Სარჩევიchevron-down
კვირის ტოპ 5 კრიპტოვალუტა
მე-5 ადგილი: THORChain (RUNE) - ღმერთების კრიპტოვალუტა
მე-4 ადგილი: 0x Protocol (ZRX) - ეთერიუმის ტოკენი
მე-3 ადგილი: Celestia (TIA) - შექმენი საკუთარი ბლოქჩეინი
მე-2 ადგილი: ORDI (ORDI) - ტოპ 5 კრიპტოს სიაში პირველად
პირველი ადგილი: FTX Token (FTT) - ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა ჩვენს სიაში
სხვა მზარდი კრიპტოვალუტა - Solana (SOL) და dYdX
როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა მარტივად და სწრაფად?
შეჯამება
5 Cryptocurrency Logos placed on an Upward Pedestal With Georgian Text on the Right Side
2023-11-13clock8 minutes

კვირის ტოპ 5 კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტების მუდმივად ცვალებადი და მრავალფეროვანი ბაზრისათვის თვალის გამუდმებით მიდევნება ყველა თრეიდერის ვალია. ამ კვირაში კი, რამოდენიმე კრიპტოვალუტა გამოირჩა ზრდის გასაოცარი პროცენტული მაჩვენებლით და თუ დაკვირვებული თრეიდერი ხარ შეამჩნევდი, თუ არადა ჩვენ მოგიყვებით ყველაფერს.

დეცენტრალიზებული ბირჟების ტოკენებიდან, სრულიად ახალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, ტოპ 5 კრიპტოვალუტას შორის ყველანაირს შეხვდებით.

მოკლედ, ამ ბლოგში მოგიყვებით, რომელ ტოპ 5 კრიპტოვალუტას ჰქონდა ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა ერთი კვირის ჭრილში და გაჩვენებთ, როგორ შეძლებთ კრიპტოვალუტების ყველაზე მარტივად და სწრაფად ყიდვას.

მე-5 ადგილი: THORChain (RUNE) - ღმერთების კრიპტოვალუტა

ჩვენი კრიპტო მოგზაურობა ტოპ 5 მზარდ აქტივებს შორის დეცენტრალიზებული ქსელით იწყება, რომელსაც THORChain ჰქვია. ქსელი 2018 წელს გაეშვა და მისი დანიშნულება განსხვავებული ბლოკჩეინის მქონე ქსელებს შორის გადარიცხვების გამარტივება და შუამავლად THORChain (RUNE)-ს გამოყენებაა, რომელიც მომხმარებლებს ცენტრალიზებულ შუამავლებს თავიდან არიდებს.

ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ THORChain ფუნქციონირებს CEO-სა და სხვა დირექტორების გარეშე, ქსელის სრულ წარმადობას მასში ჩართული ადამიანები უზრუნველყოფენ, რითაც ის ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული ბუნებისაა.

THORChain მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვადასხვა სტაბილური ქოინები ერთმანეთში მარტივად გადაცვალონ, მათი განსხავებული ქსელებისა და ბლოკჩეინების მიუხედავად.

გასული კვირის განმავლობაში RUNE-მ არნახული, 55%-იანი ზრდა დააფიქსირა. თუკი თრეიდერი კვირის დასაწყისში შეიძენდა 1000 ლარის ღირებულების RUNE-ს, კვირის ბოლოს მისი ინვესტიცია 1550 ლარის ღირებულების იქნებოდა და ისიც 550 ლარის მოგებას ნახავდა სულ რაღაც 7 დღეში.

  • საინტერესო ფაქტი: THORChain-ის ტოკენს RUNE ეწოდება, რომელიც სკანდინავიურ მითოლოგიაში ელვის ღმერთ თორს უკავშირდება და ქსელის ელვისებურ სისწრაფეს გამოხატავს.

მე-4 ადგილი: 0x Protocol (ZRX) - ეთერიუმის ტოკენი

ZRX ტოკენი ჩვენი ტოპ მზარდი კრიპტოვალუტების სიაში მე-4 ადგილზე მოხვდა. ეს ტოკენი 2017 წელს შეიქმნა და მისი მთავარი დანიშნულება ეთერიუმის ბლოკჩეინზე არსებულ კრიპტოვალუტებს შორის პირდაპირი და მარტივი გადარიცხვისა და კონვერტაციის განხორციელებაა.

პროექტის შემქმნელები Will Warren და Amir Bandeali არიან, რომლებიც ZRX-ის განვითარებაზე დღემდე მუშაობენ.

2017 წელს პლატფორმას წარმატებული გაშვება ჰქონდა და $24 მილიონის დაფინანსებაც მოიპოვა. პროექტში ინვესტიციები ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა ჩადეს, როგორებიც Polychain Capital, Pantera Capital და FBG Capital არიან.

სხვა უამრავი კრიპტოვალუტის მსგავსადაც, ZRX-საც ლიმიტირებული რაოდენობა აქვს და სულ სამყაროში 1 მილიარდი ტოკენი იქნება. აქედან დაახლოებით მესამედი უკვე ცირკულაციაშია ბაზარზე ჩაშვებული.

  • საინტერესო ფაქტი: ZRX ტოკენი მომხმარებლებს სტეიკინგის შესაძლებლობას აძლევს, რაც წლიურად შენს შენახულ აქტივებზე სარგებლის დარიცხვას გულისხმობს.

7 დღის განმავლობაში ZRX-მა გასაოცარი, 121%-იანი ზრდა დააფიქსირა.

თუკი შენ ორშაბათს 1000 ლარის ღირებულების 0x Protocol-ს იყიდდი, ერთი კვირის შემდგომ, მეორე ორშაბათს შენი აქტივები 2210 ლარის ღირებულების იქნებოდა, რაც 1210 ლარის ამონაგებს ნიშნავს!

მე-3 ადგილი: Celestia (TIA) - შექმენი საკუთარი ბლოქჩეინი

ტოპ სამეულში მოხვდა კრიპტო სამყაროს ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავი, სახელად Celestia. ეს პროექტი ორიენტირებულია დეცენტრალიზებული საფინანსო სისტემის განვითარებაზე და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პლატფორმის დახმარებით აქტივები ისესხონ და გაასესხონ, პლატფორმის ტოკენ TIA-ის დახმარებით.

გარდა ამისა, Celestia მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი ინდივიდუალური ბლოკჩეინი ჩაუშვან და მის ფარგლებში საკუთარი თამაშის წესები გაავრცელონ.

პლატფორმის მთავარი მამოძრავებელი მოტივი არის ის, რომ ტრადიციული ბლოკჩეინები რთული მექანიზმები არიან, რომლებსაც სხვადასხვა ოპერაციების დამუშავება უწევთ, როგორებიც არის ტრანზაქციები, დადასტურება და სხვა. მათი გაგებით კი, საჭიროა ახალი გამოცდილება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად აამუშაონ საკუთარი ბლოკჩეინი, მათივე წესებით.

Celestia-ს ტოკენი, სახელად TIA, კვირის განმავლობაში დიდი პროცენტული ზრდით გამოირჩა და აქტივის ფასი 127% გაიზარდა, რაც ნიშნავ იმას, რომ 1000 ლარიანი ინვესტიცია შესაძლოა 2270 ლარის ღირებულების აქტივებად ქცეულიყო.

  • საინტერესო ფაქტი: პლატფორმა ორიენტირებულია გარემოს დაცვის საკითხებზე და მომხმარებლებს ეკო-მეგობრული კონსენსუსის მექანიზმის შექმნას სთავაზობს, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

მე-2 ადგილი: ORDI (ORDI) - ტოპ 5 კრიპტოს სიაში პირველად

მეორე ადგილზე ერთ კვირის ჭრილში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით მოხვდა ORDI, რომელიც ჩვენს ტოპ კრიპტოვალუტების სიაში პირველად გამოჩნდა, თუმცა კრიპტო ენთუზიასტებსა და ინვესტორებს თავი ხმაურიანი სტარტით გააცნო.

მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 6.68%-იანი ზრდა აჩვენა. ეს კრიპტოვალუტა კი, CoinMarketCap-ის ტოპ 100 კრიპტოვალუტის სიაში საბაზრო კაპიტალიზაციით 98-ე ადგილს იკავებს თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარიანი ნიშნულით. თავად ტოკენი კი, მიმოქცევაში ლიმიტირებული, 21 მილიონიანი რაოდენობით ჩაეშვება.

რაც შეეხება გასული ერთი კვირის მონაცემებით, აქ ამ კრიპტომ ნამდვილად დაიმსახურა ადგილი ტოპ მზარდ აქტივებს შორის თავისი 240%-იანი აღმავლობით.

ამჟამად კრიპტოვალუტის ფასი $22 ფარგლებში მერყეობს და ბოლო 24 საათში სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე $620 558 რაოდენობის ORDI-ს აქტივები მიმოიცვალა.

  • საინტერესო ფაქტი: კრიპტოვალუტა ORDI-ის სახელწოდება ლათინური სიტყვა “ordo”-დან მოდის შეკვეთას ნიშნავს.

პირველი ადგილი: FTX Token (FTT) - ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა ჩვენს სიაში

კვირის ტოპ კრიპტოვალუტებში დამსახურებული პირველი ადგილი FTX Token (FTT)-მა დაიკავა, რომელიც ამავე დროს ჩვენს სიაში მოხვედრილი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა. ეს კრიპტოვალუტა ცნობილი კრიპტო ბირჟის FTX-ის ნაწარმია, რომელმაც 2022 წლის 11 ნოემბერს ოფიციალურად განაცხადა ბანკროტისა და გაკოტრების შესახებ.

გაითვალისწინე, გაკოტრების პარალელურად ჯერ კიდევ მიმდინარეობს შესაბამისი იურიდიული პროცედურები და FTX-ის ტოკენის ყიდვა სარისკო ქმედებაა. დამატებით, ამ ტოკენს სალიკვიდაციო აქტივად იყენებენ და ბევრი დანიშნულება არ აქვს, გარდა კრედიტორებისადმი ვალის გადახდის.

თუმცა, ამ ყოველივეს მიუხედავად, FTT აქტიური დაბრუნება დააანონსა და შესაბამისად ერთი კვირის ჭრილში 217% ზრდა დაფიქსირდა.

სხვა მზარდი კრიპტოვალუტა - Solana (SOL) და dYdX

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორმა კრიპტოვალუტამ ვერ შეძლეს დაფიქსირებული პროცენტული ზრდის მაჩვენებლით ტოპ სიაში მოხვედრა, მაინც შესამჩნევი მატება ჰქონდათ. Solana ყველასათვის კარგად ცნობილი კრიპტოვალუტაა, ხოლო dYdX ჩვენს სიაში უკვე მესამედ ხვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტო სტაბილურობითა და ზრდის შეუქცევადი ტემპით გამოირჩევა.

dYdX-ის შეძენა დაახლოებით $3 ფარგლებშია შესაძლებელი და ერთი კვირის ჭრილში ამ კრიპტოს 31%-იანი ზრდა ჰქონდა.

ხოლო სოლანას ყიდვა კრიპტალის მომხმარებლებს და არა მხოლოდ, $58 შეუძლიათ, მაშინ როდესაც ამ აქტივის ფასი 7 დღის ჭრილში 43%-ით გაიზარდა.

როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა მარტივად და სწრაფად?

კრიპტალი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად და სწრაფად იყიდონ კრიპტოვალუტა სამი ძირითადი fiat აქტივის გამოყენებით - ქართული ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო, რომლებიც პლატფორმაზე ავტომატურად კონვერტირდებიან კრიპტოს საყიდლად საჭირო TOGEL, TOUSD და TOEURO-ში.

პლატფორმაზე კრიპტოვალუტის ყიდვა ორი გზით არის შესაძლებელი:

  • კონვერტაცია:
    კრიპტალის კონვერტაცია ორიენტირებულია სიმარტივესა და სისწრაფეზე. ეს თვისებები კრიტიკულია მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტების ბაზარზე შესაძლებელია წამებში სიტუაცია დრამატულად შეიცვალოს, სხვადასხვა ტოკენის ან კრიპტოვალუტის ყიდვა კი მომენტალურად უნდა შეგეძლოს. კონვერტაციის გამოყენებისათვის არ გჭირდება რაიმე გამოცდილების ქონა.



    მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ უამრავი კრიპტოვალუტა, იქნება ეს სოლანა, ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა იყიდონ მომენტალურად fiat აქტივების დახმარებით.


  • Spot ბირჟა:
    სპოტ ბირჟა საშუალებას გაძლევს, რომ სხვა შენნაირ თრეიდერებთან და ისეთ ადამიანებთან შეხვიდე ურთიერთობაში, რომლებსაც კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა სურთ. ბირჟაზე ათავსებ შენს მოთხოვნას, ყიდვის ან გაყიდვის შესახებ და ელოდები, როდის გამოჩნდება მეორე მხრიდან ადამიანი, რომელიც დაადასტურებს შენს დადებულ მოთხოვნას.

    გაითვალისწინე, Spot ბირჟა შენზე მაქსიმალურად მორგებული ფასით ყიდვა გაყიდვის შესაძლებლობას გაძლევს, თუმცა ეს მეთოდი ძირითადად გამოცდილი თრეიდერებისათვის არის განკუთვნილი.

შეჯამება

კრიპტოვალუტების ტურბულენტობით აღსავსე სამყაროში ჩვენს სიაში მოხვედრილმა ტოპ კრიპტოვალუტებმა კარგი ზრდა და შედარებით სტაბილურობა აჩვენეს, ვინაიდან აქტივების ფასმა შვიდი დღის განმავლობაში ფასების მაღლა ასვლა აჩვენეს და მწვანე ტალღაზე დაასრულეს კვირა, რეგრესის გარეშე.

ბაზარზე თვალის მიდევნებით კი, შესაძლებლობა გვაქვს გამოვარჩიოთ ისეთი კრიპტოვალუტები, რომლებიც პროექტის პერსპექტიულობიდან გამომდინარე შესაძლოა პოტენციური კანდიდატები იყვნენ ჩვენს ტოპ კრიპტოვალუტებს შორის მოსახვედრად.

გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის.

Support