კრიპტოვალუტები დიდი ხანია გლობალურ ფენომენად იქცნენ და პოპულარობას ყოველდღიურად სულ უფრო იძენენ. კრიპტოს მიმართ დიდი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოკლე დროში დიდი სარგებლის ნახვის შესაძლებლობაა.
ამ ბლოგში ჩვენ ვნახავთ 5 კრიპტოვალუტას, რომლებმაც 3-9 აპრილის პერიოდში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დააფიქსირეს.
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის!
მე-5 ადგილი: Chiliz (CHZ)
7 დღიან პერიოდში 9.25%-იანი ზრდით მეხუთე ადგილს Chiliz (CHZ) იკავებს. ჩილიზი არის იმავე სახელწოდების ბლოკჩეინ პლატფორმაზე დაფუძნებული ტოკენი, რომლის მიზანიც სპორტისა და გართობის ინდუსტრიის კრიპტოვალუტიზაციაა. პროექტი უკვე პარტნიორობს ისეთ დიდ სპორტულ გუნდებთან, როგორებიც არიან FC Barcelona; Paris Saint-Germain და Juventus.
- TOP ფაქტი: ჩილიზის მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი საყვარელი კლუბის გარშემო მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩაერთონ და ზეგავლენა იქონიონ.
ამ ბლოგის გამოქვეყნებისას CHZ-ის შეძენა $0.12 შეგიძლიათ და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $876 მილიონს უტოლდება.
თუ ამ კოინის შეძენა გადაწყვიტე, ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა Cryptal-ია. სწრაფი გადაცვლისა და Spot ბირჟის დახმარებით შეგიძლია ჩილიზი სულ რამოდენიმე კლიკით შეიძინო.
მე-4 ადგილი: Enjin Coin (ENJ)
Enjin Coin 9.82%-იანი ზრდით მე-4 ადგილს იკავებს ჩვენს სიაში. ENJ არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, შექმნან და ჩააინტეგრირონ სხვადასხვა კრიპტოვალუტა კომპიუტერულ თამაშებში.
- TOP ფაქტი: ENJ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან ისეთი ციფრული აქტივები, რომელთა გადაცვლაც და გაყიდვაც შესაძლებელია კომპიუტერული თამაშების შიგნით.
ENJ-ის შეძენა შესაძლებელია $0.42 ცენტად და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება.
მე-3 ადგილი: THORChain (RUNE)
11.53%-იანი ზრდით, თორის საყვარელი კოინი, THORChain ჩვენი სიის მესამე ადგილზე გავიდა. RUNE ჭეშმარიტად გლობალური კრიპტო პროტოკოლია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა ქსელებზე დამყარებული კრიპტოვალუტები ერთმანეთში მარტივად და სწრაფად გადაიცვალოს.
ის ამ თვისებით ერთ-ერთი უნიკალური ტექნოლოგიური გადაწყვეტაა და კრიპტოვალუტების მომხმარებლებს ბევრ დროსა და საკომისიოს უზოგავს.
- TOP ფაქტი: THORChain-ს ლიკვიდურობის მიწოდება შეუძლია ნებისმიერი კრიპტოვალუტისათვის, რომელსაც მინიმუმ $50 მილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
თუ RUNE-ის შეძენა და ვალჰალიდან მისი დედამიწისეულ კრიპტოვალუტებში მარტივად გადაცვლა მოგინდა, მისი ფასი $1.59-ია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია - $519.063.602.
მე-2 ადგილი: Curve DAO Token (CRV)
კვირის ტოპ 5 მზარდი კრიპტოვალუტის სიაში მეორე ადგილი დაფიქსირებული 11.63%-იანი ზრდის მიხედვით Curve DAO Token-მა დაიკავა.
CRV დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა Curve-ის ტოკენია და პლატფორმა სტაბილური კოინების გადაცვლის საშუალებას იძლევა. ის თრეიდერებს უმცირებს საკომისიოებს და უმარტივებს კოინების ერთმანეთში გადაცვლის პროცესს.
- TOP ფაქტი: CRV იყენებს უნიკალურ ალგორითმს, რომ ყველა სტაბილური კოინი დაფიქსირებულ ფასში გადაიცვალოს და თრეიდერმა არ ნახოს ფასთა სწრაფი ცვალებადობით წაგება.
Curve DAO Token-ის შეძენა $1 არის შესაძლებელი, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ნახევარ მილიარდ დოლარს გადასცდა.
პირველი ადგილი: Injective (INJ)
Injective 14.48%-იანი ზრდით პირველ ადგილს იკავებს. INJ არის დეცენტრალიზებული ბირჟის პლატფორმა, რომელიც თრეიდერებს შესაძლებლობას აძლევს გადაცვალონ აქტივები ერთმანეთში ყოველგვარი ცენტრალიზებული შუამავლის გარეშე.
პლატფორმა გამოირჩევა იმით, რომ layer-two გადაწყვეტილებას იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს სთავაზობენ სწრაფ აღსრულებასა და დაბალ საკომისიოებს.
- TOP ფაქტი: INJ იყო პირველი პლატფორმა, სადაც future-ებით ვაჭრობა შესაძლებელი გახდა.
მისი შეძენა $5.66 არის შესაძლებელი და ამ მაჩვენებლით ჩვენს სიაში მოხვედრილი ყველაზე ძვირადღირებული აქტივიც გახდა.
შეჯამება:
3-9 აპრილის პერიოდში კრიპტოვალუტების ბაზარმა Bull Run-ის კიდევ ერთი წარმატებული გაგრძელება აჩვენა. ჩვენს სიაში მოხვედრილმა ხუთმა კრიპტოვალუტამ კი, ინვესტორებს მწვანე ჩარტი და დიდი მოგება მოუტანა.
გაითვალისწინე, რომ წარმატებული თრეიდინგისთვის მხოლოდ ფასებზე თვალის დევნება არ არის საკმარისი, თუმცა ჩვენს ბლოგში გაჟღერებული ინფორმაცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ სფეროში მომგებიანი აქტივობისათვის.
მწვანეზე გევაჭროთ!