
Spot Trading ანუ ბირჟის გარიგება
რა არის Spot Trade, ანუ ბირჟის გარიგება?
Cryptal პირველი სრულფასოვანი კრიპტო ბირჟაა საქართველოში, კრიპტოვალუტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით. Cryptal-ის პლატფორმაზე Instant მარკეტთან ერთად, Spot ბირჟაცაა წარმოდგენილი. ამ ბლოგში კი მიმოვიხილავთ იმ უპირატესობებს, რომლებიც კრიპტო ბირჟას, ანუ Spot Trade-ს აქვს.
Cryptal-ზე Spot ბირჟას ორი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს, რომლებიც ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია - ვაჭრობის უფრო დაბალი საკომისიო გადასახადი და კრიპტოვალუტების უკეთესი ფასი, ვიდრე Instant მარკეტზე გვხვდება.
Spot ბირჟის მთავარი პრინციპი, ორ მომხმარებელს შორის გარიგების დადება და სასურველი პირობებით ვაჭრობაა. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელს სურს Bitcoin-ის გაყიდვა, თუმცა არა იმ ფასად რაც Instant მარკეტზეა, ის ათავსებს შეთავაზებას (order) Spot ბირჟაზე და ელოდება სხვა მომხმარებელს, რომლისთვისაც შეთავაზებული პირობები ხელსაყრელია.
ვაჭრობის ეს მეთოდი ხელსაყრელია მათთვის, ვისთვისაც აქტივების კონვერტაცია არაა საჩქარო, დაბალი საკომისიოთი სარგებლობა მნიშვნელოვანია და სურს, რომ ითამაშოს ბირჟაზე საკუთარი წესებით!
რა არის Market Order?
ბირჟაზე Market Order-ის მთავარი როლი ყიდვა & გაყიდვის ბრძანებაა, სადაც აქტივების ტრანზაქციები ხორციელდება ბაზარზე იმ მომენტში საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასით. Market Order-ის უპირველესი მიზანი თრეიდის დაუბრკოლებლად და მყისიერად განხორციელებაა.
რა არის Limit Order?
ლიმიტ ორდერის ბრძანების დროს თრეიდერი უთითებს მაქსიმალურ ფასს, რომელიც უღირს რომ აქტივში გადაიხადოს და მინიმალურ ფასს, რომლითაც Spot ბირჟაზე გამოტანილი აქტივები უნდა გაიყიდოს.
რა არის Order Book?
Order Book არის ადგილი, სადაც ჩანს ბირჟაზე აქტიური ყიდვის ან/და გაყიდვის ბრძანებები.
რა არის Candle Chart?
სანთლის დიაგრამა გვიჩვენებს როგორ იცვლება ფასი დროთა განმავლობაში. თუ Candle Chart მწვანეა, ნიშნავს რომ ფასი იზრდება, ხოლო თუ დიაგრამა წითელია - ფასი ეცემა.
რა არის სავაჭრო წყვილები?
სავაჭრო წყვილები არის ბირჟაზე წინასწარ დაწყვილებული კრიპტოები ან კრიპტო-fiat აქტივები. ისინი პირდაპირ გადაიცვლებიან ერთმანეთში.
მაგალითად, თუ არჩეული გვაქვს BTC-GEL წყვილი, გვინდა რომ Bitcoin პირდაპირ გადავცვალოთ ლარში.