შესავალი - კრიპტო აქტივები უფრო ხელმისაწვდომია
ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად გვესმის კრიპტო აქტივები და მასთან დაკავშირებული ტერმინები. საქართველოში უამრავი ადამიანი ყიდულობს მათ სხვადასხვა მიზნით, ყველაზე ხშირად კი - საინვესტიციო პოტენციალის გამო.
თუმცა, კრიპტო აქტივებს, იგივე კრიპტოს, ხშირად იყენებენ როგორც საგადახდო საშუალებას, ლარისა და სხვა გავრცელებული აქტივების ალტერნატივად. გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, კრიპტო უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
Cryptal-ის წყალობით კი, კრიპტოს ყიდვა და მისი შენახვა კიდევ უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, კრიპტო პლატფორმაზე შენ უკვე შეგიძლია შენი საბანკო ბარათის დამატება და მათი დახმარებით ბალანსის შევსება ან სულაც, კრიპტოს ყიდვა პირდაპირ საბანკო ბარათით.
ამ ბლოგში გაჩვენებთ მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ არის შესაძლებელი ანგარიშში TBC Bank-ის ბარათის დამატება და რა უპირატესობებს გთავაზობს მისი გამოყენება.
როგორ დავამატო TBC Bank-ის ბარათი ანგარიშში?
- პროფილი - ანგარიშში ავტორიზაციის შემდგომ დააკლიკე მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე პროფილის ნიშანს
- ბარათების მართვა - ნიშანზე დაკლიკვის შემდგომ გამოჩნდება ველი, რომელიც ბარათების სივრცეში გადაგიყვანს. აქედან შეგიძლია ბარათის დამატება, წაშლა და ა.შ.
- ბარათის დამატება - იმისათვის, რომ TBC Bank-ის ბარათის დამატება შეძლო, დააკლიკე ბარათის დამატებას და მიჰყევი
- აირჩიე ბანკი - Cryptal-ზე ხელმისაწვდომია საქართველოში არსებული ყველა ბანკი, ჩვენს შემთხვევაში კი, ავირჩიოთ TBC Bank
- შეიყვანე ბარათის ინფორმაცია - ამ ეტაპზე გადადიხარ TBC Bank-ის ვებ-გვერდზე, საიდანაც შეგყავს ბარათის მონაცემები - ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVC/CVV
- ერთჯერადი კოდი - მობილურის ნომერზე SMS სახით გამოგეგზავნება ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი, რომლის დახმარებითაც ადასტურებ ბარათის დამატების ოპერაციას
- ბარათი შენახულია - სულ ეს არის, შენი TBC Bank-ის ბარათი კრიპტალის ანგარიშში დაემატა
გაითვალისწინე: ბარათის სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ მან გაიაროს ვერიფიკაციის პროცესი, რომელსაც რამოდენიმე წუთი სჭირდება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია შენი ბარათის ავთენტურობის დასადასტურებლად და უსაფრთხო სავაჭრო გარემოს შესაქმნელად.
რა უპირატესობები აქვს TBC Bank-ის ბარათის გამოყენებას?
- სიმარტივე - საბანკო ბარათების გამოყენება კრიპტალზე მარტივია, როგორც დამატება, ასევე მისი დახმარებით კრიპტოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება.
თუკი რომელიმე e-commerce პლატფორმაზე, იქნება ეს Amazon თუ სხვა, ბარათი დაგიმატებია, მაშინ შენთვის ყველაფერი ნაცნობი იქნება.
- მოხერხებულობა - TBC Bank-ის ბარათის დახმარებით შეგიძლია კრიპტო აქტივებთან ურთიერთობა კომფორტულად გქონდეს. თუ ბალანსის შევსება გინდა, ამას სახლიდან გაუსვლელად, რამოდენიმე კლიკში შეძლებ.
თუ თანხის განაღდება და მისი გატანა გინდა, არც ეს არის პრობლემა, რამოდენიმე წამში შეგიძლია ბარათზე გატანა.
- სისწრაფე - კრიპტო სამყაროში დროსა და სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, საბანკო ბარათები გაძლევს საშუალებას სასურველი რაოდენობის თანხა ანგარიშზე შეიტანო ან იქიდან გაიტანო რამოდენიმე წამში, თითქმის მყისიერად.
- დაბალი საკომისიო - TBC Bank-ის ბარათის გამოყენებისას შენ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოებით სარგებლობ. მაგალითისთვის, თიბისი ბანკის ბარათის გამოყენებით გატანილი თანხის საკომისიო გადასახადი 1 TOGEL (1 ლარის ექვივალენტი) შეადგენს.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს მათ სხვადასხვა მიზნისთვის, გაუმჯობესების შესაძლებლობა კიდევ არსებობს.
სწორედ ამიტომ, კრიპტალზე TBC Bank-ის ბარათის დამატების შედეგად ისეთ სერვისებზე გეხსნება წვდომა, როგორიც ბალანსის შევსება, თანხის განაღდება და კრიპტოს პირდაპირ საბანკო ბარათით ყიდვაა.
ბარათის დამატება მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც შემდგომ კრიპტო საქმიანობას გაგიმარტივებს.