Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
hanging-man-geo-1000x300
2023-01-23clock5 minutes

წარმატებული თრეიდერები ინდიკატორების მონიტორინგის გარდა, თვალს აქტიურად ადევნებენ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს. ამის ყველაზე კარგი საშუალება კი Trading Chart-ია!

Trading Chart ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია იმისა, თუ რა ტრენდები, მანიპულაციები და აქტივობები მიმდინარეობს ბაზარზე.

ბლოგში საუბარი გვექნება, თუ რა არის სავაჭრო გრაფიკზე გამოჩენილი გრაფა, რომელსაც Hanging Man-ის სახელითაა ცნობილი და განვავრცობთ, რისი მომასწავებელი შეიძლება იყოს აღნიშნული Pattern თრეიდერებისთვის.

რა არის Hanging Man?

Candlestick-ზე Hanging Man-ის გამოჩენა დათვების გააქტიურებას მოასწავებს, ანუ შესაძლოა აქტივებზე ფასები დაეცეს.

ის გვეუბნება, რომ ბაზარზე გახშირდა გაყიდვის ორდერები, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ კონკრეტულ აქტივზე დაიწყება ფასის შემცირება.

ჩარტზე გამოჩენილ გრაფას რომ Hanging Man ვუწოდოთ, აუცილებელია აქტივებზე ფასების ზრდის შემდგომ დაიწყოს ბაზრის უკუსვლა, რომელიც გამოხატული იქნება რამდენიმე გადაბმული წითელი სანთლით. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ეცემა ფასები აქტივზე, მთავარია, რომ რეცესია შეინიშნება.

რეცესიული ბაზრის პირველი ნიშნების გამოჩენის შემდგომ, აუცილებელია რომ მეორე სანთელიც წითელი იყოს, რათა Hanging Man-ის არსებობა, როგორც თრეიდერები უწოდებენ, დადასტურდეს.

როგორ გამოიყურება Hanging Man?

აღნიშნული ტრენდის სახელი მომდინარეობს იქიდან, თუ როგორ გამოიყურება იგი სავაჭრო გრაფიკზე. Candlestick-ები ქმნიან ფორმას, რომელიც მოგვაგონებს „ჩამოკიდებულ ადამიანს“.

Hanging Man-ის დროს, შეინიშნება მცირე ტანის მქონე სანთელი (Real Body), რომელსაც ზედა ზოლი ან ძალიან პატარა აქვს, ან საერთოდ არ ჩანს. ხოლო ქვედა ზოლი - გრძელი.

საბოლოო ჯამში, სანთელი უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ლათინური ასო T.

როგორც ვახსენეთ, Hanging Man ტრენდს აუცილებლად სჭირდება დადასტურება, ანუ პირველი რეცესიული ნიშნის შემდგომ, აუცილებელია რომ მეორე ნიშანიც მოდიოდეს.

მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი Hanging Man-ს ამოვიცნობთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია რეცესიული ბაზრის გააქტიურება. ამ დროს კი, თრეიდერები დგებიან არჩევანს წინაშე, ან გაყიდონ თავიანთი აქტივები, ან ტრენდის მიუხედავად და-HODL-ონ.

რა უნდა ვიცოდეთ დამატებით?

Hanging Man არის ის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გრაფიკთაგანი, რომელიც ბაზრის ტენდენციებს კარგად ასახავს.

შესაბამისად, თრეიდერებისვის მნიშვნელოვანია მასზე ყურადღებით დაკვირვება. რადგან, როგორც ავხსენით, პირველი რეცესიული ნიშნის გამოვლინება არ კმარა, რომ გრაფიკს Hanging Man ვუწოდოთ და ვივარაუდოთ აქტივებზე ფასების ვარდნა.

გარდა იმისა, რომ ტრენდის დადასტურებას უნდა დაველოდოთ მეორე რეცესიული სანთლის გამოჩენის სახით, მნიშვნელოვანია დამატებით გამოვიყენოთ სხვადასხვა ინდიკატორები, როგორებიცაა მოძრავი საშუალო (Moving Average), Advance-Decline (AD) ინდიკატორი და ა.შ.

Support