კრიპტალი თუ ბაინანსი?
შენთვის საჭირო კრიპტო ბირჟის შერჩევა შესაძლოა რთული პროცესი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სფეროში ახლა იწყებ გარკვევას.
სასურველი ბირჟის შერჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად ისეთი, როგორებიც არის: რა ტიპის სავაჭრო სტრატეგიის გამოყენებას გეგმავ, რა კრიპტოვალუტების შეძენა გსურს და ა.შ
თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ყველა ბირჟისათვის და თრეიდერისთვის უნივერსალურია. ამ ბლოგში სწორედ ასეთ ფაქტორებზე ვისაუბრებთ და შევადარებთ ორ კირპტო ბირჟას - Cryptal-სა და Binance-ს.
რა მსგავსებაა ორ ბირჟას შორის
კრიპტო ბირჟას უნდა ქონდეს ორი უმთავრესი ფუნქცია, შეგეძლოთ გაყიდო საკუთარი აქტივები ან იყიდო სასურველი კრიპტოვალუტები და პარალელურად, აქტივების გადაცვლის მსურველი მომხმარებლები ერთმანეთს დააკავშიროს.
მეთოდი | Cryptal | Binance |
Spot ბირჟა | √ | √ |
კონვერტაცია | √ | √ |
კრიპტალზეც და ბაინანსზეც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი კრიპტო აქტივები იყიდოთ როგორც ბირჟაზე, ასევე - მომენტალურად კონვერტაციის გამოყენებით.
OTC სერვისი (პირადი ბროკერი)
თუ თქვენ გსურთ აქტივების ყიდვა ან გაყიდვა ისე, რომ ბირჟაზე თქვენი მოთხოვნის დადასტურებისათვის ლოდინი არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ პირადი ბროკერის სერვისი გამოიყენოთ.
სერვისი | Cryptal | Binance |
OTC (პირადი ბროკერი) | √ | √ |
კრიპტალზე თქვენს პირად ბროკერთან დასაკავშირებლად, შეგიძლია მოგვწერო აქ.
რა ძირითადი ვალუტებია მხარდაჭერილი?
ვალუტა | Cryptal | Binance |
ტოლარი | √ | X |
ტოდოლარი | √ | X |
ტოევრო | √ | √ |
ფუნტი-სტერლინგი (£) | X | √ |
როგორ შეგიძლია თანხის შემოტანა და გატანა?
კრიპტალზე თანხის შემოტანისა და გატანისათვის რამოდენიმე მეთოდი არსებობს.
მეთოდი | Cryptal | Binance |
Visa/Mastercard | √ | √ |
Wire Transfer | √ | X |
WallyPay | √ | X |
*გაითვალისწინეთ, რომ Binance-ზე $100.000-მდე SWIFT ტრანსფერების განხორციელება შეზღუდულია.
თუ დეპოზიტებზე დეტალური ინფორმაცია გაინტერესებს, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.
საკომისიოები
არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები თრეიდერი ხარ თუ უკვე კარგად გამოცდილი. ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია საკომისიოების საკითხი.
ბირჟებს რამოდენიმე ძირითადი საკომისიოები აქვთ, ესენია:
- ვაჭრობის საკომისიო
- დეპოზიტის საკომისიო
- განაღდების საკომისიო
ვაჭრობის საკომისიო
საკომისიოს ტიპი | Cryptal | Binance |
Maker fee | 0.25 % | 0.1 % |
Taker fee | 0.25 % | 0.1 % |
*Maker-ები არიან ადამიანები, რომლებიც ბირჟაზე გაყიდვის მოთხოვნას ათავსებენ
*Taker-ები არიან ადამიანები, რომლებიც ბირჟაზე შესყიდვის მოთხოვნას ათავსებენ
დეპოზიტის და განაღდების საკომისიო
კრიპტალზე fiat აქტივების შემოტანა სხვადასხვა ვალუტაში და სხვადასხვა ხერხის გამოყენებით არის შესაძლებელი.
დეპოზიტი:
| SEPA | 0.15 % |
SWIFT | 0 % | |
| SWIFT | 0 % |
Bank of Georgia (Visa/Mastercard) | 4 % | |
TBC (Visa/Mastercard) | 3% | |
| SWIFT | 0 % |
Visa/Mastercard | 3% |
განაღდება:
| SEPA | 1 % |
SWIFT | 1 % | |
USD (დოლარი) | SWIFT | 0 % |
| Visa/Mastercard (TBC – BOG) | 1 GEL – 1.2 GEL |
SWIFT | 0.5 % |
როგორ არის ეს პროცესი Binance-ზე?
დეპოზიტი:
| SEPA | 1 EUR |
Visa/Mastercard | 1.8 % |
განაღდება:
|
|
|
რაც შეეხება კრიპტო გადარიცხვებს, Cryptal-ზე ყველანაირი კრიპტო აქტივის შემოტანა უფასოა და არანაირ საკომისიოს არ ექვემდებარება, ხოლო გატანებზე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ლიმიტები
გარდა საკომისიოებისა, თრეიდერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ლიმიტების არსებობა. ანუ, რა მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობის აქტივების განაღდება ან დეპოზიტი შეუძლიათ დროის კონკრეტულ მონაკვეთში.
Cryptal-ზე ნებისმიერი რაოდენობის აქტივების დადეპოზიტება, იქნება ეს კრიპტო თუ fiat აქტივი, ულიმიტოდ არის შესაძლებელი, ანუ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა შემოიტანოთ ერთ ჯერზე და ის სრულად აგესახებათ ანგარიშზე.
განსხვავება მხოლოდ საქართველოსა და თიბისი ბანკის ბარათებით დადეპოზიტებულ ლარსა და დოლარზე მოქმედებს.
საქართველოს ბანკის მეშვეობით შემოტანილი დოლარის ყოველთვიური ლიმიტი 30 000 შეადგენს, ხოლო თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის საშუალებით დადეპოზიტებული ლარის ლიმიტი - 50 000₾.
რაც შეეხება განაღდებას, საბანკო გადარიცხვების (Wire Transfer)-ების გამოყენებით მინიმალური რაოდენობა 100 ლარს, დოლარსა და ევროს შეადგენს, მაქსიმალური რაოდენობა კი - 5 000 000 შესაბამის ვალუტაში.
თუკი გადაწყვეტ, რომ თანხა საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბარათზე გადაიტანო, ასეთ შემთხვევაში დღიური ლიმიტი 3 000 ლარია, მინიმალური თანხა კი არ არსებობს.
Cryptal-ზე კრიპტო აქტივების დეპოზიტი და გატანა ულიმიტოა.
ყველა ზემოთ ნახსენები ლიმიტი მოქმედებს Cryptal-ზე ვერიფიცირებული მომხმარებლებისათვის.
როგორ გაიარო ვერიფიკაცია მარტივად, გაიგე აქ.
რაც შეეხება ბაინანს, აქ ყოველდღიური ლიმიტი, როგორც დეპოზიტზე ისე გატანაზე ორ მილიონი ა.შ.შ დოლარის ექვივალენტია fiat ვალუტებისთვის.
ხოლო კრიპტო აქტივების შემთხვევაში, აქ დეპოზიტი ულიმიტოა, გატანა კი 8 მილიონი BUSD-ის ექვივალენტი.
დახმარების გუნდი (Support)
დახმარების გუნდი კრიპტობირჟის ფუნქციონირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არ აქვს მნიშვნელობა დამწყები თრეიდერი ხარ თუ უკვე გამოცდილი, აუცილებელია, რომ სასურველ საკითხზე, ნებისმიერ დროს შეგეძლოს კომპეტენტურ და ოფიციალურ წარმომადგენელს მიმართო და შესაბამისი პასუხი მიიღო.
თუ დახმარება დაგჭირდა, ბაინანსზე შეგიძლია Bot-ს მიმართო, სადაც იგი წინასწარ შემოგთავაზებს პოტენციურ თემებს, რომლებზეც შეიძლება პრობლემა შეგქმნოდა და შესაბამისად გთავაზობს მათ მოგვარების გზებს.
რაც შეეხება Cryptal-ს, დახმარების გუნდი ხელმისაწვდომია მუდმივად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის შაბათ-კვირას.
დახმარებისთვის შეგიძლია შემდეგ არხებზე მოგვმართო:
- ელექტრონული ფოსტა
- ზენდესკი
- ცხელი ხაზი - (+995 322 053 253)
- ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
რაც მთავარია, მუდმივ კავშირთან ერთად, შეგიძლია ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღო.
შეჯამება
ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია ჩვენს საჭიროებებზე. თუკი შენთვის მნიშვნელოვანია Margin-ების გამოყენება, Staking და ა.შ, ბაინანსი კარგი ადგილია, თუმცა თუ ეძებ კრიპტო აქტივების შესაძენად მარტივ და იაფ საშუალებას, არჩევანი კრიპტალზე უნდა შეაჩერო.