კრიპტოვალუტა და ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ახლო მცნება ხდება ჩვენი ყოველდღიურობისთვის, ხოლო კრიპტოვალუტა უკვე დიდი ხანია რაც ნაცნობი ტერმინია, ამ ორი სფეროს გაერთიანებით კი, ჭეშმარიტად ახალი ტიპის ინდუსტრია შეიძლება შეიქმნას, რომელიც შეიძლება იყოს ერთდროულად მოსახერხებელიც და სარფიანიც.
თუკი კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტე და ჯერ არ გინახავს ტოპ 10 AI კრიპტოვალუტის პირველი ნაწილი, მაშინ ჩვენს ბლოგს უნდა გაეცნო, ხოლო აქ, გაჩვენებთ დარჩენილ ციფრულ აქტივებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ეყრდნობიან და 2024 წლის განმავლობაში კრიპტო ბაზარზე აქტუალურები იქნებიან.
Numeraire (NMR) – საინვესტიციო ხელოვნური ინტელექტი
Numeraire არის პირველი დეცენტრალიზებული ჰეჯ-ფონდი, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად ბლოკჩეინ ქსელში ჩართულ ადამიანებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს. Numreaire მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მათ სურვილებზე მორგებული ბოტები შექმნან, რომლებსაც შეეძლებათ სწავლა-განვითარება და შემდგომ შემქმნელის მითითებული კრიპტოვალუტით წარმატებით ვაჭრობა. ხოლო თუ შენ პლატფორმაზე საუკეთესო სავაჭრო ბოტი შექმენი, მაშინ დამატებით ჯილდოს მიიღებ NMR კრიპტოს სახით.
დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ რომ თავიანთი NMR ქოინები დაასტეიკონ, ანუ ანაბრის მსგავსი სერვისით ისარგებლონ, რის სანაცვლოდაც მათ სარგებელი დაერიცხებათ. ეს მიდგომა არა მხოლოდ ჯილდოს მიღებისთვის ახალისებს მომხმარებლებს, არამედ ხელს უწყობს ქოინების გაზიარებას და ზოგადად, ეკოსისტემის გავრცელებას, რომელშიც უდიდესი წვლილი ხელოვნურ ინტელექტს მიუძღვის.
PAAL AI (PAAL) - კრიპტოვალუტის ანალიზი
თუკი რაიმე არ იცი კრიპტოვალუტის შესახებ, ან უბრალოდ გინდა მეტი ინფორმაცია მოიძიო იმ ქოინის შესახებ, რომლის ყიდვასაც აპირებ, მაშინ PAAL AI პლატფორმა აუცილებლად გამოგადგება. ეს არის პლატფორმა, რომელიც Chat GPT-ის მიერ შექმნილი სპეციალიზებული GPT-ების მსგავსად მუშაობს და ორიენტირებულია კრიპტოვალუტების შესწავლასა და კონკრეტული თუ ზოგადი ინფორმაციის შეგროვებაზე.
ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც პლატფორმას აქვს არის სტეიკინგი. მომხმარებლებს, რომლებიც პლატფორმას იყენებენ, შეუძლიათ რომ კრიპტო PAAL დაასტეიკონ და სანაცვლოდ მიიღონ სარგებელი, რომელსაც პლატფორმა შემოსავლის სახით გამოიმუშავებს და იუზერებისაკენ მიმართავს. საინტერესოა ისიც, რომ 2023 წლიდან PAAL AI მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ქლაუდ სერვისის Google Startup Cloud-ის წევრია.
Oraichain (ORAI) – Web3 & DeFi და ხელოვნური ინტელექტი
თუკი დეველოპერი ხარ და Web3 აპლიკაციებზე მუშაობ, მაშინ Orchain-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს უამრავ კრიპტო მიმართულებას, იქნება ეს DeFi თუ NFT პროექტები.
გარდა ამისა, Oraichain გამოირჩევა ჭკვიანი კონტრაქტების შექმნის განვითარებული ეკოსისტემით, რომლის შექმნაშიც დეველოპერს დახმარებას ხელოვნური ინტელექტი უწევს.
დამატებით კი, აპლიკაციებს შორის საგადახდოდ მისი მშობლიური კრიპტოვალუტა Oraichain გამოიყენება.
Humans.ai (HEART) – ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი
Humans.ai არის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მულტიფუნქციური პლატფორმა. ეს პლატფორმა უნიკალურად აძლევს მომხმარებლებსა და კრიპტო ენთუზიასტებს შექმნან უამრავი პლატფორმა თუ განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. კერძოდ, შექმნან საკუთარი AI NFT პლატფორმა, ან დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO) და სხვა.
თუმცა, Humans.ai-ის ერთი რამ განასხვავებს სხვა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პლატფორმებისგან და ეს მხოლოდ მისი ფუნქციონალი არ არის, არამედ მისი მუშაობის პრინციპიც, რომელსაც “proof-of-human” ჰქვია. მთელი ამის აზრი კი, ის არის, რომ მომხმარებელმა ყველა ეტაპზე „დაამტკიცოს“ რომ ის რეალური ადამიანია, პლატფორმა კი ამ მეთოდით ბოტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა არაკანონიერ ქმედებას ებრძვის.
რაც შეეხება საგადახდო სისტემას - Humans.ai პლატფორმის დახმარებით შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი HEART-ს იყენებს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მთელი 2024 წლის განმავლობაში აქტივს ვადევნოთ თვალი და დავაკვირდეთ, თუ როგორ გაამართლებს ის ჩვენს იმედებს.
Alethea Artificial Liquid Inteligence (ALI) – AI პერსონაჟი
თუ ოდესმე გიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენს ადამიანურ თვისებებს შეისწავლის და შემდგომ დაგვეხმარება სხვადასხვა დავალებების შესრულებასა და გადაჭრაში, მაშინ თვალი Alethea AI-ის უნდა ადევნო. პლატფორმა მხარდაჭერილია Binance-სა და Polygon-ის მიერ და მრავალ მოდელიანი AI სისტემაა, რომელიც CharacterGPT-ის პრინციპს ეფუძნება, ანუ ცდილობს შექმნას ხელოვნური ინტელექტის პერსონაჟი.
ALI ტოკენი კი, Alethea AI-ის პროტოკოლის შიგნით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც საგადახდო, ისე გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.