
როგორ ჩავიწერო Cryptal-ის აპლიკაცია?
Cryptal მომხმარებლებს კომფორტული კრიპტო ვაჭრობისათვის მობილურ აპლიკაციას სთავაზობს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android მოწყობილობებისთვის.
განახლებული აპლიკაცია კი, განახლებულ ფუნქციონალსა და უფრო კომფორტულ გარემოს ნიშნავს, სადაც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა გაყიდვა მარტივად, ზედმეტი ძალისხმევისა და გამოცდილების გარეშე შეუძლიათ.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ და საიდან შეიძლება Cryptal-ის აპლიკაციის გადმოტვირთვა.
Cryptal-ის აპლიკაციის ჩაწერა - ინსტრუქცია:
Cryptal-ის აპლიკაცია პოვნა App Store-ში და Google Play-ში არის შესაძლებელი. თუმცა, საკუთარი მოწყობილობის რეგიონად აუცილებლად საქართველო უნდა გქონდეთ მითითებული, რომ აპლიკაციის მოძიება და გადმოტვირთვა შეძლოთ, შემდგომ კი:
- ძებნაში ჩაწერეთ Cryptal
- დააკლიკეთ Download ან Install
- დაელოდეთ გადმოტვირთვას
- გახსენით აპლიკაცია
- გაიაროს ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეს
სულ ეს არის, Cryptal-ის მობილური აპლიკაცია კრიპტო მოგზაურობისთვის მზად არის!
როგორ შეიძლება რეგიონის შეცვლა?
იმისათვის, რომ საკუთარი მოწყობილობის რეგიონის საქართველოზე დაყენება და შესაბამისად, Cryptal-ის აპლიკაციის გადმოტვირთვა შეძლოთ, საჭიროა შემდეგი:
iOS მოწყობილობა
- გახსენით Setting
- დააჭირეთ Account
- გადადით Media & Purchases ველში
- დააჭირეთ View Account
- გადადით Country/Region
- აირჩიეთ ახალი ქვეყანა - საქართველო
- შეინახეთ განახლებული ინფორმაცია
- დაეთანხმეთ წესებსა & პირობებს
- დაამატეთ გადახდის ქართული მეთოდი

დეტალური ინსტრუქცია ლინკზე.
Android მოწყობილობა
იმისათვის, რომ ანდროიდ მოწყობილობისათვის ახალი ქვეყნის ან ლოკაციის არჩევა შეძლოთ, საჭიროა რომ თქვენ ამ ქვეყანაში იმყოფებოდეთ და შესაბამისი გადახდის მეთოდის დამატება შეგეძლოთ. შემდგომი ინსტრუქცია კი, ასე გამოიყურება:
- გახსენით Google Play Store
- დააკლიკეთ პროფილის ლოგოზე - მარჯვენა ზედა კუთხეში
- გადადით Setting-ში
- დააჭირეთ General-ს
- გადადით Account and device preferences-ში
- აირჩიეთ County and profile
- მიუთითეთ ქვეყანა - საქართველო
- დაამატეთ გადახდის მეთოდი

დეტალური ინსტრუქცია ლინკზე.
რა ფუნქციები აქვს Cryptal-ის აპლიკაციას?
მობილურ აპლიკაციაში თითქმის ყველა იმ ფუნქციას შევხვდებით, რომელიც პლატფორმის ონლაინ ვერსიაშია წარმოდგენილი:
- კონვერტაცია - გვაძლევს საშუალებას ერთი კრიპტო აქტივი პირდაპირ მეორეში, მყისიერად და ზედმეტი პროცედურების გარეშე გადავცვალოთ - მაგალითად, ბიტკოინი (BTC) ეთერიუმში (ETH), ლაითქოინი (LTC) სოლანაში (SOL) და ა.შ.
- პირდაპირ ბარათით ყიდვა - გვეხმარება კრიპტო პირდაპირ ჩვენი საბანკო ბარათის გამოყენებით, Cryptal-ის ანგარიშზე თანხის შეტანის გარეშე ვიყიდოთ. ზუსტად ისე, როგორც Amazon-ზე ან სხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე ხდება.
- ბალანსის შევსება - მობილური აპლიკაციის დახმარებით შეგვიძლია სასურველი თანხა ანგარიშზე შევიტანოთ და ბალანსი შევავსოთ.
- კრიპტოს შენახვა - Cryptal-ის აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და დაცულად შევინახოთ ჩვენი აქტივები, სურვილის შემთხვევაში კი, მობილურიდან მომენტალურად გვქონდეს წვდომა.