Სარჩევიchevron-down
მოკლედ - რა არის ბიტკოინის განახევრება ანუ ჰალვინგი?
Immutable (IMX)
Render Token (RNDR)
Dogwifhat (WIF)
Beam (BEAM)
ბიტკოინი (BTC)
რა ფაქტორები ახდენს გავლენას კრიპტოს ფასზე?
შეჯამება
Georgian wording on the left side of the visual with Bitcoin Logo in the right side 1000x300
2024-04-12clock6 minutes

მოკლედ - რა არის ბიტკოინის განახევრება ანუ ჰალვინგი?

კრიპტოვალუტებისათვის, განსაკუთრებით კი ბიტკოინისთვის, დეცენტრალიზებულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ნიშნავს იმას, რომ ციფრული აქტივები ყოველგვარი ცენტრალური ორგანოსა და მაკონტროლირებადი სუბიექტის გარეშე, დამოუკიდებლად ოპერირებენ.

როდესაც ბიტკოინის ყიდვა ან გაყიდვას ახორციელებ, მაშინ შენს საკუთრებაში არსებულ აქტივებს პირდაპირ სხვას გადასცემ. ქსელში ჩართული სხვა მომხმარებლები კი, შენს კრიპტო ტრანზაქციას დაადასტურებენ და ამ მომხმარებლებს მაინერები ჰქვიათ.

მაინერები არიან ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფი, რომლებიც მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობების წყალობით კომპლექსურ მათემატიკურ ამოცანებს ხსნიან და შედეგად ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ტრანზაქციების ავთენტურობას ადასტურებენ.

მაინერებს კრიპტო ეკოსისტემის შიგნით მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. უზრუნველყოფენ ქსელის ჭეშმარიტ დეცენტრალიზებულობას და სანაცვლოდ საჩუქრად ბიტკოინი ერიცხებათ. რაც უფრო მეტია რომელიმე მაინერის როლი, მით მეტია ჯილდოც.

ყოველ ოთხ წელში ერთხელ ბიტკოინი და მისი ქსელი განახევრების, ანუ ჰალვინგის პროცესს გადის. შედეგად კი, მაინერებისათვის გასაცემი ჯილდო ნახევრდება.

მაგალითად, 2012 წლის განახევრებისას, ჯილდოდ გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა 50 BTC-დან 25 BTC-მდე ჩამოვიდა.

როგორც ვახსენეთ, ბიტკოინი ყოველ 4 წელში ამ პროცესს გადის. შემდეგი განახევრება კი 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ამ ბლოგში გეტყვით იმ ტოპ 5 კრიპტოვალუტას, რომლებსაც ჰალვინგის პროცესამდე თვალი უნდა ადევნო.

Immutable (IMX)

კრიპტოვალუტა Immutable (IMX) ეთერიუმის ბლოკჩეინის Layer-2 ტოკენია, რომელიც დაბალი საკომისიოებითა და სისწრაფით გამოირჩევა, მისი მთავარი გამოყენება კი, NFT აქტივებთან ინტერაქციაა. როგორც საკომისიოებზე ვახსენეთ, მისი შექმნის მთავარი მიზეზი ეთერიუმის საკომისიოების შემცირება, უსაფრთხოების გაზრდა და ტრანზაქციების აჩქარება იყო.

მოკლედ, ყველაფერი რაც იმ კრიპტოვალუტაზე უნდა იცოდე, რომელსაც ბიტკოინის ჰალვინგამდე თვალი უნდა ადევნო:

  • კრიპტოვალუტა გამოიყენება NFT ნამუშევრების ყიდვა & გაყიდვაში
  • ეთერიუმის ქსელში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოები აქვს
  • მისი ამჟამინდელი ფასი $2.5 ფარგლებში მერყეობს
  • კრიპტოვალუტას აქვს $3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია

Render Token (RNDR)

ისევე როგორც წინა კრიპტოვალუტა, რენდერ ტოკენიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული აქტივია, რომელიც კრიპტოს შესაქმნელად კომპიუტერის სიმძლავრეს, GPU-ს იყენებს. აქტივის შექმნის მთავარი მიზეზი იყო კრიპტოს ენერგოეფექტურად გამომუშავება. კონკრეტულად რა მახასიათებლები აქვს Render Token-ს?

  • აკავშირებს ორ მხარეს - ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი კომპიუტერული სიმძლავრის გასხვისება სურთ და ადამიანებს, რომლებსაც კრიპტოს „გაშვება“ უნდათ
  • გამოიყენება როგორც საგადახდო და მიმოცვლის საშუალება
  • აქვს ენერგო-ეფექტური და ნაკლებ დამაზიანებელი მუშაობის პრინციპი
  • კრიპტოს ფასი $10 ფარგლებში მერყეობს, ხოლო მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $3,5 მილიარდს უტოლდება.

თუკი თვალს ადევნებდი ჩვენს ბლოგებს, რენდერ ტოკენს აუცილებლად არაერთხელ ნახავდი იმ ტოპ 5 კრიპტოვალუტებს შორის, რომლებმაც ერთი კვირის ჭრილში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დააფიქსირეს.

Dogwifhat (WIF)

ბოლო პერიოდში მიმ ქოინები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათ შორის რამოდენიმე განსაკუთრებით გამორჩეულია. ერთ-ერთი ასეთი კრიპტოვალუტა Dogwifhat არის, რომელიც 2021 წლის ნოემბერში, შიბა ინუს მსგავსად სახუმაროდ, სოლანას ბლოკჩეინზე შეიქმნა. კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველთა დიდი ყურადღება კი, 2023 წლის ბოლოს მიიპყრო, როდესაც კრიპტოვალუტამ არნახული პროცენტული ზრდა დააფიქსირა და ჯამში 20,000%-ით გაიზარდა მისი ფასი.

როგორც მიმ ქოინებისთვის არის დამახასიათებელი, მისი ფასის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი პოპულარობა და ადამიანების დამოკიდებულება, ანუ ჰაიპია. თუმცა ფაქტია, რომ მისი ფასი ძალიან გაიზარდა და კრიპტო აქტივი ისეთ ბირჟებზე გამოჩნდა, როგორიც Raydium და Jupiter არის.

Beam (BEAM)

Beam არის ბლოკჩეინ ქსელი, რომელიც სხვადასხვა პროტოკოლების წყალობით განსაკუთრებით გამოირჩევა უსაფრთხოებითა და კონფიდენციალურობით. მისი მთავარი მიზანი ანონიმური და უსაფრთხო ბლოკჩეინის შექმნაა, სწორედ ისეთის, როგორიც ბიტკოინი არის.

გასული წლის განმავლობაში ჯამურად Beam ტოკენის ფასი 78%-ით გაიზარდა, ხოლო პროექტის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.6 მილიარდს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიმს არ აქვს სხვა კრიპტოების მსგავსად არნახული პროცენტული ზრდა, ეს ციფრული აქტივი ფასის სტაბილური მატებითა და ნაკლებ ტურბულენტური ბუნებით გამოირჩა.

ბიტკოინი (BTC)

შეუძლებელია ვისაუბროთ იმ კრიპტოვალუტებზე, რომლებსაც ბიტკოინის ჰალვინგამდე უნდა მიაქციო ყურადღება და თავად ბიტკოინი არ ვახსენოთ. წინა სამი განახევრების მსგავსად, მომავალი მე-4 განახევრებისათვის ადამიანებსა და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს ფასის გაზრდის ჭრილში პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

მაგრამ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რატომ უნდა გაიზარდოს ბიტკოინის ფასი?

შეზღუდული რაოდენობა - ჰალვინგის პროცესის შემდგომ ახლად დაგენერირებული ბიტკოინის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. შესაბამისად, ბაზარზე ახალი კრიპტოვალუტის შედინება იკლებს. თუკი მოთხოვნა ბიტკოინზე დარჩება იგივე ან საერთოდ გაიზრდება, რასაც სტატისტიკა გვეუბნება, მაშინ ბიტკოინის ფასი ბუნებრივად გაიზრდება.

მოლოდინები - როგორც სტატისტიკა გვეუბნება და ზემოთაც ვახსენეთ, ჰალვინგის შემდგომ ბიტკოინის ფასი იზრდება. ასე მოხდა გასული ოთხი განახევრების პროცესის შემდგომ და მოსალოდნელია, რომ ახლაც ასე იქნება.

მაინერების ეფექტი - როგორც ვახსენეთ, ჰალვინგი გულისხმობს მაინერებისათვის გამოყოფილი ჯილდოს შემცირებასა და განახევრებას. მოსალოდნელია, რომ ჯილდოს სახით მიღებული შემცირებულ კრიპტოვალუტებს მაინერები შეინახავენ მანამ, სანამ მისი ფასი უფრო მაღალი არ იქნება. ბიტკოინის კრიპტო საფულეში შენახვა კი, გულისხმობს აქტივის მიმოქცევიდან ამოღებასა და შესაბამისად ფასების კიდევ უფრო მატებას.

პოპულარობა - ჰალვინგის მიმართ დიდი მოლოდინებია კრიპტო საზოგადოებაში. მოვლენას დიდ ყურადღებას უთმობს როგორც მედია, ისე სხვადასხვა ფინანსური გამოცემები. გაზრდილი პოპულარობა და მოლოდინები კი, იწვევს ინვესტორებისა და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანების კიდევ უფრო აქტიურობას.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას კრიპტოს ფასზე?

  • საბაზრო სენტიმენტი - როგორც ვიცით, ბაზარზე შექმნილი განწყობა მნიშვნელოვნად მოქმედებს კრიპტოს ფასზე, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად. პოზიტიური სიახლეები და ბლოკჩეინის განვითარება დადებითად მოქმედებს ნებისმიერ კრიპტოვალუტის ფასზე. სწორედ ისეთ მოვლენა, როგორიც ჰალვინგია, ანალოგიურად მოქმედებს.

  • ბიტკოინის ფასი - ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის საბაზრო მოქმედებები მნიშვნელოვნად აისახება სხვა ციფრული აქტივებისა და ალტქოინების ფასზეც. მაგალითად, თუკი ბიტკოინის ფასი იზრდება, ანალოგიურად იმატებს სხვა დანარჩენი ტოკენებისა თუ ქოინების ღირებულებაც. ხოლო, როგორც სტატისტიკურად ვიცით, ჰალვინგის შემდგომ ბიტკოინის ფასი ნამდვილად იმატებს.

  • მედია გაშუქება - ისეთი ვოლატილური აქტივები, როგორიც ალტქოინები არიან, მნიშვნელოვნად რეაგირებენ სიახლეებსა და მედიაში აქტივობებზე. პოზიტიური გამოხმაურებები, პოზიტიურად აისახება მათ ფასზე. ჰალვინგის, ანუ განახევრების პარალელურად კი მედიაში პოზიტიური კომენტარებია.

შეჯამება

ბიტკოინის ჰალვინგამდე არსებული პერიოდი კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველთათვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს. ამ ბლოგში მიმოვიხილეთ ტოპ 5 კრიპტოვალუტა, რომელსაც ბიტკოინის ჰალვინგამდე უნდა დააკვირდე, მათი პოტენციური აქტიურობიდან გამომდინარე.

როგორც ვნახეთ, უამრავი ფაქტორია განახევრების ირგვლივ, რომელიც ზოგადად პოზიტიურად მოქმედებს კრიპტოს ფასზე და განსაკუთრებით კარგად აისახება ალტქოინებზე.

თუმცა, გაითვალისწინე, რომ აუცილებელია მოკვლევისა და მიმოხილვის ჩატარება, რომლის შემდგომაც გადაწყვეტ, რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა, იქნება ის ჩვენი ტოპ 5 სიიდან თუ არა.

Support