Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
English text on the left side of the visual with Nyan cat with rainbow on the right side
2023-04-04clock5 minutes

თავის დროზე NFT-სა და ციფრული ხელოვნების პოპულარობის ზრდაში გარკვეული წვლილი შეიტანა ინტერნეტში გავრცელებულმა სახალისო და ვირუსულმა ფოტოებმა, რომლებსაც მიმები ეწოდებათ.

ზოგიერთი ასეთი მიმი საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდა, რაც ამ ტიპის ფოტოებისადმი ადამიანების დამოკიდებულებაზე ნათლად მეტყველებს.

ამ ბლოგში ჩვენ ვნახავთ 11 ცნობილ მიმს, რომელიც როგორც NFT ისე გაიყიდა.

რა არის NFT მიმები?

ტრადიციულმა NFT ბაზარმა ხელი შეუწყო ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ დარგის, NFT მიმების აღზევებას. NFT მიმები არიან ბლოკჩეინში დადასტურებული და ავთენტური ცნობილი და ვირუსული ინტერნეტ ფოტოები.

Nyan Cat

პიქსელირებულმა მფრინავმა კატამ, რომელსაც ნამცხვრის ტანი აქვს და Nyan Cat-ის სახელით იცნობს ინტერნეტი, ისტორია 2021 წლის თებერვალში დაწერა. ის გახდა პირველი Meme, რომელიც 300 ეთერიუმის ეკვივალენტად გაიყიდა. Nyan Cat-ის ასე ძვირად გაყიდვა NFT საზოგადოებისთვის ნიშანი იყო, რომ შესაძლებელია ძველი და კარგად ნაცნობი მიმები სარფიან ინდუსტრიად იქცეს.

Disaster Girl

ცეცხლ მოკიდებული სახლის ფონზე მდგარი გოგოს ფოტო, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, მალე გადაიქცა მიმად, ხოლო 2021 წლის აპრილში, როგორც NFT 180 ETH გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ NFT ნამუშევრებად არა-მხოლოდ პოზიტიური მიმართულების მიმები, არამედ ნეგატიური ხასიათის ფოტოებიც შეიძლება გაიყიდოს.

Doge

პოპულარული ძაღლის სახეობა შიბა ინუს მიმი, ცნობილი როგორც Doge 2021 წლის ივნისში NFT სენსაცია გახდა, როცა 1,696 ეთერიუმად გაიყიდა.

Doge მიმის გაყიდვა პოზიტიური მოვლენა არა-მხოლოდ NFT ინდუსტრიისთვის აღმოჩნდა, არამედ მოვლენამ სერიოზული ბიძგი მისცა კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ფასის ზრდასაც.

ეს კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული ორი ინდუსტრია ერთმანეთთან.

Stonks

საფონდო ბირჟის ფასების ფონზე მდგარი ბიზნესმენი, რომელიც აღმავალ ტრენდზე მიუთითებს NFT ნამუშევრად 2021 წლის მაისში გადაიქცა და ამჯერად უცნაური ხერხით, არა კრიპტოვალუტით, არამედ ტრაიდიციული fiat ვალუტით გაიყიდა - $10.000.

Stonks მიმი სიმბოლური გამოდგა, რადგან ფოტოზე სწორედ აღმავალი ტრენდია გამოსახული.

Pepe the Frog

Meme ნამუშევრები გაყიდული ფასების მიხედვით ჩვენს გაკვირვებას აგრძელებენ. ინტერნეტ სივრცეში ცნობილი მწვანე ბაყაყი სახელად Pepe დიდი ხანია Meme-ად არის ქცეული.

2021 წლის NFT ციებ-ცხელების პერიოდში ის 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. სწორედ მაშინ, Pepe The Frog დაკავშირებული იყო ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუმცა NFT საზოგადოებაზე ამას ზეგავლენა არ ქონია, მათ ეს ფაქტი კიდევ ერთ დასტურად მიიღეს, რომ NFT სივრცე შეუზღუდავი და თავისუფალია სხვადასხვა ზეგავლენებისაგან.

Charlie Bit My Finger

NFT ციებ-ცხელების პერიოდში გაყიდული კიდევ ერთი NFT ნამუშევარი ამჯერად ცნობილი ვიდეოა. საინტერესოა ისიც, რომ ანიმაცია გადაკეთდა სტატიკურ ფოტოდ და შემდგომ NFT ნამუშევრად, რომელშიც ჯამში 389 ეთერიუმი გადაიხადეს.

Grumpy Cat

ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომელთაც კატებიც და NFT-იც განსაკუთრებით უყვართ. სწორედ მათი წყალობით, Grumpy Cat-ის მიმი გაიყიდა 44 ეთერიუმად.

მოღუშული კატა ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო, რომელშიც ცხოველია გამოსახული და NFT ნამუშევრად გარდაიქმნა.

Harambe

2016 წელს ზოოპარკში მომხდარი ინციდენტის შედეგად გორილა, სახელად ჰარამბე გარდაიცვალა.

ცხოველის გალიაში ბავშვი ჩავარდა და ზოოპარკის თანამშრომლებს გორილას ლიკვიდაცია მოუხდათ. სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა ინტერნეტში მანამდე მიმად ქცეული ჰარამბეს ფოტო, რომელიც NFT ნამუშევრად იქცა და 30 ეთერიუმად გაიყიდა.

Good Luck Brian

Good Luck Brian ჩვენს მიერ აქამდე ნახსენებ მიმებზე გაცილებით ძველი ფოტოა. ის 2021 წლის აპრილში 20 ეთერიუმად გაიყიდა OpenSea-ზე და ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი გამოდგა ინდუსტრიის გულშემატკივართათვის, რომ ძველ არტეფაქტებს, იქნება მიმი თუ უბრალო ფოტო, შეუძლია ახალი სიცოცხლე ქონდეს.

The Keyboard Cat

კიდევ ერთი ვიდეო ტიპის NFT ნამუშევარი, რომელიც 33 ეთერიუმად გაიყიდა კატის მიერ პიანინოზე შესრულებული „მუსიკალური ნომერია“.

როგორც ვნახეთ, ჩვენს სიაში ორი ისეთი ფორმატი მოხვდა, რომელიც სტატიკური ფოტო არ არის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ NFT ინდუსტრია საკმაოდ მრავალფეროვანია და საზღვრები არ გააჩნია.

Success Kid

მიღწეული წარმატებისა და შესრულებული სურვილის სინონიმად გავრცელებული მიმი, ინტერნეტში ყველასათვის საყვარელ ფოტოს უკავშირდება, სადაც პატარა ბავშვია გამოსახული.

ის ჩვენს სიაში მოხვედრილი ყველაზე ცნობილი Meme-ია, რომელიც NFT ნამუშევრად აქციეს და ინდუსტრიის ციებ-ცხელების პერიოდში 15 ETH გაიყიდა.

სწორედ ამ ნამუშევრის მიმართ შეიკრიბნენ NFT ინდუსტრიის კრიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ რომ ის უბრალოდ საპნის ბუშტია (Bubble), თუმცა სახუმარო ფოტოებმა, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით ხელოვნების ნიმუშები გახდნენ, სხვაგვარად მეტყველებენ.

როგორც ვთქვით, NFT MEME-ებმა გარკვეული რევოლუცია მოახდინეს NFT ხელოვნების ინდუსტრიაში იმ კუთხით, რომ ნებისმიერ ნამუშევარი შეიძლება იყოს ფასეული და ხელოვნებას ჩარჩოები არ აქვს.

სხვადასხვა მიმების გაყიდვამ, იქნება ეს Nyan Cat თუ სხვა, გვაჩვენა, რომ ადამიანებს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვთ ინტერნეტში გავრცელებული ტრენდებისა და მოვლენების ირგვლივ, ასევე ისინი გახსნილი არიან მოწინავე ტექნოლოგიების მიმართ და სწორედ Blockchain გამოდგა ამ ორი მამოძრავებელი სენტიმენტის გამაერთიანებელი, რამაც ახალი ინდუსტრია NFT Meme-ები მოგვცა.

პარალელურად, სხვადასხვა ცნობილი მიმების ნამუშევრებად გარდაქმნამ მედია საშუალებები აალაპარაკა ამ მოვლენის ირგვლივ, რამაც საბოლოო ჯამში NFT ინდუსტრიის პოპულარიზაცია გამოიწვია.

NFT Meme-ების გაჩენამ კი, ახალი გზა გაუხსნა ციფრული ხელოვნებით დაკავებულ ადამიანებს, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ნამუშევრები, პარალელურად კი, ხელი შეუწყონ ციფრული ეკონომიკის განვითარებას. არაფრით გამორჩეულ ზოგიერთ მიმში გადახდილმა დიდმა თანხამ გვაჩვენა, რომ ინდუსტრია საკმაოდ ფასეულია აქტივების მიმოცვლის კუთხით.

ხოლო, NFT ნამუშევრებად არა-მხოლოდ სტატიკური ფოტოების, არამედ ვიდეოების გამოჩენამ ხაზი გაუსვა იმ მოვლენას, რომ NFT შეუზღუდავი და ჩარჩოების გარეშე მქონე ინდუსტრიაა, სადაც უამრავი ფორმატი და იდეა შეიძლება იყოს წარმატებული.

შეჯამება:

მიმებმა NFT ინდუსტრიასა და ციფრულ ხელოვნებას გარკვეული ცნობადობა შემატეს. ამ ტიპის ხელოვნების ნიმუშების გამოჩენამ, შემქმნელებს მისცა საშუალება ერთი მხრივ ინდუსტრიის პოპულარიზაციისათვის შეეწყოთ ხელი, მეორე მხრივ კი - მონეტიზაცია განეხორციელებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ბაზრის ბუმად 2021 წელი ითვლება, ზოგიერთი NFT Meme და სხვა ნამუშევრები დღესაც საკმაოდ პოპულარულია და დიდ თანხებად ივაჭრება.

ახალი მიმები კი, ყოველდღიურად ჩნდებიან ინტერნეტ სივრცეში. შენც შეგიძლია რომელიმე მათგანი ხელოვნების ნიმუშად აქციო და ახალი NFT ბუმი წამოიწყო!

Support