Სარჩევიchevron-down
კრიპტო ნაკრების მცველები - ეთერიუმი, USDT, BNB და სოლანა
ცენტრალური დაცვა - USDT და BNB
განაპირა მცველები - ეთერიუმი და სოლანა
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
შეჯამება: კრიპტო ნაკრების დაცვის ხაზი დაკომპლექტებულია!
Georgian wording on the left side of the visual with football pitch and cryptocurrency logos on the right side 1000x300
2024-06-26clock5 minutes

კრიპტო ნაკრების მცველები - ეთერიუმი, USDT, BNB და სოლანა

EURO 2024 მიმდინარეობის პარალელურად კრიპტო ნაკრებიც ემზადება. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს რგოლზე, რომელიც პასუხისმგებელია როგორც დაცვაზე, ისე თავდასხმაზე და ეს არის რგოლი არის დაცვის ხაზი.

ჩვენი აზრით, კრიპტოვალუტებს რომ ნაკრები ჰყოლოდა, მის დაცვის ხაზში აუცილებლად ითამაშებდნენ ისეთი ქოინები და ტოკენები, რომლებიც ამ როლს იდეალურად გაართმევდნენ თავს თავიანთი ფუნქციონალიდან და თვისებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ცენტრალური დაცვის ხაზს აუცილებლად USDT და BNB დაიკავებდნენ, ხოლო განაპირა მცველებად ეთერიუმი და სოლანა დადგებოდნენ.

ცენტრალური დაცვა - USDT და BNB

ფეხბურთში ცენტრალური დაცვის ხაზში ისეთი ფეხბურთელები დგანან, რომლებიც ლიდერული თვისებებითა და სტაბილურობით გამოირჩევიან.

ეს პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაცვის სიმყარე ზუსტად აქედან იწყება, თუმცა გარდა დაცვისა, ცენტრალური მცველები ხშირად შეტევაშიც იღებენ მონაწილეობას, ერთვებიან საჰაერო დუელში და ხშირად, გოლებიც გააქვთ.

მოკლედ, ამ პოზიციას სჭირდება სტაბილურობა და ბალანსი, რომელიც ჩვენს კრიპტო ნაკრებში USDT-სა და BNB აქვთ.

რატომ USDT?

  • სტაბილური კრიპტოვალუტა - კომპანია Tether-ის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა USDT კრიპტო ინდუსტრიაში ა.შ.შ. დოლარის ალტერნატივად მოიაზრება, სადაც მისი ღირებულება მუდმივად $1 ტოლია.

    ყოველი USDT ქოინისათვის კომპანია $1 დებს რეზერვად და შესაბამისად კრიპტოვალუტა ხდება სტაბილური, რა დროსაც მისი ფასი მუდმივად ერთ ნიშნულზეა შენარჩუნებული.


    რატომ BNB?
  • სანდო კრიპტოვალუტა - BNB შექმნის დღიდან, 2017 წლიდან, დიდი სანდოობით სარგებლობს და დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება მისი მფლობელი სწორედ ამ თვისების გამო. კრიპტოვალუტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის Binance-ის მშობლიური კრიპტო აქტივია, რომელიც მათ პლატფორმაზე მიმოცვლის მთავარი მექანიზმია.

    სანდოობა და სტაბილურობა BNB-ის კრიპტო ნაკრების შეუცვლელ წევრად აქცევს.

განაპირა მცველები - ეთერიუმი და სოლანა

EURO 2024-ის მიმდინარეობისას დავრწმუნდით, რომ განაპირა მცველები ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მრავალ ფუნქციას ითავსებენ. სწორედ ასეთი მიდგომა გვაქვს კრიპტო ნაკრებშიც, ქოინებმა უნდა გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები და ასეთი ამ როლისათვის ორი მოიძებნა -ეთერიუმი და სოლანა.

რატომ ეთერიუმი?

  • უსაფრთხოება - ეთერიუმი კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო კრიპტოვალუტაა, რომელსაც ბიტკოინის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი იყენებს.

    გარდა ამისა, გამორჩეული თვისება რაც ეთერიუმს სხვა კრიპტოვალუტებთან აქვს და იდეალურს ხდის განაპირა მცველის პოზიციაზე სათამაშოდ არის მისი სისწრაფე. გადარიცხვები და ტრანზაქციები ETH-ის ქსელში ბიტკოინზე გაცილებით სწრაფად დასტურდება.


რატომ სოლანა?

  • სისწრაფე - მისი უნიკალური Proof of History ალგორითმიდან გამომდინარე, რომლის მეშვეობითაც კრიპტოვალუტა ყველა მონაცემს უცვლელად ინახავს, ტრანზაქციების სისწრაფე არნახულ სიჩქარეს აღწევს.

    სოლანას ტრანზაქციის დადასტურებას საშუალოდ 10 წამი სჭირდება, ეს სისწრაფე კი კრიპტოვალუტას განაპირა მცველის პოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატად აქცევს.

როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?

თუ კრიპტოს ყიდვა მოგინდა და არ იცი საიდან დაიწყო, ამაში კრიპტო ბირჟა დაგეხმარება. ბირჟა არის ადგილი, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს კრიპტოვალუტები ერთმანეთში ან სულაც ფიატ ვალუტებში გადაცვალონ. ეს არის ადგილი, სადაც შენ გაქვს შესაძლებლობა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში შეიძინო ან გაყიდო ნებისმიერი ციფრული აქტივი.

კრიპტო ნაკრების დაცვის ხაზიდან ჩამოთვლილი ყველა კრიპტოვალუტის ყიდვა კრიპტალზე შეგიძლია.

თუ ხარ დამწყები ან კრიპტო ინდუსტრიაში უკვე დიდი გამოცდილება დაგიგროვდა, კრიპტალი იდეალური ადგილია შენთვის მარტივი ინტერფეისიდან და დაბალი საკომისიოებიდან გამომდინარე.

პლატფორმაზე კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეგიძლია - კონვერტაცია და Spot ბირჟა:

  • კონვერტაცია - არის ფუნქცია, რომლის დახმარებითაც კრიპტოს ყიდვა მარტივად და მომენტალურად არის შესაძლებელი. კონვერტაცია იმ მომხმარებლებისთვისაა, რომლებსაც კრიპტოს შეძენა ლოდინის გარეშე, რამოდენიმე წამში უნდათ.

    გარდა ამისა, კონვერტაცია მოსახერხებელია მათთვის, ვინც კრიპტოს სულ პირველად ყიდულობს და ინდუსტრიაში გამოცდილება ჯერ არ აქვს.



  • Spot ბირჟა - კრიპტო ინდუსტრიაში ბირჟა ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. აქ კრიპტოს ყიდვა გაყიდვა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეგიძლია - ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა რომელიმე კრიპტოვალუტის ყიდვა, უთითებ რა ფასის დიაპაზონში გსურს და შემდგომ ელოდები ადამიანს, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა და შენს მიერ მითითებული პირობებიც აკმაყოფილებს.

    კრიპტალზე Spot ბირჟას ორი დამატებითი ფუნქცია აქვს, რომელიც კრიპტოს ყიდვას ბევრად ეფექტურსა და მომგებიანს ხდის:

    ა. Market Order – მისი დახმარებით ბირჟა გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე, იქნება ეს სოლანა, ბიტკოინი თუ სხვა ნებისმიერი.

    ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც შენ თავად ხელით უთითებ კრიპტოს ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ დიაპაზონს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი ამ შუალედში არსებულ ორდერებთან გაკავშირებს და საუკეთესო ვარიანტს გთავაზობს.

შეჯამება: კრიპტო ნაკრების დაცვის ხაზი დაკომპლექტებულია!

EURO 2024-ის პარალელურად კრიპტო ნაკრებიც აქტიურ ფაზაშია და მისი ოთხი წევრი - ეთერიუმი, სოლანა, BNB და USDT ემზადება.

ეს კრიპტოვალუტები ყველა იმ თვისებებით გამოირჩევიან, რომლებიც თანამედროვე მცველებს ესაჭიროებათ, ხოლო მათი რეალური შესაძლებლობები კრიპტო მომხმარებლებს დიდ უპირატესობას აძლევს, იქნება ეს უსაფრთხოება თუ სისწრაფე.

დაცვის ხაზიდან შერჩეული კრიპტოვალუტებისა და სხვა პოპულარული აქტივების ყიდვა კი, კრიპტალზე შეგიძლია სწრაფად და კომფორტულად, ზედმეტი პროცედურების გარეშე.

Support