Uniswap - ერთ-ერთი საუკეთესო დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა
უნისვაპი, რომელსაც თავდაპირველად Unipeg ერქვა, 2017 წლის ივლისში, სიმენსიდან წამოსულმა თანამშრომელმა, ჰეიდენ ადამსმა დააარსა. მან რამოდენიმე თვე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პროგრამული ენების, ჯავასკრიპტი და სოლიდითი, შესწავლას დაუთმო და შედეგად დაიბადა ერთ-ერთი საუკეთესო დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა. 2018 წლის ნოემბერში პლატფორმა წარმატებით გაეშვა ბაზარზე და მას შემდგომ აქტიურად მუშაობს.
მას შემდგომ Uniswap (UNI) წამყვან კრიპტო პროექტად იქცა და ის ერთ-ერთი საუკეთესო დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟაა, რომლის მარაგებშიც მილიარდობით ა.შ.შ. დოლარია განთავსებული სხვადასხვა ოპერაციების უზრუნველსაყოფად. მისი დახმარებით მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტოვალუტისა და ტოკენის ერთმანეთში გადაცვლა შეუძლიათ.
გარდა კრიპტოვალუტების მრავალფეროვანი არჩევანისა, Uniswap მომხმარებელს Automated Market Makers (AMMs) სთავაზობს ლიკვიდურობის მიწოდების კუთხით, რაც ტრადიციული Order Book-გან განსხვავებით ინოვაციური სიახლეა და კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებს ოპერირებას გაცილებით უმარტივებს.
რა უპირატესობები აქვს Uniswap-ს?
- დეცენტრალიზებული ვაჭრობა - Uniswap დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტა პირდაპირ თავიანთ კრიპტო საფულეებში ჩარიცხონ, შუამავლების გარეშე.
- მაღალი ლიკვიდურობა - ყველას შეუძლია ტოკენების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებით Uniswap-ს ლიკვიდურობა მიაწოდოს. გარდა ყიდვა & გაყიდვის პროცესის ხელშეწყობისა, მომხმარებელს განთავსებული კრიპტოს სანაცვლოდ სარგებლის მიღებაც შეუძლია.
- კრიპტოს დიდი არჩევანი - პლატფორმაზე მხარდაჭერილია კრიპტოვალუტის მრავალმხრივი არჩევანი, იქნება ეს ERC-20 ტოკენები თუ ახლად გაშვებული ციფრული აქტივები.
PancakeSwap - დეცენტრალიზებული ბირჟა BNB ქსელისთვის
PancakeSwap 2020 წელს ანონიმურ დეველოპერთა გუნდის მიერ იქნა გაშვებული. ფარული იდენტობის მიუხედავად, ჯგუფი სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს სიახლეებს პროექტის ირგვლივ. გუნდის უცნობმა წარმომავლობამ პლატფორმის ზრდას ხელი ვერ შეუშალა და PancakeSwap კრიპტო ორბიტაზე საკმაოდ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელსაც მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი ენდობა.
PancakeSwap (CAKE) დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟაა, რომელიც ბაინანსის Smart Chain-ზეა დაფუძნებული და კრიპტო სამყაროში დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა. სწორედ ამ თვისებების გამო, ბირჟაზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ყიდის და ყიდულობს კრიპტოს.
PancakeSwap-იც, როგორც სხვა დეცენტრალიზებული პლატფორმები, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა გაყიდვასა და გადარიცხვას პირდაპირ, შუამავლების გარეშე სთავაზობს, სწორედ ისე, როგორც Uniswap. AMM ალგორითმის დანერგვით კი, მცირდება ვაჭრობის დრო და იზრდება სიმარტივე.
კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გარდა, CAKE ცნობილია მისი ლიკვიდურობის ავზებითა და სტეიკინგით, რომელთა წყალობითაც ადამიანებს დამატებითი შემოსავლის გამომუშავება შეუძლიათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმა სრულიად თანხვედრაშია პოპულარულ კრიპტო საფულე MetaMask-თან, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში მომუშავე აქტივების დაუბრკოლებლად გადაცვლაში ეხმარება.
რა უპირატესობები აქვს PancakeSwap-ს?
- დაბალი საკომისიოები: PancakeSwap ბაინანს Smart Chain-ზე (BSC) ოპერირებს, რაც მას უფრო იაფ ქსელს ხდის ისეთ ბლოკჩეინებთან შედარებით, როგორიც ბიტკოინი ან ეთერიუმია.
- სტეიკინგი: პლატფორმა მომხმარებელს პასიური შემოსავლის გამომუშავების სხვადასხვა გზებს სთავაზობს და ერთ-ერთი ასეთი სტეიკინგია.
- BEP-20 ტოკენები: როგორც ვახსენეთ, PancakeSwap ბაინანსის Smart Chain-ზე შექმნილი პლატფორმაა, ეს კი მომხმარებლებს BEP-20 ტოკენებზე აძლევს წვდომას.
Raydium - დეცენტრალიზებული პლატფორმა სოლანასთვის
PancakeSwap-ის მსგავსად Raydium-იც ანონიმური ჯგუფის მიერ არის შექმნილი, რომლებსაც ინტერნეტში AlphaRay-ის სახელით იცნობენ. AlphaRay მეთვალყურეობს პლატფორმის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, იქნება ეს საოპერაციო ნაწილი, პროდუქტის წარმადობა თუ ბიზნესის განვითარება.
Raydium (RAY) დეცენტრალიზებულ ბირჟებს შორის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც ხშირად Jupiter-საც უწევს კონკურენციას ყოველდღიური სავაჭრო მოცულობებით. მომხმარებლები პლატფორმას იცნობენ, როგორც მარტივ, დაბალ გადასახადიან და კომფორტულ გარემოდ, სადაც უამრავი კრიპტოვალუტა არის წარმოდგენილი.
პლატფორმა საშუალებას იძლევა, რომ შექმნა შენი ინდივიდუალური სავაჭრო პორტფელი, შენზე მორგებული კრიპტო წყვილებით. დამატებით, შეგიძლია რომ RAY-ის ლიკვიდურობა მიაწოდო და პასიური შემოსავლის წყაროც გაიჩინო.
რა უპირატესობები აქვს Raydium-ს?
- სწრაფი ტრანზაქციები: რადიუმი სოლანას ბლოკჩეინზე მუშაობს, რაც სწრაფ ტრანზაქციებთან და დაბალ საკომისიოებთან ასოცირდება.
- სოლანას ეკოსისტემა: პლატფორმაზე მხარდაჭერილია SPL ტოკენები, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სოლანას ეკოსისტემის ფარგლებში არსებული თითქმის ყველა ტოკენით ივაჭრონ.
Ondo Finance - ყველაფერი Real-World Asset (RWA)-ების შესახებ
2021 წელს Ondo Finance Goldman Sachs’-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ნათან ოლმენმა დააარსა და პროექტის ირგვლივ სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიის თანამშრომლები შემოკრიბა.
Ondo Finance ორიენტირებულია ტრადიციულ საფინანსო სისტემაში არსებული საინვესტიციო აქტივების ბლოკჩეინსა და კრიპტო სამყაროში გადმოტანაზე. მათი წყალობით შეგიძლია აქციები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეული აქტივები სოლანას ქსელზე გადაიტანო. ამ აქტივების ტოკენიზებით კომპანია ინვესტორებისათვის ლიკვიდურობის გაზრდას ცდილობს, რათა აქტივების მიმოცვლა გახდეს სწრაფი და კომფორტული.
ივნისში Ondom-მ Cosmos-ის პლატფორმაზე დაფუძნებული ტოკენიზირებული აქტივი USDY ჩაუშვა, რომელიც გამაგრებულია ა.შ.შ.-ს ფასიანი ქაღალდებით და მომხმარებლებს წლიურად 5.2%-ის სარგებელს სთავაზობს.
პროტოკოლმა დიდი ზრდა 2024 წელს ნახა, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა ტოკენიზირებული აქტივებითა და RWA ინდუსტრიით. სწორედ მიმდინარე წელს მოიცვა ბაზარი Real-World Asset-მა და უამრავმა ტრადიციულმა საფინანსო ინსტიტუტმაც გამოხატა დაინტერესება, რაც კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს აძლევს ინდუსტრიას.
რა უპირატესობები აქვს Ondo Finance-ს?
- ბლოკჩეინის რაოდენობა: პლატფორმაზე რამოდენიმე ბლოკჩეინია მხარდაჭერილი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად და კომფორტულად გამოიყენონ მათთვის სასურველი ქსელი.
- RWA აქტივები: Real-World Assets სულ უფრო პოპულარული ცნება ხდება და მისი უპირატესობიდან გამომდინარე სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ასეთ აქტივებს. Ondo Finance-ისმთავარი მიმართულება სწორედ RWA აქტივების მართვაა.
MakerDAO - ყველაფერი დეცენტრალიზებული, სტაბილური კრიპტოვალუტების შესახებ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული პლატფორმის MakerDAO-ს დამფუძნებელი და CEO რუნ ქრისტენსენია. მანამ, სანამ ის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში გადაეშვებოდა, ბიოქიმიური კომპანია დააარსა და შესაბამისი მიმართულებით სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში.
ქრისტენსენს კრიპტოვალუტებისა და სტაბილური ქოინებისადმი ინტერესი 2011 წელს, ბიტკოინის აღმოჩენისას გაუჩნდა. Mt. Gox-ის ცნობილი დაჰაკვის შემდგომ კი, მოუნდა შეექმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს გაცილებით მეტ ფინანსურ სტაბილურობას შესთავაზებდა, სწორედ ასე შეიქმნა MakerDAO.
2014 წელს დაარსებული MakerDAO დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციაა (DAO), რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზეა შექმნილი. პლატფორმას მომხმარებლები სხვადასხვა სტაბილური ქოინის შექმნის შედეგად იცნობენ, თუმცა MakerDAO-თვის დიდი როლი უკავია RWA აქტივების ეთერიუმის ქსელში გადმოტანაზე მუშაობასაც.
MakerDAO ჭკვიანი კონტრაქტების წყალობით ოპერირებს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პლატფორმიდან ფული ისესხონ ან პირიქით, სხვა მომხმარებლებს ასესხონ. გარდა ამისა, MakerDAO-ზე შევხვდებით პასიური შემოსავლის წყაროებს, როგორიც არის სტეიკინგი, ლიკვიდურობის შევსება და ა.შ.
რა უპირატესობები აქვს MakerDAO-ს?
- დეცენტრალიზებული სტაბილური ქოინი (DAI): MakerDAO მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააგენერირონ დეცენტრალიზებული სტაბილური ქოინი, რომლის ღირებულებაც მიბმულ იქნება ა.შ.შ. დოლარზე, სწორედ ისე, როგორც USDT-ის შემთხვევაში ხდება.
- თანხის სესხება: მომხმარებლებს ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტების წყალობით სასურველი თანხის სესხება შეუძლიათ სტაბილურ კრიპტოვალუტაში.