
Cryptal-ზე Passkey დაემატა: ანგარიშზე შესვლა და ტრანზაქციების დადასტურება გამარტივდა
Cryptal-ის მისიაა, კრიპტო ყველასთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს. პლატფორმის ყოველი განახლება ამ მიზანს ემსახურება და ამარტივებს კრიპტო აქტივების შეძენას, მართვასა და გამოყენებას.
ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯია Passkey-ის ინტეგრაცია, რომელიც თავსებად მოწყობილობებზე ანგარიშზე შესვლის, ტრანზაქციებისა და თანხის გატანის დადასტურების საშუალებას თითის ანაბეჭდით ან Face ID-ით გაძლევს, ზუსტად ისე, როგორც საბანკო აპლიკაციების გამოყენებისას.
ყოველდღიური მოქმედებების გამარტივებით, Cryptal პლატფორმის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
რა სიახლეა Cryptal-ზე?
Cryptal-ზე Passkey დაემატა, რათა ანგარიშზე შესვლა და ტრანზაქციების დადასტურება, განაღდება და ა.შ. უფრო მარტივი გახდეს. ახლა შეგიძლია ანგარიშზე შეხვიდე, გადარიცხო კრიპტო და გაანაღდო თანხა საბანკო ანგარიშზე თუ სხვაგან თითის ანაბეჭდის ან სულაც FaceID-ის გამოყენებით.
ბალანსის შემოწმება გინდა თუ კრიპტო აქტივების გადარიცხვა, ეს განახლება პლატფორმაზე შენთვის ნაცნობი ავტორიზაციის მეთოდის გამოყენების საშუალებას გაძლევს და ყოველდღიურ მოქმედებებს უფრო სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის.
რა არის Passkey და როგორ მუშაობს?
Passkey ციფრული გასაღებია, რომელიც შესაბამისი მოქმედებების შესრულებისას ვინაობის დადასტურების საშუალებას პაროლის აკრეფის გარეშე გაძლევს. მოთხოვნას შენი მოწყობილობის ავტორიზაციის მეთოდით ადასტურებ, მაგალითად, თითის ანაბეჭდით, Face ID-ით ან ეკრანის განბლოკვის PIN-კოდით. ამის შემდეგ მოწყობილობა Passkey-ის საშუალებით ამოწმებს, რომ ანგარიშზე წვდომის ან მოქმედების დადასტურების უფლება გაქვს.
რატომ არის ეს განახლება მნიშვნელოვანი?
კრიპტოს ხელმისაწვდომობა პლატფორმის გამოყენების თითოეულ ეტაპზე სიმარტივესაც გულისხმობს. დამწყებისთვის ანგარიშზე შესვლისა და მოქმედებების დადასტურების უცნობი პროცედურები შეიძლება არაკომფორტული იყოს, გამოცდილ მომხმარებელს კი მონაცემების განმეორებით შეყვანა დამატებით დროს ართმევს.
Passkey სწორედ ამ პროცესებს ამარტივებს იმ მეთოდის დახმარებით, რომელსაც ბევრი ადამიანი ტელეფონის გასახსნელად უკვე ყოველდღიურად იყენებს. Cryptal-ზე ამ ნაცნობი გამოცდილების დანერგვა ანგარიშზე შესვლასა და შესაბამისი მოქმედებების დადასტურებას უფრო გასაგებსა და მოსახერხებელს ხდის, რაც მეტ ადამიანს ეხმარება კრიპტოს თავდაჯერებულად გამოყენებაში.
რა უპირატესობები აქვს Passkey-ის გამოყენებას Cryptal-ზე?
Passkey ანგარიშთან დაკავშირებულ ყოველდღიურ მოქმედებებს ამარტივებს და ავტორიზაციის პროცესის დაცულობას აძლიერებს. Cryptal-ის მომხმარებლებისთვის მისი მთავარი უპირატესობებია:
- ანგარიშზე მარტივად შესვლა: ანგარიშში თითის ანაბეჭდით ან Face ID-ით შედიხარ, იმავე ნაცნობი მოქმედებით, რომელსაც ტელეფონის გასახსნელად იყენებ.
- სწრაფი დადასტურება: შესაბამის ტრანზაქციებსა და თანხის გატანას ნაკლები ხელით შესასრულებელი ნაბიჯით სჭირდება, რაც ყოველდღიურ მოქმედებებსუფრო მოსახერხებელს ხდის.
- პაროლის დამახსოვრების ნაკლები საჭიროება: Passkey ამცირებს პაროლის დამახსოვრებისა და აკრეფის საჭიროებას ანგარიშზე შესვლისა თუ შესაბამისი მოქმედებების დადასტურებისას.
- ფიშინგისგან დაცვა: Passkey დაკავშირებულია იმ სერვისთან, რომლისთვისაც შეიქმნა. ეს ხელს უშლის ყალბ შესვლის გვერდებს ისეთი მონაცემების მოპარვაში, რომელთა გამოყენებაც შენს ანგარიშზე წვდომისთვის შეიძლება.
- კომფორტი ყოველდღიურ მოქმედებებში: ანგარიშზე შესვლისთვის, ტრანზაქციებისა და თანხის გატანის დასადასტურებლად შენთვის ნაცნობ ავტორიზაციის მეთოდს იყენებ.
ეს უპირატესობები Cryptal-ის გამოყენებას უფრო მარტივს ხდის, მიუხედავად იმისა, კრიპტოსთან პირველ ნაბიჯებს დგამ თუ კრიპტო აქტივებს უკვე რეგულარულად მართავ.
კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო მარტივი კრიპტოსკენ
Passkey-ის დანერგვა ასახავს Cryptal-ის მიდგომას: გაამარტივოს ყოველდღიური მოქმედებები, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს კრიპტოს კომფორტულად გამოყენება.
ანგარიშზე შესვლიდან თანხის გატანის დადასტურებამდე, თითოეული ნაბიჯი მომხმარებლის საერთო გამოცდილებას ქმნის. თითის ანაბეჭდის ან Face ID-ის ნაცნობი ფუნქცია ამ პროცესებს უფრო მარტივს ხდის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კრიპტოსთან პირველ ნაბიჯებს დგამს.
გამოცდილი მომხმარებლისთვის კი ეს განახლება ხშირად შესასრულებელ მოქმედებებს დამატებით კომფორტს მატებს. Cryptal აგრძელებს თავის მისიაზე მუშაობას, რათა კრიპტო ყველასთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს, ყოველი პრაქტიკული გაუმჯობესებით.