Bitcoin and US Dollar with Exchange symbol and Georgian Text on the Left
2023-10-04clock8 minutes

შესავალი: კრიპტო მომავალი ბიზნესებისთვის?

მსოფლიოში ეკონომიკაში კრიპტოვალუტების წილი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია. გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც კრიპტო აქტივებს ფლობენ. მაგალითად, მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს გამოუყენებია კრიპტო ბირჟა, ხოლო 300 მილიონ ადამიანზე მეტი ფლობს რომელიმე კრიპტოვალუტას, მათ შორის ყველაზე პოპულარულსა და ცნობილს - ბიტკოინი და ეთერიუმი. ასევე ამ სიაშია სხვა მნიშვნელოვანი ალტქოინები.

კრიპტო ეკონომიკურ ბუმს კერძო პირების მსგავსად, არც კომპანიები ჩამორჩნენ და მსოფლიოში დაახლოებით 300 000-მდე ბიზნესი იყენებს კრიპტო გადარიცხვებსა და გადახდებს. ახალ რეალობას არც ქართული ბაზარი ჩამორჩა და კრიპტოზე მოთხოვნის ზრდას ყოველდღიურად ვხედავთ. სულ უფრო მეტ ქართველს აქვს რომელიმე პოპულარული კრიპტო აქტივი მის საკუთრებაში.

მიუხედავად მოსახლეობაში გაზრდილი პოპულარობისა, კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგია კვლავ ბუნდოვან საკითხად რჩება ქართული ბიზნესებისთვის, საკითხის ირგვლივ მწირი ინფორმაცია კი, კრიპტოს რთულ და ბუნდოვან ინდუსტრიად წარმოაჩენს, ვიდრე ეს რეალურად არის.

ამ სტატიაში გეტყვით, როგორ შეიძლება კომპანიებმა მომხმარებლებს კრიპტო გადახდები გაუმარტივონ, შექმნან კრიპტო მომავალი ბიზნესებისთვის და ამით თვითონაც ნახონ სარგებელი, რაც ანგარიშსწორების ხელმისაწვდომობაში, უსაფრთხოებაში, სისწრაფესა და დაბალ საკომისიოებში გამოიხატება.

რა ვითარებაა ქართულ ბაზარზე კრიპტო მიმართულებით?

ქართულ ბაზარზე კრიპტო აქტივობების გაზრდაზე ისიც მეტყველებს, თუ რამდენი ბიზნესი და კომპანია იღებს კრიპტოს, როგორც გადახდის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ რესტორანში შეხვიდეთ და ბიტკოინის, ეთერიუმის ან სხვა კრიპტო ვალუტის გამოყენებით გადაიხადოთ, ისარგებლოთ სხვადასხვა დაწესებულების სერვისით და ანგარიშსწორება ქოინებში და ციფრულ აქტივებში განახორციელოთ.

ყველაზე კარგი მაგალითი კი, მაინც სამშენებლო ინდუსტრია და სამშენებლო კომპანიები არიან, სადაც უკვე აქტიურად არის დანერგილი კრიპტო გადახდები. თუკი შენ გაქვს სამშენებლო კომპანია და გეგმავ, რომ კრიპტო მომხმარებლებისათვის გახადო, როგორც ალტერნატიული გადახდის საშუალება, სადაც შენი ბიზნესი დაზოგავს დამატებით გადასახადებს, მაშინ ეს სტატია ნამდვილად საშენოა, ხოლო კრიპტო გადახდები, გარდა ფინანსური სარგებლისა, შესაძლოა კარგი PR სვლა იყოს.

დამატებით, რაც მომხმარებლებმა და ბიზნესებმა უნდა გაითვალისწინონ არის ის, რომ 2023 წლის სექტემბრიდან ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების ლიცენზირებას გეგმავს და სფერო გარკვეულწილად დარეგულირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოს მიმღები პირები ვალდებულნი ხდებიან გაიარონ შესაბამისი სალიცენზიო პროცედურები, რათა კრიპტო ოპერაციები დაუბრკოლებლად აწარმოონ.

კრიპტოვალუტებით ეროვნული ბანკის დაინტერესებაც კიდევ ერთი გზავნილია, თუ რამდენად იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე კრიპტო ვალუტები და კრიპტო გადახდები. თუმცა, კრიპტო ლიცენზირება ბიზნესებისთვის დაკავშირებულია დამატებით ბიუროკრატიულ საკითხებთან, რესურსულ, ფინანსურ და დროით დანახარჯთან, რასაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შექმნა სჭირდება, დამატებით ბუღალტრულ საქმიანობასთან ერთად.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, არსებობს გამოსავალი, რომელიც ბიზნესებს ზედმეტ თავისტკივილსა და დანახარჯს აარიდებს, ხოლო კრიპტოვალუტების საგადახდო სისტემაში ინტეგრაცია უმარტივესად შეეძლებათ.

თუ კრიპტო ტრანზაქციები გინდა, რა გამოსავალი არსებობს შენი ბიზნესისთვის?

ქართულ ბაზარზე, კრიპტო ტრანზაქციების გასამარტივებლად გამოჩნდა ახალი პროდუქტი, რომელსაც CryptX Wallet Pro ჰქვია. მისი დახმარებით, ბიზნესებს შეეძლებათ 1100-ზე მეტი კრიპტოვალუტის მიღება, გაგზავნა და კონვერტაცია 40-ზე მეტი ბლოკჩეინ ქსელის დახმარებით.

Wallet Pro მაქსიმალურად არის მორგებული ქართული ბიზნესების საჭიროებას, რაც გამოიხატება პლატფორმის სიმარტივესა და უსაფრთხოებაში.

გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Wallet Pro ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ თუ სხვა ტიპის რესურსულ დანახარჯს არიდებს ბიზნესებს თავს. ანუ, კომპანიებს ლიცენზირების პროცესის გავლის გარეშე და დამატებითი ბუღალტრული რესურსის გამოყოფის გარეშე შეეძლებათ მიიღონ, გასცენ ან გადაცვალონ ერთი კრიპტოვალუტა მეორეში, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი, რიპლი თუ სხვა პოპულარული კრიპტო.

მაგალითად, თუ ავტო იმპორტიორი ხარ და შენი მომხმარებლები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც მანქანას საქართველოში უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ და გადარიცხვას ბანკის მეშვეობით ახორციელებენ, შესაძლოა შენი თანხა ბიუროკრატიული ეტაპების გამო რამოდენიმე დღე დაყოვნდეს, ან სულაც მომხმარებელს საზღვარზე არ სურდეს ქეშის გადმოტანა, კრიპტოვალუტების დახმარებით, შენ შეგეძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან რამოდენიმე წუთში მიიღო კუთვნილი აქტივები დაუბრკოლებლად და მართო ისინი სურვილისამებრ.

რა შესაძლებლობებს აძლევს Wallet Pro ბიზნესებს?

  • ლიცენზირება: როგორც ვნახეთ, Wallet Pro-ს დახმარებით, ბიზნესებს აღარ სჭირდებათ ლიცენზირების პროცესის გავლა, უბრალოდ რეგისტრირდები პლატფორმაზე და სულ ეს არის, შენს ბიზნეს თავისუფლად შეუძლია კრიპტო შემოსავალი ჰქონდეს, ზედმეტი პროცედურების გარეშე.

    გაითვალისწინე, ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება ლიცენზირების პროცესის გავლა, რომელიც ვირტუალურ აქტივებს ფლობს და განკარგავს. თუკი კომპანია იღებს კრიპტოვალუტას და მას ავტომატურად fiat ვალუტაში აკონვერტირებს, ასეთ შემთხვევაში სუბიექტი ლიცენზიის საჭიროებისგან თავისუფლდება.

  • მრავალფეროვნება: Wallet Pro-ს ტექნიკური ბაზა, ბიზნესებს სთავაზობს ანგარიშგებას 1100-ზე მეტ კრიპტოვალუტაში და 40-ზე მეტ ბლოკჩეინ პროტოკოლში, რაც როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის უდიდეს მოქნილობასა და კომფორტს ნიშნავს.

  • ანალიტიკა: პლატფორმა პრაქტიკულად კრიპტო ბუღალტრის როლს ასრულებს, სადაც შენ 24/7-ზე ხელი მიგიწვდება შენი ბიზნესის ფინანსურ სტატისტიკაზე, ბალანსებზე და ა.შ.

  • Fiat ვალუტები: გარდა მრავალფეროვანი კრიპტო არჩევანისა, Wallet Pro-ს პლატფორმა იძლევა ფიატ ვალუტების კონვერტაციისა და მართვის შესაძლებლობას, როგორც ლარში, ასევე ა.შ.შ დოლარსა და ევროში.

  • მხარდაჭერა: თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლია Wallet Pro-ს დახმარების გუნდს მიმართო და მიიღო სწრაფი პასუხი ოფიციალური წარმომადგენლისგან.

რა სარგებელს მოუტანს კრიპტო ადაპტაცია შენს ბიზნესს - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სამშენებლო კომპანიები, ავტოიმპორტიორები და ყველა სხვა ტიპის ბიზნესი

  • გაზრდილი ბაზარი და პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა:

    ბიზნესებისთვის კრიპტოვალუტების დამატება, როგორც კიდევ ერთი საგადახდო საშუალება, ზრდის პოტენციური მომხმარებლების რაოდენობას და შესაძლოა ამიერიდან ბიზნესებმა საოპერაციო ბაზარი საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაიტანონ.
    უამრავი ადამიანია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა პროდუქტისა და ნაწარმის, ან თუნდაც სერვისის შესასყიდად შემოდის, მათ საზღვრებს გარეთ არსებული გადარიცხვებიდან გამომდინარე ხშირად დაბრკოლებები ექმნებათ ქართულ ბანკებში თანხის შემოსატანისას, ან თუნდაც საზღვარზე ნაღდი ფულის გადმოტანისას. ამის კარგი მაგალითი საქართველოში ავტომობილების შესაძენად შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათთვის კი კრიპტო ადაპტაცია კარგი გამოსავალია, ვინაიდან თავიანთ კრიპტო აქტივებს უპრობლემოდ გაანაღდებენ საქართველოში და არ მოუწევთ ფიზიკურად თანხის ტარება. გარდა ამისა, კრიპტოვალუტები და მარტივი გადახდები, რაც ციფრულ აქტივებს თან ახლავს, ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ავტომობილები რეექსპორტზე დაუბრკოლებლად გაიყვანონ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ კი, ნივთი თუ მოძრავი ქონება საკუთარი ქვეყნის დატოვების გარეშე შეისყიდოს და აქტივები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადარიცხოს სირთულეების გარეშე.



  • ნოვატორობა და ინოვაციური ტექნოლოგია:

    მიუხედავად ყოველდღიური პოპულარობის ზრდისა, კრიპტოვალუტები და კრიპტო ტექნოლოგია ბაზარზე ახალი ხილია, შესაბამისად ციფრული აქტივების ბიზნესებში ადაპტაცია შესაძლოა კარგ ტონადაც ჩაითვალოს მომხმარებლების თვალში და შენი ბიზნესი პოზიციონირდეს, როგორც ტექნოლოგიური და ინოვაციური სუბიექტი.
    გარდა ამისა, კრიპტო და ბლოკჩეინი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს, ხოლო მისი ადრეული ადაპტაცია, მომდევნო პერიოდში ბიზნესებს გარკვეულ ფორას აძლევს კონკურენტებთან შედარებით.

  • მარტივი ინტეგრაცია:

    ხშირად ახალი ტექნოლოგიური ნოვაციები, როგორიც კრიპტოა, გრძელვადიან და ხანგრძლივ ინტეგრაციად წარმოუდგენიათ, თუმცა Wallet Pro-ს შემთხვევაში ეს ასე არ არის.
    ის სრულებით არ საჭიროებს გრძელვადიან და ტექნიკურ სამუშაოებს, არამედ საკმაოდ მარტივი პროცესია და სრული ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას დიდი დრო სულაც არ ჭირდება.
    აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რამდენ დროს აზოგვინებს Wallet Pro ბიზნესებს, რათა თავი აარიდონ ლიცენზირების გრძელ და ბიუროკრატიულ პროცედურებს.

  • მარტივი და ხელმისაწვდომი საერთაშორისო ტრანზაქციები:

    ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ და გლობალურ ტრანზაქციებს იყენებენ, Wallet Pro კარგი სიახლეა.
    მისი მეშვეობით ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა თავი აარიდოს საბანკო ტრანზაქციებს, რაც ხშირად დროით დანახარჯთან, შუამავლებთან და დიდ საკომისიოებთან ასოცირდება. ცნობილია, რომ კრიპტო დეცენტრალიზებული ტექნოლოგიაა, ანუ მომხმარებლებს პირდაპირ აქვთ ერთმანეთთან კავშირი ტრანზაქციების ეტაპზე და შესაბამისად საკომისიოები მიზერულია, საქმის წარმოება კი - მარტივი.
    საერთაშორისო ტრანზაქციები განსაკუთრებით პრობლემურია ავტოიმპორტიორებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.

შეჯამება: კრიპტო, როგორც ბიზნესების მომავალი

კრიპტოვალუტების გლობალური პოპულარობის ზრდასთან ერთად, მისი ადაპტაციაც საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხად წარმოჩინდა თანამედროვე ბიზნესებისათვის. ამ ტრენდს არც საქართველო ჩამორჩა, სადაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება კრიპტო აქტივებითა და კრიპტო გადახდებით.

ეს ტექნოლოგია კი, ქართულ ბიზნესებს უამრავ სარგებელს სთავაზობს, რაც აქამდე მათთვის სირთულეებს უკავშირდებოდა ან სულაც არ იყო ხელმისაწვდომი. Wallet Pro-ს ბაზარზე გამოჩენით კი, ბიზნესებისთვის ახალი კრიპტო შესაძლებლობები გაჩნდა, მარტივად და ყოველგვარი ლიცენზირების გარეშე.

თუ შენი ბიზნესი საერთაშორისო გადარიცხვებს იყენებს ან უბრალოდ გინდა პოტენციურ მომხმარებელთა ბაზარი გაზარდო, კრიპტოვალუტები აუცილებლად დაგეხმარებიან ამაში, თანაც ისე, რომ შენ თავს აარიდებ საბანკო ბიუროკრატიას, შუამავლებს, დიდ გადასახადებსა და კომპლექსურ ბუღალტერიას, ეს ყველაფერი კი, კრიპტო და Wallet Pro-ს ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა.

Support