Სარჩევიchevron-down
შესავალი: მაინინგი, სმარტფონები და მომავლის ტექნოლოგია
რა არის კრიპტო მაინინგი მობილურის გამოყენებით?
როგორ მუშაობს მობაილ მაინინგი?
რა უპირატესობები აქვს მობაილ კრიპტო მაინინგს?
რა მინუსები აქვს მობაილ მაინინგს?
რა არის საჭირო მაინინგის დასაწყებად?
შეჯამება: კრიპტო მაინინგი მობილურით შესაძლებელია
Georgian text on the left side of the visual with Bitcoin Logos moving towards Smartphone on the right side 1000x300
2024-06-03clock5 minutes

შესავალი: მაინინგი, სმარტფონები და მომავლის ტექნოლოგია

ტექნოლოგიურმა წინსვლამ სმარტფონები და მობილურები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია. მსგავსად, ჩვენი მომავალი შეიძლება კრიპტოვალუტასაც უკავშირდებოდეს, სადაც მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება. როდესაც ეს ორი მიმდინარეობა ერთიანდება, ჩვენ ვიღებთ კრიპტო მაინინგს მობილურის დახმარებით.

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ რა არის მობილური მაინინგი და როგორ შეიძლება ფულის გამომუშავება. ასევე გეტყვით იმ აპლიკაციების შესახებ, რომლებიც მაინინგის დაწყებაში დაგეხმარებიან.

რა არის კრიპტო მაინინგი მობილურის გამოყენებით?

მობილური კრიპტო მაინინგი გულისხმობს კრიპტოვალუტების მოპოვებას სრულიად ჩვეულებრივი სმარტფონის დახმარებით, რომელიც გაცილებით ნაკლებ ენერგიას იყენებს, ვიდრე ტრადიციული მაინინგის მეთოდები. მობაილ მაინინგი გვერდს უვლის ტრადიციულ და დიდი ენერგიის მომთხოვნ Proof of Stake ალგორითმს.

როგორც წესი, მაინინგის ტრადიციული მეთოდი ძვირადღირებულ და მაღალტექნოლოგიურ გრაფიკულ ბარათებს მოითხოვს. თუმცა, როგორც მოწყობილობები, ისე მათი რესურსების გამოყენება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ მაინინგი უფრო ხელმისაწვდომი და გლობალური გამხდარიყო, მობაილ მაინინგის კონცეფცია გამოჩნდა.

კრიპტოვალუტების მაინინგი ნიშნავს ტრანზაქციების დადასტურებასა და შემდგომ ბლოკჩეინში სამუდამოდ შენახვას, რითაც ტექნიკურად იქმნება ახალი ბლოკი და შესაბამისად ბლოკების ერთობით ფუნქციონირებს ქსელი, ანუ ბლოკჩეინი. მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანია მაინინგით დაკავებული, რადგან კრიპტო მაინინგი კარგ შემოსავალთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მაინერები ამჟამად გასამრჯელოს სანაცვლოდ 6.25 BTC იღებენ.

“ტრადიციული” ტიპის მაინინგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჩვენს ბლოგში შეგიძლია ნახო.

როგორ მუშაობს მობაილ მაინინგი?

ზოგადად, მობილურებიც ზუსტად იმგვარად მუშაობენ მაინინგის დროს, როგორც ამისათვის განკუთვნილი სპეციალური კომპიუტერები. შეგიძლია კრიპტო მაინინგი დაიწყო მაშინ, როგორც კი ხელში მობილურს აიღებ.

ამისათვის კი, სპეციალიზებული აპლიკაციებია შექმნილი, როგორც Android მოწყობილობებისთვის, ისე iPhone-სათვის. ეს აპლიკაციები იყენებენ შენი მობილურის სიმძლავრეს, რათა დაიწყონ კრიპტოს გამომუშავება. მიუხედავად უამრავი აპლიკაციისა და მრავალი ინოვაციური მიდგომისა, უამრავი ადამიანი სვამს კითხვას, თუ რამდენად ეფექტურია მაინინგის ეს გზა. ახლა კი, ვნახოთ რა უპირატესობები თუ მინუსები აქვს მობაილ მაინინგს.

რა უპირატესობები აქვს მობაილ კრიპტო მაინინგს?

  • ხელმისაწვდომობა - მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ამ ტიპის მაინინგს აქვს არის ის, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომია ვისაც სმარტფონი აქვს. შენ არ ხარ შეზღუდული არც დროში და არც გეოგრაფიულ ლოკაციაში.

  • მცირე ინვესტიცია - გავრცელებული აზრების მიუხედავად, არ არსებობს ერთი რომელიმე იდეალური მობილური მაინინგისათვის. შესაბამისად, შენ არ გჭირდება რაიმე ძვირადღირებულის ყიდვა და მაინინგი მცირე ინვესტიციითაც შეგიძლია წამოიწყო.

  • მარტივი ალგორითმი - უშუალოდ მაინინგის პროცესი მარტივია, აპლიკაციების ჩაწერის შემდგომ სულ რამოდენიმე კლიკი გჭირდება.

  • დამწყებთათვის არის - როგორც ვახსენეთ, მაინინგის დაწყება მობილურის დახმარებით ყველას შეუძლია, ზედმეტი პროცედურებისა და ცოდნის გარეშე.

რა მინუსები აქვს მობაილ მაინინგს?

  • შეზღუდული კრიპტოვალუტა - ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, რომლებიც Proof of Workალგორითმს იყენებენ, მეტად რთულია მობილურიდან დასამაინინგებლად.

  • შეზღუდული სიმძლავრე - რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს მობილური, მათი რესურსები და სიმძლავრე საგრძნობლად ჩამორჩება სპეციალიზებული მოწყობილობების სიმძლავრეს.

  • მობილურის მდგრადობა - სმარტფონის დახმარებით დაწყებული კრიპტო მაინინგი თქვენს მოწყობილობებს საგრძნობი რისკის ქვეშ აყენებს. ფუჭდება ელემენტი, იცვითება ნაწილები და საბოლოოდ ის დროის გარკვეულ პერიოდში გაფუჭდება.

  • ვირუსები და თაღლითები - როგორც ყველა ინდუსტრიაში, მობაილ მაინინგშიც დიდი რისკია გადაეყაროთ თაღლითებს ან სულაც რაიმე ვირუსებს.

რა არის საჭირო მაინინგის დასაწყებად?

პირველი და უმთავრესი, რაც კრიპტო მაინინგის დასაწყებად გჭირდება არის მობილური მოწყობილობა, რომელიც გამოსადეგი იქნება ამ მიზნისათვის და მოგებასაც მოგიტანს.

მეორე კი, რაც დაგჭირდება ეს არის შესაბამისი კრიპტო აპლიკაცია. ბაზარზე კი, რამოდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი:

  • Bitcoin Mining

Bitcoin Mining არის აპლიკაცია, რომელიც Cloud-ზე დამყარებული სერვისის წყალობით გეხმარება ტექნიკური ცოდნისა და ძვირადღირებული მოწყობილობების გარეშე წამოიწყო კრიპტო მაინინგი. მომხმარებლებს შეუძლიათ დააყენონ თუ რა სიმძლავრეს მოიხმარს მაინერი და შემდგომ ადევნონ თვალი საკუთარ ბიტკოინის საფულეს.

მარტივი სანავიგაციო მენიუს წყალობით კი, აპლიკაცია მოსახერხებელია როგორც გამოცდილი, ისე დამწყები თრეიდერებისათვის.

  • Minerstat

კომპანია 2017 წელს დაარსდა და Minerstat მომხმარებლებს მაინინგისათვის რამოდენიმე ოფციას სთავაზობს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა iOS მომხმარებლეს შორის. გაითვალისწინე ისიც, რომ აპლიკაციის გამოყენებისათვის თვეში 1-დან 1.7 ევრომდე მოგიწევს გადახდა.

გაითვალისწინე, რომ აპლიკაცია არ რეგულირდება არცერთი საფინანსო ინსტიტუტის მიერ.

  • Bitdeer

თუკი Cloud სერვისზე დაფუძნებული მაინინგი გაინტერესებს, მაშინ 2018 წელს დაარსებული Bitdeer საშენო აპლიკაციაა. ის 200-მდე ქვეყანას ემსახურება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ყოველთვიურად 2.5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

შეჯამება: კრიპტო მაინინგი მობილურით შესაძლებელია

როგორც გავიგეთ, კრიპტო მაინინგი ჩვეულებრივი მობილური მოწყობილობით სავსებით შესაძლებელია და ამ მეთოდს აქვს თავისი პლიუსებიცა და მინუსებიც. სწორედ ეს ფაქტორები ახდენენ გავლენას ხალხის აზრზე. ზოგი ფიქრობს, რომ მობაილ მაინინგი არ არის კარგი აზრი კონკურენციიდან და გამოყენებული სიმძლავრიდან გამომდინარე, ზოგი იმასაც ამბობს, რომ მაინინგი ზედმეტად დიდ თაღლითურ რისკებს შეიცავს.

თუმცა, ადამიანთა მეორე ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს და თვლის, რომ სმარტფონის წყალობით გამომუშავებული კრიპტოვალუტა კარგად ჟღერს, ის არის ხელმისაწვდომი და იაფი გზა, დაიწყო ფულის გამომუშავება.

Support