Სარჩევიchevron-down
კრიპტოს გატანა Hamster Kombat-დან
როდის ჩაეშვება კრიპტოვალუტა HMSTR?
რა გჭირდება Airdrop-ის მისაღებად?
რა გჭირდება ტოკენის გასანაღდებლად?
როგორ გავანაღდო Hamster Kombat-ის ტოკენი - დეტალური გზამკვლევი:
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with Hamster Kombat Game on the right side 1000x300
2024-09-13clock6 minutes

კრიპტოს გატანა Hamster Kombat-დან

ტელეგრამის პოპულარული კრიპტო თამაში Hamster Kombat გაშვების დღიდან მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. The Open Network (TON)-ზე დაფუძნებული თამაში მის მომხმარებლებს აჯილდოებს სხვადასხვა ქმედებების სანაცვლოდ, იქნება ეს ყოველდღიური დავალებების შესრულება, ქარდების ყიდვა თუ სხვა ქმედებები. 2024 წლის სექტემბერში კი, სულ რამოდენიმე დღეში, ჰამსტერ კომბატის გუნდი გეგმავს კრიპტოს ისტორიაში ყველაზე დიდ Airdrop-ს, სადაც HMSTR ტოკენის ჯამური მოცულობის 60% მომხმარებლებისა და მოთამაშეების საფულეებში დაირიცხება.

Airdrop-ის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია როგორც კრიპტო, ასევე კომპიუტერული თამაშების ირგვლივ არსებულ საზოგადოებაში.

როდის ჩაეშვება კრიპტოვალუტა HMSTR?

როგორც თამაშის ანონიმური შემქმნელები თავიანთ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე აცხადებენ, ტელეგრამი ისტორიაში ყველაზე პოპულარული კრიპტო თამაშის ტოკენი მიმოქცევაში ზუსტად 26 სექტემბერს ჩაეშვება და ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისათვის რამოდენიმე პოპულარულ ბირჟაზე.

რა გჭირდება Airdrop-ის მისაღებად?

იმისათვის, რომ Hamster Kombat-ის მიერ დაანონსებული Airdrop-ის მიღება შეძლო, რამოდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე:

  • დაიწყე თამაში - აქტიურად შეასრულე სხვადასხვა დავალებები, მონაწილეობა მიიღე მინი თამაშებში, უყურე ვიდეოებს და ა.შ. ეირდროპის გაშვებისას შენი ჯილდოს პროცენტული წილი სწორედ ამგვარ აქტივობებზე იქნება დამოკიდებული.

  • შექმენი კრიპტო საფულე - Airdrop-ის მისაღებად აუცილებელია, შენი ტელეგრამ ანგარიში რომელიმე ისეთ კრიპტო საფულეს დაუკავშირო, რომელსაც TON-ის ქსელის მხარდაჭერა ექნება, ასეთი კი თავად Toncoin-ის ტელეგრამის საფულეა.

  • იყავი აქტიური - მუდმივად ადევნე თვალი Hamster Kombat-ის ოფიციალურ არხს, სადაც სხვადასხვა განცხადებები მუდმივად თავსდება პროექტის შესახებ.

რა გჭირდება ტოკენის გასანაღდებლად?

იმისათვის, რომ Airdrop-ის შედეგად დარიცხული HMSTR კრიპტოს განაღდება შეძლო, რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო:

  • გაეცანი მოთხოვნებს - როგორც ვახსენეთ, ტოკენის ეირდროპის მისაღებად საჭიროა რომ ყველა პირობას აკმაყოფილებდე, ამიტომ წინასწარ გაეცანი თუ რა მოთხოვნები აქვს თამაშს რათა დარწმუნებული იყო, რომ 26 სექტემბერს სრულიად მომზადებული შეხვდე.

  • შეამოწმე ბალანსი - იმისათვის, რომ ტოკენის განაღდება შეძლო, საჭიროა ის შენს ბალანსზე აღმოჩნდეს. 2024 წლის 26 სექტემბრის Airdrop-ის შემდგომ, საჭიროა, რომ შენი საფულე და კრიპტო ბალანსი შეამოწმო, თუკი ტოკენები არსად ჩანს, დარწმუნდი, რომ თამაშში სწორი მისამართი გაქვს მითითებული.

  • გამოიყენე შესაბამისი საფულე და ბირჟა - როგორც უკვე ვიცით, HMSTR ტოკენი TON-ის ქსელზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა არის, შესაბამისად მის მისაღებად და გამოსაყენებლად საჭიროა ისეთი კრიპტო საფულე, რომელიც TON-ის ქსელთან თავსებადია. ხოლო ტოკენის რეალურ ფულად გადასაქცევად, საჭიროა რომ ის საფულიდან შესაბამის კრიპტო ბირჟაზე გადაიტანო, რომელზეც ტონის ქსელი ასევე მხარდაჭერილია.

როგორ გავანაღდო Hamster Kombat-ის ტოკენი - დეტალური გზამკვლევი:

  • შეამოწმე შენი კრიპტო ბალანსი

დაანონსებული Airdrop-ის შემდგომ, საჭიროა რომ თამაშში გადახვიდე Airdrop-ის Tab-ში და შეამოწმო შენი ქულების რაოდენობა. სწორედ ეს ქულები იქნება იმის განმსაზღვრელი თუ რამდენი HMSTR ტოკენი დაგერიცხება. დარწმუნდი, რომ ყველა საჭირო დავალება და ამოცანა შესრულებული გაქვს. თუკი შენი ტოკენები არსად ჩანს, მაშინ გადაამოწმე ნამდვილად სწორი საფულე გაქვს თუ არა დაკავშირებული ტელეგრამთან.

  • დააკავშირე კრიპტო საფულე

იმისათვის, რომ მიღებული კრიპტოვალუტის განაღდება შეძლო, საჭიროა რომ შენს ტელეგრამს ისეთი კრიპტო საფულე დაუკავშირო, რომელსაც TON-ის ქსელის მხარდაჭერა ექნება:

  1. გახსენი ტელეგრამი, ჩართე Hamster Kombat და გადადი Airdrop-ის ველში
  2. აირჩიე დავალება, რომელიც საფულის აპლიკაციასთან დაკავშირებას გულისხმობს
  3. მიჰყევი ინსტრუქციას და დარწმუნდი, რომ საფულე ყველა წესის დაცვით დაუკავშირე ტელეგრამს. მას შემდგომ, რაც ყველაფერს გააკეთებ დადასტურების ნიშნად მიიღებ შეტყობინებას

  • აირჩიე კრიპტო ბირჟა

მას შემდგომ, რაც შენს საფულეში ტოკენები დაირიცხება, კრიპტოს გამოსატანად შემდეგი ეტაპები უნდა გაიარო:

  1. შეარჩიე ისეთი კრიპტო ბირჟა, სადაც HMSTR ტოკენი იქნება დალისტული.
  2. პლატფორმაზე ანგარიშის შექმნის შემდგომ, დააკოპირე HMSTR-ის საფულის მისამართი
  3. დაკოპირებული მისამართი ჩასვი TON-ის საფულის შესაბამის ველში
  4. ჩაწერე ის რაოდენობა, რომლის განაღდებაც გსურს, შემდგომ კი მიჰყევი ინსტრუქციას
  5. სანამ ტრანზაქციას საბოლოოდ დაადასტურებ, ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმე

გაითვალისწინე, რომ ყველა პლატფორმასა და კრიპტო ბირჟას განსხვავებული დიზაინი და გატანის პროცესი აქვს, თუმცა ფუნდამენტურად პროცესი ყველგან ერთნაირია. გჭირდება წვდომა ტელეგრამში დამატებულ საკუთარ საფულეზე და HMSTR ტოკენის საფულის მისამართი, რომელიც შენს მიერ შერჩეულ ბირჟაზე იქნება წარმოდგენილი, სულ ეს არის. HMSTR ტოკენის განაღდება ზუსტად ისევე ხდება, როგორც სხვა ყველა პოპულარული კრიპტოვალუტის შემთხვევაში, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა.

საბოლოოდ კი, როდესაც Airdrop-ის შედეგად დარიცხული HMSTR ტოკენი ბირჟაზე მოხვდება, მას სასურველ კრიპტოში ან პირდაპირ Fiat ვალუტაში გადაცვლი და სურვილისამებრ გაანაღდებ.

შეჯამება

იმისათვის, რომ Hamster Token-ის მიღება შეძლო, საჭიროა რომ თამაშის ფარგლებში ყველა დავალება შეასრულო, თუმცა ამას გარდა, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც. შენ აუცილებლად დაგჭირდება TON-ის ქსელში მომუშავე კრიპტო საფულე და შესაბამისი კრიპტო ბირჟა.

ტოკენების მიღებისა და მათი საფულეზე გადატანის შემდგომ პროცესი არ სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ შენ მაქსიმალურად შეძლო შენი აქტივების სწორად მართვა და მათი დაცვა. ყოველთვის გამოიყენე ორ ფაქტორიანი აუთენტიფიკაცია და მუდმივად ადევნე თვალი შენს კრიპტო საფულეს, იქნება ის ონლაინ თუ სხვა გვარის.

აუცილებლად ადევნე თვალი Hamster Kombat-ის ოფიციალურ არხებს, რათა არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე და ინფორმაცია მომავალი პროექტების შესახებ, მოემზადე 26 სექტემბრისათვის!

Support