XRP-geo-1000x300-
2023-07-17clock7 minutes

შესავალი: რას არის კვირის ყველაზე მზარდი ქოინი რიპლი?

კრიპტოვალუტებმა ჩვენი ფინანსური სამყაროს აღქმა ძალიან შეცვალეს და ამ რევოლუციურ ცვლილებაში რიპლიც (XRP) მონაწილეობდა.

ის 2012 წელს შექმნა ჯედ მაკალებისა და კრის ლარსენის მიერ. კრიპტოვალუტის შექმნის მიზანი სწრაფი, ხელმისაწვდომი და ჩქარი ციფრული გადახდების ამოქმედება იყო. სწორედ ამიტომ, ბიტკოინისა და ეთერიუმისგან განსხვავებით, რიპლი გამოირჩევა დაბალი საკომისიოებითა და ტრანზაქციის დიდი სიჩქარით. გარდა ამისა, ქოინის ერთ-ერთი მიზანი ტრადიციულ საბანკო სექტორსა და ციფრულ სამყაროს შორის ბარიერების გადალახვა იყო.

მაშინ, როცა კრიპტოვალუტების უმეტესობა საკუთარ ან სხვა ქოინის ბლოკჩეინზე მუშაობს, რიპლს განსხვავებული მიდგომა აქვს. ის, რასაც კრიპტოვალუტა იყენებს რიპლის კონსენსუსის ალგორითმის პროტოკოლი (RPCA) ჰქვია. ტრადიციული ბლოკჩეინ ტექნოლოგიისგან განსხვავებით, რომელიც ტრანზაქციების დასადასტურებლად მაინერებს ეყრდნობა, რიპლის პროტოკოლი აქცენტს სანდო ვალიდატორებზე აკეთებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს ტრანზაქციების სისწრაფესა და დაბალ საკომისიოებს, რაც კრიპტო აქტივს ტრადიციულ საბანკო სექტორთანაც თავსებადს ხდის.

რიპლმა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია (SEC) დაამარცხა?

რიპლისა და SEC-ის „დაპირისპირება“ ამერიკის შეერთებული შტატის ერთ-ერთ სასამართლოზე გაიმართა და პროცესი პოტენციურად კრიპტოვალუტების მომავალ რეგულაციას უკავშირდებოდა.

SEC-ის თანახმად, 2013 წელს რიპლის ეკოსისტემის შემქმნელმა და დეველოპერმა $1.4 მილიარდზე მეტი ღირებულების XRP გაყიდა დაურეგისტრირებელი აქციების სახით. სანაცვლოდ, რიპლის დამაარსებელმა განაცხადა, რომ არ შეიძლება კრიპტოვალუტებს ტრადიციული აქციების სახით შევხედოთ და შესაბამისად, ტექნიკურად ის აქციად ვერც ჩაითვლება.

სასამართლო პროცესი პირველად 2020 წელს ჩაინიშნა და მხოლოდ წინა კვირას გამოცხადდა წინასწარი ვერდიქტი.

სასამართლოს თანახმად დადგინდა, რომ რიპლი (XRP) მართლაც არ არის ტრადიციული ტიპის აქცია, შესაბამისად, მისი კრიპტო ბირჟაზე გაყიდვა ვერ ჩაითვლება აქციების გასხვისებად.

თუმცა, ქოინი სრულად არ თავისუფლდება საინვესტიციო ხასიათისგან და შესაბამისად გარკვეულ რეგულაციებში უნდა მოექცეს.

გარდა ამისა, სასამართლომ ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტრანზაქციისას, რა დროსაც რიპლმა $750 მილიონის ღირებულების ტოკენები მიყიდა სხვადასხვა ბანკებს, დაირღვა ა.შ.შ-ს ერთ-ერთი კონსტიტუციური წესი.

ასევე, გაირკვა ისიც, რომ სასამართლო გაგრძელდება საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

რატომ არის სასამართლოს დასკვნა მნიშვნელოვანი SEC vs. Ripple შემთხვევაში?

ზოგიერთი წინასწარი ვერდიქტი ინვესტორებისა და კრიპტო მოყვარულთათვის პოზიტიური აღმოჩნდა. მაგალითად ის, რომ რიპლი ტრადიციული აქციის ტიპი არ არის, ამ ყოველივემ კი მასზე დიდი მოთხოვნა შექმნა და ფასიც არნახულად გაიზარდა.

ასევე გავიგეთ, რომ მომავალშიც არ იგეგმება რიპლის, როგორც ტრადიციული აქციის ტიპად განსაზღვრა, შესაბამისად საინვესტიციო კუთხით ის დარჩება კრიპტოვალუტად და შესაბამისი წესებით იმუშავებს.

რა ზრდა ჰქონდა რიპლს (XRP) ერთი კვირის განმავლობაში?

ამჟამად მიმოქცევაში ჯამში52 მილიარდი XRP ქოინია, ხოლო მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობამ ჯამურად $4 მილიარდამდე შეადგინა.

ეს ციფრები წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილია და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიპლზე ინვესტორები უფრო დიდ იმედებს ამყარებენ, ვიდრე მანამდე.

სწორედ ამ პროცესებმა და ნდობამ გამოიწვია ის, რომ აქტივზე ფასი წინა კვირიდან მოყოლებული 60%-ით გაიზარდა, რაც გასაოცარი მაჩვენებელია.

XRP TOP COIN

მაგალითად: თუ ინვესტორი 10 ივლისს, ორშაბათს, იყიდდა 1000 ლარის ღირებულების რიპლს, ერთი კვირის შემდგომ, 17 ივლისს მისი ინვესტირების ღირებულება იქნებოდა 1600 ლარი. ეს 7 დღის განმავლობაში 600 ლარიან სარგებელს ნიშნავს.

კრიპტოვალუტის შეძენა ამჟამად შესაძლებელია $0.7478 ფარგლებში.

როგორ ვიყიდო რიპლი (XRP) ყველაზე მარტივად საქართველოში?

XRP-ის საყიდლად შეგიძლია კრიპტო ბირჟებს მიმართო, რომლებიც ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების შეძენისთვის ყველაზე მარტივ და სწრაფ გზას წარმოადგენენ.

Cryptal-ზე Ripple-ის შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, თუმცა სანამ ამ ფუნქციით ისარგებლებ, აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.

დარეგისტრირების შემდგომ, შენ გაქვს ორი არჩევანი, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტას იყიდი. ორივე მეთოდი ერთნაირი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა:

  • მომენტალური კონვერტაცია

კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, შენ, რომელსაც XRP ყიდვა ან გაყიდვა გსურს, არ გიწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

სანაცვლოდ, კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.

  • ბირჟა

ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა შენთვის სასურველი რაოდენობის XRP შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.

შეჯამება: რიპლი (XRP) - კვირის საუკეთესო კრიპტოვალუტა

რიპლი ფინანსურ სამყაროში დიდი მოთამაშე გახდა, როგორც დამაკავშირებელი რგოლი სხვადასხვა საფინანსო სისტემებს შორის. მისი კონსენსუსის უნიკალური მექანიზმი კი, სწრაფ და დაბალ საკომისიოებიან ტრანზაქციებს უზრუნველყოფს.

SEC-თან ნაწილობრივ წარმატებული სასამართლოს შედეგად კი, მასზე მოთხოვნა უფრო გაიზარდა და მისი სანდოობაც გაამყარა. ამ ყოველივემ კი, კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის არნახული პროცენტული ზრდა აჩვენა.

რიპლი ერთ-ერთი ყველაზე ძველი კრიპტოვალუტაა და ინვესტორებისათვის კვლავაც კარგ საინვესტიციო აქტივად რჩება.

Support