Სარჩევიchevron-down
როგორ გავგზავნო ბიტკოინი? - შესავალი
რა არის ბიტკოინის მისამართი?
რა არის ბიტკოინის ქსელის საკომისიო?
როგორ გავგზავნო ბიტკოინი - გზამკვლევი დამწყებთათვის
Georgian text on the left side of the visual with Bitcoin transaction occuring on the right side BIG
2024-08-16clock5 minutes

როგორ გავგზავნო ბიტკოინი? - შესავალი

იმისათვის, რომ ბიტკოინის გაგზავნა შეძლო, პირველ რიგში მიმღების საფულის მისამართი დაგჭირდება, რომელიც ციფრებისა და ასოების კომბინაციისგან შედგება. მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინის გასაგზავნად საჭიროა შენს საფულეში შეხვიდე, როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს ის, შემდგომ გაგზავნის ველში მიუთითო ყველა საჭირო ინფორმაცია, მიმღების მისამართი, რაოდენობა და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა, რომ მიუთითო საკომისიო გადასახადიც, შემდგომ კი, ყველაფერი კარგად გადაამოწმე, სანამ ტრანზაქციას დაადასტურებ. მას შემდგომ რაც ბიტკოინი გადაირიცხება, ის ბლოკჩეინში გადის დადასტურების ეტაპებს, შემდგომ კი მიმღებამდეც მიდის.

გაითვალისწინე, სანამ ბიტკოინს სადმე გაგზავნი, მანამდე შენ თავად გჭირდება კრიპტოს ყიდვა. ბიტკოინის ყიდვა კი შესაძლებელია კრიპტო ბირჟებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიც კრიპტალია. ასევე დაგჭირდება ბიტკოინის საფულეც, რომელიც მრავალგვარი არსებობს - ციფრული, ონლაინ, ფიზიკური თუ სხვა. კრიპტალზე შენი ონლაინ საფულე ავტომატურად გენერირდება.

რა არის ბიტკოინის მისამართი?

ბიტკოინის მისამართი ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი უნიკალური მისამართია, რომელიც ბიტკოინის გასაგზავნად ან მისაღებად გამოიყენება, ზუსტად ისე, როგორც საბანკო ანგარიში ტრადიციული ვალუტის გასაგზავნად, იქნება ის ლარი, ა.შ.შ. დოლარი თუ სხვა. როგორც გავიგეთ, ბიტკოინის მისამართი ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი გრძელი კოდია:

2341ABA1zffaqP21eP455QGefifsak2DDZZM2PTffxTESlxcS5SLmv7DGEB0DivfNa

როდესაც კრიპტოვალუტას გზავნი, მათ შორის ბიტკოინს, შენ მიმღების საფულის მისამართი დაგჭირდება. მისამართი, როგორც წესი, კრიპტო საფულეში ინახება და სხვასთან გასაზიარებლად მისი დაკოპირება ან QR კოდის გამოყენება შეგიძლია.

ბიტკოინის გადარიცხვამდე აუცილებელია გადაამოწმო:

  • კრიპტო საფულის მისამართი: ბიტკოინის ტრანზაქციები შეუქცევადია, როდესაც კრიპტოს სადმე გადარიცხავ, მისი უკან დაბრუნდება აღარ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმო, ნამდვილად სწორ მისამართზე გზავნი თუ არა კრიპტოს.
  • გამოიყენე QR კოდი: უამრავ კრიპტო საფულეს აქვს QR კოდის მხარდაჭერა, რომელიც ბიტკოინის ტრანზაქციებს უფრო ამარტივებს და შეცდომის ნაკლებობასაც ამცირებს.
  • გააკეთე სატესტო ტრანზაქცია: თუკი ბიტკოინის დიდ რაოდენობას გზავნი, კარგი იქნება თუ პირველ რიგში სატესტო ტრანზაქციას განახორციელებ მცირე რაოდენობით, რათა არასწორი მისამართის შემთხვევაში თავიდან აირიდო აქტივების დაკარგვა.

რა არის ბიტკოინის ქსელის საკომისიო?

ბიტკოინის საკომისიო ან ბიტკოინის ქსელის საკომისიო არის მცირე გადასახადი, რომელიც მაინერებს მისდით ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციების დადასტურების სანაცვლოდ. საკომისიო არის იმის გარანტი, რომ გადარიცხვა ვალიდურად ჩაითვლება და ის დადასტურდება.

როგორ გავგზავნო ბიტკოინი - გზამკვლევი დამწყებთათვის

ნაბიჯი 1 - ბიტკოინის ყიდვა

ბიტკოინის ყიდვაში კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან და ერთ-ერთი ასეთი კრიპტალია. პლატფორმა მოსახერხებელია, როგორც დამწყებთათვის, ისე უკვე გამოცდილი ადამიანებისთვის.

კრიპტოს ყიდვა შესაძლებელია როგორც კონვერტაციით მომენტალურად, ისე ბირჟაზე - საუკეთესო ფასად.

თუ დეტალურად გაინტერესებს, როგორ შეგიძლია ბიტკოინის ყიდვა, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.

ნაბიჯი 2 - მიმღების კრიპტო მისამართი

როგორც უკვე გავიგეთ, ბიტკოინის მისამართი ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი კოდია. დარწმუნდი, რომ მიმღების მისამართი ნამდვილად სწორია, ან გამოიყენე QR კოდი.

ნაბიჯი 3 - შეიყვანე ტრანზაქციების დეტალები

ზოგიერთი კრიპტო საფულე, ონლაინ იქნება ის თუ ფიზიკური ვერსია, დამატებით ინფორმაციას ითხოვს ტრანზაქციებისათვის. თუმცა, მთავარი დეტალები, რომლებიც გადარიცხვის შემთხვევაში შეგყავს, უბრალოდ მიმღების მისამართი და ბიტკოინის რაოდენობაა.

ნაბიჯი 4 - ყველაფერი გადაამოწმე

გადაამოწმე ყველა დეტალი, მათ შორის მიმღების მისამართი და გასაგზავნი კრიპტოვალუტის რაოდენობა. როდესაც ნახავ, რომ ყველაფერი სწორად არის, განაგრძე გადარიცხვა.

ნაბიჯი 5 - დაელოდე დადასტურებას

კრიპტოს გაგზავნის შემდგომ, ბიტკოინი დადასტურების მოლოდინშია, რის შემდგომაც ის ქსელში ჩაიბეჭდება. შენ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით შეგიძლია ტრანზაქცია გადაამოწმო, თუ რა ეტაპზეა და როდის გაიგზავნება ის მიმღებთან.

ტრანზაქციის დეტალურად შემოწმება Blockchain-ზე შეგიძლია.

Support