STEPN Guide: ყველაფერი დამწყებთათვის GST/GMT ტოკენიდან კრიპტო შემოსავლამდე
რაიმე გზას ხომ არ ეძებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებ ფიზიკური აქტივობისა და კრიპტო შემოსავლის გაერთიანებას? STEPN, რევოლუციური აპლიკაცია, რომელიც დაფუძნებულია „იმოძრავე და გამოიმუშავე“ (M2E) პრინციპზე, კვლავაც აქტუალურია და აგრძელებს მომხმარებლებისათვის GST და GMT ტოკენების გამომუშავების შესაძლებლობის შექმნას უბრალოდ სიარულის, ძუნძულის ან სირბილის სანაცვლოდ. არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ხარ თუ ძველი მომხმარებელი, რომელიც აპლიკაციას აღარ იყენებ, ეს ბლოგი დაგეხმარება გაიგო რას წარმოადგენს STEPN და გაეცნო მის ირგვლივ არსებულ ბოლო სიახლეებს.
რა არის STEPN?
STEPN არის Web3 აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოს გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს უბრალოდ რაიმე ფიზიკური აქტივობის განხორციელებით. კონცეპტი მარტივია: შეიძინე NFT ბოტასი, გადი გარეთ, დაკავდი ფიზიკური აქტივობით და სანაცვლოდ გამოიმუშავე კრიპტო.
ინდუსტრიაში დამწყებ ადამიანებს შეუძლიათ STEPN-ის დახმარებით კრიპტოში პირველი ნაბიჯები პირდაპირი გაგებით გადადგან, ხოლო მათ, ვინც აპლიკაციას ადრე იყენებდნენ და ახლა დაივიწყეს, 2024 წლის ბოლოს საინტერესო სიახლე გვაქვს - STEPN კვლავაც ცოცხალია და კრიპტოს გამომუშავება კვლავაც შესაძლებელია.
რატომ უნდა გამოვიყენო STEPN?
- ორმაგი სარგებელი: იყავი ფიზიკურად აქტიური კრიპტოს გამომუშავების პარალელურად.
- მომხმარებლები: ჩაერთე ფიტნეს და კრიპტო განხილვებში აქტიურ მომხმარებლებთან ერთად.
- მოხერხებულობა: სიარული, ძუნძული თუ სირბილი, ტემპს და აქტივობის ტიპს შენ აკონტროლებ.
როგორ მუშაობს STEPN?
- ჩაიწერე აპლიკაცია და შექმნები ანგარიში: STEPN აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS მოწყობილობებზე.
- შეიძინე NFT ბოტასი: ბოტასები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენს გამოიმუშავებ. აირჩიე შენს ბიუჯეტსა და აქტიურობაზე მორგებული ვარიანტი.
- დაკავდი ფიზიკური აქტივობით: დაიწყე სიარული ან სირბილი და შესაბამისად GST (Green Satoshi Token) ან GMT (Green Metaverse Token)-ების გამომუშავება.
- გაანაღდე: თვალი ადევნე შენს აქტიურობასა და გამომუშავებულ კრიპტოს. აპლიკაციის წყალობით კი შეგიძლია მათი სხვა კრიპტოებში ან ფიატ ვალუტაში პირდაპირ გადაცვლა.
როგორ გამოვიმუშაო მეტი STEPN დახმარებით?
რა არის GST და GMT ტოკენები?
- GST: ტოკენი თამაშის შიგნით გამოიყენება სხვადასხვა ისეთი ოპერაციების განსახორციელებლად, როგორიც განახლებები და შეკეთებებია.
- GMT: სამართავად განკუთვნილი ტოკენი, რომელსაც ლიმიტირებული რაოდენობა აქვს და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით ხასიათდება.
რჩევები კრიპტო შემოსავლის გასაზრდელად
- შეარჩიე შენზე მორგებული ბოტასი: მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ხარ, რომ შენზე მორგებული ბოტასი შეარჩიო. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ფიზიკურ აქტივობას გეგმავ, იქნება ეს სირბილი თუ უბრალოდ სიარული.
- თვალი ადევნე ენერგიის დონეს: STEPN Guide გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ენერგიის მოხმარების დონეს, ეს კი პირდაპირ კავშირშია გამომუშავებულ თანხასთან.
- თვალი ადევნე სიახლეებს: აპლიკაციაში პერიოდულად ჩნდება სიახლეები და სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც მონაწილეები ბონუსებითა და ტოკენებით საჩუქრდებიან.
- სწორად შეარჩიე განახლებები: ბოტასის განახლება მნიშვნელოვანია შემოსავლის პერიოდულად ზრდისთვის. აუცილებელია, რომ სტრატეგიულად დაგეგმო განახლებები და ის ველები გააძლიერო, რომელზეც კონცენტრირებული ხარ.
რა ხდება 2024 წელს GST და GMT ტოკენებისთვის?
კრიპტო ბაზარი დინამიკითა და სისწრაფით გამოირჩევა, სადაც ყოველწუთიერად შეიძლება შეიცვალოს მოვლენები, ამიტომ მნიშვნელოვანია მას თვალი მუდმივად ადევნო. GST-სა და GMT-ის შემთხვევაში კი, ბაზარზე მდგომარეობა შემდეგია:
- GST Price: ტოკენის ღირებულება სტაბილურად ერთ ნიშნულზეა ყველა ქსელის ირგვლივ (Solana, Ethereum და Binance Smart Chain), რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი რადიკალურად არ იცვლება. GST კი, ბოტასის ფარგლებში ყველაზე გავრცელებული კრიპტოა.
- GMT Price: მისი შეზღუდული რაოდენობისა და ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, კრიპტოს ფასი უფრო დიდი პოტენციალით გამოირჩევა, ვიდრე GST ტოკენი.
აუცილებელია, რომ ინფორმირებული იყო და მუდმივად ეცნობოდე სიახლეებს ისეთ სანდო პლატფორმებზე, როგორიც მაგალითად CoinMarketCap არის. ინფორმაცია დაგეხმარება მიიღო სწორი გადაწყვეტილება კრიპტოს ყიდვა & გაყიდვასთან დაკავშირებით.
STEPN 2025 წელს
არა აქტიური მოთამაშეებისთვის, რომლებიც წარსულში იყენებდნენ STEPN ბოტასს და დღეს აღარ სარგებლობენ მისი სერვისით, ყველაფერი შეიცვალა. პირველ რიგში განახლდა ეკოსისტემა, მაგრამ გარდა ამისა, მათ თანხის გამომუშავებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდათ.
განახლების ფარგლებში სრულიად შეიცვალა ტოკენომიკა, რომლის წყალობითაც STEPN M2E ტიპის თამაშებში, ანუ იმოძრავე და გამოიმუშავე ტიპის აპლიკაციებში, ლიდერად ჩამოყალიბდა.
2024 წლის დეკემბრის მიწურულისთვის STEPN კვალვაც აქტუალურია და მომხმარებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად მომგებიანი არის და იქნება ის მომავალში. ბოლო პერიოდის ანალიზი აჩვენებს, რომ აპლიკაცია მომავალ წელსაც სავარაუდოა რომ პოზიტიურ ტრენდსა და ტენდენციას შეინარჩუნებს. მაგალითად, პლატფორმა CoinCodex-ის მონაცემებით, STEPN-ის მთავარი ტოკენი GMT ჯანსაღად გამოიყურება და დეკემბრის თვეში ფასი დაახლოებით 28,8%-ით მოიმატა.
დამატებით, ტექნიკური ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ GST ფასი აღმავალ პერიოდშია. ეს აღმავალი ტრენდი კი, განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ნოემბერში ჩამოყალიბდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ STEPN 2025 წელსაც საინტერესო უნდა იყოს.
პოტენციური რისკები და საფრთხეები
მართალია STEPN მომხმარებლებს კრიპტოს გამომუშავების კარგ გზას სთავაზობს, არსებობს გარკვეული ასპექტები, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია:
- ვოლატილობა: კრიპტო ბაზარი და კრიპტოს ფასი შეიძლება ძალიან არაპროგნოზირებადი იყოს, შესაბამისად შეიძლება GST და GMT-ის ფასებიც სწრაფად დაეცეს.
- საწყისი კაპიტალი: STEPN ბოტასის ყიდვა საწყის კაპიტალს მოითხოვს და ეს ბევრი ადამიანისთვის შეიძლება დაბრკოლებად წარმოჩინდეს.
- კონსისტენტურობა: მომხმარებლებს თანხის გამომუშავება ფიზიკური აქტივობის სანაცვლოდ შეუძლიათ, აპლიკაცია კი მუდმივ კონსისტენტურობას მოითხოვს.
STEPN GO: თამაშის განახლებული ვერსია
STEPN GO უკვე კარგად ცნობილი და დამკვიდრებული STEPN-ის განახლებული ვერსიაა, რომელიც გამომუშავების სისტემაში სოციალურ და სათამაშო ელემენტებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ძველი STEPN-ის მსგავსად, GO კრიპტოს გამომუშავების შესაძლებლობას სიარულით ან სირბილით აძლევს, თუმცა ტოკენად მომხმარებლებს GGT (GO GAME TOKEN)-ს ურიცხავს. დამატებით, რაც მას ძველი ვერსიისგან გამოარჩევს არის ის, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ თამაში საწყისი კაპიტალის გარეშე, მხოლოდ მეილით დაიწყონ. აპლიკაციის ფარგლებში შესაძლებელია ბოტასის თხოვნა, ყიდვის გარეშე.
დამატებით, STEPN GO-ს პოპულარობა ადიდასთან კოლაბორაციამაც გაზარდა, რა დროსაც შეიქმნა ლიმიტირებული რაოდენობის ბოტასი. პარტნიორობის ფარგლებში კავშირი შეიქმნა რეალურ და ციფრულ სამყაროებს შორის, რა დროსაც თამაშის შიგნით გარკვეული ბოტასის მქონე მომხმარებლებს საჩუქრად რეალური ბოტასი გადაეცათ.
თამაშის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად, შეგიძლია მათ Whitepaper-ს გაეცნო.
FAQs და ხშირად დასმული შეკითხვები STEPN, GST-სა და GMT-ის შესახებ
- STEPN უფასოა?
თავად აპლიკაცია სრულიად უფასოა და მისი ჩაწერა ანდროიდ და iOS მოწყობილობებზეა შესაძლებელი, თუმცა თანხის გამომუშავებისთვის საჭიროა მომხმარებელმა NFT ბოტასი შეიძინოს.
- რამდენის გამომუშავება შეიძლება STEPN დახმარებით?
გამომუშავებული თანხა დიდწილად დამოკიდებულია შენს აქტივობის დონეზე, ბოტასის ტიპსა და ტოკენის ღირებულებაზე.
- რა სხვაობაა GST და GMT ტოკენებს შორის?
GST ტოკენი უშუალოდ თამაშში განხორციელებული გადარიცხვებისთვის გამოიყენება, იქნება ეს ბოტასის განახლება თუ სხვა, ხოლო GMT ტოკენი საინვესტიციო პოტენციალით გამოირჩევა.
- კრიპტოს განაღდება შესაძლებელია?
კი, GST და GMT ტოკენების განაღდება შესაძლებელია როგორც სხვა კრიპტო აქტივებში, ასევე პირდაპირ fiat ვალუტაში.
- STEPN 2024 წელს კვლავ აქტუალურია?
განახლებული ფუნქციონალითა და აქტიური მომხმარებლების წყალობით, STEPN 2024 წელს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტო აპლიკაცია იყო.
კრიპტო მოგზაურობის დაწყება STEPN დახმარებით
თუ ჯერ კიდევ არ გსმენია STEPN შესახებ, გვიანი არც ახლაა. შეგიძლია სასურველ მოწყობილობაზე ჩამოტვირთო აპლიკაცია, იყიდო NFT ბოტასი და დაიწყო GST და GMT ტოკენების გამომუშავება ფიზიკური აქტივობის პარალელურად.
არ აქვს მნიშვნელობა, ახალი მომხმარებელი ხარ თუ ძველი, რომელმაც აპლიკაცია დაივიწყა, თანხის გამომუშავება კვლავაც შესაძლებელია.