Სარჩევიchevron-down
კვირის 5 მზარდი კრიპტოვალუტა
BinaryX (BNX) – 19.78%-იანი ზრდა
Sui (SUI) – 19.18%-იანი ზრდა
Quant (QNT) – 16.92%-იანი ზრდა
Starknet (STRK) – 16.40%-იანი ზრდა
Uniswap (UNI) – 13.64%-იანი ზრდა
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
შეჯამება - კვირის ტოპ 5 ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტა
Georgian text on the left side of the visual with Cryptocurrency logos and green chart on the right side 1000x300
2024-09-09clock7 minutes

კვირის 5 მზარდი კრიპტოვალუტა

შემოდგომის დადგომისთანავე კრიპტო ინდუსტრია შედარებით გამოცოცხლდა, კრიპტოს ფასი გაიზარდა და ინდუსტრიაში უფრო მეტი ინვესტიციები შემოვიდა. დასვენებისა და განტვირთვის შემდგომ, ბაზარზე ახალი კრიპტოვალუტები გააქტიურდნენ.

ამ ბლოგში მოგიყვებით იმ 5 კრიპტოვალუტის შესახებ, რომლებმაც გასული კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დააფიქსირეს ფასის მატების კუთხით, გეტყვით რა შესაძლო მიზეზებს უკავშირდება აღმასვლა და როგორ შეგიძლია კრიპტოს ყიდვა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 5 კრიპტოვალუტას შორის მოხვდნენ როგორც ახალი ქოინები, ასევე ძველი და კარგად ნაცნობი ციფრული აქტივებიც.

BinaryX (BNX) – 19.78%-იანი ზრდა

კრიპტოვალუტის უკან მდგომი გუნდი ანონიმურია, პროექტს კი მხარი Binance Lab-მა დაუჭირა. BinaryX არის კრიპტოვალუტა, რომელიც ამავე სახელწოდების პლატფორმაზე გამოიყენება და დეცენტრალიზებულ სავაჭრო აქტივს წარმოადგენს. BNX გვხვდება ტრადიციულ ვაჭრობაშიც, თუმცა კრიპტოს მთავარი გამოყენება კომპიუტერულ თამაშებთან არის დაკავშირებული.

BinaryX-ის გუნდი დღეს სრულად არის ორიენტირებული, რომ კრიპტოვალუტა და პროექტი პოპულარული გახდეს და გამოიყენებოდეს Metaverse-ის შიგნით საგადახდო სისტემად და არა მხოლოდ.

ჩვენს მზარდი კრიპტოვალუტების სიაში BinaryX 19.78%-იანი ზრდით პირველ ადგილს იკავებს და ის სიაში დებიუტანტია.

ციფრული აქტივი CoinMarketCap-ის უდიდეს კრიპტოვალუტებს შორის 99-ე ადგილს იკავებს ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციით, რომელიც დაახლოებით $500 მილიარდს შეადგენს და კრიპტოს ყიდვა $1.41 არის შესაძლებელი.

ზოგიერთი კრიპტო ექსპერტი ამ აქტივზე ფასის ზრდას Metaverse პროექტების და ზოგადად, კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებული საჭირო ინვენტარის მწარმოებელ კომპანია Nvidia-ს ზრდას უკავშირებს.

Sui (SUI) – 19.18%-იანი ზრდა

კრიპტოვალუტა პოპულარული მისი სასარგებლო თვისებების გამო გახდა. მომხმარებლები სარგებლობენ დაბალი, სტაბილურად ერთნაირი საკომისიოებითა და ტრანზაქციების მაღალი სისწრაფით.

ციფრული აქტივი SUI არანაირ კავშირში არ არის კრისტიანო რონალდოსა და მის ცნობილ აღნიშვნასთან, თუმცა მისი შემქმნელი პლატფორმა Mysten Labs არის, რომლის დამაარსებელიც წარსულში Facebook-ის, ახლა უკვე Meta-ს ბლოკჩეინ პროექტზე მუშაობდა.

კრიპტოს ფასი გასული ორშაბათიდან მოყოლებული 19.18%-ით არის გაზრდილი და ამ მაჩვენებლით მან ჩვენს სიაში მე-2 ადგილი დაიკავა.

პროექტის წარმატებასა და სიჯანსაღეში მნიშვნელოვანი როლი შეაქვს იმ ფაქტორს, რომ შემქმნელები სრულიად ღიად წარმოაჩენენ თავს და მათ სერიოზული გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს. როგორც ვახსენეთ, კრიპტოს შემქმნელი პლატფორმის, Mysten Labs, აღმასრულებელი დირექტორი წარსულში Apple და Facebook-თან თანამშრომლობდა.

Quant (QNT) – 16.92%-იანი ზრდა

კრიპტო ინდუსტრიაში ქსელთა შორის დაკავშირების პრობლემა ახალი არ არის და დიდი ხანია ადამიანები მის გადაჭრას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი გზა კრიპტოვალუტა Quant აღმოჩნდა, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის დამაკავშირებელს წარმოადგენს.

პროექტი 2018 წლის ივნისში ჩაეშვა და მისი გუნდიც ჩვენს სიაში მოხვედრილი სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, სრულიად ღია და გამჭვირვალეა. კერძოთ, Quant-ში მთავარ ძალას გილბერტ ვერდიანი და პაოლო ტასკა წარმოადგენენ, რომლებიც მანამდე სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობებს იკავებდნენ, ისეთ დიდ კომპანიებთან დაკავშირებულ პროექტებში, როგორიც Mastercard არის.

გასული ერთი კვირის განმავლობაში QNT კრიპტოვალუტების დიდ ინდუსტრიაში კარგი პროცენტული ზრდით გამოირჩა და ჩვენს სიაში მესამე ადგილიც დაიკავა 16.92%-იანი ნამატით.

Quant ჩვენს სიაში მოხვედრილ ქოინებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აქტივია და კრიპტოს ყიდვა დაახლოებით $70 არის შესაძლებელი. CoinMarketCap-ის 100 ყველაზე დიდ პროექტს შორის კი, QNT 69-ე ადგილს იკავებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

Starknet (STRK) – 16.40%-იანი ზრდა

სტარკნეტი არის კრიპტოვალუტა, რომელიც პირველად ბაზარზე 2021 წლის ნოემბერში გამოჩნდა და მსგავსად სხვა აქტივებისა, STRK-ის დამფუძნებლებიც ცნობილია საზოგადოებისთვის.

კრიპტო StarkWare Industries მიერ არის შექმნილი და კრიპტოვალუტის მთავარი დანიშნულება ეთერიუმის ქსელში მასშტაბურობის გაზრდაა. Layer 2-ის განახლების წყალობით კი, STRK-ის ქსელს უფრო დიდი და ბევრი ტრანზაქციის გატარება შეუძლია, რაც მომხმარებლისთვის კრიპტოს გადარიცხვის დროს საგრძნობლად ამცირებს.

ჩვენს კვირის ტოპ 5 მზარდი კრიპტოვალუტის სიაში Starknet მე-4 ადგილზე მოხვდა 16.40%-იანი ზრდის წყალობით და კრიპტოს ფასი ამჟამად დაახლოებით $0.4169 შეადგენს.

მოკლედ, Starknet მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს რამოდენიმე მოცულობითი ტრანზაქცია სწრაფად და ერთდროულად განახორციელონ, თანაც ისე, რომ საკომისიოების დაზოგვა შეგიძლია.

Uniswap (UNI) – 13.64%-იანი ზრდა

Uniswap ჩვენს სიაში მოხვედრილ კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე პოპულარული და ყველაზე დიდია საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით. ციფრული აქტივის Market Cap თითქმის $4 მილიარდს აღწევს, ხოლო კრიპტოს ფასი, ბოლო ერთ კვირაში დაფიქსირებული ზრდის შემდგომ $6.44 ფარგლებში მერყეობს.

ჯამურად, ბოლო შვიდ დღეში კრიპტოს ფასი 13.64%-ით გაიზარდა, ხოლო მარტო ბოლო 24 საათში სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე $73 მილიონის ღირებულების UNI ივაჭრებოდა.

იუნისვაპი პირველად 2018 წლის ნოემბერში გაეშვა და ის მხოლოდ კრიპტოვალუტა არ არის. UNI წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმას, სადაც მომხმარებელს სრულიად ანონიმურად და დამოუკიდებლად შეუძლია სხვადასხვა ტიპის კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა.

პლატფორმის უკან კი, ასევე ცნობილი და გამჭვირვალე გუნდი დგას, მისი შემქმნელი კი კრიპტო სამყაროში კარგად ცნობილი Hayden Adams-ია. შემქმნელების საზოგადოებაში გამოჩენა პროექტს დამატებით ნდობას მატებს მომხმარებლებს შორის.

თუ გინდა მეტი გაიგო პლატფორმის შესახებ და იცოდე, თუ როგორ შეგიძლია იყიდო და გაანაღდო Uniswap-დან, მაშინ ჩვენს ბლოგს შეგიძლია გაეცნო.

როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?

თუ ჩვენს სიაში მოხვედრილი რომელიმე კრიპტოს ყიდვა მოგინდა და შენც გსურს, რომ ფასების ზრდას არ ჩამორჩე, მაშინ ამაში კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან.

მომხმარებელს ბაზარზე ისეთ კრიპტო პლატფორმების დიდი არჩევანი აქვს, როგორიც კრიპტალი, Mycoins, Coinmania და ბაინანსი არიან. თუმცა, თუ კრიპტოს ყიდვა, მარტივად, სწრაფადა და ყველაზე დაბალი საკომისიოებით გინდა, მაშინ კრიპტალი საშენოა.

პლატფორმაზე ციფრული აქტივების შეძენა ერთნაირად მარტივია, როგორც უკვე გამოცდილი, ისე დამწყები მომხმარებლებისათვის.

შეგიძლია ბირჟაზე შეხვიდე, სადაც შენნაირ მომხმარებლებთან გადაცვლი სასურველ კრიპტოვალუტას საუკეთესო ფასად ან კონვერტაციის წყალობით მომენტალურად შეგიძლია სასურველი კრიპტოს ყიდვა, ყოველგვარი ლოდინისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე - უბრალოდ ირჩევ სასურველ ქოინს, უთითებ რაოდენობას და აკლიკავ ყიდვას, სულ ეს არის.

გაითვალისწინე, კრიპტალზე თანხის შეტანა და გატანა მარტივად TBC Bank და BOG საბანკო ბარათების ან საბანკო გადარიცხვის წყალობით შეგიძლია, 1 წუთამდე დროში, ყველაზე დაბალი საკომისიოებით.

შეჯამება - კვირის ტოპ 5 ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტა

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან, დიდი პროცენტული ზრდით ვერ გამოირჩნენ უკანასკნელი ერთი კვირის პერიოდში, ბაზარი მაინც აქტიურია.

კრიპტო ინდუსტრიაში თავი გამოიჩინეს სხვადასხვა ტიპის ციფრულმა აქტივებმა და მათ შორის ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა BinaryX-მა დააფიქსირა თითქმის 20%-იანი ფასნამატით.

სიაში კი, ისეთი ცნობილი აქტივიც მოხვდა, როგორიც Uniswap-ია. თუკი რომელიმე აქ ჩამოთვლილი ან სხვა პოპულარული კრიპტოს ყიდვა მოგინდა, კრიპტალი ბაზარზე ყველაზე დაბალი საკომისიოებითა და მოხერხებული პლატფორმის წყალობით საუკეთესო ვარიანტია, სადაც TBC Bank-სა და BOG-ის საბანკო ბარათების წყალობით თანხის მარტივად შეტანა და გატანა შეგიძლია.

Support