რუბრიკა, რომელშიც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა კრიპტო ბირჟებს, გრძელდება. მისი მიზანია კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ადამიანებს მიაწოდოს სრული და დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა კრიპტო ბირჟების, მათ შორის სხვაობისა და მსგავსების შესახებ და ა.შ.
დღევანდელ ბლოგში შევადარებთ ორ კრიპტო ბირჟას - Cryptal-სა და Mycoins-ს. გეტყვით რა სხვაობა და მსგავსება არსებობს მათ შორის, რა აქტივებია მხარდაჭერილი, იქნება ეს კრიპტოვალუტა თუ ტრადიციული ვალუტა, როგორ შეძლებთ ქოინების ყიდვა გაყიდვას.
კრიპტოვალუტებით ვაჭრობა რა მეთოდებით შეიძლება?
ქოინებისა და კრიპტო აქტივების ყიდვა შესაძლებელია ორივე კრიპტო ბირჟაზე - Cryptal-სა და Mycoins-ზე. განსხვავება არსებობს მეთოდებს შორის.
Cryptal-ზე ხელმისაწვდომია, როგორც Spot ბირჟა, ასევე კონვერტაცია. სულ რამოდენიმე კლიკით შეგიძლია შეავსო შენი ბიტკოინის საფულე ან სხვა რომელიმე კრიპტო აქტივი მარტივად იყიდო.
Mycoins-ზე კი, კრიპტოვალუტების ყიდვა მხოლოდ სწრაფი გადაცვლის ფუნქციით არის შესაძლებელი, ანუ თქვენ ვერ დადებთ ბირჟაზე ყიდვა გაყიდვის ბრძანებას - შეიძენთ მხოლოდ ფიქსირებულ ფასად.
პირადი ბროკერი (OTC) ხელმისაწვდომია?
OTC, ანუ პირადი ბროკერი არის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას გაყიდონ და იყიდონ კრიპტო და ფიატ ვალუტა ბირჟაზე მოთხოვნის განთავსების გარეშე.
თუ დეტალურად გაინტერესებს რა არის პირადი ბროკერი (OTC), გაეცანი ჩვენს ბლოგს:
Cryptal-ზე პირადი ბროკერის სერვისი ხელმისაწვდომია და მისი სარგებლობისთვის მოგვწერე აქ. Mycoins-ზე კი, ასეთი სერვისი არ არსებობს.
Fiat ვალუტა: რომელია ხელმისაწვდომი?
კრიპტო აქტივების ყიდვისთვის საჭიროა ტრადიციული ვალუტა. ანდაც სულაც იქნებ კრიპტო აქტივების გაყიდვა და ფიატ ვალუტის მიღება გსურს?
Cryptal-ზე ხელმისაწვდომია სამი პოპულარული აქტივი: ლარი (₾), ევრო (€) და ა.შ.შ დოლარი ($), რომელიც შემდგომ პლატფორმაზე ავტომატურად კონვერტირდება ტოლარში, ტოევროსა და ტოდოლარში.
Mycoins-ზე კი - ლარი (₾) და დოლარი ($).
როგორ შეგაქვს და გაგაქვს ტრადიციული ვალუტა?
შენს Cryptal-ის ანგარიშზე შეგიძლია დეპოზიტი განახორციელო რამოდენიმე მარტივი მეთოდით, ესენია: Visa/Mastercard ბარათების გამოყენება, WallyPay და საბანკო გადარიცხვა.
Mycoins-ზეც ანალოგიური მეთოდები მოქმედებს - Visa/Mastercard და საბანკო გადარიცხვა.
Cryptal - სავაჭრო გადასახადი
ყველა კრიპტო თრეიდერისათვის, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობს, მნიშვნელოვანია ვაჭრობის საკომისიო და სფრედი.
Mycoins-ს არ აქვს ბირჟის მხარდაჭერა, შესაბამისად ასეთი ტიპის საკომისიო იქ არ არსებობს, ხოლო Cryptal-ზე საკომისიო, როგორც Taker-ის, ისე Maker-ის შემთხვევაში 0.25% შეადგენს.
რაც შეეხება კონვერტაციას-ს, ანუ სწრაფი გადაცვლის ფუნქციონალს, Mycoins-ზე ყიდვის შემთხვევაში სფრედი +2%-ია, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში -4%.
Cryptal-ზე კრიპტო აქტივების კონვერტაციის გამოყენებით შეძენის შემთხვევაში სფრედი +2%-ია, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში -2.5%.
USDT-ის ყიდვასა და გაყიდვაზე კი, Cryptal-ზე განსხვავებული ტარიფები მოქმედებს.
თუ კრიპტო დოლარს, ანუ Tether-ს ყიდი, შენს ამას 1.8%-იანი საკომისიოთი შეძლებ, ხოლო ყიდვის შემთხვევაში დამატებით 0.4%-იან სარგებელს მიიღებ.
რამდენია დეპოზიტის საკომისიო?
Cryptal-ზე თუ თანხის შემოტანა გადაწყვიტე, ამას ორი მარტივი მეთოდით შეძლებ: საბანკო გადარიცხვა, ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით.
კრიპტალზე საბანკო გადარიცხვით თანხის დეპოზიტი სრულიად უპროცენტოა. ვიზა და მასტერქარდ საბანკო ბარათების გამოყენებით კი ამას 3% შეძლებ.
Mycoins-ის შემთხვევაშიც საბანკო გადარიცხვით ფიატ ვალუტის დეპოზიტი 0%-ია, ხოლო ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით - 2.5%.
თანხის შეტანისა და გამოტანის გადასახადი
თუ Cryptal-დან ტრადიციული ვალუტის გატანა გადაწყვიტე, ამისათვის შეგიძლია კარგად ნაცნობი გზები გამოიყენო - საბანკო გადარიცხვა ან Visa/Mastercard ბარათები.
საბანკო გადარიცხვის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს საკუთარი აქტივები ყველანაირი პროცენტის გარეშე გააქვს, ხოლო ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით საკომისიო 1.2 ლარს შეადგენს.
Mycoins-ის შემთხვევაში თანხის გამოტანა შესაძლებელია ლიბერთი ბანკისა და Intelexpress-ის ფილიალებში, რა დროსაც საკომისიო 3%-იანია. ასევე შესაძლებელია Sმარტივის ანგარიშზე 0%-იანი საკომისიოთი გამოტანა და ლიბერთი ბანკის ბანკომატის გამოყენება, რა დროსაც მომხმარებელი 1.5%-იან საკომისიოს იხდის.
რაც შეეხება კრიპტო აქტივების გატანას, Cryptal-ზე ყველა კრიტპ აქტივის გატანა ყოველგვარი საკომისიოების გარეშე, უფასოდ არის შესაძლებელი, ხოლო Mycoins-ზე 1%-იანი საკომისიო მხოლოდ BTC-ის გატანაზე მოქმედებს, სხვა ყველა ქოინის შემთხვევაში - 0%.
Cryptal-ის კრიპტოვალუტები
თრეიდინგისთვის Cryptal-ზე ხელმისაწვდომია პოპულარული კრიპტოვალუტების დიდი არჩევანი - ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), USDT, რიპლი (XRP), ავე (AAVE), კარდანო (ADA) და სხვა. ჯამში 26 კრიპტო აქტივი.
MyCoins-ის კრიპტოვალუტები
Mycoins-ზე კი ხელმისაწვდომია 13 კრიპტოვალუტა, როგორებიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი და ა.შ.
როგორ დავუკავშირდე Support-ს (დახმარების გუნდი)?
ისეთი ინდუსტრიისთვის, როგორიც კრიპტოა, მნიშვნელოვანია სისწრაფე და ამომწურავი პასუხის მიღება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დახმარების გუნდი შენთვის სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი.
გაითვალისწინე, Cryptal-ის დახმარების გუნდის სამუშაო საათები 10:00 - 00:00 არის. ხოლო Mycoins-ის - 10:00 – 19:00.
Cryptal უსაფრთხოების პირობები
თანამედროვე სამყაროში და განსაკუთრებით კრიპტო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია, რომ აქტივები უსაფრთხოდ იყოს დაცული და განთავსებული მომხმარებლის საფულეში.
სწორედ ამიტომ, კრიპტალი შესაბამისობაშია კრიპტოვალუტების უსაფრთხოების საერთაშორისო CCSS სტანდარტთან და მონაცემები სრულიად დაშიფრულია.
გარდა ამისა, პლატფორმაზე ავტორიზაციისათვის საჭიროა 2FA ავთენტიფიკაცია, რაც ორ შრიანი დაცვის სისტემაა.
შეჯამება:
კრიპტო აქტივებითა და თრეიდინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის ყველა ზემოთ განხილული ასპექტი მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაწყვეტილების მისაღებად და მისთვის შესაბამისი კრიპტო ბირჟის შესარჩევად.
გაითვალისწინე, შენზე მორგებული კრიპტო ბირჟის არჩევა დამოკიდებულია შენს სავაჭრო სტრატეგიასა და საჭიროებებზე.
გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას!