ბლოკჩეინ ტექნოლოგია - ახალი სამყარო
არსებობს რამოდენიმე ტიპის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ახალი სამყაროს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებაში გამოირჩევა სამი ტიპის ბლოკჩეინ ქსელი - Proof of Work (PoW), Proof of Stake (PoS) და Private. თუ გინდა რომ კრიპტოვალუტებში იყო გათვითცნობიერებული, აუცილებლად უნდა იცნობდე სამივე ტიპის ქსელს და უნდა გესმოდეს რა სხვაობა და მსგავსება არის მათ შორის.
ამ ბლოგში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ სამივე ტიპის ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, გეტყვით რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ შენთვის და ნახავ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ქსელების შესახებ, რათა უკეთესი წარმოდგენა გქონდეს ამ დიდი და ახალი სამყაროს შესახებ, რომელსაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია ჰქვია.
ბლოკჩეინის ტიპები - კრიპტოვალუტების მთავარი მამოძრავებელი ძალა
კრიპტოვალუტებში დამწყები ადამიანისათვის შესაძლოა ერთი შეხედვით ბლოკჩეინ ქსელები ერთმანეთისაგან სულაც არ განსხვავდებოდეს, თუმცა ხშირად სხვაობა ძალიან დიდია. ამ ცვლილების მთავარი წარმოჩინება ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპშია, რომელსაც კონსენსუსის მექანიზმს უწოდებენ. ეს მექანიზმი გულისხმობს იმას, თუ როგორ თანხმდება საზოგადოება სხვადასხვა ინფორმაციის სისწორეზე, მაგალითად თუ რამდენად ვალიდური და რეალურია განხორციელებული ტრანზაქცია და ა.შ. კრიპტოვალუტების სამყაროში კი, კონსენსუს მექანიზმი ნამდვილი ბურჯია იმ ყველაფრის, რა პლიუსებიც ბლოკჩეინს მოაქვს ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისათვის.
დღევანდელ სამყაროში ყველაზე მეტად სამი ტიპის ბლოკჩეინ ქსელია გავრცელებული და ესენია - Proof of Work (PoW), Proof of Stake (PoS) და Private. Private ქსელი გავრცელებულია დიდი კომპანიების წრეში, რომლებსაც სურთ რომ ამ ტექნოლოგიის ყველა უპირატესობით ისარგებლონ და ისინიც არ ჩამორჩნენ ახალი სამყაროს წესრიგს. სამივე ქსელის მიმოხილვით კი, შენ უფრო ღრმა ცოდნა გექნება იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომავალში ყველგან შეგვხვდება.
რა არის Proof of Work ბლოკჩეინი (PoW)?
კრიპტო სამყაროში ყველაზე ცნობილი კონსენსუს მექანიზმი Proof of Work არის, მისი დადებითი თვისებებიდან და ბიტკოინთან კავშირიდან გამომდინარე. PoW მთელი სისტემა ტრანზაქციების მაინერების მიერ, ანუ ქსელში ჩართული უამრავი ადამიანის მიერ დადასტურების მექანიზმს ეყრდნობა. ბლოკჩეინში ჩართული ადამიანები იყენებენ ძლიერ კომპიუტერულ მოწყობილობებს, რომ ამოხსნან რთული მათემატიკური დავალებები, რომლის მეშვეობითაც საბოლოოდ ადასტურებენ თუ რამდენად ავთენტურია ჩვენი, ანუ იუზერების მიერ განხორციელებული თუნდაც მარტივი და მცირე მოცულობის ბიტკოინ ტრანზაქციები. პირველი მომხმარებელი, რომელიც ამოცანას ამოხსნის საჩუქრდება და მის მიერ ამოხსნილ თავსატეხს ქსელში გზავნის სხვა მომხმარებლებთან, რათა მათაც დაადასტურონ ქმედების ავთენტურობა, რის შემდგომაც ტრანზაქცია სამუდამოდ გადაინაცვლებს ბლოკჩეინში. სწორედ ამ ციკლს ჰქვია კონსენსუსის მექანიზმი. ახალი ბლოკი, ანუ ტრანზაქცია, მხოლოდ მაშინ გახდება ბლოკჩეინის ნაწილი, რაც ის ყველასაგან დადასტურდება. როგორც ვთქვით, მაინერების მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ ისინი კრიპტოვალუტებით, ჩვენს შემთხვევაში კი, ბიტკოინით საჩუქრდებიან.
ბიტკოინის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი ახალი ბლოკის შექმნას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება, ანუ ეს ის დროა, რომელსაც მაინერები ამოცანის ამოხსნასა და შემდგომ ტრანზაქციის ავთენტურობის დადასტურებას ანდომებენ. თუ გაინტერესებს, რა გზას გადის შენი ბიტკოინის ტრანზაქცია დადასტურებამდე, ბლოკჩეინის გამჭვირვალობის წყალობით, ამ პროცესსაც შეგიძლია თვალი ადევნო. თუმცა, ამ ტიპის მექანიზმს აქვს თავისი მინუსები, მაგალითად ის, რომ დადასტურების პროცესი დროში იწელება, ხოლო ამოცანებისა და თავსატეხების ამოსახსნელად საჭირო კომპიუტერები ძალიან ბევრ ენერგიას მოიხმარენ. დამატებით, თუ გინდა მაინერი გახდე, გაითვალისწინე, უფრო მძლავრი კომპიუტერი, ამოცანის უფრო სწრაფად ამოხსნის შესაძლებლობას, ანუ უფრო მეტი ბიტკოინის მიღების შანსს, შესაბამისად კონკურენცია საკმაოდ მაღალ დონეზეა.
რა უპირატესობა აქვს Proof of Work ბლოკჩეინს?
- უსაფრთხოება - თუ გავითვალისწინებთ, რამხელა კომპიუტერული რესურსი სჭირდება ტრანზაქციის დადასტურებას და ბლოკჩეინში ერთი ავთენტური ბლოკის ჩამატებას, ასეთი ტიპის მექანიზმის დაჰაკვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ქსელზე შეტევის შემთხვევაში, საჭიროა, რომ მაინერების რესურსის 50%-ზე მეტი ერთი ადამიანის ან ჯგუფის ხელში მოხვდეს, ეს კი თითქმის გამორიცხულია, რადგან პროცესში მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.
რა არის Proof of Stake ბლოკჩეინი (PoS)?
კრიპტოსამყაროში Proof of Stake ბლოკჩეინი Proof of Work ბლოკჩეინის საპასუხოდ გამოჩნდა და ამ უკანასკნელის მინუსებს აბალანსებს, რაც არის ლიმიტირებული სისწრაფე და დიდი ენერგიის გამოყენება. კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში უამრავი ცნობილი კრიპტო აქტივი იყენებს Proof of Stake ბლოკჩეინს - პოლკადოტი, ავალანჩი და კარდანო. 2022 წლის სისტემის განახლების შემდგომ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა ეთერიუმიც შეუერთდა ამ ქოინებისა და ტოკენების სიას და ახლა ისიც Proof of Stake მექანიზმს იყენებს.
PoS ქსელში მაინერების კონცეპტი ვალიდატორებით შეიცვალა. სწორედ ეს ვალიდატორები ადასტურებენ ამა თუ იმ ტრანზაქციის ავთენტურობას. სხვაობა კი, იმ დიდ რესურსშია, რომელსაც PoW მოითხოვს წარმატებული ოპერირებისათვის. ერთმანეთთან კონკურენციის ნაცვლად, PoS სისტემაში ვალიდატორები თავიანთ საკუთრებაში არსებულ კრიპტოვალუტას ჩამოდიან გარანტად, რომ მიიღონ ვალიდატორის როლი.
როდესაც უკვე დადასტურების დრო მოვა, სისტემა რენდომად შეარჩევს ვალიდატორს, თუმცა ჯილდოს მისაღებად სხვა დამატებითი საშუალებებიც არსებობს იღბლის გარდა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, გარანტად ჩადებული კრიპტოვალუტის მოცულობაა.
როდესაც ვალიდატორი დაადასტურებს ტრანზაქციის ავთენტურობას, ისინი შესაბამისად იღებენ საკუთარ გასამრჯელოს მომხმარებლის მიერ გადახდილი საკომისიოდან. ციკლი კი, ყოველი ახალი ბლოკის, ანუ ყოველი ახალი ტრანზაქციის შემდგომ მეორდება. ეს პროცესი არა მხოლოდ კრიპტოვალუტის ეფექტურად მუშაობს უწყობს ხელს, არამედ ვალიდატორებს აძლევს საშუალებას, რომ კრიპტო შემოსავალი ჰქონდეთ მუდმივად.
Proof of Stake მექანიზმისათვის გარანტად კრიპტოს ჩადება მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ ქსელი გამართულად მუშაობდეს. თუკი ვალიდატორი შეიმჩნევა საეჭვო ქმედებაში, რა დროსაც ის ტრანზაქციას აყალბებს, ის რისკავს მის მიერ გარანტად ჩადებული კრიპტოვალუტის დაკარგვას. ეს სისტემა კი, ვალიდატორს „აიძულებს“ იმოქმედოს კეთილსინდისიერად, რადგან ასეთ შემთხვევაში მის მიერ მიღებული ჯილდო გაცილებით აღემატება სხვა ნებისმიერი ქმედების შედეგად მიღებულ სარგებელს.
რა პლიუსი აქვს Proof of Stake ბლოკჩეინს?
- სისწრაფე - PoS ტიპის ქსელს ვალიდატორების წყალობით გაცილებით მეტი სისწრაფის შეთავაზება შეუძლია მომხმარებლებისათვის, ვიდრე PoW ბლოკჩეინს. იქ, სადაც არ არის კონკურენცია ტრანზაქციის დასადასტურებლად, ბლოკჩეინი უფრო „ორგანიზებულად“ მუშაობს და შესაბამისად საგრძნობლად მცირდება გადარიცხვის სისწრაფე.
რა არის Private და Consortium ბლოკჩეინი?
მაშინ, როდესაც PoW და PoS კონსენსუს მექანიზმები კრიპტო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ცნებები და ტექნოლოგიაა, Private ბლოკჩეინ შედარებით სხვა დანიშნულებისა და ცნობადობის არის. ეს ტექნოლოგია სრულიად განსხვავდება ტრადიციული დეცენტრალიზებული ბუნების ბლოკჩეინებისაგან და საპირისპიროდ, ის სრულიად ცენტრალიზებულია, ანუ მართულია ერთი რომელიმე ორგანოს, ჯგუფის ან ადამიანის მიერ. სწორედ ეს სუბიექტი განსაზღვრავს თამაშს წესებს - თუ ვის შეუძლია ჩაერთოს ბლოკჩეინ ტრანზაქციებში, ვინ დაადასტურებს ამ ტრანზაქციებს და ზოგადად, ვის ექნება ინფორმაციაზე წვდომა.
მეორე მხრივ, ცენტრალიზებულობას კომპანიები ან ჯგუფები სენსიტიური ინფორმაციით ხსნიან და მასზე გარეგანი ძალების ჩარევისაგან ამართლებენ, თუმცა თანახმანი არიან გამოიყენონ სხვა, ყველა უპირატესობა, რაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას სდევს თან. ასეთ ბლოკჩეინს ხშირად DLT-ებად მოიხსენიებენ, ანუ Distributed Ledger Technology, ასე რომ, თუ ამ ტერმინს სადმე შეხვდები, იცოდე რომ ბლოკჩეინთან გაქვს შეხება.
რა კომპანიები იყენებენ Privateდა Consortium ბლოკჩეინს?
- J.P. Morgan-ის ქუორუმი: ქუორუმი არის ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებული ღია პლატფორმა, რომელიც კომპანიის შიგნით ტრანზაქციების განსახორციელებლად გამოიყენება. ქუორუმს მხოლოდ J.P. Morgan არ იყენებს, ის საფინანსო სამყაროში საკმაოდ ხშირად გამოყენებადი პლატფორმაა.
- Maersk-სა და IBM-ის TradeLens: მსოფლიოში გადაზიდვების ლიდერი კომპანია მაერსკი IBM-თან დაპარტნიორდა TradeLens-ის შესაქმნელად, რაც ბლოკჩეინ ქსელზე დამყარებული გადარიცხვებისა და მონიტორინგის პლატფორმაა.
ბლოკჩეინის სამყარო - Proof of Work, Proof of Stake და Private
კრიპტოვალუტების მთავარი მამოძრავებელი ძალა, ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მუშაობის პრინციპით ერთმანეთისაგან განსხვავდება, იქნება ეს Proof of Work (PoW) თუ Proof of Stake (PoS). PoW ქსელი, რომელსაც ბიტკოინი იყენებს, დამოკიდებულია მიანერების კომპიუტერულ ძალაზე, რათა ამოიხსნას რთული კომპლექსური ამოცანები და დადასტურდეს ტრანზაქციები. სანაცვლოდ, მაინერები იღებენ ჯილდოს.
PoS მექანიკა კი, რომელსაც ისეთი ცნობილი კრიპტოვალუტა იყენებს, როგორიც კარდანოა, მაინერებს ვალიდატორებით ანაცვლებს, რითაც პროცესს უფრო სწრაფსა და ენერგო ეფექტურს ხდის.
Private და Consortium ბლოკჩეინს კი, მსოფლიოს გარშემო დიდი კომპანიები იყენებენ საკუთარი ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად და ბლოკჩეინის ყველა უპირატესობის გამოსაყენებლად. ამ ტიპის ქსელს ისეთი ცნობილი კომპანიები მოიხმარენ, როგორებიც J.P. Morgan, Maersk და IBM არიან.