მცირე ვარდნის მიუხედავად, კრიპტოვალუტების ბაზარზე ქოინები და კრიპტო აქტივები მაინც ინარჩუნებენ მწვანე ტალღას და ინვესტორების სასიკეთოდ დიდ პროცენტულ ზრდასაც აჩვენებენ.
ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე ზრდადი ახალი ქოინი, სახელად Pepe (PEPE), რომელმაც სულ რაღაც ორ კვირაში ინვესტორებს მილიონობით მოგება მოუტანა.
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის!
რა ზრდა აქვს Pepe (PEPE) ქოინს?
გასული შვიდი დღის განმავლობაში (1 – 7 მაისი) Pepe ქოინმა 131%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც კრიპტოვალუტების დიდ ბაზარზე ყველაზე კარგი შედეგია.
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინვესტორი ორშაბათს, პირველ მაისს იყიდდა 1000 ლარის ღირებულების Pepe ქოინს, სულ რაღაც ერთ კვირაში, 7 მაისს, მისი აქტივების მოცულობა 2310 ლარი იქნებოდა.
Pepe ქოინი ზრდის რეკორდული მაჩვენებლებით მხოლოდ ერთი კვირის ჭრილში არ ლიდერობს, კრიპტო აქტიურ ზრდას აჩვენებს შექმნის დღიდან - 14 აპრილი.
გაითვალისწინე, მიმ ქოინებსა და მსგავს თემატიკაზე შექმნილ კრიპტო აქტივებს ხშირად დიდი ზრდის შემდგომ სტაგნაცია მოჰყვება და ისინი ძირითადად მოკლე ვადიან პერიოდში სარგებლის მიღებაზე არიან გათვლილები. აუცილებლად გამოიჩინე სიფრთხილე ასეთი კრიპტო აქტივებით ვაჭრობის დროს.
რა არის Pepe (PEPE) ქოინი?
Pepe ქოინი შეიქმნა 14 აპრილს და როგორც მიხვდებოდით კავშირი აქვს ცნობილ მიმთან, რომელსაც Pepe the Frog-ის სახელით იცნობს ინტერნეტ საზოგადოება. თუმცა ქოინს კავშირი არ აქვს მიმის შემქმნელ Matt Furie-თან.
მიმები სულ უფრო პოპულარული ხდება კრიპტო სივრცეში და Pepe ქოინი ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.
შეგახსენებთ, მანამდე Pepe the Frog-ის მიმი 1 მილიონ ა.შ.შ დოლარად გაიყიდა, როგორც NFT ნამუშევარი.
ქოინის შემქმნელი ჯგუფის შესახებ ბევრი არაფერი არ არის ცნობილი, მათ ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს და მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ან ისინი მიმების მოყვარულნი უნდა იყვნენ.
დაგეგმილია, რომ ცირკულაციაში 420 ტრილიონი Pepe ქოინი ჩაეშვას, საიდანაც 93.1% უკვე გადასროლილია ლიკვიდურობის აუზში.
რა გამოხმაურება აქვს Pepe (PEPE) ქოინს?
გამოჩენისთანავე PEPE საინტერესო და მიმზიდველი გახდა ინვესტორებისთვის. პირველ რიგში, მას უყურებდნენ როგორც სახალისო მიმ ქოინს, შემდგომ დაიწყო პარალელების გავლება აქამდე უკვე კარგად ცნობილ მიმ ქოინ Doge-თან, შემდგომ კი - ფასის დიდი ზრდა.
PEPE-ს ირგვლივ არსებულ ციებ-ცხელებაში ჩაერთნენ ცნობილი ინვესტორები და კრიპტო ენთუზიასტებიც.
ჯერ კიდევ 4 მაისს, ქოინის გაშვებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, საკუთარ Twitter-ზე დაპოსტა ბაყაყის ემოჯი ცნობილმა კრიპტო ინვესტორმა Tyler Winklevoss-მა, რის შემდგომაც ქოინზე ფასის ზრდა გაორმაგდა და იმ ადამიანებმაც დაიწყეს მისი შეძენა, რომლებიც მანამდე თავს იკავებდნენ.
Tyler-ის თვითი მისმა ძმამაც გადააზიარა და ამით ისინი ოფიციალურად ჩაერთნენ Pepe-ს ჰაიპში!
აქვე შეგახსენებთ, რომ თუ პეპე ქოინმა დაგარწმუნა, რომ დროა კრიპტო სამყაროში ჩაერთო და არ იცი, შენი კრიპტო მოგზაურობა რომელი კრიპტო ბირჟით დაიწყო, ნახე ჩვენი ბლოგი:
შეჯამება:
Pepe ქოინმა უამრავი ინვესტორი მოიზიდა მის გარშემო, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიაში და თრეიდინგში ჩართულები არ იყვნენ. ქოინის გამოსვლიდან დღემდე, Pepe-მ არნახული ზრდა დააფიქსირა და მხოლოდ ერთ კვირაში 131%-იანი ნამატით დაასაჩუქრა ინვესტორები.
თუმცა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ კრიპტო ბაზარზე შესაძლოა ამინდი უცბად შეიცვალოს და იცოდე, რომ თვალი მუდმივად უნდა ადევნო როგორც Pepe ქოინის, ასევე ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის ყოველწუთიერ მოქმედებებს.
გაითვალისწინე, აქ გაჟღერებული არც ერთი სიტყვა ფინანსური რჩევა არ არის!
გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას!