რა არის მიმქოინი?
თუკი ისეთი ტრადიციული კრიპტოვალუტა, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი ან თუნდაც ლაითქოინია, მოგბეზრდა და რაღაც ახალი გინდა, მაშინ მიმ ქოინი საშენოა.
ასეთი ტიპის ციფრული აქტივები სახუმარო თემატიკაზე არიან შექმნილი და სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელზე მუშაობენ. მიმები ინტერნეტში გავრცელებული სახუმარო ფოტოებია, მიმ ქოინი კი ამ ფოტოებთან დაკავშირებული კრიპტოვალუტა.
ყველა ინტერნეტ მომხმარებელმა იცის Pepe, რომელიც სევდიანი ბაყაყია და კლასიკური მიმების ეპოქიდან არის. Pepe ქოინი კი, ის მიმქოინია რომელიც სწორედ ამ ფოტოს მოტივებზე შეიქმნა და დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცნობილ მიმ ქოინებს შორის არის შიბა ინუ, ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტა დოჯქოინი და ბოლო ხანებში პოპულარული აქტივი - Dogwifhat.
გარდა იმისა, რომ მიმქოინები სატირული და სახუმარო ხასიათით გამოირჩევიან, მათ ასევე დიდი საინვესტიციო პოტენციალიც აქვთ. ამგვარი აქტივების მთავარი დამახასიათებელი ნიშა დროის მოკლე მონაკვეთში სწრაფი პროცენტული ზრდაა.
ამ ბლოგში კი, გეტყვით, რა მნიშვნელოვან პარამეტრებს უნდა მიაქციო ყურადღება, თუ მიმქოინის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი და არ გინდა მოტყუვდე.
პარამეტრი I - რამდენი ადამიანი ფლობს კრიპტოს
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა საკმაოდ ტექნოლოგიური და რთული ინდუსტრიაა, მიმქოინების მთავარი მამოძრავებელი ძალა არა მათი ბლოკჩეინი ან სხვა ტექნიკური მახასიათებელია, არამედ ის თუ რამდენი ადამიანი ფლობს აქტივს.
პირველი ნიუანსი, რასაც კრიპტოს ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციო არის ის, თუ რა ჯამური რაოდენობის კრიპტოს ფლობენ TOP 10 ინვესტორები.
ანუ, თუ კრიპტოვალუტას სულ 100 ადამიანი ფლობს და აქტივების ჯამური რაოდენობის 70% მხოლოდ 10 ადამიანის მფლობელობაშია მოქცეული, რაღაც რიგზე ვერ არის.
ასეთ დროს დიდია სპეკულაციებისა და ბაზარზე ზემოქმედების შანსი, რაც შემდგომ კრიპტოს ფასზეც აისახება.
Dogwifhat-ის შემთხვევაში, შეგვიძლია კრიპტოვალუტის პროცენტული განაწილება ვნახოთ Solana.fm-ის პლატფორმაზე და დავრწმუნდეთ, რომ „დიდი მოთამაშეები“ ბაზარს არ აკონტროლებენ.
ამგვარი ინფორმაციის შემოწმება სხვადასხვა პლატფორმაზეა შესაძლებელი და ეს დამოკიდებულია, თუ რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს ესა თუ ის კრიპტოვალუტა და მიმქოინი.
პარამეტრი II – ლიკვიდურობის ავზის დაწვა (LP Burning)
კრიპტოვალუტების სანდოობაში უდიდესი როლი ლიკვიდურობას შეაქვს. ყველა ციფრული აქტივისათვის, არ აქვს მნიშვნელობა მიმ ქოინია თუ ტრადიციული კრიპტოვალუტა, ლიკვიდურობის ავზი, მნიშვნელოვანია. ეს არის გარანტი, რომ შენს თანხებს არავინ მოიპარავს.
ლიკვიდურობის ავზები (Liquditiy Pools) უზრუნველყოფენ იმას, რომ კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს მუდმივად ჰქონდეთ ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭირო რესურსები, დაყოვნებისა და შეფერხებების გარეშე.
ჩადებული ლიკვიდურობის სანაცვლოდ, სოლანას ქსელზე დაწერილი კონტრაქტი ან ტრადიციული ჭკვიანი კონტრაქტი, ავტომატურად იძლევა LP ტოკენს, რაც ჩადებული ლიკვიდურობის დამადასტურებელია.
ხოლო როდესაც ლიკვიდურობის ავზი იწვება, ეს ნიშნავს იმას რომ ავზში არსებული ტოკენები სამუდამოდ ამოიღება მიმოქცევიდან, ანუ LP ტოკენი, რომელიც გასაღების როლს ასრულებს ჩადებული აქტივებისაკენ, სამუდამოდ ქრება. ეს არის გარანტი, რომ პროექტის ავტორი, არ გაქრება სხვა ადამიანების აქტივებთან ერთად.
მოკლედ, ლიკვიდურობის ავზის ჩაწვას შემდეგი პლიუსები აქვს:
- უსაფრთხოება - ლიკვიდურობის ჩაწვა არის გარანტი იმისა, რომ კრიპტოვალუტა და პროექტი არ ატარებს თაღლითურ ხასიათს და მისი ავტორი ფულის მითვისებით არ არის დაინტერესებული.
- მოთხოვნა-მიწოდების რეგულირება - ტოკენების გაქრობით, ავზში აქტივების დანაკლისი წარმოიქმნება, რამაც პოტენციურად კრიპტოს ფასი შეიძლება გაზარდოს.
ახლად შექმნილი მიმქოინებისა და კრიპტოვალუტების ჩამწვარი ლიკვიდურობის ნახვა რამოდენიმე პლატფორმაზეა შესაძლებელი.
თუკი რომელიმე ასეთი კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტე, შედიხარ Photon-ზე ან Dexscreener-ზე, სადაც ახლად შექმნილი აქტივები დაგხვდება. მათ გვერდზე კი, სპეციალური ინდიკატორი აქვთ, რომელიც გვეუბნება ჩამწვარია თუ არა ლიკვიდურობა.
პარამეტრი III – ახალი ქოინების მინთინგი ანუ გამოშვება (Mint)
მინთინგი არის ახალი კრიპტოვალუტების „დაბეჭდვა“ და ცირკულაციაში ჩაშვება. როდესაც დეველოპერი ციფრულ აქტივს შექმნის, ის ბლოკჩეინში მინთინგის პროცესს დეტალურად წერს.
თუკი მინთინგი გახსნილი და ავტორიზებულია, დეველოპერს შესაძლებლობა აქვს მიმოქცევაში ულიმიტო რაოდენობის კრიპტოვალუტა ჩაუშვას, რაც აქტივის გაუფასურებასა და დიდ ინფლაციურ რისკებს უკავშირდება.
სქემერული და თაღლითური რისკების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დარწმუნდე, რომ მინთინგი შეზღუდულია და ახალი კრიპტოვალუტების დამატებით მიმოქცევაში შემოდინება შეუძლებელია.
თუმცა, არის რამოდენიმე დიდი კრიპტოვალუტა, რომელიც მინთინგს აქტიურად იყენებს და მათ პროექტს არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასეთია USDT, რომელიც ყოველი ახალი ერთეული კრიპტოვალუტის დამინთვის შემდგომ, სანაცვლოდ იმავე რაოდენობის ა.შ.შ. დოლარის რეზერვს ათავსებს.
ისევე როგორც ლიკვიდურობის ავზის ჩაწვა, მინთინგის კონფიგურაციაც შეგიძლია წინასწარ, Dexscreener-სა და Photon-ზე შეამოწმო.
პარამეტრი IV - ლიკვიდურობა
მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრი არ არის რომელიმე კრიპტო პროექტის სიჯანსაღის დასადგენად, ეს მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რაც უფრო დიდია ლიკვიდურობა, მით უფრო ჯანსაღია შესაბამისი კრიპტოს ეკოსისტემა. ლიკვიდურობა, ეს არის პარამეტრი, თუ რამდენად მარტივად შეძლებ შენი კრიპტო აქტივების გადაცვლას - ყიდვა ან გაყიდვას.
ბირჟებზე ლიკვიდურობას ძირითადად თრეიდერები ქმნიან და ამით ერთი მხრივ ჯილდოვდებიან, მეორე მხრივ კი კრიპტოვალუტის ეკოსისტემის გამართულად ფუნქციონირებაში შეაქვთ საკუთარი როლი.
პარამეტრი V - მყიდველების და გამყიდველების რაოდენობა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ახლად გამოსული მიმქონისა თუ სხვა კრიპტოვალუტის ყიდვისას უნდა გაითვალისწინო არის მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა, ანუ რამდენი მარკეტ მეიქერია ბაზარზე.
რაც უფრო მეტი ადამიანი ყიდის და ყიდულობს კრიპტოს, მით უფრო მეტია დაინტერესება, როგორც დიდი ინვესტორებისაგან, ისე მცირე მყიდველებისაგან.
ადამიანთა სიმრავლე დამატებით სანდოობას იწვევს და ასეთ კრიპტოს ყიდვა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე მცირე რაოდენობის მარკეტ მეიქერების მქონდე აქტივების.
იმის ნახვა, თუ რამდენი ადამიანი ვაჭრობს კრიპტოვალუტით, Photon-ზეა შესაძლებელი.
შეჯამება - მიმქოინების ყიდვა სარისკო, მაგრამ მომგებიანია!
მიუხედავად იმისა, რომ მიმქოინების ყიდვა სარისკოა, განსაკუთრებით კი ახლად შექმნილის, შენ უკვე იცი, რა ძირითად და კრიტიკულ კრიტერიუმებს უნდა მიაქციო ყურადღება.
ყურადღება მიაქციე იმას, თუ რა პროპორციით ფლობენ ინვესტორები კრიპტოვალუტის საერთო ჯამურ რაოდენობას, რადგან თავი დაიზღვიო სპეკულაციური ქმედებებისგან. გადაამოწმე ჩამწვარია თუ არა ლიკვიდურობა, რათა შენი აქტივები ვინმემ არ მიითვისოს და დარწმუნდი, რომ მინთინგიც, ანუ ახალ-ახალი კრიპტოვალუტების “დაბეჭდვაც” შეუძლებელია.
კრიპტოვალუტის სიჯანსაღეში ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციო ლიკვიდურობასა და იმას, თუ რამდენი ადამიანი ვაჭრობს, ანუ ყიდის და ყიდულობს კონკრეტულ აქტივს.
ეს პარამეტრები 100% არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტისა და მიმ ქოინის სიჯანსაღეს, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნის იმ კრიპტოს ირგვლივ, რომლის ყიდვასაც აპირებ.