Სარჩევიchevron-down
შესავალი
რა არის უნისვაპი (Uniswap)?
უნისვაპი, როგორც კრიპტოვალუტა
როგორ ვიყიდო და გავანაღდო Uniswap-დან?
კრიპტოს ყიდვა Uniswap-ის დახმარებით:
კრიპტოს განაღდება Uniswap – Cryptal:
კრიპტოს გაგზავნა/გადარიცხვა Uniswap-ის დახმარებით:
რა პლიუსები აქვს Uniswap-ის გამოყენებას?
Georgian Text on the left side of the visual with Uniswap Logos on the right side
2024-02-07clock5 minutes

შესავალი

კრიპტოს ბუმი, რაც ქოინებსა და ტოკენებზე ფასების ზრდაში გამოიხატება, არაერთხელ მომხდარა და ყოველი ციებ-ცხელების შემდგომ, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება კრიპტოვალუტების ყიდვის სურვილი, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა ნებისმიერი აქტივი.

შესაბამისად, უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა, სად და როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე.

ამ ბლოგში კი, მოგიყვებით თუ რა არის Uniswap და როგორ შეძლებ კრიპტოს ყიდვას მისი დახმარებით, ამ ინდუსტრიაში ყოველგვარი გამოცდილების გარეშე.

რა არის უნისვაპი (Uniswap)?

თუკი კრიპტოს ყიდვა გინდა, ამისათვის რამოდენიმე გზა არსებობს: P2P - რა დროსაც შენ მეორე ადამიანს ანგარიშზე ურიცხავ ფიატ ვალუტას, იქნება ეს ლარი, ა.შ.შ დოლარი თუ ევრო, ის კი სანაცვლოდ შენ გიგზავნის ბიტკოინს, ლაითქოინს ან სხვა შენთვის სასურველ კრიპტოვალუტას.

არსებობენ კრიპტო ბირჟები, რომლებიც თრეიდერებსა და კრიპტოს ყიდვის მსურველებს ერთმანეთთან ციფრულ პლატფორმაზე, ანუ ბირჟაზე აკავშირებენ და მათ კრიპტოვალუტებისა და ფიატ აქტივების მიმოცვლისათვის კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეს უქმნიან. გარდა ამისა, შენ კრიპტოს ყიდვა პირდაპირ ბირჟისგანაც შეგიძლია, ფიქსირებულ ფასად.

შენს მიერ შეძენილი კრიპტო კი, ცენტრალიზებული ბირჟის უსაფრთხო საფულეში განთავსდება მანამ, სანამ არ გაყიდი, გაიტან, გაანაღდებ და ა.შ.

ასეთი პლატფორმა არის ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი, რომელზეც უამრავი კრიპტოვალუტაა წარმოდგენილი და შენ ციფრული აქტივების ყიდვა & გაყიდვა Spot ბირჟისა და კონვერტაციის წყალობით შეგიძლია.

დამატებით კი, არსებობენ დეცენტრალიზებული ბირჟები, რომლებსაც DEX-ები ჰქვიათ და ისინიც, მანამდე ნახსენები მეთოდების მსგავსად, გეხმარებიან კრიპტოს ყიდვაში, თუმცა ცენტრალიზებული ბირჟებისაგან განსხვავდებიან.

დეცენტრალიზებული ბირჟა მომხმარებლისაგან არ ითხოვს ვერიფიკაციის გავლის პროცესს, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ არ გჭირდება ვინაობისა და იდენტობის დადასტურება, უბრალოდ პლატფორმაზე ქმნი ანგარიშს და მას შენს კრიპტო საფულეს უკავშირებ.

კრიპტოს ყიდვა კი, ზუსტად იგივე პროცედურებით შეგიძლია, როგორც ცენტრალიზებული ბირჟის შემთხვევაში - ათავსებ შესაბამისი კრიპტოვალუტის ყიდვის მოთხოვნას და უთითებ რა რაოდენობის აქტივი გინდა იყიდო, შემდგომ კი, ბირჟაზე იმ იუზერთან იკვეთები, ვისაც ამ კრიპტოს გაყიდვა სურს და ტრანზაქციაც შედგა. ნაყიდი კრიპტოვალუტა, იქნება ეს ბიტკოინი თუ სხვა, შენს მიერ პლატფორმასთან დაკავშირებულ გარე კრიპტო საფულეში გადაირიცხება.

სწორედ ასეთი ტიპის დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა არის უნისვაპი, რომელიც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია და ბევრი მომხმარებელი იყენებს. Uniswap იძლევა საშუალებას, რომ კრიპტოვალუტა ვერიფიკაციის გარეშე იყიდო და შეძენილი ციფრული აქტივები შენს საფულეში მოათავსო, იქნება ის ფიზიკური მოწყობილობა თუ ონლაინ კრიპტო საფულე.

გაითვალისწინე, Uniswap-ზე მხარდაჭერილია ძირითადად ის კრიპტოვალუტები, რომლებიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე და ERC-20-ზე არიან დაფუძნებული.

უნისვაპი, როგორც კრიპტოვალუტა

პლატფორმა უნისვაპს აქვს იმავე სახელწოდების, საკუთარი მშობლიური კრიპტოვალუტა UNI. მომხმარებლებს მისი გამომუშავება შეუძლიათ პლატფორმა Uniswap-ზე შენახული სხვადასხვა კრიპტოვალუტების სანაცვლოდ.

გარდა ამისა, ის ერთგვარი სამმართველო ტოკენია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი, რაოდენობის პროპორციულად, ერთვება სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჯამურად ბაზარზე 1 მილიარდი უნისვაპის ტოკენი უნდა ჩაეშვას მიმოქცევაში, საიდანაც თითქმის 600 მილიონი უკვე ბაზარზეა და მათი ჯამური საბაზრო ღირებულება $4,100,000,000-ია.

როგორ ვიყიდო და გავანაღდო Uniswap-დან?

როგორც ვახსენეთ, Uniswap-ზე კრიპტოს ყიდვა & გაყიდვისათვის გჭირდება, რომ პლატფორმაზე ანგარიში შექმნა და მარტივი რეგისტრაციის პროცესი გაიარო.

გაითვალისწინე, უნისვაპის სრულფასოვნად გამოსაყენებლად კრიპტო საფულის ქონაც გჭირდება და პლატფორმაზე მხარდაჭერილია რამოდენიმე ტიპის საფულე, მათგან ყველაზე პოპულარულია: Uniswap Wallet, MetaMask და Coinbase Wallet.

კრიპტო საფულეები შეგიძლია დააყენო როგორც შენს დესკტოპ მოწყობილობაზე, ასევე სმარტფონზე, აპლიკაციების სახით.

მას შემდგომ, რაც შენზე მორგებულ კრიპტო საფულეს შეარჩევ, უკვე შეგიძლია კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა.

ასევე, გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ნიუანსი. ყველა დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟაზე, მათ შორის Uniswap-ზეც, ვერ შეძლებ ნაღდი ფულის გამოყენებას, ვერც კრიპტოს ყიდვისას და ვერც გაყიდვისას. მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტის მეორეში გადაცვლას შეძლებ.

კრიპტოს ყიდვა Uniswap-ის დახმარებით:

  1. შედიხარ Uniswap-ის პლატფორმაზე.:
    პლატფორმაზე შესვლის შემდგომ მომხმარებელს სამი შესაძლო ოპერაციის არჩევა შეუძლია:
    ა. Swap - ერთი კრიპტოვალუტის მეორეში გადაცვლა.
    ბ. Buy - ბარათის დახმარებით, ა.შ.შ დოლარის გამოყენებით სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვა.
    გ. Send - პლატფორმაზე დაკავშირებულ შენს საკუთრებაში არსებული საფულიდან სხვა მისამართზე გზავნი კრიპტოს.
    თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო კრიპტოს ყიდვაა, ამიტომ ყურადღება Swap ან Buy ფუნქციაზე უნდა გავამახვილოთ.

  2. Swap და Buy ფუნქცია:
    თუკი რომელიმე კრიპტოვალუტა გაქვს საფულეში და მისი სხვა კრიპტოვალუტაში გადაცვლა გინდა, მაშინ Swap ფუნქცია საშენოა. ამ დროს, ირჩევ ერთმანეთში გადასაცვლელ ტოკენებს და უთითებ სასურველ რაოდენობას.
    დავუშვათ, გინდა რომ 1 ეთერიუმი გადაცვალო შესაბამისი რაოდენობის DAI-ში.



    დადასტურების შემდგომ, შენი დაკავშირებული საფულიდან ეთერიუმი გადაინაცვლებს Uniswap-ის პლატფორმაში, გადაიცვლება შესაბამისი რაოდენობის DAI-ში და ახალი კრიპტოვალუტა შენს საფულეში დაჯდება.

    ხოლო, თუ კრიპტოვალუტა საერთოდ არ გაქვს და გინდა რომ იყიდო, მაშინ Buy ფუნქცია უნდა გამოიყენო. ამისათვის MoonPay-ის დახმარება დაგჭირდება, რომელიც უნისვაპთან ერთგვარი შუამავალია.
    საჭიროა, რომ Uniswap-ზე დაკავშირებულ საფულესთან, იქნება ის MetaMask თუ Coinbase Wallet, გქონდეს ა.შ.შ დოლარის ბალანსი, რომელსაც შემდგომ MoonPay-ის შუამავლობით კრიპტოვალუტაში გადაცვლი, ანუ ფიატ ვალუტის დახმარებით კრიპტოს იყიდი.

კრიპტოს განაღდება Uniswap – Cryptal:

ხომ გახსოვს, Uniswap დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟაა, სადაც ნაღდი ფულის გამოყენება შესაძლებელი არ არის, ამიტომ თუკი კრიპტოს განაღდება, ანუ მისი ფიატ ვალუტაში (ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო) გადაცვლა მოგინდა, შუამავალი კრიპტო ბირჟა უნდა მოიძიო.

თუკი Uniswap-ზე გადაცვლილი, ან სულაც ნაყიდი კრიპტოვალუტის განაღდება გინდა რაც შეიძლება დაბალი საკომისიოებითა და მეტი სარგებლით, მაშინ კრიპტალის დახმარება დაგჭირდება და ის საუკეთესო ვარიანტია შენთვის.

კრიპტალზე მხარდაჭერილია უამრავი პოპულარული კრიპტოვალუტა, რომლებსაც საკუთარი უნიკალური საფულის მისამართები აქვთ დაგენერირებული და კრიპტალზე რეგისტრაციისას ისინი შენთვის ხელმისაწვდომი ხდება.

საჭიროა, რომ Uniswap-დან ან შენი გარე საფულიდან კრიპტოვალუტები კრიპტალზე მოხვდეს, სადაც შეძლებ მათ ბირჟაზე ან კონვერტაციის ფუნქციის გამოყენებით მომენტალურად გაყიდვას.

კრიპტოს გაყიდვით მიღებულ ფიატ ვალუტას კი, იქნება ის ლარი, ა.შ.შ დოლარი თუ ევრო, მარტივად გადაიტან შენს საბანკო ბარათზე, რადგან კრიპტალზე შეგიძლია საქართველოსა და თიბისი ბანკის ბარათები გამოიყენო, როგორც განაღდებისათვის, ისე თანხის შეტანისათვის.

გაითვალისწინე ისიც, რომ კრიპტალი ბაზარზე არსებული დაბალი საკომისიოებისა და მარტივი პროცედურების წყალობით, კრიპტოს გასანაღდებლად საუკეთესო საშუალებაა.

კრიპტოს გაგზავნა/გადარიცხვა Uniswap-ის დახმარებით:

დავუშვათ, შენ ონლაინ რაიმეს ყიდვას აპირებ, ანგარიშსწორება კი მხოლოდ კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი. ამისათვის Uniswap და მისი Send ფუნქცია დაგეხმარება.

აირჩიე, რომელი კრიპტოვალუტა გინდა გადაირიცხოს შენი საფულიდან და მიუთითე დანიშნულების მისამართი.

რა პლიუსები აქვს Uniswap-ის გამოყენებას?

იმის გათვალისწინებით, რომ Uniswap დეცენტრალიზებული კრიპტო პლატფორმაა, მას უამრავი პლიუსი ახლავს თან, რომელიც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველს შეუძლია მის სასარგებლოდ გამოიყენოს, ქოინების გადაცვლის პროცესი კი მარტივი და ეფექტური გახადოს:

  • დეცენტრალიზებულია:
    პლატფორმა Uniswap დეცენტრალიზებულ ქსელზე მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობენ შუამავლები და მარეგულირებელი ორგანოები.
    შენ სრულიად აკონტროლებ შენს ფინანსებსა და კრიპტო აქტივებს.


  • არ გჭირდება ვერიფიკაციის გავლა:
    ყველას, ვისაც ეთერიუმის საფულე აქვს, შეუძლია უნისვაპზე კრიპტოვალუტა გადაცვალოს, ყოველგვარი ვერიფიკაციის გავლის პროცედურებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ატვირთვის გარეშე.

  • სარგებლის დარიცხვა:
    ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი კრიპტოვალუტების პლატფორმაზე დადეპოზიტებით გახდეს ბაზრისათვის ლიკვიდურობის მიმწოდებელი და სანაცვლოდ გამოიმუშაოს სარგებელი.

  • გამჭვირვალეა:
    ყველა განხორციელებული კრიპტო ტრანზაქცია აღირიცხება პირდაპირ ბლოკჩეინში და დაინტერესების შემთხვევაში თავად შეგიძლია შეამოწმო, სად და რა ეტაპზეა შენი ტრანზაქცია.
Support