Სარჩევიchevron-down
საიდან აქვს გერმანიის მთავრობას ბიტკოინი?
გერმანია უკანასკნელ ბიტკოინებს ყიდის
BTC გაყიდვა ბიტკოინის ფასზე აისახა?
სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ გერმანიას და გაყიდიან ბიტკოინს?
თუ ბიტკოინის ყიდვა გინდა
შეჯამება
Georgian Text on the left side of the visual with Brandenburg Gate and Bitcoin logos on the right side 1000x300
2024-07-26clock5 minutes

საიდან აქვს გერმანიის მთავრობას ბიტკოინი?

2024 წლის იანვარში გერმანიის პოლიციამ 50,000 ბიტკოინის კონფისკაციის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც მაშინ $2.2 მილიარდს უტოლდებოდა.

საქსონიის პოლიციამ ოპერაცია ბიტკოინების ყველაზე მასშტაბურ ჩამორთმევად შეაფასა, რომელიც გერმანიის რესპუბლიკაში ოდესმე მომხდარა.

ბიტკოინები პირატული ფილმების ვებ-გვერდ Movies2k.to-დან ამოიღეს, რომელიც 2013 წელს ოპერირებდა და ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულიც იყო. ჩამორთმეული ბიტკოინი კი, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის მიერ მართვად კრიპტო საფულეში გადაირიცხა.

Arkham Intelligence-ის განცხადებით, რომელიც გერმანიის მთავრობის ბიტკოინების ტრანზაქციებს აკვირდება, ჩამორთმეულმა ქოინებმა საფულეებს შორის მოძრაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.

გერმანია უკანასკნელ ბიტკოინებს ყიდის

გასულ თვეში გერმანიის მთავრობამ სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე განათავსა გასაყიდად გამოტანილი 50,000 ბიტკოინი.

მხოლოდ გასულ კვირაში, ბლოკჩეინ ინფორმაციის მონიტორინგის კომპანია Arkham Intelligence-ზე დაყრდნობით, გერმანიის მთავრობამ 10,567 ბიტკოინი გაყიდა, რომელიც $600 მილიონზე მეტის ღირებულების არის. გასაყიდად გამოტანილი ბიტკოინი Bitstamp-ზე, Coinbase-ზე და Kraken-ზე გამოჩნდა.

ამ ტრანსფერის შემდგომ, გერმანიის მთავრობის კრიპტო საფულეზე 4,925 BTC იყო დარჩენილი, რაც $285 მილიონის ღირებულების არის. შეგახსენებთ, თავდაპირველად საფულეში 50,000 ბიტკოინი იყო განთავსებული, რომლის ღირებულებაც $3 მილიარდს უტოლდებოდა სულ რაღაც სამი კვირის წინ.

12 ივლისს, Arkham Intelligence-მა X-ზე დაპოსტა, რომ გერმანიამ ბოლო, 3,846.05 ბიტკოინი კრაკენზე გადარიცხა, რომლის შემდგომაც ბალანსი სრულიად ამოიწურა.

BTC გაყიდვა ბიტკოინის ფასზე აისახა?

დრესდენის პროკურატურამ BTC სასწრაფო გაყიდვა ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა იმის შიშით, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა 10%-ით შემცირებულიყო.

მათი განცხადებით, საჯარო უწყებას ეკრძალება ნებისმიერი აქტივით სპეკულაცია, რომელიც ფასის ცვალებადობას ეხება. შესაბამისად გადაწყდა Movie2k-დან ჩამორთმეული 50,000 ბიტკოინის სასწრაფო გაყიდვა.

მთელი მარაგის გაყიდვის შემდგომ ბიტკოინის ფასი ბაზარზე 16.55%-ით გაიზარდა. კრიპტო ექსპერტები ამბობენ, რომ საქსონიის სამმართველო ორგანოს ბიტკოინის გასაყიდად საუკეთესო დრო მარტში ჰქონდა, როდესაც აქტივის ღირებულება $74,000 უტოლდებოდა.

სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ გერმანიას და გაყიდიან ბიტკოინს?

გასულ წელს ა.შ.შ.-ს მთავრობამ Silk Road-ზე ჩამორთმეული ბიტკოინის გარკვეული ნაწილი გაყიდა. როგორც 31 მარტით დათარიღებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ამერიკის მთავრობამ 2023 წლის 14 მარტს გაყიდა იმ დროისათვის $215.7 მილიონად შეფასებული 9,861 ბიტკოინი. ჯამურად ჩამორთმეული 51,352 ბიტკოინიდან ა.შ.შ.-ს მთავრობის მფლობელობაში ჯერ კიდევ რჩება 41,491 ბიტკოინი.

მსგავსად, გაერთიანებული სამეფოც ფლობს საკმაოდ დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტას. ჟურნალისტი მერინ სომერსეტ ვები თვლის, რომ ბრიტანეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის საკუთრებაში არსებული ბიტკოინების გაყიდვაზე უნდა იფიქროს, რომელიც ჯამურად 61,000 უტოლდება, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გერმანიის მთავრობამ ახლახან გაყიდა.

თუმცა, ყველა ქვეყანა ბიტკოინის გაყიდვით არ არის დაკავებული და ზოგიერთი კრიპტოს სტრატეგიულ აქტივადაც კი აღიქვამს. მაგალითად, სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ელ სალვადორი აქტიურად ყიდულობს და აგროვებს ბიტკოინს. ელ სალვადორის ონლაინ ხაზინა მუდმივად აქვეყნებს ინფორმაციას მათ საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ, სადაც ნათქვამია რომ ქვეყანა ამჟამად 5,748 ბიტკოინს ფლობს, რაც 2024 წლის 25 ივლისის მონაცემებით $360 მილიონის ტოლია.

თუ ბიტკოინის ყიდვა გინდა

თუკი ბიტკოინის ყიდვა გადაწყვიტე და არ იცი სად შეძლებ ამას ყველაზე მარტივად, დაბალი საკომისიოებით და უსაფრთხოდ, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება.

ბირჟაზე შეგიძლია ბიტკოინი ორი გზით იყიდო: კონვერტაცია და Spot ბირჟა

  • კონვერტაცია არის გზა, რომლითაც ბიტკოინის ყიდვა მომენტალურად, რამოდენიმე წამში შეგიძლია, ყოველგვარი გამოცდილებისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე.

    - შედიხარ Cryptal-ზე
    - აკლიკავ კრიპტოს ყიდვა
    - ირჩევ ბიტკოინს და სტაბილურ კრიპტოვალუტას
    - უთითებ სასურველ რაოდენობას
    - აკლიკავ ყიდვა-ს


  • Spot ბირჟა არის ბიტკოინის ყიდვის მეთოდი, რომელსაც შედარებით გამოცდილი თრეიდერები იყენებენ და მისი დახმარებით ბიტკოინი ბაზარზე არსებულ საუკეთესო და ყველაზე მომგებიან ფასად შეგიძლია იყიდო.

    ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომ გსურს მაგალითად 1 ბიტკოინის ყიდვა, ასევე უთითებ, თუ რა ფასად გინდა აქვიტის შეძენა და შემდგომ ელოდები მომხმარებელს, რომელიც შენს მიერ მითითებული მონაცემების ფარგლებში დაგითმობს საკუთარ კრიპტო აქტივს. სულ ეს არის, შემდგომ კი შენ ბიტკოინის მფლობელი ხდები.

თუ გინდა დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგო, როგორ შეგიძლია ბიტკოინის ყიდვა, მაშინ ჩვენს ბლოგს გაეცანი.

შეჯამება

2024 წლის იანვარში საქსონიის პოლიციამ ქვეყნის ისტორიაში ბიტკოინის ყველაზე დიდი კონფისკაციის ოპერაცია ჩაატარა, სადაც $2.2 მილიარდის ღირებულების 50,000 ბიტკოინი ამოიღო.

სულ ცოტა ხნის წინ კი, გერმანიის მთავრობამ 50,000 BTC ისეთ კრიპტო ბირჟებზე, როგორიც ბიტსტემპი, ქოინბეისი და კრაკენია, გასაყიდად გადაანაწილა. ივლისის ბოლოსთვის ქვეყნის კრიპტო საფულეზე თითქმის საერთოდ აღარ იყო ბიტკოინი დარჩენილი, მას შემდგომ რაც მთავრობამ $2 მილიარდზე მეტის კრიპტო აქტივი გაყიდა. ტრანზაქციის შემდგომ კი, ბიტკოინის ფასი 16.55%-ით გაიზარდა.

გერმანიის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებიც მფლობენ მნიშვნელოვანი რაოდენობის ბიტკოინს. მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ.-ს მთავრობამ გასულ წელს გაყიდა Silk Road-დან ჩამორთმეული ბიტკოინის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯერ მაინც არაფერი მოასწავებს იმას, რომ მთავრობებს აქტივების გასხვისება უნდათ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თუ რა როლი ექნება მათ ქმედებებს კრიპტოს ფასების დადგენაში, რადგან როგორც წესი, დიდი მოცულობის აქტივების გაყიდვა ღირებულებასა და ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად.

Support