Სარჩევი
შეიძლება გამოგადგეს:
2023-01-103 minutes
ოდესმე გაგიგია Order Book-ის შესახებ, მაგრამ არ იცი როგორ გამოიყენო ის? თუ ასეა, მარტო არ ხარ!
ყველა თრეიდერისთვის Order Book საკმაოდ გამოსადეგი ხელსაწყოა, რომელიც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.
ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაფერს, რაც Order Book-ს ეხება. როგორ მუშაობს ის და როგორ შეგვიძლია მისი ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება.
რა არის Order Book?
- კრიპტო ბირჟაზე დადებული ყიდვისა და გაყიდვების ციფრული ჩანაწერი.
- გვიჩვენებს ამჟამინდელ საბაზრო ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდებას
- Order Book მუდმივად ცვალებადია, რადგან ყიდვისა და გაყიდვის ორდერები მომხმარებლების მიერ მუდმივად ახლდება
როგორ წავიკითხოთ Order Book?
Order Book დაყოფილია ორ ნაწილად: ყიდვის ბრძანება & გაყიდვის ბრძანება
- ყიდვის ბრძანება გვიჩვენებს, თუ მაქსიმუმ რა თანხის გადახდაზეა მყიდველი თანახმა და აქტივების რა მოცულობაზეა საუბარი.
- გაყიდვის ბრძანება გვიჩვენებს, თუ მინიმუმ რა ფასად არიან მზად რომ გაყიდონ აქტივები, ასევე რა მოცულობა არის გამოტანილი გასაყიდად.
- სხვაობას ყიდვის მაქსიმალურ ფასსა და გაყიდვის მინიმალურ ფასს შორის ეწოდება სპრედი.
- ორდერ ბუქი გვიჩვენებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნავაჭრი აქტივების საერთო ჯამს
- Order Book-ის გაანალიზებით, შეგვიძლია განვსაზღვროთ კონკრეტული აქტივის მოთხოვნა-მიწოდების მოცულობა და რა ლიკვიდურობასთან გვაქვს საქმე (რამდენად მარტივად იყიდება აქტივები)
როგორ გამოვიყენოთ Order Book?
- ორდერ ბუქში შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ მიმდინარე ფასებს და შესაბამისად დადოთ ყიდვისა და გაყიდვის ბრძანება
- ორდერ ბუქში არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, შესაძლებელია თრეიდინგისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღება
- მაგალითად, თუ კონკრეტულ კრიპტოვალუტაზე ყიდვის ბევრი ორდერია მაღალ ფასში და გაყიდვის ცოტა ორდერი, დაბალ ფასში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ აქტივის მიმართ მოთხოვნა გაზრდილია და მოსალოდნელია ფასის ზრდა
- თუ პირიქით არის, ანუ ბევრი გაყიდვის ბრძანებაა დაბალ ფასში და არც ისე ბევრი ყიდვის ბრძანება, მოთხოვნა სუსტია და ფასიც სავარაუდოდ დაეცემა
რა არის Open Orders?
- აჩვენებს შენს მიმდინარე ღია ორდერებს, რომლებიც ჯერ არ დახურულა
რა არის Order History?
- აჩვენებს შენს ყველა განხორციელებულ ორდერს, იქნება ეს ყიდვის თუ გაყიდვის
Order Book ნებისმიერი თრეიდერისთვის, იქნება ის დამწყები თუ გამოცდილი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. ორდერ ბუქზე დაკვირვებით, შესაძლებელია უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და ამით წარმატებული ვაჭრობის შანსების ზრდა.