Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
small
2022-12-30clock4 minutes

2022 წლის შეჯამება:

საიდუმლო არ არის, რომ 2022 წელი რთული წელი იყო როგორც Stock ისე კრიპტო ინდუსტრიისთვის. 2022 წლის 24 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ბაზარზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზეც.

კრიპტო ეკოსისტემამ დაკარგა 1 ტრილიონ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია და რამდენიმე ძირითადი მოთამაშე. მიუხედავად ამისა ხალხის განწყობა კრიპტოვალუტის მომავლის მიმართ მაინც დადებითია.

გარდა მილიარდობით დოლარისა, რომელიც დაიკარგა Terra LUNA-ს დაშლის და კრიპტოფინანსური ფირმების Celsius Network, Voyager Digital და FTX-ის გაბანკროტების შედეგად, Chainalysis-ის თანახმად, 2022 წელს მოხდა 125 ჰაკი , ჯამში კი 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს. ძირითადი კრიპტო ძარცვები მოხდა Cross-Chain Bridge და დეცენტრალიზებულ ფინანსურ პროტოკოლებზე (DeFi). შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მათგანი:

ამ წელს მოხდა კრიპტო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ჰაკი , გატეხეს Ronin Bridge საიდანაც მოიპარეს $625 მილიონი (173,600 ETH და 25.5M USDC).

შემდეგი ყველაზე დიდი ექსპლოიტი იყო Wormhole cross-chain bridge— ექსპლოიტის შედეგად მოიპარეს $325 მილიონი.

6 ოქტომბერს განოხირციელდა ფართომასშტაბიანი შეტევა BNB Token Hub-ზე. ხიდის (Bridge) სისტემაში არსებული ხარვეზის გამოყენებით, ჰაკერმა შეძლო ხიდზე ჩაკეტილ 2 მილიონ BNB კოინის ( იმ დროისთვის 550 მილიონი დოლარის ) მოპარვა. ჰაკერმა მხოლოდ 120-130 მილიონი დოლარის ღირებულების BNB კოინის გადარიცხვა მოახერხა.

2022 წლის ერთ-ერთ მნიშნველოვან მოვლენად შეგვიძლია ჩავთვალოთ Ethereum-ის Proof of Stake_ზე გადასვლა 2022 წლის 15 სექტემბერს , რამაც გამოიწვია Ethereum-ის ენერგიის მოხმარების შემცირება 99.99%-ით.

გაეშვა ახალი ბლოკჩეინი Aptos. მასშტაბური Proof-of-Stake Layer 1 ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს ახალ ჭკვიანი კონტრაქტის პროგრამირების ენას სახელწოდებით Move.

ბიტკოინის ჰეშრეიტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რამაც ქსელი უფრო დაცული და უსაფრთხო გახადა.

მიუხედავად უამრავი FUD-ისა და ბეარ მარკეტისა , ბევრი ახალი კომპანია დაინტერესდა კრიპტო ინდუსტრიით და მისი ინტეგრაციით ყოველდღიურობაში.

ერთ-ერთი მაგალითია BMW , რომელმაც გადაწყვიტა ბლოკჩეინის და BNB ქსელის გამოყენება ყოველდღიურ ოპერაციებში.

ისეთი ფინანსური გიგანტი, როგორიცაა VISA კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა კრიპტოვალუტით და საკუთარი კრიპტო საფულის შექმნაც კი გადაწყვიტა.

სექტემბერში Starbucks-მა გამოაცხადა, რომ თანამშრომლობა დაიწყო Polygon-თან, Starbucks Odyssey შესაქმნელად , რომელიც მომხმარებლებს WEB3-ში მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google გადაწყვიტა Google Cloud-ის მომხმარებლებისთვის საშუალება მიეცა კრიპტოვალუტით გადახდის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი კრახი, რომელიც წელს ვნახეთ, არ იყო გამოწვეული ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წარუმატებლობით. სინამდვილეში, ინდუსტრია ტექნიკურად განვითარდა და დაიწყო მრავალი ბლოკჩეინის ისტორიაც, ჩვენ კი ამ ისტორიის ნაწილი ვართ.

საბოლოო ჯამში , საკმაოდ საინტერესო წელი გამოვიდა კრიპტო ენთუზიასტებისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო წელი გველოდება წინ.

Support