UEFA EURO 2024 გრძელდება - მეოთხედფინალი!
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. ტურნირის ფარგლებში მიმდინარეობს მეოთხედფინალები, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები გამოეთიშა.
თუმცა ქართველ მაყურებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა თვალი მიადევნოს ტურნირს და საქართველოში, მისი ტრანსლირების სპონსორია კრიპტალი.
ამ ბლოგში კი ვსაუბრობთ ჩვენს კრიპტო ნაკრებზე და კონკრეტულად მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლზე, რომელსაც ნახევარდაცვა ჰქვია.
ნახევარდაცვაში კი წარმოდგენილნი არიან ლაითქოინი, ტრონი და რიპლი. თუ რატომ დაიმსახურეს მათ ეს ადგილი და რა კავშირი აქვს რეალურ საფეხბურთო პოზიციას ამ კრიპტოვალუტებთან, ამას ბლოგის წაკითხვისას გაიგებ.
კრიპტო ნახევარდაცვა
გასული კვირის განმავლობაში შევეხეთ ფეხბურთში არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციებს, როგორიც არის მეკარე და დაცვის ხაზი, სადაც ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტები ვნახეთ, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, USDT, სოლანა და სხვები არიან.
დღეს კი, შევეხებით არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციას, რომელსაც ფეხბურთში გამორჩეული და ოდნავ განსხვავებული როლი აქვს.
ნახევარდაცვა აუცილებლად უნდა იყოს დამაკავშირებელი რგოლი დაცვასა და თავდასხმას შორის, შესაბამისად მათ გარკვეული თვისებების შეთავსება უწევთ და სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევიან ჩვენს კრიპტო ნაკრებში შემავალი ციფრული აქტივებიც.
რიპლი, ლაითქოინი და ტრონი მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტები არიან, ზუსტად ისე, როგორც ნაკრების სასტარტო შემადგენლობას შეეფერება და ამ ციფრული აქტივების ყიდვა გაყიდვით დღის განმავლობაში უამრავი ადამიანია დაკავებული.
ლაითქოინი (LTC)
ლაითქოინი ჩვენი კრიპტო ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი და ცენტრალური ნახევარმცველია. ამ პოზიციაზე თამაშისათვის ფეხბურთელს აუცილებლად ორი თვისება უნდა ჰქონდეს - შეეძლოს თავდასხმის დახმარება და შეეძლოს თავდაცვა.
სწორედ ასეა კრიპტოვალუტა ლაითქოინიც, რომელიც ერთი მხრივ გამოიყენება ტრანზაქციებში მისი დანიშნულებისა და თვისებებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, ეს დაცული და უსაფრთხო ციფრული აქტივია.
რა მახასიათებლები აქვს ლაითქოინს?
- სწრაფი ტრანზაქციები - ლაითქოინის ქსელში ყოველი ახალი ბლოკი საშუალოდ 2.5 წუთში იქმნება, რაც ბიტკოინის 10 წუთიან ინტერვალთან შედარებით სწრაფ ტრანზაქციებს უზრუნველყოფს. სისწრაფე ნახევარმცველისთვის შეიძლება მთავარი მოქმედი ფაქტორი აღმოჩნდეს.
- დაბალი საკომისიოები - ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტის ქსელთან შედარებით ლაითქოინი გაცილებით დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა, რაც მას ეფექტურ და გამოყენებად ციფრულ აქტივად აქცევს. ეს კი, ზუსტად ის თვისებაა, რომელიც ყველა ცენტრალურ ნახევარმცველს სჭირდება.
- დიდი გავრცელება - ლაითქოინს შეხვდებით ყველგან, როგორც კრიპტო ბირჟებზე, იქნება ეს ქართული Cryptal, Mycoins თუ სხვა, ასევე უცხოურ ბაინანსზე და სხვა დიდ პლატფორმებზე. გარდა ამისა, ლაითქოინი სულ უფრო აქტიურად ჩნდება ბიზნესების სიაშიც და სულ უფრო მეტი კომპანია იღებს მას საგადახდო სერვისად. ფართომასშტაბიანი გავრცელება ზუსტადაც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან ამ როლის ფეხბურთელს მოედანზე დიდი და ვრცელი სივრცეების ათვისება უწევს.
- დეცენტრალიზებულობა - უმეტესობა კრიპტოვალუტების მსგავსად, ლაითქოინიც დეცენტრალიზებული ბუნების არის, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოს არ ჰყავს ერთი, ცენტრალური მმართველი ორგანო. დეცენტრალიზებულობა კი არის უსაფრთხოების გარანტი. დამატებით, კრიპტოვალუტა ეფუძნება Proof-of-Work ალგორითმს, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტია. ცენტრალური ნახევარმცველიც ასეა, მას მრავალი როლის შეთავსება უწევს და ერთ-ერთი ასეთი საკუთარი გუნდის შეტევებისგან დაცვაა.
ტრონი (TRX)
ლაითქოინის მსგავსად კრიპტო ნაკრების ნახევარდაცვის გამორჩეული წევრი ტრონიც არის, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს, რაც ერთი მხრივ კარგ განაპირა ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს, მეორე მხრივ კი ეფექტურ კრიპტოვალუტას, რომელსაც ადამიანები მრავალმხრივ გამოიყენებენ იქნება ეს ვაჭრობა, ინვესტიცია, ხმის მიცემა თუ სხვა.
ტრონი ჩვენი კრიპტო ნაკრების მარჯვენა ნახევარმცველია და ამ როლში კრიპტოს სისწრაფე, დაცულობა და მრავალფეროვნება მოეთხოვება.
რა მახასიათებლები აქვს ტრონს?
- მაღალი გამტარობა - ტრონის ბლოკჩეინს კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში გამორჩეული თვისება აქვს, რისი დახმარებითაც წამში ათასობით ტრანზაქციის დამუშავება და დადასტურება შეუძლია. სისწრაფე არის ის, რაც ნახევარმცველსაც და მოსახერხებელ კრიპტოვალუტასაც უნდა ჰქონდეთ.
- დეცენტრალიზებული აპლიკაციები - კრიპტოვალუტა ტრონი და მისი ქსელი იძლევა საშუალებას დეველოპერებმა შექმნან დეცენტრალიზებული აპლიკაციები და ციფრული აქტივი ამ აპლიკაციების მთავარ ვალუტად დანერგონ. ტრონი ეხმარება სხვა პროგრამებს რომ იმუშაონ, ეს ზუსტად ის როლია, რაც ნახევარდაცვას აკისრია - დააკავშიროს დაცვა და თავდასხმა.
რიპლი (XRP)
ჩვენი კრიპტო ნაკრების მესამე და ბოლო ნახევარმცველი ყველასათვის ცნობილი კრიპტოვალუტა რიპლია. XRP ყველა იმ თვისებით არის დაჯილდოებული, რომელიც ჭეშმარიტ ნახევარმცველსა და კრიპტო ენთუზიასტს სჭირდება.
თუკი ეძებ მობილურ, ეფექტურ და მრავალფუნქციურ კრიპტოვალუტას ან სულაც ნახევარმცველს, მაშინ XRP საშენოა.
რა მახასიათებლები აქვს რიპლს?
- სწრაფი ტრანზაქციები - ისევე, როგორც წინა ორი კრიპტოვალუტა, რიპლიც სწრაფი ტრანზაქციებით გამოირჩევა, რა დროსაც გადარიცხვას დაახლოებით 3-დან 5 წამამდე სჭირდება.
- მოცულობა - გარდა სისწრაფისა, რიპლის ბლოკჩეინი დიდი მოცულობის ტრანზაქციების გატარებითაც გამოირჩევა. მაგალითად, ქსელს წამში 1500-მდე ტრანზაქციის გატარება შეუძლია, რაც სხვა კრიპტოვალუტების მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.
- ლიკვიდურობა - იმის გათვალისწინებით, რომ რიპლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, მას უამრავ კრიპტო ბირჟაზე შეხვდებით. შესაბამისად, თუკი კრიპტოს ყიდვა მოგინდა, მას ნებისმიერ ადგილას, უპრობლემოდ, ლოდინის გარეშე შეძლებ.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
თუ საფეხბურთო გუნდს არ ფლობ და რომელიმე ნაკრების მწვრთნელი არ ხარ, არ იდარდო, ნახევარდაცვის სამეულის მფლობელი მაინც შეგიძლია გახდე.
რომელიმე კრიპტოს ყიდვა თუ მოგინდა, ამაში ყველაზე მარტივად, დაბალი საკომისიოებითა და მაღალი სისწრაფით Cryptal დაგეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი თრეიდერი ხარ თუ კრიპტოვალუტებთან პირველად გაქვს ურთიერთობა.
პლატფორმაზე კრიპტოვალუტების შეძენა ორი გზით შეგიძლია: კონვერტაცია და Spot ბირჟა.
კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა მომენტალურად
კონვერტაცია არის ფუნქცია, რომელიც კრიპტოს მომენტალურად ყიდვაში გეხმარება. ეს ფუნქცია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ და სურთ რომ სასურველი ციფრული აქტივები მაქსიმალურად მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე იყიდონ.
მოკლედ, სულ რამოდენიმე კლიკით მომენტალურად ხდები კრიპტოვალუტის მფლობელი.
- შედიხარ კრიპტალზე
- აირჩიე კრიპტოს შეძენა
- მიუთითე სასურველი კრიპტო და სტაბილური ვალუტა - რიპლი, სოლანა ან ტრონი
- მიუთითე კრიპტოვალუტის რაოდენობა - რამდენის ყიდვა გსურს
- დაკლიკე ყიდვა
Spot ბირჟა - კრიპტოს საუკეთესო ფასი
კრიპტო ბირჟების უმთავრესი დანიშნულება Spot ბირჟის არსებობაა. აქ კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველი მომხმარებლები ერთ სივრცეში იკრიბებიან და ტრანზაქციას, ანუ სასურველი კრიპტოვალუტების მიმოცვლას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ახერხებენ.
Spot ბირჟის მუშაობის პრინციპი თითქმის ყველგან ერთნაირია და იგი შემდეგ ქმედებას მოიცავს: პლატფორმაზე ათავსებ მოთხოვნას, რომელსაც Order ჰქვია. მოთხოვნაში უთითებ ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის რიპლის ყიდვა გინდა და სანაცვლოდ რამდენის გადახდას გეგმავ. შემდგომ კი, ელოდები როდის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს პირობებს დააკმაყოფილებს, ანუ მზად არის მოგყიდოს რიპლი და შენს მიერ შეთავაზებული ფასი მისთვის მისაღებია.
გაითვალისწინე, ბირჟაზე არსებობს ორი დამატებითი ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს პროცესის ავტომატიზაციაში ეხმარება:
ა. Market Order - ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს მიერ მოთხოვნილ კრიპტოვალუტაზე.
მაგალითად: თუ რიპლის ყიდვა გინდა და ბირჟაზე XRP 10 ადამიანს აქვს გამოტანილი, ბირჟა ავტომატურად მოიძიებს საუკეთესო გასაყიდ ფასს და შენ შემოგთავაზებს.
ბ. Limit Order - არის ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც შენ თავად უთითებ ფასის იმ მინიმალურ და მაქსიმალურ დიაპაზონს, რომელშიც მზად ხარ კრიპტო იყიდო. ბირჟა კი, შენს მიერ მითითებულ ზღვარში ეძებს გასაყიდად გამოტანილ კრიპტოს და ასეთის პოვნის შემთხვევაში გაწვდის.
მაგალითად: თუ 10 ერთეული რიპლის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი და მზად ხარ სანაცვლოდ გადაიხადო $40-დან $50-მდე, ბირჟა ამ ფარგლებში გამოტანილ აქტივებს მოიძევს და შენ მოგაწვდის. თუკი ასეთი ფასი გამოჩნდება, ყიდვის ბრძანება ავტომატურად განხორციელდება.