Სარჩევიchevron-down
რა არის კრიპტოვალუტა?
Bitcoin (BTC)
Ethereum (ETH)
Solana (SOL)
Dogecoin (DOGE)
Terra Luna Classic (LUNC)
Tether (USDT)
Chiliz (CHZ)
Polygon (MATIC)
Cardano (ADA)
Axie Infinity (AXS)
Bitcoin Cash (BCH)
BNB (BNB)
Ripple (XRP)
The Graph (GRT)
Litecoin (LTC)
Decentraland (MANA)
Stellar (XLM)
Shiba Inu (SHIB)
Uniswap (UNI)
The Sandbox (SAND)
Aave (AAVE)
Chainlink (LINK)
Compound (COMP)
DAI (DAI)
TOP-COINS-1024X365
clock10 minutes

ბლოკჩეინი მუდმივად ვითარდება და ყოველდღე ახალ-ახალი კრიპტოვალუტა ემატება ციფრულ სამყაროს. რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო მეტი ადამიანი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტა არის მომავალი, რომელსაც მსოფლიო გვერდს ვერ აუვლის. საინტერესოა, რა ისტორია აქვს თითოეულ კრიპტოვალუტას და გახდება თუ არა ის სამყაროსთვის რევოლუციური ვალუტა.

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტის გაგონებისას, დამწყებ კრიპტო ტრეიდერებს,ან მაინერებს პირველი,ძირითადად ბიტკოინი ახსენდებათ. ეს შეხედულება ბიტკოინის პოპულარობას მიეწერება, მაგრამ თავად კრიპტოვალუტა, გაცილებით ზოგადი და მასშტაბური მნიშვნელობისაა.

კრიპტოვალუტა, ზოგისთვის კი უბრალოდ კრიპტო,არის ციფრული ვალუტა, რომელიც არსებობისთვის და ინფორმაციის შესანახად იყენებს ბლოკჩეინს. ის არ იმართება ცენტრალიზირებული და სხვადასხვა კერძო მარეგულირებელი ორგანოსგან. კრიპტოვალუტა იყენებს დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც ტრადიციულ სისტემასთან შედარებით, ბევრად თავისუფალი და უსაფრთხოა.

კრიპტოვალუტას სტანდარტულ ვალუტასთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვს:

ინფლაციისგან დაცვა - როდესაც კონკრეტული კრიპტოვალუტა შედის ბაზარზე, მისი რაოდენობა და ფასი ძირითადად წინასწარაა განსაზღვრული. ამ მიდგომას ფასის სტაბილიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, არსებობს ინფლაციისგან დამაზღვეველი ბერკეტები, რომელსაც კრიპტოს წვის სახელით ვიცნობთ. ამ დროს კონკრეტული კრიპტოვალუტა ხელოვნურად ნადგურდება, რაც იწვევს ფასის გამყარებას და შესაბამისად კრიპტოვალუტის ვარდნა ჩერდება.

ძლიერი უსაფრთხოება - კრიპტოვალუტის მთავარი საზრუნავი უსაფრთხოება და კონფიდეციალურობაა. კრიპტოვალუტების გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინში ინახება, რომელიც დაშიფრული მონაცემებისგან შედგება. მასთან წვდომის მოპოვება გაცილებით რთულია, ვიდრე სტანდარტულ ელექტრონულ გადარიცხვებთან.

ვალუტის გაცვლის სიმარტივე - სხვადასხვა კრიპტოვალუტის ყიდვა ნებისმიერი ნაციონალური ვალუტითაა შესაძლებელი: დოლარი, ევრო, იენი, ფუნტი და სხვა. ამავდროულად, კირპტო ბირჟებზე ვალუტის გადაცვლისა და ყიდვის სისწრაფე გაცილებით მარტივია და ტანზაქციების საკომისიო - ბევრად დაბალი.

დეცენტრალიზებული სისტემა - დეცენტრალიცებული ბუნება კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ეს სისტემა ვალუტას ეხმარება, რომ ვერცერთმა ორგანიზაციამ ვერ განსაზღვროს კონკრეტული კრიპტოს ღირებულება და ბრუნვის ნაკადი. ეს თავისმხრივ ხელს უწყობს კრიპტოვალუტის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

შეღავათიანი ტრანზაქციები - თუ არაცენტრალიზებულ სამყაროში ფულის შორ მანძილზე გადასაგზავნად მესამე მხარის ჩართულობაა საჭირო, მაგალითდ: PayPal, კრიპტოვალუტა ამ პრობლემას უფრო სწრაფად, პირდაპირ და ნაკლები საკომისიო ხარჯებით აგვარებს.

ფულის გამომუშავება კრიპტოვალუტით - მაინინგი არის საშუალება, როდესაც მოწყობილობა ატარებს გამოთვლით ოპერაციებს, სანაცვლოდ კი იღებს გასამრჯელოს კრიპტოვალუტის სახით. არსებობს სხვადასხვა სახის მაინინგი და ყოველი მათგანისგან მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტა თავისი ბუნებით ბევრად სჯობს სტანდარტულ ვალუტებს, არსებობს მისი მრავალი სახეობა, რომლებიც კრიპტოსამყაროს მოყვარულებსა თუ ენთუზიასტებს, თავიანთი სპეციფიკით ხიბლავს.

Utility ტოკენები - უზრუნველყოფს გარკვეულ წვდომას პროდუქტზე ან სერვისზე, რომელსაც მართავს ან ახორციელებს ტოკენის გამცემი.

უსაფრთხოების ტოკენები - გამოიყენება ქონების, ობლიგაციების, აქციების, უძრავი ქონებისა და სხვა რეალური ვალუტების სერტიფიცირებული ტოკენიზაციისთვის.

საგადასახადო ტოკენები - გამოიყენება ციფრულ პლატფორმებზე შუამავლის გარეშე, საქონლისა და მომსახურების შესაძენად ან გასაყიდად.

გაცვლითი ტოკენები - გამოიყენება სხვადასხვა ტოკენებს შორის გაცვლის გასაადვილებლად.

შეუცვლელი ტოკენები - უნიკალური ნივთის საკუთრების ციფრული სერთიფიკატი, რომლის ანალოგი არ არსებობს და მისსავე მსგავსში გაცვლა შეუძლებელია.

DeFi ტოკენები - დეცენტერალიზებული ფინანსების ტოკენები ერთგვარად Fiat მონეტის ციფრული ვარიანტია, რომელიც გადასცემს ღირებულებას ფინანსური ტრანზაქციის დროს.

სთეიბლქოინები - სტანდარტულ ვალუტაზე მიბმული, მუდამ მდგრადი მნიშვნელობის მქონე კრიპტოვალუტა.

აქტივებით მხარდაჭერილი ტოკენები - კრიპტოვალუტების კატეგორია, რომლის ძირითადი ღირებულება მხარდაჭერილია რეალურ სამყაროში არსებული აქტივით, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფული, აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება და ოქრო.

კონფიდენციალური ტოკენები - კრიპტოვალუტები, რომლებიც გამოიყენება კონფიდენციალური აპლიკაციებისთვის, რადგან მათი კოდი ხელს უწყობს უკეთეს კონფიდენციალურობას, ვიდრე ბიტკოინის და ძირითადი კრიპტოს.

Bitcoin (BTC)

ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა და ციფრული გადახდის სისტემა. კითხვა, თუ ვინ შექმნა ბიტკოინი, დღემდე პასუხგაუცემელია. მისი შექმნა უკავშირდება უცნობი პროგრამისტის, ან პროგრამისტების ჯგუფს სახელწოდებით Satoshi Nakamoto. ის გამოვიდა ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის სახით 2009 წელს. სისტემა არის peer-to-peer და ტრანზაქციები ხდება უშუალოდ მომხმარებლებს შორის, შუამავლის გარეშე. ეს ტრანზაქციები მოწმდება ქსელის ნოუდებით და აღირიცხება ბლოკჩეინში. ვინაიდან სისტემა მუშაობს ცენტრალური საცავის, ან ერთი ადმინისტრატორის გარეშე, ბიტკოინს უწოდებენ პირველ დეცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას.

Ethereum (ETH)

Ethereum არის დეცენტრალიზებული ღია კოდის მქონე კრიპტოვალუტა, რომელიც მხარდაჭერილია ჭკვიანი კონტრაქტების ფუნქციონირებით. ეთერიუმი საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ადგილზეა. Ethereum შექმნა 2013 წელს დაიწყო პროგრამისტმა ვიტალიკ ბუტერინმა, 2015 წლის 30 ივლისს კი საბოლოოდ ჩაეშვა ბაზარზე.

Solana (SOL)

სოლანა ბაზარზე კონკრეტული მისიით გამოჩნდა, რომლის მეშვეობით ტრანზაქციების დადასტურებისთვის დროის შემცირება უნდა მომხდარიყო. მისმა ინოვაციურმა ალგორითმმა მას მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი. SOL არის სოლანას ეკოსისტემის მთავარი კრიპტოვალუტა. მის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, დაასთეიქონ თავიანთი ქოინი სოლანას ბლოკჩეინზე, PoS კონსესუსის მექანიზმში მონაწილეობის მისაღებად.

Dogecoin (DOGE)

Dogecoin არის პირველი სარკასტული მიმქოინი, რომლის შექმნის მიზანი 2013 წელს კრიპტოვალუტების გარშემო შექმნილი მღელვარების გაშარჟება იყო. დოჯს აქვს თავისი ბლოკჩეინი, რომლის კოდიც არის ერთგვარი დაკოპირებული ვერსია ლაქი კოინისა, რომელიც თავადაც ლაიტკოინის ფორკია. დოჯი იყენებს სკრიპტის ტექნოლოგიასა და მუშაობს PoW-ის ალგორითმზე. ბლოკის ფორმირებას სჭირდება მხოლოდ 1 წუთი, ჯილდო ერთ ბლოკზე კი 10,000 დოჯს შეადგენს. წამში დოჯის ბლოკჩეინს შეუძლია 33 ტრანზაქციის დამუშავება.

Terra Luna Classic (LUNC)

Terra არის სტაბილური ციფრული ვალუტა (სთეიბლქოინი), ერთგვარი კომპლემენტარი, ფიატისა და კრიპტოვალუტების, რომელიც როგორც ტრანზაქციებში ასევე ქონების გრძელვადიან ინვესტირებაში შეიძლება იყოს გამოყენებული. მისმა მთავარმა ქსელმა ფუნქციონირება 2019 წელს დაიწყო. LUNA ტოკენი გამოიყენება Terra-ს სტაბილური მონეტების სტაბილიზაციისთვის და მის მფლობელს შეუძლია ჩაერთოს მმართველობით პროცესებში. Terra blockchain ოფიციალურად შეჩერდა 2022 წლის მაისში. სახელი Terra Chain შეიცვალა Terra Classic (LUNC)-ით.

Tether (USDT)

Tether არის სტაბილური ქოინი, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მისი ფასი მუდმივად სტაბილური - 1$ იყოს. მას ძირითადად იყენებეს ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა კრიპტოვალუტის ცვალებადი ბუნება აშინებს, თუმცა, ფულის დაბანდება ციფრულ საფულეში სურს.

Chiliz (CHZ)

Chiliz არის პოპულარული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება სპორტული და გასართობი ფან კლუბებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ Socios პლატფორმაზე. როდესაც ფანები ყიდულობენ CHZ-ს, ისინი იღებენ წვდომას გულშემატკივართა ტოკენებზე და შეუძლიათ მოითხოვონ წილი კლუბში.

Polygon (MATIC)

პოლიგონის მიზანია მყისიერი და მასშტაბური ბლოკჩეინ ტრანზაქციების უზრუნველყოფა. MATIC არის ERC20 ჟეტონი, რომელიც გამოიყენება პოლიგონის ქსელში სერვისების გადასახდელად და პოლიგონის ეკოსისტემაში მომუშავე მომხმარებლებს შორის ანგარისშსწორებისთვის. მატიკი მომხმარებელს სთავაზობს მატიკის საფულეს, გადახდების API და SDK-ს, იდენთიფიკაციის მექანიზს და სხვა მრავალ პროდუქტს, რომ დეველოპერებმა მარტივად შეძლონ აპლიკაციების შექმნა და სხვა dApps-ების ‘მიგრირება’ მთავარი ქსელებიდან - როგორიცაა ეთერიუმი.

Cardano (ADA)

Cardano არის საჯარო დეცენტრალიზებული ბლოკჩეინის პლატფორმა. მას შეუძლია ხელი შეუწყოს peer-to-peer ტრანზაქციებს მისი შიდა კრიპტოვალუტით, სახელად ADA.

Axie Infinity (AXS)

Axie Infinity არის სავაჭრო და საბრძოლო თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს შეაგროვონ, გაამრავლონ, აღზარდონ, იბრძოლონ და ივაჭრონ NFT არსებებით, რომლებიც ცნობილია "Axies" სახელით. ახალმა მოთამაშეებმა უნდა შეიძინონ მინიმუმ სამი Axie თამაშის დასაწყებად. თამაში იყენებს Pay-to-earn მოდელს, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ტოკენები.

Bitcoin Cash (BCH)

Bitcoin Cash არის მონეტა, რომლის მიზანია იყოს peer-to-peer ელექტრონული ფულადი სისტემა. Bitcoin Cash შეიქმნა 2017 წელს და აქვს სწრაფი გადახდების შესაძლებლობა, დაბალი საკომისიო და მაღალი კონფიდენციალურობა.

BNB (BNB)

BNB არის სპეციალურად შექმნილი ტოკენი Binance-ზე გაცვლისთვის, რომელიც გამოშვებულია მათსავე ბლოკჩეინზე. ის BNB ეკოსისტემის და მისი ქვეპროექტების განუყოფელი ნაწილია.

Ripple (XRP)

რიპლი 2012 წელს დაარსდა და მასს გაცილებით ნაკლები ენერგია და დრო სჭირდება ტრანზაქციების დასადასტურებლად. ის ფულის გადარიცხვის ისეთი ტიპის ქსელია, რომელიც შექმნილია ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის საჭიროებებისთვის. XRP არის Ripple-ის ქსელში განთვსებული კრიპტოვალუტა და ის სავაჭრო კაპიტალიზაციის მიხედვით საუკეთესო კრიპტოვალუტების რიგებში მუდმივად იკავებს საპატიო ადგილს.

The Graph (GRT)

Graph არის ინდექსირების პროტოკოლი, რომელიც ითხოვს მონაცემებს ბლოკჩეინის ისეთი ქსელებიდან, როგორიცაა Ethereum და InterPlanetary File System (IPFS). GRT არის ERC20 ჟეტონი, რომელიც გამოიყენება როგორც სთეიქინგში, ისე დელეგირებაში, საკომისიოების გადახდასა და სისტემის გამართულად მუშაობისათვის ინდექსერების, კურატორებისა და დელეგატორების „დაჯილდოებისათვის.“

Litecoin (LTC)

ლაითქოინი კრიპტოვალუტისა და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის პროექტია, რომელიც ძალიან წააგავს ბიტკოინს. მათ შორის განსხვავება განისაზღვრება ბლოკის გენერირების დროით, მონეტების რაოდენობითა და ჰეშირების განსხვავებული ალგორითმით.

Decentraland (MANA)

დეცენტრალენდი არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვირტუალური სამყარო, იგივე მეტავერსი, სადაც როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისევეა შესაძლებელი უძრავი ქონებისა თუ სხვა აქტივების შეძენა. მაგალითისათის, მომხმარებელს MANA-ს კრიპტოვალუტის გამოყენებით შეუძლია ვირტუალური მიწის ნაკვეთის ყიდვა (LAND), რომელიც არის non-fungible token (NFT).

Stellar (XLM)

დეცენტრალიზირებული, ე.წ ღია ქსელია, რომლის მთავარი მიზანიც არის მსოფლიოს ფინანსური ინფრასტრუქტურის გაერთიანება, გადახდების სისტემებისა თუ ინდივიდუალების დაკავშირება სწრაფი და უსაფრთხო ტრანსფერებით. XLM, იგივე ლუმენსი არის სტელარის ქსელის ტოკენი, გამოიყენება საერთაშორისო გადარიცხვებისათვის, რომელიც ტრადიციულ ფინანსურ სისტემებზე ბევრად უფრო სწრაფი და იაფია.

Shiba Inu (SHIB)

Shiba Inu არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც ხასიათდება როგორც "meme coin" და შექმნილია ანონიმური პირის ან ჯგუფის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც Ryoshi. შიბა ინუ შეიქმნა 2020 წლის აგვისტოში და საკუთარ თავს დოჯქოინის მკვლელი უწოდა.

Uniswap (UNI)

უნისვაპი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი DEX პროექტია ეთერიუმის ბლოკჩენზე, ის 2018 წელს ჰეიდენ ადამსმა შექმნა. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს ეთერიუმის „საფულე“, შეუძლია ERC-20 ტოკენების ყიდვა/გაყიდვა პლატფორმაზე შეუამავლის გარეშე. უნისვაპზე არ გვხდება ე.წ ორდერ წიგნაკი, მის მაგივრად პლატფორმა მუშაობს ე.წ ლიკვიდურობის პულებზე, რეზერვებზე, რომლებსაც ლიკვიდურობის მიმწოდებლები ქმნიან. ყველას, ვინც ეკვივალენტური ღირებულების ERC-20 ტოკენების წყვილს დაადეპოზიტებს პულში, შეუძლია ლიკვიდურობის მიმწოდებელი გახდეს და პულში მიწოდებული დეპოზიტის წილის მიხედვით მიიღოს საკომისიოების ნაწილი.

UNI არის უნისვაპის პროტოკოლის მთავარი ტოკენი. მის მფლობელებს აქვთ უფლება პლატფორმის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში ხმის მიცემით მიიღონ მონაწილეობა.

The Sandbox (SAND)

სენდბოქსი არის დეცენტრალიზირებული ვირტუალური სამყარო ეთერიუმის ბლოკჩეინზე, სადაც მოთამაშებს შეუძლიათ მოაწყონ თავიანთ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული ე.წ სათამაშო გარემო და შექმნან ციფრული აქტივები უფასო პროგრამის დახმარებით (VoxEdit). ციფრული აქტივები შემდგომ შესაძლოა როგორც NFT ისე გაიყიდოს სენდბოქსის მარკეტზე(The Sandbox Marketplace). მოთამაშეები სათამაშო გარემოს „აშენებენ“ ვირტუალურ მიწის ნაკვეთზე, LAND-ზე, რომელიც NFT ტიპის ტოკენია.

Aave (AAVE)

Aave არის ეთერიუმზე დაფუძნებული DeFi პროტოკოლი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ციფრული აქტივების სესხება-დადეპოზიტება. პროტოკოლი შექმნა სტანი კულიჩევმა 2017 წელს, თავდაპირველად პლატფორმას ერქვა ETHLend-ი. ETHLend-ზე ტრანზაქციის ორივე მხარის მოთხოვნა-მიწოდება უნდა დამთხვეოდა ერთმანეთს, რაც ლიკვიდურობის პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ 2020 წელს განახლებული პროტოკოლი Aave გამოვიდა. Aave ე.წ ავტომატიზირებული, ალგორითმული „ფულადი მარკეტია“, სადაც სესხები გაიცემა ე.წ ლიკვიდურობის პულებიდან, ანუ არ არის იმის საჭიროება რომ სესხი ინდივიდუალურად შევუსაბამოთ გამსესხებელს.

Compound (COMP)

The Compound-ი არის ისეთი DeFi პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კრიპტოვალუტების სესხება ან დადეპოზიტება, მესამე მხარის ჩართვის გარეშე. პლატფორმასთან ინტერაქციისათვის საჭიროა მხოლოდ ეთერიუმის საფულე და კაპიტალი. COMP არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პლატფორმაზე ცვლილებების შეტანა. გარდა ამ ფუნქციისა, პლატორმის აქტიურად გამოყენების წასახალისებლად, ნებისმიერი ინტერაქციის დროს მომხმარებელი, იქნება ეს მსესხებელი თუ გამსესხებელი, ჯილდოვდება COMP-ით.

DAI (DAI)

DAI არის სტაბილური კრიპტოვალუტა, რომელიც მიზნად ისახავს შეინარჩუნოს თავისი ღირებულება რაც შეიძლება ახლოს ერთ შეერთებული შტატების დოლართან (USD) Ethereum-ის ბლოკჩეინზე ჭკვიანი კონტრაქტების ავტომატური სისტემის მეშვეობით.

Support