალურად ვისაუბრებთ ყველა იმ სიახლესა და გაუმჯობესებაზე, რომლებიც კრიპტალის აპლიკაციაში მომხმარებლებს დახვდებათ.

კრიპტოს ყიდვა ახალი გზებით: უფრო სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად

Apple Pay & Google Pay ინტეგრაცია

ციფრული აქტივის პირველად ყიდვა ან პირველი სავაჭრო ორდერის განხორციელება ასე მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა. კრიპტალის მომხმარებლებს, რომლებიც iOSმოწყობილობებს იყენებენ ახლა უკვე Apple Pay გამოყენება შეუძლიათ, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებისათვის Google Pay გახდა ხელმისაწვდომი.
ორივე მეთოდი კრიპტოს ყიდვას მომენტალურს ხდის, ბარათის ნომრებისა და სხვა დეტალების შეყვანის გარეშე. მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გზა პირდაპირ აპლიკაციაში.

მერე ბარათი: კრიპტოს ყიდვა განვადებით

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც აპლიკაციაში გამოჩნდა, სილქ ბანკის მერე ბარათია. განახლება მომხმარბელებს საშუალებას აძლევს ციფრულ ვალუტებთან კიდევ უფრო მოქნილად იურთიერთონ და კრიპტო განვადებით შეიძინონ.
სიახლე იდეალურია მათთვის, ვისაც კრიპტო ბაზარში ჩართვა და ხარჯების ეტაპობრივად განაწილება სურს. განსაკუთრებით იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც მომხმარებელს კრიპტოს მიღება მერე ბარათის გამოყენებით 0%-ად შეუძლია, ანუ იხდის იმდენს, რამდენისაც ყიდულობს და არაფერს ზედმეტს - ეს კი, ფასების ზრდის პერიოდში დამატებითი კაპიტალის დაგენერირების შესაძლებლობაა.

ვალუტების გაზრდილი არჩევანი: კრიპტო ა.შ.შ. დოლარითა და ევროთი პირდაპირ ბარათიდან

განახლებული აპლიკაციის წყალობით, მომხმარბელებს ამიერიდან კრიპტოს ყიდვა საბანკო გადარიცხვის გარდა ბარათით, პირდაპირ ა.შ.შ. დოლარის (USD) და ევროს (EUR) გამოყენებით შეუძლიათ. ეროვნულ ვალუტასთან ერთად, დამატებითი არჩევანი მომხმარებლებს მეტ კომფორტს აძლევს და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საერთაშორისო ვალუტებით ვაჭრობა ან მულტი-სავალუტო გარემო სურს. დამატებით, საბანკო ბარათი ზრდის აქტივების შეძენის სისწრაფეს, რომელიც კრიპტო ინდუსტრიაში ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მეტი კომფორტი და უფრო მოსახერხებელი გამოცდილება

განახლებული დიზაინი

აპლიკაციის ინტერფეისი იმგვარად განახლდა, რომ გახდა უფრო მსუბუქი, სუფთა და ინტუიციური. განახლებული ნავიგაციითა და ახალი განლაგებებით, ახლა ყველაფერი უფრო მარტივია - ბალანსის შემოწმებიდან დაწყებული, ტრანზაქციების განხორციელებით დასრულებული. ნებისმიერი გამოცდილების მომხმარებლისთვის, კრიპტალის აპლიკაციით სარგებლობა ახლა უფრო მარტივი და სწრაფია.

WhatsApp ინტეგრაცია SMS შეტყობინებებისთვის

უსაფრთხოების სხვადასხვა ტიპის შეტყობინებების სისწრაფისა და სანდოობის გასაზრელად, მომხმარბელებს ახლა შეუძლიათ მნიშვნელოვანი SMS-ები, მაგალითად ვერიფიკაციის კოდები, პირდაპირ WhatsApp-ის დახმარებით მიიღონ.
ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განახლება უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა მათთვის საჭირო კოდები სწრაფად მიიღონ, მაშინაც კი, თუ ტრადიციული ტიპის SMS შეტყობინების მისაღებად ქსელი შეფერხებულია ან შეტყობინება იგვიანებს.


უფრო ჭკვიანი და გამჭვირვალე საინფორმაციო გარემო

Open Banking საბანკო გადარიცხვით ბალანსის შევსებისას

Cryptal-ის აპლიკაციაში, საბანკო გადარიცხვის გამოყენებით ბალანსის შევსებისას ახლა უკვე Open Banking-იც არის ხელმისაწვდომი, რაც ტრანზაქციებს უფრო სწრაფს, ავტომატიზირებულსა და მოხერხებულს ხდის.
მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ დააკავშირონ საკუთარი საბანკო ანგარიშები და შეავსონ ბალანსი მარტივად, დეტალების ხელით შეყვანის გარეშე.

ყველაზე იაფი ქსელის აღნიშვნა

კრიპტოს გაგზავნისას, მომხმარებლები ნახავენ აღნიშნავს, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ქსელი გამოირჩევა იმ მომენტში ყველაზე დაბალი საკომისიოებით.
ეს ადამიანებს, განსაკუთრებით დამწყებებს, ეხმარებათ აირჩიონ ყველაზე ეფექტური ვარიანტი და თავიდან აირიდონ ბლოკჩეინთან და ქსელთან დაკავშირებული ზედმეტი საკომისიო დანახარჯები. ამ მარტივი, მაგრამ მოქნილი განახლების წყალობით, ახლა უკვე ყველას შეუძლია ნახოს, რომელია საუკეთესო გზა ტრანზაქციებისათვის.

ქსელის ხარვეზის აღნიშვნა

თუ კონკრეტულად რომელიმე ქსელი, მაგალითად BEP-20, დროებით მიუწვდომელია ან რაიმე ხარვეზი ფიქსირდება, აპლიკაცია მომხმარებლებს სპეციალური აღნიშვნით ანიშნებს, რომ ქსელი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს და მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
შეტყობინება ნათლად ხსნის პრობლემის მიზეზსს, გვაჩვენებს სტატუსს და გვაწვდის ინფორმაციას, თუ როდის არის ქსელის აღდგენა მოსალოდნელი.
ამგვარი გამჭვირვალობა გამორიცხავს ზედმეტ პრობლემებს და გვეხმარება, ჩვენი კრიპტო მოგზაურობა შეფერხებების გარეშე, კომფორტულად წარიმართოს.

უკეთესი აპლიკაცია - უკეთესი კრიპტო გამოცდილება

წლის ყველაზე დიდი განახლებით, Cryptal აუმჯობესებს გამოცდილებას და აქცენტს კომფორტზე, სისწრაფესა და სიმარტივეზე აკეთებს. ყოველი სიახლე ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარბელებს, მათი გამოცდილების მიუხედავად, ჰქონდეთ მეტი კონტროლი და სიცხადე თავიანთ კრიპტო აქტივებზე, ეს ყველაფერი კი, ნაკლები დაყოვნებითა და გაზრდილი უსაფრთხოებით.

თუ საკუთარ თავზე გინდა გამოსცადო განახლება, ჩამოტვირთე კრიპტალის აპლიკაცია iOS და Android მოწყობილობებზე App Store-დან და Google Play-დან.

Support