სიტუაცია კრიპტო ბაზარზე
კრიპტო ბაზარზე დათვების აქტიურობა, ანუ ფასების დაცემა, 2022 წლიდან დაიწყო და 2023 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა. გასული წლის 1 იანვარს კრიპტო ბაზრის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება, მცირედით სცდებოდა $850 მილიარდს, ხოლო ბიტკოინის ფასი $17,000 ფარგლებში მერყეობდა. ხოლო 2024 წლის დამდეგს, საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.7 ტრილიონი შეადგინა და ერთ წელში პრაქტიკულად გაორმაგდა, ბიტკოინის ფასი კი, 150%-ით გაიზარდა. კრიპტო ბაზრის გამოღვიძება უამრავ ფაქტორს შეგვიძლია მივაწეროთ, თუმცა ამ ბლოგში ამაზე არ ვისაუბრებთ.
თუკი კონკრეტულ კრიპტოვალუტებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ გასული წლის ბოლო პერიოდი ზოგიერთი კრიპტოვალუტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რა დროსაც მათ 50%-დან დაწყებული, ოთხ ციფრიანი ნიშნულით დასრულებული ზრდა დააფიქსირეს. ამ ბლოგშ კი, ვნახავთ, რომელმა კრიპტოვალუტებმა გამოიჩინეს თავი ყველაზე მეტად 2023 წლის განმავლობაში ღირებულების ზრდის კუთხით, ამ სიაში კი მრავალფეროვანი ციფრული აქტივები დაგხვდებათ - სტაბილური ქოინები, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტოკენები (AI ტოკენები), ალტქოინები და მიმ ქოინები.
Bonk (BONK) – 7059%
BONK-სათვის გასული წელი კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა 2023 წლის ბოლო სამ თვეში სოლანას ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა მიმქოინმა ზრდა დაიწყო და განსაკუთრებით კარგ რიცხვებს ოქტომბრის ბოლოკსენ მიაღწია. ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სტაბილური ზრდის კურსი შეინარჩუნა და მიმ ქოინებს შორის დაწინაურდა. კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციით მხოლოდ შიბა ინუსა (SHIB) და დოჯქოინს (DOGE) ჩამორჩება. დამატებით, ბონკი გახდა სოლანას ბლოკჩეინზე დაფუძნებული პირველი MEME ქოინი, რომლის პროექტის ღირებულებამაც $1 მილიარდს მიაღწია.
2023 წლის 15 დეკემბერს კრიპტოვალუტამ საკუთარი ფასის ყველა დროის ყველაზე მაღალი ნიშნული (ATH) დააფიქსირა - $0.000034. 16 დეკემბრის მონაცემებით კი, დღიურად კრიპტოვალუტის ვაჭრობამ $1.7 მილიარდს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქტივის ყველაზე დაბალი ღირებულებიდან, ყველაზე მაღალ ფასამდე 15,680%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
BONK ქოინის გასაოცარი ზრდის მთავარი მიზეზი მის უკან მდგომ საზოგადოებაშია. ზოგადად მიმ ქოინებს ძლიერი მხარდაჭერის მქონე ადამიანები უმაგრებენ ზურგს და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა.
მიმქოინის აღზევება დაემთხვა სოლანასა და მისი ეკოსისტემის ზრდასაც, რა დროსაც თავად კრიპტოვალუტა სოლანაზეც გაიზარდა მოთხოვნაცა და ღირებულებაც. სოლანას ქსელში ჩართული მომხმარებლებისა და მოწყობილობებისთვის კი, ბონკმა 30 მილიონი BONK ტოკენის აირდროპი დააანონსა.
დამატებით, 2023 წლის 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ BONK ქოინბეისზე გამოჩნდებოდა, ამ სიახლემაც საკუთარი წვლილი შეიტანა კრიპტოს აღზევებაში. გარდა აქტივზე ფასის ზრდისა, სიახლის შემდგომ მომხმარებლებისთვის საინტერესო გახდა დარიგებული ეირდროფი. ორი დღის შემდგომ კი, კრიპტოვალუტა ბონკ ამჯერად ბაინანსზე გამოჩნდა. ყველა ამ მოვლენის შემდგომ, ბონკი ტოპ 100 ყველაზე დიდ კაპიტალიზაციიან კრიპტოვალუტას შორის მოხდა და დოჯქოინისა და შიბა ინუს შემდგომ მესამე ყველაზე დიდი მიმქოინი გახდა.
2023 წლის განმავლობაში ბონკ ტოკენმა გასაოცარი ზრდა დააფიქსირა და 7059%-იანი ზრდით საუკეთესო კრიპტოვალუტა გახდა მზარდ აქტივებს შორის.
- 2023 წლის 1 იანვარს 1000 ლარის ღირებულების ინჯექტივის ყიდვის შემთხვევაში, 2023 წლის 31 დეკემბერს თრეიდერის ინვესტიცია 71,590 ლარის ღირებულების იქნებოდა.
Injective (INJ) – 2851%
თუკი ჩვენს ბლოგებს თვალს ადევნებდი, აუცილებლად ნახავდი რომ ინჯექტივი ხშირად ხვდებოდა კვირის ტოპ 5 მზარდ კრიპტოვალუტას შორის, შესაბამისად ამ ციფრული აქტივის ნახვა 2023 წლის მზარდ ქოინებს შორის გასაკვირი არ არის.
2023 წლის განმავლობაში ინჯექტივმა გასაოცარი, 2851%-იანი ზრდა აჩვენა და ამით ტოპ 100 კრიპტოვალუტას შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო აქტივი გახდა. ინჯექტივმა 2023 წელი $1.27 ღირებულებით დაიწყო, ხოლო დასასრულს კრიპტოს ყიდვა $7.4 იყო შესაძლებელი. მომძლავრებული ინტერესის გამო, კრიპტო ბაზარზე ინჯექტივით ვაჭრობის ყველაზე მაღალი ნიშნული 2023 წლის 16 დეკემბერს დაფიქსირდა და 24 საათის განმავლობაში $590 მილიონი შეადგინა.
იანვარში ინჯექტივის უკან მდგომმა გუნდმა, ტოკენის ტექნოლოგიური განვითარებისათვის $150 მილიონის მობილიზება მოახერხა. ამ სიახლემ კი, კრიპტოს ყიდვის მსურველებს მოტივაცია მისცა და ინტერესი გაუღვივა, რამაც კრიპტის ფასის მატებაში პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. პროექტის ირგვლივ მნიშვნელოვანი სიახლე ოქტომბერში დადგა, როდესაც ინჯექტივი და Google Cloud დაპარტნიორდნენ.
მისი ფასის ზრდის წყალობით, კრიპტოვალუტა 2023 წლის ბოლოს 100 ყველაზე დიდ ციფრულ აქტივს შორის 35-ე ადგილს იკავებდა.
- 1 წლის წინ ნაყიდი 1000₾ ღირებულების ინჯექტივი 2023 წლის 31 დეკემბერს 29,510 ლარის ღირებულების ინვესტიცია იქნებოდა.
Kaspa (KAS) – 2080%
2022 წლის ბოლოს კასპას ერთი ქოინის ფასი $0.106 შეადგენდა, თუმცაღა 2023 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტა 2080%-ით გაიზარდა და 19 ნოემბერს აქტივის ღირებულება $0.15 გაუტოლდა.
ფასის ზრდის პარალელურად, როგორც წესი კრიპტო აქტივით უამრავი ადამიანი ინტერესდება. სწორედ ასე მოხდა კასპას შემთხვევაშიც, როდესაც 2023 წლის 18 ნოემებრს დაფიქსირდა ტოკენის ყველაზე დიდი აქტივობა და ერთი დღის პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე $170 მილიონი შეადგინა.
მისი ბლოკჩეინის არქიტექტურა, რომელიც Proof-of-Work (PoW) პრინციპზეა შექმნილი, სწრაფ და დაბალ საკომისიოიან გადარიცხვებს უზრუნველყოფს.
ფასის ზრდის ტრენდის პარალელურად კი, ცნობილმა კრიპტო ბირჟებმა მისი თავიანთ პლატფორმაზე დამატება გადაწყვიტეს და სწორედ ასეთი იყო ბაინანსი. ხოლო 2023 წლის ბოლოს კი, ერთ-ერთმა საცალო მაღაზიამ კასპას, როგორც საგადახდო მეთოდის დამატება გადაწყვიტა, ინფორმაციამ კი ინტერნეტ სივრცე სწრაფად მოიცვა, ამ ყველაფერმა უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია და კასპა საკმაოდ პოპულარულ კრიპტოვალუტად იქცა.
- ფასის ცვლილების გათვალისწინებით, წლის დასაწყისში Kaspa-ში განხორციელებული 1000 ლარიანი ინვესტიცია დღეს, 21,800 ლარის ტოლი იქნებოდა.
Render Network (RNDR) – 1032%
ჩვენი მკითხველისათვის ახალი არც Render Network უნდა იყოს, რომელიც მთელი 2023 წლის განმავლობაში მრავალჯერ მოხვდა TOP 5 მზარდ კრიპტოვალუტას შორის, დაფიქსირებული პროცენტული ზრდის გათვალისწინებით.
CoinMarketCap-ის ტოპ 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის კი, რენდერი დაფიქსირებული ფასის ზრდით მე-4 ადგილს იკავებს, რა დროსაც კრიპტოს ფასი 1032%-ით გაიზარდა. $0.4 ღირებულების მქონე აქტივმა 2023 წელი $4.55 დაასრულა, ხოლო ATH, ანუ ყველა დროის ყველაზე მაღალ ფასს კი, რამოდენიმე დღით ადრე, 27 დეკემბერს მიაღწია - $5.17.
Render Network ჩვენს სიაში მოხვედრილ კრიპტოვალუტებს შორის განსხვავებულია, რადგან ოპერირებისთვის და ტოკენების გამოშვებისთვის ის კომპიუტერის GPU-ს რესურსს იყენებს. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი მოწყობილობის რესურსი სხვას მიაქირავოს, ან პირიქით, თვითონ იქირავოს, გამოიმუშავოს ტოკენი ან გაქირავების შემთხვევაში, გამომუშავებული კრიპტო აქტივიდან მიიღოს გარკვეული სარგებელი. ეს Proof of Work-ის ერთგვარი მოდიფიკაციაა, რომელსაც კრიპტო სამყაროში Proof of Render (PoR) სახელით იცნობენ.
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ყოველდღიური ცნება ხდება და მის განვითარებასთან ერთად ვითარდება ტექნიკური მოწყობილობებიც, რომლებმაც გაზრდილ მოხმარებასა და რესურსს ფეხი უნდა აუწყონ, შესაბამისად ჩნდება მოთხოვნა კომპიუტერულ პროცესორებზე. რაც უფრო ძლიერია GPU, მით უფრო კარგად მუშაობს.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კი, უფრო მოთხოვნადი გახდა სისტემა, რომელიც GPU-ების აუთვისებელ რესურსს იყენებს და სანაცვლოდ გარკვეული თანხის გამომუშავებას სთავაზობს, როგორც კომპიუტერების მფლობელებს, ისე კრიპტო ეკოსისტემაში ჩართულ ადამიანებს.
გაზრდილი ტექნოლოგიური მოთხოვნების პარალელურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება Render Network-ით, რომლის პროცენტულმა ზრდამაც, როგორც ვახსენეთ, 2023 წლის განმავლობაში ჯამურად 1032% შეადგინა და ამ მაჩვენებლით მოწინავე კრიპტოვალუტებს შორის მოექცა.
- თუკი ადამიანს 2023 წლის დასაწყისში 1000 ლარის ღირებულების RNDR ტოკენი ჰქონდა, დღეს მისი აქტივების ღირებულება 11,320₾ ტოლი იქნებოდა.
Solana (SOL) – 923%
კრიპტოვალუტების უზარმაზარ სიაში სოლანა მე-5 ადგილს იკავებს 2023 წლის განმავლობაში დაფიქსირებული პროცენტული ზრდით. კრიპტო აქტივმა გასული წელი $9.96 ნიშნულით დაიწყო, სულ რაღაც ერთ წელში კი, მისმა ფასმა $102 შეადგინა.
სოლანა ჩვენს სიაში მოხვედრილ კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე ცნობილი აქტივია და მისმა წლიურმა მატებამ 923% შეადგინა, ხოლო დეკემბრის თვეში ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი $112 დააფიქსირა.
კრიპტო ექსპერტები ციფრული აქტივის ზრდის მთავარ პირობად სოლანას ეკოსისტემის გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებას განიხილავენ. ისეთი ეირდროფების გამოჩენამ კი, როგორებიც ბონკი, Pyth Network და Jito არის, კრიპტოვალუტას დამატებითი მომხმარებლები და ინტერესი შესძინა, რამაც თავის მხრივ წვლილი შეიტანა ფასის მატებაში. 2023 წლის მიწურულს კი, სოლანას ბლოკჩეინზე ახალი სტაბილური კრიპტოვალუტა USDP გამოჩნდა. მოკლედ, გასული წელი სოლანასთვის ძალიან დატვირთული და პოზიტიური გამოდგა.
უცნაური და საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ისიც, რომ 2023 წელს სოლანამ სმარტფონის გამოშვება დააანონსა, რომელსაც SAGA ჰქვია. მომხმარებლებს მისი შეკვეთა დღესვე შეუძლიათ, თუმცა ტელეფონი მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი 2025 წლიდან იქნება. ახალი სმარტ მოწყობილობის ჩაშვება ბლოკჩეინსა და ინდუსტრიას დამატებითი ცნობადობა მოუტანა.
- მომხმარებელი, რომელსაც 2023 წლის დასაწყისში 1000 ლარის ღირებულების სოლანა ჰქონდა, ნაჩვენები პროცენტული ზრდის გათვალისწინების მისი ინვესტიცია დღეს დაახლოებით 10,000 ლარის ღირებულების იქნებოდა.
სოლანას ყიდვა ყველაზე მარტივად და დაბალი საკომისიოებით კრიპტალზე შეგიძლია, სადაც ერთნაირად მარტივი გარემოა როგორც გამოცდილი თრეიდერისთვის, ისე დამწყები ადამიანისთვის, რომელსაც კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში სურს ფეხის შედგმა.
კრიპტოს ყიდვა შეგიძლია, როგორც Spot ბირჟაზე, სადაც თრეიდერები იკრიბებიან და მათთვის მისაღები ფასის სანაცვლოდ კრიპტო აქტივებს ერთმანეთში ცვლიან, ისე კონვერტაციის ფუნქციის გამოყენებით, რა დროსაც უთითებ სასურველ კრიპტოვალუტას და სასურველ რაოდენობას, სულ რამოდენიმე წამში კი, სოლანა შენს კრიპტო საფულეში აღმოჩნდება.
გაითვალისწინე, კრიპტოს ყიდვა კრიპტალზე ყველაზე დაბალი საკომისიეობით შეგიძლია.
Conflux (CFX) – 735%
Conflux-მა 2023 წლის დასაწყისში გასაოცარი სტარტი აჩვენა, რა დროსაც საკუთარი ღირებულება გააოცმაგა. წლის პირველ დღეს კრიპტოს ფასი $0.02 შეადგენდა, ხოლო მოგვიანებით, 20 მარტს აქტივის ღირებულება წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზე, $0.46-ზე ავიდა. მოგვიანებით, წლის განმავლობაში აქტივის ფასი დასტაბილურდა და $0.19-მდე ჩამოვიდა, დაფიქსირებული 735%-იანი ზრდით კი, ტოპ 100 კრიპტოვალუტას შორის Conflux მე-6 ადგილზე გავიდა.
კრიპტოზე ფასის ზრდა გასული წლის პირველ ნახევარში სხვა ქოინების პოზიტიურმა ტრენდმა განაპირობა, რა დროსაც ზოგადად კრიპტო ბაზარმა 2022 წლის ნეგატიური სენტიმენტი დაძლია. თუმცა, მოგვიანებით, პროექტმა მომხმარებელს სხვადასხვა ტექნიკური და სხვა სახის სიახლეები შესთავაზა. მაგალითად, Conflux დაპარტნიორდა ჩინურ სოციალურ მედია Little Red Book-თან, სადაც მომხმარებლებს საკუთარ გვერდებზე შეეძლოთ NFT ნამუშევრების ჩვენება.
გარდა ამისა, Conflux დაპარტნიორდა ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ SIM ბარათებს აწარმოებს, ამ ყველაფერმა კი, კრიპტოვალუტის ზრდას ხელი შეუწყო.
Fetch.AI (FET) – 647%
კრიპტოვალუტა Fetch.AI წლის დახურულს ნამდვილად გამოირჩა ფასნამატით, რა დროსაც 2023 წლის ბოლო დღეს ერთი ტოკენის ღირებულება $0.69 შეადგენდა, რაც წლის დასაწყისიდან 647%-იან ზრდას ნიშნავს. კრიპტოს ფასი თავდაპირველად $0.1 იყო, ხოლო ყველაზე მაღალი ღირებულება აქტივზე, 2023 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა და $0.76 შეადგინა. AI პროექტი დიდი ყურადღების ქვეშ იყო გასული 2023 წლის განმავლობაში და ეს ყურადღება ზოგადად, ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილმა აქტივობებმა გამოიწვია.
Fetch.ai საკუთარ თავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტებს შორის პიონერად აპოზიციონირებს და ცდილობს, რომ ზოგიერთი სერვისი კრიპტოვალუტების ჩართულობით ავტომატიზებული გახადოს. მაგალითად, ავტომატურ რეჟიმში შესაძლებელი იყოს პლატფორმის მიერ შენს ნაცვლად მოგზაურობის დაჯავშნა და კრიპტოს დახმარებით ანგარიშსწორება.
მნიშვნელოვანი როლი კრიპტოს ფასის ზრდაში მისმა მრავალფუნქციურობამაც ითამაშა, რაც დეცენტრალიზებულ ფინანსებში და აპლიკაციებში აქტივის ხშირ მოხმარებას ნიშნავს.
პროექტის წარმატება დიდწილად სწორედ მის გუნდზე და მუდმივ განვითარებაზეა მიბმული, თუმცა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრიპტოვალუტის დიდ კომპანიებთან პარტნიორობამაც და ერთ-ერთი ასეთი ბოშია (Bosch). დამატებით, 2023 წელს Fetch.ai-ის გუნდმა პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა AI პროექტს Singularity-ისთან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სერვისების შემქმნელი გუნდია და ამას გარდა საკუთარი AI კრიპტოვალუტაც აქვთ.
2023 წლის განმავლობაში Fetch.ai ტოპ 100 დიდ კრიპტოვალუტას შორის დაფიქსირებული ზრდის მიხედვით 67-ე ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია, როგორც კრიპტოვალუტების გულშემატკივრებისთვის, ისე ხელოვნური ინტელექტის სერვისების მომხმარებელთათვის.
Stacks (STX) – 632%
ამ კრიპტოვალუტისათვის მთელი 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო და ის რამოდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. მაგალითად, Stacks-ის ფასი მნიშვნელოვნად, 5-ჯერ, გაიზარდა გასული წლის პირველ კვარტალში, რა დროსაც ღირებულებამ $0.22 მიაღწია, ხოლო უკვე მარტის ბოლოს მისი ფასი $1 გაუტოლდა, საბოლოოდ კი კრიპტოს ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზე წლის ბოლოს, 27 დეკემბერს ავიდა და $1.6 შეადგინა. საბოლოოდ კი, Stacks-ის ღირებულება 632%-ით გაიზარდა!
Stacks ერთგვარად ბიტკოინის ბლოკჩეინის დამხმარე დანამატია, რომელიც ქსელს ახალი მომხმარებლების მიღებაში და ტრანზაქციების უფრო სწრაფად დამუშავებაში ეხმარება. ის ფუნქციონირებს, როგორც Layer 2 ქსელი, ანუ შედარებით მრავალფუნქციური პროექტი, რომელიც თავსებადია ჭკვიანი კონტრაქტებისა და ავტომატიზებული სერვისების შექმნაშიც.
Wemix (WEMIX) – 607%
კრიპტოვალუტა WEMIX-მა 2023 წლის განმავლობაში გასაოცარი, 600%-იანი ზრდა დააფიქსირა. ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს აქტივმა 2023 წლის 8 დეკემბერს მიაღწია, როდესაც მისი ღირებულება $3.87 გაუტოლდა.
WEMIX არის ციფრული აქტივი, რომელიც აქტიურად გამოიყენება დეცენტრალიზებული ფინანსების მთელ რიგ დარგებში. კრიპტოვალუტას მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს GameFi-ის მიმდინარეობითაც, ანუ web3 თამაშებში, რომლებიც პოპულარობას ყოველდღიურად იხვეჭენ და სულ უფრო მეტი ადამიანის ინტერესის სფეროში ექცევიან. მისი მეშვეობით დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან დეცენტრალიზებული თამაშები და ერთგვარი კრიპტო ეკონომიკა, გადახდების სისტემითა და კრიპტოს გამომუშავების შესაძლებლობით.
დამატებით, საინტერესოა ისიც, რომ Wemix მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეთ ფან ტოკენები და მათთვის საინტერესო პროექტებში იყვნენ ჩართულნი, იქნება ეს ხმის მიცემის პროცესი თუ რაიმე მნიშვნელოვანის გადაწყვეტა.
- თუკი თრეიდერმა 2023 წლის დასაწყისში 1000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა, წლის ბოლოს ფასნამატის გათვალისწინებით მისი ინვესტიციის ღირებულება დაახლოებით 7000 ლარის ტოლი იქნება.
Immutable (IMX) – 480%
კიდევ ერთი გამორჩეული კრიპტოვალუტა, რომლის ფასიც საგრძნობლად გაიზარდა 2023 წლის განმავლობაში Immutable აღმოჩნდა. კერძოდ, კრიპტომ წელი $0.4 ღირებულებით დაიწყო და 2023 წლის 31 დეკემბერს ერთი ტოკენის ფასმა $2,23 შეადგინა, ხოლო აქტივის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 28 დეკემბერს დაფიქსირდა - $2.49. ხოლო ამ კრიპტოვალუტაში ვაჭრობა დეკემბრის თვეში $1 მილიარდიან ღირებულებას გადასცდა.
ეს ციფრული აქტივიც გეიმერებსა და დეველოპერებზეა გათვლილი, რომლებსაც ქსელის მეშვეობით სხვადასხვა დეცენტრალიზებული თამაშის გაშვება შეუძლიათ, მინიმალური ტრანზაქციული დანახარჯებით.
ფასის ზრდის ფაქტორებიდან უმთავრესი მაინც ზოგადი ჰაიპი აღმოჩნდა, რა დროსაც კრიპტოვალუტების უმეტესობის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა და მათ შორის არის ბიტკოინის ფასიც, რომელმაც ყველა სხვა ციფრული აქტივის ღირებულება წაიყოლა და პოზიტიურად იმოქმედა. თუმცა, 2023 წლის განმავლობაში, კრიპტოვალუტის ირგვლივ უამრავი დადებითი სიახლე და განახლებაც ვნახეთ.
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი მოვლენა კი, Immutable-სა და თამაშების შემქმნელ კომპანია Ubisoft-ის შორის პარტნიორობაა თამაშების დეველოპინგის კუთხით. ამ ყველაფერმა კი, უამრავი ადამიანის ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად აქტივზე მოთხოვნაც გაიზარდა.