Სარჩევიchevron-down
Hamster Kombat, Notcoin და ტელეგრამი
რა არის Hamster Kombat?
როდის იქნება HMSTR ტოკენი ხელმისაწვდომი?
როგორ დავიწყო Hasmter Kombat-ის თამაში? - დეტალური ინსტრუქცია
რჩევები ტელეგრამის Hamster Kombat-ში უფასო ქოინების გამომუშავებისთვის
Georgian wording on the left side of the visual with Hamster Kombat App on the right side 1000x300
2024-06-24clock6 minutes

Hamster Kombat, Notcoin და ტელეგრამი

Hamster Kombat წარმატებით მიყვება Notcoin-ის ნაბიჯებს და ის უკვე გახდა ტელეგრამის წამყვანი კრიპტო თამაში მსოფლიოს გარშემო 150 მილიონამდე მომხმარებლით.

მაგრამ, რატომ არის ადამიანებისთვის Hamster Kombat მიმზიდველი? თამაში აერთიანებს მარტივ დავალებებსა და ინტერფეისს, სადაც შენ კრიპტო ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი ხდები და სხვადასხვა მარტივ თავსატეხებს ართმევ თავს. ხოლო, მომავალი ეირდროპი, რომელიც მოთამაშეებს დაურიგდებათ, თამაშს კიდევ უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს ხდის.

Hamster Kombat-ის მიმართ კი, ინტერესი უკანასკნელი კვირების განმავლობაში წარმოუდგენელ რაოდენობას აღწევს. ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ ყველა დეტალზე - რა არის ეს თამაში, რას შეიძლება ველოდოთ, როდის ჩაეშვება ტოკენი, რამდენი ადამიანი მიიღებს ერიდროპში მონაწილეობას და მთავარი - როგორ გამოიმუშაო ფული.

რა არის Hamster Kombat?

Hamster Kombat არის Monopoly-ის მსგავსი ტელეგრამ თამაში, სადაც სხვადასხვა ტიპის ქარდებს ყიდულობ. მაისში ცნობილი გახდა, რომ ტოკენი Toncoin-ის მშობლიურ ქსელ The Open Network-ზეც გაეშვებოდა. თამაში თავდაპირველად ტელეგრამზე შეიქმნა, მოგვიანებით კი ადამიანებში იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, მის ფარგლებს გასცდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Hamster Kombat მჭიდრო კავშირშია Notcoin-თან და მის ბლოკჩეინთან. ამ უკანასკნელმა კი, გასული პერიოდის განმავლობაში საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით $2 მილიარდს გადააჭარბა.

სწორედ გამოხმაურებისა და დიდი დაინტერესების პირობებში ნოთქოინი საოცარ შედეგებს აჩვენებს - CoinMarketCap-ის მონაცემებით კრიპტოვალუტა ყველაზე დიდ ციფრულ აქტივებში მე-8 ადგილს იკავებს საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით და ისეთი დიდი კრიპტოების გვერდით ხვდება, როგორიც ლაითქოინი, ბიტკოინი და სხვანი არიან.

როდის იქნება HMSTR ტოკენი ხელმისაწვდომი?

Hamster Kombat-ის ვებ-გვერდის მიხედვით, თამაშის ტოკენი ხელმისაწვდომი ივლისისათვის უნდა იყოს, სწორედ ამ დროს იგეგმება ერიდროპის ჩაშვებაც. სწორედ ამაზე საუბრობდა Hamster Kombat-ის შემქმნელთა ჯგუფი Twitter Spaces-ის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, რომელიც ივნისის დასაწყისში ჩატარდა.

ისეთმა წამყვანმა კრიპტო ბირჟებმა, როგორებიც Gate.io და KuCoin არიან, უკვე გამოთქვეს სურვილი განათავსონ თამაშის ტოკენი თავიანთ პლატფორმაზე და მომხმარებლებს წინასწარი გაყიდვები შესთავაზონ, თავად ტოკენი კი, HMSTR-ის ინიციალებით იქნება ცნობილი. ეს სიახლე კიდევ უფრო ზრდის დაინტერესებასა და ნდობას პროექტის მიმართ, რამაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად უნდა იმოქმედოს სრულიად კრიპტო სამყაროზე.

Hamster Kombat-ის ეირდროპის დეტალები და განაწილების პრინციპი ამ დრომდე ცნობილი არ არის. Notcoin-გან განსხვავებით, სადაც მომხმარებლები თამაშში გამომუშავებული ყოველი 1000 ტოკენის ნაცვლად იღებდნენ ქოინს, Hamster Token სხვა პრინციპს გამოიყენებს.

ივნისის თვეში Twitter Space-ში გამართული შეხვედრის შემდგომ, გუნდმა განაცხადა, რომ ქოინების დარიგება მხოლოდ თამაშში გამომუშავებული ტოკენების საფუძველზე არ მოხდება და სხვა პრინციპებსაც გაითვალისწინებენ.

ამჟამად, ზოგიერთ მოთამაშე უკვე ძალიან ბევრ ქოინს გამოიმუშავებს ყოველდღიურად, რაზეც ინფორმაციას თამაშში განთავსებული რეიტინგი გვაწვდის.

როგორ დავიწყო Hasmter Kombat-ის თამაში? - დეტალური ინსტრუქცია

იმისათვის, რომ Hamster Kombat-ის თამაში დაიწყო, სმარტფონი დაგჭირდება:

  1. ჩაიწერე ტელეგრამი: თუ არ გაქვს ტელეგრამი, მაშინ შეგიძლია ის iOS მოწყობილობისათვის App Store-დან გადმოიწერო, ანდროიდ მოწყობილობისთვის კი - Google Play Store-დან.

  2. მოძებნე Hamster Kombat: გახსენი ტელეგრამი და საძიებო ველში მოძებნე Hamaster Kombat. იპოვე თამაშის ბოტი და დააკლიკე Join.

  3. დაიწყე თამაში: დაკლიკე ლინკზე რომ დაიწყო თამაში. გაითვალისწინე, შეიძლება ბოტმა მოგთხოვოს ნებართვა იმის შესახებ, რომ ტელეგრამზე გამოგიგზავნოს შეტყობინებები - დაეთანხმე მას.

  4. გამოიმუშავე ქოინები: დაკლიკე ეკრანზე და დაიწყე ქოინების გამომუშავება. გამოიყენე სხვადასხვა გამაძლიერებლები, რათა უფრო მეტი ტოკენი მიიღო. ჩაერთე ყოველდღიურ დავალებებსა და მისიებში, მოიწვიე მეგობრები.

  5. აირჩიე კრიპტო ბირჟა: თამაშში შენ ვირტუალურ კრიპტო ბირჟას მართავ. გააძლიერე შენი კრიპტო ბირჟა სხვადასხვა ქარდების გამოყენებით, რათა უფრო მეტის გამომუშავება შეძლო.

  6. გაწევრიანდი ჯგუფში: გაწევრიანდი Hamster Kombat-ის სხვადასხვა ჯგუფში, რათა ხელი მიგიწვდებოდეს უახლეს ინფორმაციაზე. თუ გინდა, რომ ყოველდღიური ბონუსები არ გამოგრჩეს, მაშინ ესტუმრე კრიპტალის ფეისბუქ ჯგუფს.
რჩევები ტელეგრამის Hamster Kombat-ში უფასო ქოინების გამომუშავებისთვის

  • იყიდე & გააძლიერე ქარდები

Hamster Kombat-ში მთავარი სათამაშო მექანიკა ეკრანზე დაკლიკვითა და ქოინების გამომუშავებით განისაზღვრება, თუმცა სულ ეს არ არის. იმისათვის, რომ პასიური შემოსავლის წყარო გაიჩინო, საჭიროა ქოინების მაინინგი დაიწყო, რისთვისაც თამაშში არსებული სხვადასხვა ქარდები უნდა იყიდო და გააძლიერო.

თამაშში ქარდების რამოდენიმე სახეობაა - Markets, PR&Team, Legal და Specials. სწორედ მათი დახმარებით შეუძლიათ მოთამაშეებს პასიური შემოსავლის გამომუშავება ეკრანზე დაკლიკვის გარეშე.

  • ყოველდღიური კომბო

Hamster Kombat-ის სათამაშო მექანიკაში ყოველდღიურ კომბოს შევხვდებით, სადაც მოთამაშეები 24 საათის განმავლობაში სამ დავალებას ასრულებენ. თუკი მოთამაშეები დროის გასვლამდე იყიდიან ან გააძლიერებენ სამ დაშიფრულ ქარდს, მაშინ მათ საჩუქრად 5 მილიონი უფასო ქოინი გადაეცემათ. ეს მექანიკა მომხმარებლებს სტიმულს აძლევს, მუდმივად ჩართულნი იყვნენ თამაშში.

რათა არ გამოგრჩეს ყოველდღიური კომბო და 5 მილიონის მოგების შანსი, ესტუმრე კრიპტალის ჯგუფს, სადაც მუდმივად იდება დაშიფრული ქარდები.

Hamster-Kombat-Daily-Combo
  • ყოველდღიური შიფრი

გარდა კომბოსა, Hamster Kombat მომხმარებლებს ყოველდღიურ შიფრს სთავაზობს, რომლის ამოხსნის შემთხვევაშიც შენ საჩუქრად 1 მილიონ ქოინს იღებ. შიფრი მორზეს კოდის მიხედვით არის შედგენილი და ძირითადად კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ისეთ სიტყვებს მოიცავს, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, კრიპტო და სხვა არის.

კრიპტალის ჯგუფში ყოველდღიურ შიფრსა და მორზეს კოდსაც შეხვდები, რათა მარტივად მიიღო 1 მილიონი ქოინი.

  • მეგობრების მოწვევა

Hamster Kombat-ის სათამაშო სამყაროში ზოგიერთი ქარდი მეგობრების მოწვევის შემდგომ გეხსნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთამაშეები, რომლებიც მეგობრებს არ იწვევენ, ხანდახან ვერ იღებენ მონაწილეობას ყოველდღიურ კომბოს მიღებასა და სხვა აქტივობებში.

Support