altcoin-geo-1000x300
2023-09-15clock7 minutes

შესავალი ალტქოინების სამყაროში

კრიპტოვალუტების დიდ ოკეანეში მოგზაურობისას შეიძლება თავი სრულიად ახალ და ინოვაციურ სამყაროში აღმოაჩინო. ნუ გეშინია, მარტო არ ხარ და ამ მოგზაურობაში ჩვენ დაგეხმარებით გაიგო, რა არის ამ დიდი ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო და პოპულარული წარმომადგენლები, რომლებსაც ალტქოინები ჰქვიათ.

გარდა ამისა, ამ ბლოგში გაჩვენებთ რა ტიპის ალტქოინები არსებობენ კრიპტო სამყაროში და რომელია 5 ყველაზე პოპულარული ალტქოინი, რომლის ყიდვასაც მარტივად შეძლებ.

რა არის ალტქოინი?

ალტქოინები, ანუ ალტერნატიული ქოინები კრიპტო ბაზრის გიგანტის, ბიტკოინის სხვადასხვა გამოწვევების აღმოსაფხვრელად შეიქმნა და ასე ყველა იმ ქოინს უწოდებენ, რომელიც სწორედ სატოში ნაკამოტოს მიერ შექმნილი ქოინის შემდგომ გაჩნდა. მანამ, სანამ ბიტკოინი რჩება კრიპტო ბაზრის ლიდერად, როგორც პოპულარულობით, ასევე საბაზრო კაპიტალიზაციით, ალტქოინები განსხვავებულ და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომლებსაც შეიძლება სრულიად განსხვავებული დანიშნულებისათვის სჭირდებოდეთ ისინი.

ბიტკოინისგან განსხვავებით, რომელიც დეცენტრალიზებული ციფრული აქტივია, ალტქოინების ფუნქციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და ისინი სხვადასხვა ბლოკჩეინზე ფუნქციონირებენ. დამატებით, ისინი შეიძლება განსხვავებულ ტიპებად დაიყოს, რომლებზეც ბლოგში მოგვიანებით ვისაუბრებთ.

როგორც ვახსენეთ, ალტქოინები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებულ ბლოკჩეინზე იყვნენ დაფუძნებული, გამომდინარე მათი საჭიროებებიდან და ფუნქციებიდან. მაგალითად, ეთერიუმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, ძირითადად დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ჭკვიანი კონტრაქტების შესაქმნელად გამოიყენება, მაშინ როდესაც ჩეინლინკი დახურული ეკოსისტემის შიგნით გაცვლისთვის არის შექმნილი.

ალტქოინები თუ ბიტკოინი?

არ აქვს მნიშვნელობა, კრიპტოვალუტების სამყაროში აქტიურად ხარ ჩართული თუ მათ შესახებ უბრალოდ გსმენია, შენ აუცილებლად გეცოდინება ბიტკოინი, რომელიც სამართლიანად ითვლება კრიპტოვალუტების საწყის პიონერად. სწორედ ბიტკოინის პარალელურად გაჩნდნენ პირველი ალტქოინები, რომლებიც „კრიპტო ოქროს“ გამოწვევებსა და პრობლემებს პასუხობდნენ და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს აძლევდნენ.

ბიტკოინი კრიპტო თრეიდერების თვალში გრძელვადიან საინვესტიციო აქტივად დაფუძნდა, ალტქოინები კი, განსხვავებული დანიშნულების კრიპტოვალუტები არიან, რომლებიც ყოველდღიურ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებლებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობენ.

თუმცა, მიუხედავად განსხვავებული ფუნქციონალისა და დანიშნულებისა, ბიტკოინიცა და ალტქოინებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ფინანსური თავისუფლების განვითარებაზე ზრუნავენ.

რა ტიპის ალტქოინები არსებობს კრიპტო სამყაროში?

ალტერნატიული ქოინები შესაძლოა რამოდენიმე ტიპად დავყოთ მათი ტექნოლოგიიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე:

  • სტაბილური ქოინები

ამ ტიპის ალტქოინები არიან იმგვარი კრიპტოვალუტები, რომლებიც თავიანთ ფასს მუდმივად და სტაბილურად ერთ ნიშნულზე ინარჩუნებენ. ამას ისინი ა.შ.შ დოლარით ან სხვა ტრადიციული ვალუტის გამყარებით აღწევენ. მაგალითად, USDT, რომელიც ყველაზე პოპულარული სტაბილური ვალუტაა, მუდმივად ინარჩუნებს $1 ექვივალენტ ფასს.

  • Utility ტოკენები

ამგვარი ტიპის ალტქოინები დახურული ეკოსისტემის შიგნით სთავაზობენ მომხმარებლებს გარკვეულ ბენეფიტებს, საგადახდო ფუნქციას და ექსკლუზიურ წვდომებს. Utility ტოკენის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ჩილიზია, რომელიც სპორტის გულშემატკივრებისთვის საყვარელი ალტქოინია, რადგან მისი გამოყენებით მომხმარებლები მონაწილეობას იღებენ თავიანთი საყვარელი კლუბების ირგვლივ არსებულ პროცესებში, სპონსორების შერჩევაში, კლუბების საპრეზიდენტო არჩევნებში და ექსკლუზიურ ღონისძიებებში.

  • Security ტოკენები

ასეთი ტიპის კრიპტოები იგივე როლს ასრულებენ, როგორსაც რომელიმე კომპანიის აქცია, უძრავი ქონება ან სხვა ტიპის აქტივი. ისინი საინვესტიციო ხასიათის ტოკენებია.

  • Governance ტოკენები

Governance ტიპის ქოინები კი, გამოიყენება რომელიმე დახურული ქსელის, ანუ ბლოკჩეინის შიგნით მისაღებ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისათვის, ხმის მიცემის პროცესში ჩასართავად და ზოგადად, Governance ტოკენები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბლოკჩეინის გამართულად მუშაობაში.

რომელია TOP 5 ყველაზე პოპულარული ალტქოინი?

მათი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, ალტქოინებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს კრიპტო მოყვარულებში, თუმცა არსებობენ განსაკუთრებით მოთხოვნადი და წლების განმავლობაში გამოცდილი ალტქოინები, რომლებსაც საქართველოშიც და მსოფლიოშიც ბევრი კრიპტო მოყვარული იყენებს და ფლობს.

Ethereum (ETH) - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ალტქოინი

თუკი არ ჩავთვლით ბიტკოინს, რომელსაც ხშირად კრიპტო ოქროსაც უწოდებენ, ეთერიუმი ნამდვილად ყველაზე დიდი ალტქოინია, თანაც მას საკუთარი ბლოკჩეინ ქსელი აქვს, რომელსაც ეთერიუმის ბლოკჩეინი ჰქვია და მისი დახმარებით შესაძლებელია ჭკვიანი კონტრაქტების შექმნა და მისი საინვესტიციო პოტენციალის ათვისება.

ერთი ეთერიუმი ამჟამად $1600 ღირს და საერთო საბაზრო კატიპალიზაციით მეორე ადგილს იკავებს, როგორც მეორე ყველაზე მოცულობითი აქტივი ბაზარზე.

XRP (XRP) - თუ მარტივი კრიპტო გადარიცხვები გინდა, XRP საშენო ალტქოინია

თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად, იაფად და მარტივად განახორციელო გადარიცხვები XRP ნამდვილად საშენო კრიპტოა. მისი დახმარებით ასცდებით ბანკების ბიუროკრატიას და დიდ საკომისიოებს, შენი ტრანზაქცია კი რამოდენიმე წუთში დაჯდება ადრესატთან.

Coinmarketcap-ის სიაში, XRP მე-6 ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს რომ მას $25 მილიარდზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს და ამჟამად 53 მილიარდი XRP-ია ჩაშვებული ცირკულაციაში.

Litecoin (LTC) - ბიტკოინის უმცროსი ძმა

მაშინ, როდესაც სატოში ნაკამოტომ თავისი კოდი წარადგინა და სამყაროს ბიტკოინი აჩუქა, კრიპტოვალუტებში არჩევანი არც ისე დიდი იყო. თუმცა, მოგვიანებით დეველოპერთა გარკვეული ნაწილი ბიტკოინის ქსელის პრობლემებზე ალაპარაკდა, რომელიც ტრანზაქციების სიძვირესა და დაბალ სიჩქარეში გამოიხატებოდა, სწორედ ამიტომ, ბიტკოინის ქსელში გაყოფის შედეგად შეიქმნა ლაითქოინი.

ლაითქოინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, რომლის შეძენასაც დაახლოებით $60 შეძლებთ.

Dogecoin (DOGE) - ალტქოინი, რომელიც ხუმრობით შეიქმნა და კრიპტოვალუტების სამყარო დაიპყრო

კრიპტოვალუტების ოკეანეს ჰგავს, რომელშიც უამრავი ფუნქციონალის და ტექნოლოგიის ალტქოინები, ტოკენები და ქოინები გვხვდება. მათ შორის არიან სახუმარო ქოინები, რომლებსაც სხვაგვარად Meme ქოინებსაც უწოდებენ.

სწორედ დოჯი, რომელსაც ინტერნეტში ცნობილი Meme ძაღლი აქვს ლოგოდ, გახდა სახუმარო ალტქოინების ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი $8 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით.

Cardano (ADA) - თუ ტექნოლოგიურად ყველაზე გამართულ ალტქოინს ეძებ

ხშირად კარდანოს მოიხსენიებენ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ალტქოინს, რადგან ის სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებულ, Proof-of-Stake მექანიზმს იყენებს და ელექტრო ენერგიას ძალიან ზოგავს.

შედეგად, გადარჩენილი ეკოლოგიის გარდა, ჩვენ ვიღებთ სწრაფ ტრანზაქციებს და დაბალ საკომისიოებს, რაც ყოველდღიური გადახდების პირობებში საუკეთესო გამოსავალია თავი ავარიდოთ ზედმეტ თავსატეხს.

კარდანო Coinmarketcap-ის მონაცემებით მე-7 ადგილს იკავებს საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით.

თუ ალტქოინების ყიდვით დაინტერესდი, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ეთერიუმის, დოჯქოინის და ლაითქოინის ან სხვა უამრავი კრიპტოს ყიდვა კრიპტალზეა შესაძლებელი საქართველოში ყველაზე მარტივად, სწრაფად და იაფად.

როგორც Spot ბირჟის გამოყენებით, ასევე კონვერტაციის მეშვეობით, რა დროსაც სასურველი კრიპტო და ალტქოინი შენს საფულეში წამებში აღმოჩნდება.

შეჯამება: ალტქოინების დიდი სამყარო

აქტივები, რომლებიც მრავალფეროვან ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გვხვდება დაშენებული ალტქოინები ეწოდებათ და უამრავი ტიპის არიან, იქნება ეს საინვესტიციო ალტქოინი, სტაბილური ქოინი თუ Governance ტოკენი.

მათზე მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია და ამაზე Coinmarketcap-ის ათეულში მოხვედრილი 5 ალტქოინიც მეტყველებს.

მრავალფეროვნება კი, გვაძლევს შესაძლებლობას ავარჩიოთ სასურველი კრიპტო ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ყიდვას გადაწყვეტ, ყველაზე მარტივად ამას კრიპტალზე შეძლებ.

Support